05/05/2012
მარმარისი
კურორტი მარმარისი განლაგებულია ულამაზეს ყურეში, სადაც ერთმანეთს ერთვის ხმეთაშუა და ეგეოსის ზღვა. ის ითვლება თურქეთის ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ და ელიტარულ კურორტად. მისი კლიმატი განსხვავდება სხვა კურორტების კლიმატისგან: აქ ყველაზე ცხელ ამინდშიც კი ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით +20С, ზღვიდან კი უბერავს სუსტი ბრიზი.
მარმარისი– კლასიკური საკურორტო ქალაქი დევიზით „ყველაფერი ტურისტებისთვის“. ის გამორჩეულია ულამაზესი ბუნებით–მთიანი ლანდშაფტი, ფიჭვნარი, აკაციის ხეები და რაც მთავარია ქვიშიანი, კეთილმოწყობილი სანაპირო ზოლი. მარმარისში ცნობილია ძველ ქალაქში მდებარე ”ბარების ქუჩა” . ის რომ იპოვოთ დღისით უნდა მიყვეთ ნიშნულებს «Old town, bar street» ღამით კი უბრალოდ წახვიდეთ იქით, სადაც ყველაზე მეტი ხმაური და ხალხმრავლობაა. მარმარისის ღამის ცხოვრება . ღამის ცხოვრება ამ კურორტის მთავარი ნაწილია. პლაჟზე ერთმანეთის გვერდიგვერდ უამრავი რესტორანი, ბარი, კარაოკე-კლუბი, დისკოთეკა, ეკრანიანი სპორტული ბარი, კაფე, ცოცხალი მუსიკისა და ნაციონალური ცეკვების რესტორანი მდებარეობს. ისინი, ვინც მარმარისს ყოველ წელიწადს სტუმრობენ, ნომრებს არა ძვირადღირებული სასტუმროს ზონაში, არამედ ქალაქის ცენტრში, პატარა და იაფ სასტუმროში ქირაობენ, რომელსაც საკუთარი პლაჟი არ გააჩნია. სამაგიეროდ, ამ ტერიტორიიდან ნებისმიერ კლუბამდე უპრობლემოდ შეიძლება მისვლა, თანაც გზაზე აუცილებლად არის იტალიური რესტორანი, გვერდით კი - ჩინური. საღამოს მთავარ საკლუბო ქუჩაზე
Bar Street ცას ლაზერული სხივები ანათებს, ხოლო ქუჩის ბოლოში open-air დისკოთეკაა კარგი მუსიკითა და სასიამოვნო პუბლიკით. მარმარისის ყველაზე პოპულარულ დისკოთეკად Crazy Daisy ითვლება, სადაც დღის განმავლობაში რამდენჯერმე ეწყობა ე.წ. ქაფის დღესასწაულები. მთავარია არ დაგავიწყდეთ , რომ სამარშრუტო ავტობუსები მარმარისსა და მის შემოგარენში მოძრაობენ მხოლოდ ღამის 1 საათამდე. შემდეგ რჩება მხოლოდ ერთი ვარიანტი– არც თუ ისე იაფიანი ტაქსი. თუმცა კარგად თუ შეევაჭრებით ყოველთვის შესაძლებელია საგრძნობლად დააკლებინოთ ფასი.
მარმარისის ღირსშესანიშნაობები: ქალაქი მარმარისი აშენდა უძველესი ქალაქის პიკოს ადგილას და მისი დაარსების თარიღად ითვლება ჩვ. წ. აღრიცხვამდე 3500 წელი. ამიტომ ნამდვილად არ არის გასაკვირი რომ უძველეს ქალაქში ან მის მახლობლად უამრავი საინტერესო რამ არის სანახავი.
უძველესი ციხესიმაგრე– ქალაქ მარმარისის ძირითადი ღირშესანიშნაობა, რომლის ტერიტორიაზე განლაგებულია ორი მუზეუმი.
ლანდშაფტური ძეგლი პამუკალე– „მსოფლიოს მერვე საოცრება“ , რომლის დასახელება ითარგმნება როგორც „ბამბის სასახლე“
ბედესტენი– დახურული ბაზარი, რომელიც მოგვითხრობს ქალაქის ისტორიას
აფროდიტას ტაძრის ნანგრევები
კლეოპატრას კუნძული, სადაც სპეციალურად იყო შეტანილი თეთრი ქვიშა, რომელიც იცავდა სხეულს დამწვრობისგან.
ანტიკური ამფითეატრის ტრიბუნები
ქარავან –სარაი, რომელიც მდებარეობს ძველ ქალაქში. აქ დღეს განლაგებულია სუვენირებით მოვაჭრე ფარდულები და დახლები.
ათათურკის პარკი– თურქეთის ყველაზე ლამაზი პარკი
გამოქვაბული ფოდფორლუ და კუს სანაპირო