GeoMedical and health-resort tourism

GeoMedical and health-resort tourism სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი

22/11/2023
09/09/2023
05/09/2023

დერმატოლოგ – ვენეროლოგი ზაზა თელია D ვიტამინისა და ომეგა 3-ის დანამატის სახით მიღების ბუმზე სოციალურ ქსელში წერს ....

13/08/2023

ობის გავრცელება სახლში – პრობლემა, რომლის გადასაჭრელადაც აუცილებლად უნდა მივიღოთ დროული ზომები, რათა თავიდან ა.....

13/05/2023

მე, როგორც ექიმი, ვერ გეტყვი ჯანმრთელი ხარ თუ არა შენ. შენ უნდა მითხრა ეს. შენ ხარ ექიმი და არა მე!

65 წლის კაცი უფრო ჯანმრთელია, რომელიც სავსეა სიცოცხლით, ყოველ დღეს ენერგიითა და ენთუზიაზმით ეგებება, ფიქრობს, რომ ყოველი დღე საჩუქარია, მაგრამ ახლახანს დაუსვეს კიბოს დიაგნოზი და სიცოცხლის ხუთი წელიღა აქვს დარჩენილი

თუ

20 წლის ბიჭი, რომელსაც ყველა სამედიცინო ანალიზი და კვლევა წესრიგში აქვს, მაგრამ არაფრის კეთების ენერგია და ენთუზიაზმი არ აქვს და ფიქრობს, რომ ცხოვრება მხოლოდ ტანჯვაა?

ცხოვრება ასაკში არ იზომება, არამედ ჩვენს ცნობიერ გამოცდილებაში.

მეცნიერებამ ბევრი რამ გვაჩუქა კაცობრიობას, მაგრამ რასაც დასავლური, რედუქციულ მოდელზე აგებული მეცნიერება არ ითვალისწინებს (უფრო სწორად ვერ), ადამიანის სუბიექტური გამოცდილებაა.

სუბიექტურ გამოცდილებას გარედან ვერ გაზომავ.

გონების და ფენომენოლოგიის ფილოსოფიაში არსებობს ერთი ასეთი ექსპერიმენტი, სახელად ''მერის ოთახი''.

მერი არის დაბადებიდან მთლიანად ბრმა მეცნიერი, რომელიც სწავლობს ფერებს. მან ყველაფერი იცის ფერების მეცნიერების შესახებ, მაგრამ არასოდეს უნახავს არცერთი საგანი და არც მათი ფერი.

მან არ იცის, როგორია წითელი ან როგორია მწვანე?

აზრის ექსპერიმენტი გვეკითხება: თუ უეცრად მერის მხედველობა დაუბრუნდება და ის ფერების დანახავას შეძლებს, მიუხედავად იმისა, რომ მან ფერების შესახებ ცოდნით ყველაფერი იცის, ისწავლის თუ არა ის რაიმე ახალს ფერების შესახებ?!

თუ კარგად გაიაზრეთ ეს ექსპერიმენტი, მაშინ დააკვირდებოდით, რომ ფერების ცოდნასა და ფერების დანახვას შორის ძალიან დიდია განსხვავება. შეიძლება ითქვას, რომ მერის აქამდე ფერების არაფერი გაეგებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შესახებ ყველაფერი იცოდა.

ეს განსხვავებაა თანამედროვე მედიცინასა და ჯანმრთელობას შორის.

თანამედროვე მედიცინა ტესტების და კვლევების საფუძველზე ყველაფერს გვეტყვის ადამიანის ორგანოებზე, მაგრამ არაფერს თავად ამ ადამიანზე.

ამ განსხვავების დასანახებლად დავიწყე mindori - Mind Body Health Center • გონებისა და სხეულის ჯანმრთელობის ცენტრი, რადგან დღევანდელ მსოფლიოს ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

ჩვენ გარემოცულნი ვართ ადამიანებით, რომლებიც მთელს თავიანთ ცხოვრებას გონებაში ატარებენ და ცხოვრობენ ისე თითქოს არ არსებობდნენ. მათ არ აქვთ განცდა, რომ სხეული აქვთ და ცხოვრებას ეხებიან.

იყო დრო, როცა თავადაც ასე ვგრძნობდი თავს. დღეს ასე აღარ ვარ და ვიცი, განსხვავება რამხელაა.

ადამიანის ჯანმრთელობა გონება-სხეულის გამთლიანებაშია და ჩვენს შინაგან განცდაში და არა გარეთ.

მე, როგორც ექიმი, ვერ გეტყვი ჯანმრთელი ხარ თუ არა, როგორი ძვირადღირებული ხელსაწყოც არ უნდა მეჭიროს ხელში.

შენ თავად უნდა მითხრა ეს, შენ უნდა მოგისმინო.

გაუზიარე ეს პოსტი, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს. მათ ამის ცოდნა დღეს ჰაერივით სჭირდებათ.

-ლაშა

04/12/2022
04/12/2022

Address

Vaja Iverieli 10 B
Tbilisi

Telephone

+995595548551

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GeoMedical and health-resort tourism posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to GeoMedical and health-resort tourism:

Share