17/09/2022
17 სექტემბერს, Holiday Inn-ში პირველად საქართველოში გაიმართება KNIFE SHOW თბილისი 2022!
დღეს შემოგთავაზებთ მონაწილეების სიას და მათი მაგიდების განლაგებას დარბაზში.
ვისთან "მიაჭრით" პირველი? :)
პროექტის მთავარი მიზანია გამოავლინოს ქართველი ოსტატის მიერ დამზადებული 2022 წლის საუკეთესო დანა (ნაკეთობა). ამასთანავე, გამოვლინდებიან გამარჯვებულები სხვადასხვა საკონკურსო კატეგორიებში, გაიმართება ხელნაკეთი დანების და აქსესუარების გამოფენა გაყიდვა.
გამოფენაზე დანების გარდა წარმოდგენილი იქნება დანის საწარმოებლად სხვადასხვა ნედლეული, ინსტრუმენტები, აქსესუარები და ხელნაკეთი ნივთები.