27/08/2018
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში წელს 3 - 13 ოქტომბერს გაიმართება.
ფესტივალს წარმოგიდგენთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და კლასიკური მუსიკის ცენტრი.
მსმენელის წინაშე წარდგებიან გამოჩენილი პიანისტები: ელისო ვირსალაძე, ბორის ბერეზოვსკი, ალექსანდრე კორსანტია, ასევე ახალგაზრდა პიანისტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი დანიელ პეტრიკა ჩობანუ; ვუნდერკინდად აღიარებული 14 წლის მევიოლინე მატვეი ბლუმინი, ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები, ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ალექსანდრ რამი და ბრუნო ფილიპი, რომელსაც „კლასიკური მუსიკის აღმოჩენა“ უწოდეს.
საფესტივალო ორკესტრს, რომლის შემადგენლობაში თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის მუსიკოსები და უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები იქნებიან, უდირიჟორებს ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი არიელ ცუკერმანი.
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ თავისი 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ კონცერტს გამართავს.
გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში კონცერტს გამართავს „ალტერ ორკესტრი“ მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით.
სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის წინანდლის პარკის ტერიტორიაზე დაუკრავს სიმებიანი კვარტეტი „იბერი“.
ჩატარდება თბილისის ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეთა კონცერტი.
და, როგორც ყოველთვის, სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ გამოჩენილი მუსიკოსები.
უახლოეს დღეებში დაიწყება ბილეთების ელექტრონულად გაყიდვა biletebi.ge-ზე.
Telavi International Music Festival will be held on 3 - 13 October 2018.
The Festival is conducted under the auspices of Classical Music Center and Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgia.
Audience of the festival will listen to the renowned pianists: Eliso Virsaladze, Boris Berezovsky, Alexander Korsantia, as well as young pianist, prize winner of international competitions Daniel Petrica Ciobanu; Matvey Blumin, a fourteen-year-old violin prodigy, prize winners of international cello competitions, one of the most distinguished celloists of the young generation Alexander Ramm and Bruno Philippe, named Révélation Classique.
The festival orchestra comprised of Tbilisi State Chamber Orchestra Georgian Sinfonietta as well as musicians from Tbilisi Opera and Ballet State Orchestra and musicians invited from abroad, will be conducted by Ariel Zuckermann, a long-time friend of the festival.
Tbilisi State Chamber Orchestra Georgian Sinfonietta will also perform its 10th anniversary concert.
Besides, Alter Orchestra will give a concert within the Festival at Tsinandali Alexander Chavchavadze Museum. The orchestra will be led by conductor Mirian Khukhunaishvili.
String quartet Iberi will perform for socially vulnerable children in the Tsinandali Park.
Concert of Z. Paliashvili Central Music School students will be held.
And, as always, renowned musicians will conduct master classes for students of music schools and Conservatoire.
Tickets will be soon available on biletebi.ge.