Airbnb საქართველო

Airbnb საქართველო გვერდის მიზანია საქართველოში Airbnb-ის გ?

Airbnb-ზე ბინის გაქირავების რჩევები, რეკომენდაციები და დეტალური სახელმძღვანელო
11/04/2024

Airbnb-ზე ბინის გაქირავების რჩევები, რეკომენდაციები და დეტალური სახელმძღვანელო

როგორ გავაქირაოთ Airbnb-ის მეშვეობით სოფლის სახლი, კოტეჯები, ქოხი, გლემპინგები, კარვები, ბინა, ვილა და სხვა - განვიხილა....

03/05/2023

ვიდეოს ტრანსკრიპტი
ბრაიან ჩესკი

გამარჯობა, მე ბრაიანი ვარ. გასული წლის ნოემბერში 10 სიახლე წარმოგიდგინეთ თქვენი გამოხმაურების გათვალისწინებით. თქვენს მოსაზრებებს მას შემდეგაც უწყვეტად ვეცნობით. მთელ მსოფლიოში ვმართავდით სემინარებს და 3000‑ზე მეტი საუბარი გვქონდა მასპინძლებთან. ერთი რამ ცხადია: კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება მასპინძლობის გასამარტივებლად. სწორედ ამიტომ, 25 სიახლით ვაუმჯობესებთ Airbnb‑ს აპს მასპინძლებისთვის 2023 წლის ზაფხულის განახლების ფარგლებში.

დავიწყოთ კალენდრით, რომელსაც აპში ყველაზე ხშირად იყენებთ.

თქვენგან შევიტყვეთ, რომ მარტივ მოქმედებებს დიდი დრო მიაქვს. მაგალითად, მაისში სამი კვირის ასარჩევად 21 შეხებაა საჭირო. შეხებით უნდა აირჩიოთ თითოეული დღე. აი, ახალი კალენდარი. თარიღები თითის გასმით აირჩევა. კიდევ რამდენიმე კვირის დასამატებლად ჩამოუსვით თითი ქვემოთ. ასევე, გთავაზობთ კალენდრის ახალ ხედს, რომლის მეშვეობითაც მთელი წლის ჯავშნებსა და ხელმისაწვდომობას გაეცნობით. თუ ივნისისთვის ფასის შეცვლას მოისურვებთ, შეხებით აირჩიეთ „ივნისი“ და ჩაასწორეთ ფასი ერთ ღამეზე. სულ ეს არის.

რაც შეეხება ფასების დაწესებას, შევიტყვეთ, რომ შესაბამისი ხელსაწყოები რთული გამოსაყენებელია. საქმე რომ გაგიმარტივოთ, ისინი მთლიანად გადმოგვაქვს კალენდარში. ფასწარმოქმნის ყველა ფუნქციის ნახვა ამიერიდან ერთი სივრციდან შეგეძლებათ. ფასის შესაცვლელად, უბრალოდ, შეეხეთ მას. აქ დეტალურად შეიტყობთ, რა თანხას გადაიხდიან სტუმრები და რა ოდენობის შემოსავალს მიიღებთ.

ვიზუალური შენიშვნა

ბრაიანი ენამჭევრულად საუბრობს კამერის პირისპირ.

ამის შემდეგ, ვიდეო გადადის აპზე, რომელშიც ნაჩვენებია კალენდრის ხედი. ვხედავთ თარიღებს მაისის თვიდან და ზოგს ივნისიდან, თითოეული თარიღის ქვემოთ კი მოცემულია ფასი. თარიღზე დაწკაპუნებით ჩნდება სხვა ეკრანი, სადაც მარტივად არის შესაძლებელი ერთ ღამეზე დაწესებული ფასის შეცვლა. როდესაც ფასი იცვლება, აპი აჩვენებს დეტალიზაციას საბაზისო ფასის, სტუმრებისთვის დაკისრებული მომსახურების გადასახადისა და იმ თანხის ჩათვლით, რომელსაც სტუმარი გადაიხდის (გადასახადების დამატებამდე), გამოყოფილია მასპინძლის შემოსავალი.

ბრაიან ჩესკი

ვიცით, რომ ფასის განსაზღვრაც გერთულებათ და გსურთ, იცოდეთ, რა ფასი აქვთ არჩეული სხვა მასპინძლებს. ამიერიდან გაეცნობით, საშუალოდ რა ფასად იჯავშნება მსგავსი ვარიანტები ახლომახლო. დაუჯავშნელ ვარიანტებს და მათთვის მითითებულ ფასებსაც კი გაგაცნობთ.

ვიზუალური შენიშვნა

აპში ერთ‑ერთი ღილაკი მსგავსი საცხოვრებლების ფასებთან შედარების საშუალებას იძლევა. მასზე შეხებით ვიღებთ რუკას, რომელზეც ნაჩვენებია საცხოვრებლების მდებარეობები და ფასები არჩეულ თარიღებში. შესაძლებელია იმ განცხადებების არჩევაც კი, რომლებიც არ დაჯავშნილა.

ბრაიან ჩესკი

ასევე, გავამარტივეთ ერთ კვირასა და თვეზე ფასდაკლებების დაწესება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გრძელი ვადით სტუმრობის მსურველების დასაინტერესებლად. ფასდაკლების ოდენობას ადგილობრივი მოთხოვნის გათვალისწინებით გირჩევთ. მის შეცვლას ნებისმიერ დროს შეძლებთ, შეცვლის შემდეგ კი ფასი მომენტალურად განახლდება.

ვიზუალური შენიშვნა

აპში, „ფასების“ ჩანართში, ნაჩვენებია საბაზისო ფასი ერთ ღამეზე. ეკრანის ქვედა ნახევარში შესაძლებელია ფასდაკლებების ოდენობების გაცნობა. „ფასდაკლებების“ ქვემოთ ვკითხულობთ: „ჩაასწორეთ ფასები მეტი სტუმრის დასაინტერესებლად“. როდესაც აირჩევა „ერთ თვეზე“, ჩნდება ფასი, მის ქვემოთ კი ამომრჩევი გვხვდება ფასდაკლების განსასაზღვრად — სლაიდერზე გადაწევით იცვლება ფასი და ფასდაკლების პროცენტული ოდენობა.

ამის შემდეგ, თეთრ ფონზე მცირე ხნით შავი შრიფტით ჩნდება სიტყვა „Checkout“ („საცხოვრებლიდან გასვლა“).

ბრაიან ჩესკი

შემდეგია საცხოვრებლიდან გასვლა. ვიცით, რომ ამ პროცესის ყველასთვის გამარტივება გსურთ, ამიტომ ამ კუთხით სრულიად ახალ ფუნქციებს გთავაზობთ. განცხადების ჩანართს ემატება ახალი სექცია „საცხოვრებლიდან გასვლის ინსტრუქცია“. მოცემული იქნება გასვლამდე შესასრულებელი სტანდარტული ამოცანების სია, თითოეულის დეტალურად აღწერაც შესაძლებელია, მაგალითად, „დატოვეთ გასაღები მინისეიფში“. მნიშვნელოვანია, მითითებები მარტივი და გონივრული იყოს. სტუმრობის დასრულებამდე ყველანი გაეცნობიან საცხოვრებლიდან გასვლის ინსტრუქციას და შეხებით მიუთითებენ, რომ მითითებები შეასრულეს, თქვენ კი გაცნობებთ, როცა ისინი წავლენ.

ვიზუალური შენიშვნა

ბრაიან ჩესკი კამერის პირისპირ საუბრობს ლამაზ ნათელ მისაღებ ოთახში.

აპზე გადასვლის შემდეგ საცხოვრებლიდან გასვლის ინსტრუქცია ჩნდება. ამ ეკრანზე ნაჩვენებია სამი ძირითადი მითითება: „ნაგვის გადაყრა“ „ყველაფრის გამორთვა“ და „დამატებითი მოთხოვნები“. მათ ქვემოთ მოცემულია ღილაკი, რომლითაც შესაძლებელია მითითებების დამატება. მასზე შეხებით ჩნდება საცხოვრებლიდან გასვლის ინსტრუქციის შესაძლო ვარიანტები, მათ შორის, ისეთი მითითებები, როგორიცაა „გამოყენებული პირსახოცების შეგროვება“ ან „გასაღების დაბრუნება“. მითითებაზე („გასაღებების დაბრუნება“) შეხებით იხსნება ახალი ფანჯარა, რომლიდანაც, სურვილისამებრ, შესაძლებელია სხვა დეტალების დამატება 400 სიმბოლოს ფარგლებში.

დაბოლოს, სმარტფონის ჩაკეტილ ეკრანზე ვხედავთ შეტყობინებას, რომელიც გვამცნობს, რომ სტუმარი გავიდა საცხოვრებლიდან. ამის შემდეგ, თეთრ ფონზე შავი შრიფტით ჩნდება სიტყვა „Inbox“ („შემომავალი“).

ბრაიან ჩესკი

სტუმრებთან კომუნიკაცია მასპინძლობის ერთ‑ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომაც, ვამატებთ შეტყობინებების მიმოცვლის ახალ ფუნქციებს. დავიწყოთ „მზა პასუხებით“. თქვენ შეგეძლებათ გაგზავნოთ მზა პასუხი, საცხოვრებლიდან გასვლის ინსტრუქციის ბმულთან ერთად.

ვიზუალური შენიშვნა

აპში ნაჩვენებია სტუმრისგან მიღებული შეტყობინებები. მეიბლი კითხულობს: „რამის გაკეთება ხომ არ არის საჭირო, სანამ ხვალ საცხოვრებლიდან გავალთ?“. ამომხტარი „მზა პასუხები“ აჩვენებს შაბლონებს, რომლებიც სტუმრებთან კომუნიკაციას ამარტივებს. „საცხოვრებლიდან გასვლის ინსტრუქციის“ შაბლონიდან შეხებით აირჩევა „ამ პასუხის გამოყენება“, რის შემდეგაც აპი საცხოვრებლიდან გასვლის ინსტრუქციას უგზავნის სტუმარს.

ბრაიან ჩესკი

გვესმის, რომ მნიშვნელოვანია, იცოდეთ, წაიკითხა თუ არა სტუმარმა, რაც მისწერეთ, ამიტომ ვამატებთ შეტყობინებათა წაკითხვის დადასტურების ფუნქციას.

ვიზუალური შენიშვნა

როდესაც სტუმარი აპში შეტყობინებას ნახულობს, ჩნდება წარწერა: „გაეცნო მეიბლი“.

ბრაიან ჩესკი

Airbnb‑ზე თითქმის 750 000 თანამასპინძელია. თქვენგან შევიტყვეთ, რომ ზოგჯერ რთულია აპში მათი მართვა. ეს საქმე რომ გაგიმარტივოთ, ხელსაწყოების ახალ ნაკრებს წარმოგიდგენთ.

ვიზუალური შენიშვნა

თეთრ ფონზე შავი შრიფტით წერია სიტყვები „Co‑Host Tools“ („თანამასპინძლობის ხელსაწყოები“).

ბრაიან ჩესკი

ეს ახალი ჩანართი ერთ სივრცეში მოაქცევს თქვენს ყველა თანამასპინძელს. ახალი თანამასპინძლის მოსაწვევად, უბრალოდ, შეეხეთ „მოწვევის“ ღილაკს, შეიყვანეთ მისი საკონტაქტო ინფორმაცია და დაუწესეთ ნებართვები. წვდომა შეიძლება იყოს სრული, შემოიფარგლებოდეს კალენდრითა და შემომავალი შეტყობინებებით ან მხოლოდ კალენდრით. ეს იდეალურია დამლაგებლებისთვის, რომ მათ იცოდნენ დაბინავებისა და გასვლის დრო.

ვიზუალური შენიშვნა

აპში, განცხადებაში „Urban Oasis Garden“ გადავდივართ ჩანართზე „თანამასპინძლები“, სადაც მოცემულია ოთხი ბარათი: ზედა მარცხენა ბარათზე ალექს სეიდელია, ძირითადი მასპინძელი. ზედა მარჯვენაში სიმონე რომანოა სრული წვდომით. ქვედა მარცხენაში ნეიტ სემუელსია კალენდარსა და შემომავალ შეტყობინებებზე წვდომით. მეოთხე ქვედა მარჯვენა ბარათი ცარიელია და მას პლუსის ნიშანი აქვს. ის ახალი თანამასპინძლის მოწვევის საშუალებას იძლევა. ამის შემდეგ, „მოწვევის“ ღილაკზე შეხებით შესაძლებელია ელფოსტის მისამართის მითითება და წვდომის ჩასწორება — ასარჩევი ვარიანტებია „სრული წვდომა“, „კალენდარსა და შემომავალ შეტყობინებებზე წვდომა“ და „წვდომა კალენდარზე“.

ბრაიან ჩესკი

აპიდანვე შეძლებთ თანამასპინძლებისთვის ანაზღაურების გაყოფასაც. ისინი პირდაპირ Airbnb‑ს მეშვეობით მიიღებენ კუთვნილ ანაზღაურებას. ყოველ ჯერზე, როცა ჯავშანს მიიღებთ, ზუსტად გეცოდინებათ როგორც თქვენი, ისე თანამასპინძლის ანაზღაურების ოდენობა.

ვიზუალური შენიშვნა

აპში კვლავ ვხედავთ ეკრანს „თანამასპინძლების ანაზღაურების დაყენება“, საიდანაც შესაძლებელია თითოეული ჯავშნიდან თანამასპინძლების კუთვნილი პროცენტული ოდენობის არჩევა, მინიმალური თუ ფიქსირებული ოდენობის ჩათვლით. ორივე შემთხვევაში მათთვის თანხის გადახდა პირდაპირ აპის მეშვეობით არის შესაძლებელი. კონკრეტულ ეკრანზე დეტალურად არის ნაჩვენები მასპინძლის კუთვნილი ანაზღაურება ღამეების რაოდენობის, დასუფთავების გადასახადისა და სხვა გამოქვითვების გათვალისწინებით.

ბრაიან ჩესკი

2023 წლის ზაფხულის განახლების ფარგლებში წარმოგიდგენთ Airbnb ოთახებს. ეს ცალკე ოთახის თავდაპირველი კონცეფციის სრულიად ახალი ვერსიაა. დღეიდან ყველა Airbnb ოთახი განთავსდება მასპინძლის გაცნობით ბარათთან ერთად. ეს იქნება სასარგებლო ინფორმაცია, სტუმრობის მსურველებმა დაჯავშნამდე რომ გაგიცნონ.

ვიზუალური შენიშვნა

თეთრ ფონზე შავი შრიფტით წერია „Airbnb Rooms“ („Airbnb ოთახები“). ბრაიანი აგრძელებს კამერის პირისპირ ჟესტიკულაციით საუბარს.

აპში, მასპინძლის გაცნობით ბარათზე, ნაჩვენებია დეტალური ინფორმაცია მასპინძელ ლინას შესახებ. ვიგებთ, რომ ლინა სუპერმასპინძელია, აქვს 17 მიმოხილვა, 4,94‑ვარსკვლავიანი შეფასება და მასპინძლობის 8‑წლიანი გამოცდილება. დამატებითი ინფორმაცია ლინასგან: ის საუბრობს კორეულად, დაიბადა 80‑იან წლებში და მუშაობს მომხმარებელთა ინტერფეისის დიზაინერად.

ბრაიან ჩესკი

გაცნობითი ბარათის შესავსებად გადადით პროფილის გვერდზე და მიუთითეთ დეტალური ინფორმაცია თქვენ შესახებ. იქვე შეგიძლიათ დამატებითი ინფორმაცია მიუთითოთ სტუმრებისთვის შეთავაზებული ოთახის შესახებ, მაგალითად, საკუთარი თუ საზიარო სააბაზანო ექნება სტუმარს და კიდევ ვინ იქნება საცხოვრებელში.

ვიზუალური შენიშვნა

„პროფილის ჩასწორების“ გვერდზე შესაძლებელია თქვენი ფოტოს ჩასწორება, თქვენ შესახებ ტექსტის დამატება და პროფილის შევსება გარკვეული ინფორმაციით (მაგალითად, იმის შესახებ, თუ რომელ სკოლაში სწავლობდით) ან სახალისო ფაქტით.

კიდევ ერთ ეკრანზე („ოთახი და სივრცეები“) შესაძლებელია საძინებლის, სააბაზანოსა თუ საზიარო სივრცეების ფოტოებისა და დეტალების დამატება, რამდენიმე ვარიანტის არჩევა საცხოვრებლის თითოეული სივრცის შემთხვევაში, ასევე, განმარტება, თუ ვისთან გაზიარდება ეს სივრცეები.

ბრაიან ჩესკი

დაბოლოს, რასაც განსაკუთრებით ითხოვდით, გსურდათ, მარტივად შეგძლებოდათ გამოხმაურება ამა თუ იმ ფუნქციაზე მის გაშვებამდე. სწორედ ამიტომ, დღეს წარმოგიდგენთ Airbnb‑ს ადრეული წვდომის პროგრამას. ახალი ფუნქციებით სარგებლობას გაწევრიანებისთანავე შეძლებთ და აპშივე დატოვებთ გამოხმაურებას, სანამ ისინი გაეშვება.

ვიზუალური შენიშვნა

თეთრ ფონზე შავი შრიფტით წერია სიტყვები „Airbnb Early Access“ („Airbnb‑ს ადრეული წვდომის პროგრამა“).

აპში ნაჩვენებია გამოხმაურებისა და მოცემული ფუნქციებიდან არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ღილაკზე „თითის გასმა ასარჩევად“ შეხებით ვიგებთ სიახლეებს. ამ ეკრანის ქვემოთ დიდ შავ ღილაკზე წერია „გამოხმაურება“.

ბრაიან ჩესკი

სულ ეს იყო. 25 სიახლე მასპინძლებისთვის Airbnb‑ს 2023 წლის ზაფხულის განახლების ფარგლებში. ვფიქრობ, ნამდვილად მოგეწონებათ ეს ახალი ფუნქციები. მოუთმენლად ველი თქვენს გამოხმაურებას.

ვიზუალური შენიშვნა

თეთრ ფონზე შეჯამებულია 25‑ვე სიახლე მასპინძლებისთვის:

თარიღების არჩევა თითის გასმით

კალენდრის მთელი წლის ხედი მობილურში

ფასების/ხელმისაწვდომობის პარამეტრები

ჯამური ფასების ასახვა

ფასის დეტალიზაცია

მსგავსი საცხოვრებლების შედარება

ფასდაკლებები ერთ კვირასა და თვეზე

საცხოვრებლიდან გასვლის ჩაშენებული ინსტრუქცია

საცხოვრებლიდან გასვლის დეტალები

საცხოვრებლიდან გასვლის ინსტრუქცია განცხადების გვერდზე

გასვლის შესახებ ავტომატური ინფორმირება

წასვლის შეტყობინება ერთი შეხებით

შეტყობინება საცხოვრებლიდან სტუმრის გასვლის შესახებ

საცხოვრებლიდან გასვლის ინსტრუქცია მიმოწერაში

ახალი მზა პასუხები

შეტყობინებათა წაკითხვის დადასტურება

თანამასპინძლობის ჩანართი

თანამასპინძელთა გამარტივებული მოწვევა

თანამასპინძელთა ახალი ნებართვები

თანამასპინძელთა ახლებურად ანაზღაურება

„ოთახების“ ახალი კატეგორია

მასპინძელთა გაცნობითი ბარათები

პროფილის ახალი პარამეტრები

პარამეტრები Airbnb ოთახებისთვის

ადრეული წვდომა

თეთრ ფონზე ჩნდება Airbnb‑ს ლოგო, რომლის ქვეშაც შედარებით პატარა შრიფტით წერია: „US product experience displayed“ („ნაჩვენებია პროდუქტის გამოყენება აშშ‑ში“). კადრი შავდება და ვიდეო სრულდება.

აქ არის აღწერილი Airbnb-ზე გამომუშავებული თანხის სწრაფად მიღების საშუალებები
01/08/2022

აქ არის აღწერილი Airbnb-ზე გამომუშავებული თანხის სწრაფად მიღების საშუალებები

ამ პოსტში დეტალურად არის ახსნილი Airbnb-დან ფულის აღების სხვადასხვა მეთოდი: საბანკო გადარიცხვა, Western Union და Airbnb ბარათი.

როგორ გავაქირაოთ Airbnb-ის მეშვეობით სოფლის სახლი, კოტეჯები, ქოხი, გლემპინგები, კარვები, ბინა, აპარტამენტი, ვილა და სხვა...
25/06/2022

როგორ გავაქირაოთ Airbnb-ის მეშვეობით სოფლის სახლი, კოტეჯები, ქოხი, გლემპინგები, კარვები, ბინა, აპარტამენტი, ვილა და სხვა – განვიხილავთ აქ. 👇

როგორ გავაქირაოთ Airbnb-ის მეშვეობით სოფლის სახლი, კოტეჯები, ქოხი, გლემპინგები, კარვები, ბინა, ვილა და სხვა - განვიხილა....

გახდით Airbnb-ის მასპინძელი, გააქირავეთ ბინა, სახლი, ვილა, კოტეჯი ან სოფლის სახლი... დარეგისტრირდით აქედან და დამატებით ...
24/05/2022

გახდით Airbnb-ის მასპინძელი, გააქირავეთ ბინა, სახლი, ვილა, კოტეჯი ან სოფლის სახლი... დარეგისტრირდით აქედან და დამატებით მიიღეთ 10 აშშ დოლარი.

On Airbnb, you can reach a trusted community of guests, manage payments securely, and host with peace of mind. Learn how much you could earn hosting.

Address

58 Lado Asatiani Street
Tbilisi
0102

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Airbnb საქართველო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Airbnb საქართველო:

Videos

Share

Nearby travel agencies


Other Vacation Home Rental in Tbilisi

Show All