ტობატური/Tobatur

ტობატური/Tobatur turizm

გვერდის მიზანია ბუნების უმშვენიერესი ქმნილების – ტობავარჩხილის ტბის – პოპულარიზაცია, ტურისტული ტურების მოწყობა ეგრისის ქედზე და რეგიონის ბუნების სხვა ძეგლების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. სათემო ორგანიზაცია "ჯვარი–XXI" ზაფხულში გეგმავს ჯვარი–ხოკო–ტობავარჩხილის ტურისტული მარშრუტის ამოქმედებას. ამ მიზნით უკვე დაწყებულია მუშაობა და სეზონისთვის ყველა პირობა იქნება შექმნილი წარმატებული და სასიამოვნო ტურებისათვის. ეწვიეთ ჩვენს გვერდს და მოემზადეთ ტობავარჩხილის სანახავად!

მახო გეთიას ფოტოა. მე ძალიან მომეწონა.ყოჩაღ!👍👍👍👍👍
15/08/2023

მახო გეთიას ფოტოა.
მე ძალიან მომეწონა.
ყოჩაღ!👍👍👍👍👍

.   თქეშსა და დელგმაში, მუხლჩაუხრელად, ზურგზე ფუთიანი ზურგჩანთით გამოვლილი რამდენიმეკილომეტრიანი აღმართის შემდეგ  შუაცეც...
12/01/2023

.
თქეშსა და დელგმაში, მუხლჩაუხრელად, ზურგზე ფუთიანი ზურგჩანთით გამოვლილი რამდენიმეკილომეტრიანი აღმართის შემდეგ შუაცეცხლის განუმეორებელი სითბო, ხვალ დილით ზღაპრულ ტობავარჩხილთან შეყრის მოუთმენელი სურვილი, ქართულ და ევროპულ რესტორნებში მირთმეულ კერძებზე ბევრად გემრიელი, "ჯიქირ ფოქვა"-ს ხელებდაკოჟრილი მასპინძლების მიერ შედედებული უგემრიელესი მაწონი - მშურს იმათი, ვინც ეს ყველაფერი პირველად უნდა გამოსცადოს!🥰🥰🥰
ტობა გელოდებააათ!🥰🥰🥰🥰🥰🥰🥰

ტობას აფხაზი "ძმა"  - ადუედააძიჟის კარული ტბა, ზ.დ. ტობაზე დაბლა 239 მ-ით, მაგრამ ფართობით, სიღრმით, წყლის მოცულობით და ...
11/12/2022

ტობას აფხაზი "ძმა" - ადუედააძიჟის კარული ტბა, ზ.დ. ტობაზე დაბლა 239 მ-ით, მაგრამ ფართობით, სიღრმით, წყლის მოცულობით და სხვა პარამეტრებით ტობაზე დიდი.

ადუედააძიჟი

ადუედააძიჟი — კარული ტბა საქართველოში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.მდებარეობს კოდორის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2411 მ-ზე. უჭირავს მყინვარული კარის ძირი. ზედაპირის ფართობი 0,32 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 2,3 კმ², საშუალო სიღრმე 29,6 მ, უდიდესი — 64 მ. წყლის მოცულობა უდრის 9,48 მლნ. მ³. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გეგმაში ტბას ოვალური მოხაზულობა აქვს; გადაჭიმულია მერიდიანული მიმართულებით. ნაპირები დაუნაწევრებელია. უმაღლესი დონე აქვს ზაფხულის პირველ ნახევარში, დაბალი — ზამთარში. ტბიდან გაედინება მდინარე ადუედა. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 16–18 °C, ზამთარში იყინება. წყალი მტკნარია.

ტობავარჩხილი

ტობავარჩხილი (მეგრ. ვერცხლის ტბა, ტბავერცხლი) — კარული ტბა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. მდებარეობს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2650 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი — 0,21 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი — 1,12 კმ.², უდიდესი სიღრმე — 35 მ, საშუალო სიღრმე — 15,8 მ, წყლის მოცულობა — 3,3 მლნ. მ³. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ტობავარჩხილი გამდინარეა. წყლის დონე დაბალია — ზამთარში, მაღალია — ივლისში. წყალი მტკნარია. ტბაში თევზი არ იცის.
მითოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტბის შესახებ ქართულ მითოლოგიაში არსებობს მითი.
ამ ვერცხლის ტბის ისეთი მოკრძალება ჰქონიათ, რომ ყველა ერიდებოდა მის მახლობლად გაჩერებას. ერთხელ ერთი მდიდარი მწყემსი ცხვარს მიერეკებოდა და, როგორც კი ვერცხლის ტბას მიუახლოვდა, მოულოდნელად ნისლმა დაფარა იქაურობა. მწყემსმა და მისმა ფარამ ნაბიჯიც ვერ წადგა წინ. მწყემსს არ უნდოდა ტბის სიახლოვეს გაჩერებულიყო, მაგრამ იძულებული გახდა საქონელი აქ დაებინავებინა. ბედს აქ მოვუყვანივარ და, თუ დასაღუპავი ვარ, დავიღუპო, თუ გადასარჩენი, გადავრჩებიო. გამოარჩია ერთი საუკეთესო ვერძი, ღმერთს შესწირა მსხვერპლად, ილოცა და შესთხოვა: მაპატიე ამაღამ აქ დარჩენა და, რასაც დამიწესებ, იმას აღვასრულებო. და დარჩა ღამის გასათევად. შუაღამისას ვერცხლის ტბიდან ამოვიდა ოქროსბეწვიანი ვერძი და ფარაში ყველა ცხვარი დაამაკა. გათენდა თუ არა, მწყემსმა გარეკა თავისი ფარა და მშვიდობით გავიდა საძოვრებზე. დოლის დრო რომ მოვიდა, ყველა დამაკებულმა ცხვარმა ოქროსბეწვიანი ბატკანი მოიგო. ყველას გაუკვირდა ეს ამბავი. ჰკითხეს მიზეზი, მაგრამ მწყემსს არ უნდოდა საიდუმლოს გაცემა. ბოლოს გამოტეხეს მწყემსი, ალბათ ვერცხლის ტბის მიზეზი იქნებაო, ერთი ღამე იქ გავათიეო. შეშურდა ერთ მწყემსს, ადგა და განზრახ გაემართა ვერცხლის ტბისკენ, რომ იქ ღამე გაეთია და ბედს სწეოდა. მუხლი კი მოიდრიკა, ილოცა, აღუთქვა, თუ ოქროსბეწვიან ბატკნებს მიბოძებ, ცხვარს შეგწირავო. წინასწარ ვერძის შეწირვა კი დაენანა. არც ლოცვა-ვედრება იყო გულითადი და არც აღთქმა. შუაღამე რომ შეიქნა, ამოვიდა ოქროსბეწვიანი ვერძი, გაუძღვა ფარას და წყალში შეიყვანა. ერთი ცხვარიც არ დარჩენილა ხმელეთზე, ყველა ტბამ შთანთქა.

ფოტოებზე: მარცხნივ - ადუედაძიჟი,
მარჯვნივ - ტობავარჩხილი.

17/10/2022
.    ეს მეწყერი, სავარაუდოდ, ყვირას მთის აღმოსავლეთ ფერდობზე არსებული კარიერის არასწორმა ექსპლოატაციამ გამოიწვია.    დას...
23/08/2022

.
ეს მეწყერი, სავარაუდოდ, ყვირას მთის აღმოსავლეთ ფერდობზე არსებული კარიერის არასწორმა ექსპლოატაციამ გამოიწვია.
დასკვნის გაკეთება სპეციალისტების პრეროგატივაა.
რაც მთავარია, ამ მეწყერმა ჩაკეტა სქური-კერნახონას სამანქანე გზა, ასევე, გზა გადაუკეტა მომთაბარე მესაქონლეებს.
სქური-კერნახონას სამანქანე გზა ტობავარჩხილისკენ მიმავალი ყველაზე ლამაზი და მოხერხებული მარშრუტის ის მონაკვეთია, რომელიც ამ გზის საფეხმავლო ნაწილს 10 კმ-ით ამცირებს და კერნახონას ტურისტის სახლამდე მიდის. ამასთან, ტურისტის სახლიდან სქვამწიფურონამდე არსებობს 6 კმ სატყეო უბნის მიტოვებული სამანქანე გზა, რომლის აღდგენა არც ისე მნიშვნელოვანი დანახარჯებითაა შესაძლებელი და, რომლის აღდგენის შემთხვევაში საფეხმავლო გზა ტობავარჩხილამდე მცირდება 10 კმ-მდე.
ტურისტის სახლიდან ტობავარჩხილზე მისასვლელი ერთ-ერთი მოკლე მარშრუტი, რომლითაც მწყემსები სარგებლობდნენ გასული საუკუნის 60-იან წლებამდე, სულ ახლახან მოიძია ენთუზიასტთა ჯგუფმა ლევან გობეჩიას თაოსნობით. ამ მარშრუტის გაწმენდის და ამოქმედების შემთხვევაში ტობას გზა კიდევ რამდენიმე კილომეტრით შემცირდება.
შესაბამისად, ყვირას მთის აღმოსავლეთ ფერდობზე გაჩენილი მეწყრის პრობლემის მოგვარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს წალენჯიხის ტურისტული პოტენციალის შემდგომი განვითარებისა და ტობას ულამაზესი მარშრუტის აღდგენისათვის..

21/06/2022

Location: Georgia. TSea level: 2650 meterssalenjikha Municipality. N42.24-184 / E 42.78477. Area: 21 hectare. The most useful route: Skuri - Kirnakhona- Jal...

ფოტო გადაღებულია ხოკოდან.Nikon COOLPIX P520
09/05/2022

ფოტო გადაღებულია ხოკოდან.

Nikon COOLPIX P520

07/05/2022

ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმიდან "ტობავარჩხილი-წალენჯიხის თვალმარგალიტი"

01/03/2022
ტობას მარშრუტი
20/02/2022

ტობას მარშრუტი

ტობავარჩხილი...🥰🥰🥰
30/01/2022

ტობავარჩხილი...🥰🥰🥰

10/11/2021
09/11/2021
05/10/2021

ჩვენი გვერდი: fb.com/geostalkჩვენი ინსტაგრამი: instagram.com/geostalkჩვენი ვიდეო პროექტი არაკომერციულია და მიზნად ისახავს ქართული საზო...

მისი უდიდებულესობა ტობავარჩხილი (2650 მ) და მწვერვალი ჭითაგვალა (3226 მ).🥰🥰🥰ფოტო: 24.06.2016
26/09/2021

მისი უდიდებულესობა ტობავარჩხილი (2650 მ) და მწვერვალი ჭითაგვალა (3226 მ).🥰🥰🥰

ფოტო: 24.06.2016

26/09/2021
"წერტილები" ტობას ნაპირზე ელგუჯა მორგოშიას ხარებია. 24.08.2016 წელი
26/09/2021

"წერტილები" ტობას ნაპირზე ელგუჯა მორგოშიას ხარებია. 24.08.2016 წელი

დიდებული "ტობავარჩხილი". ხედი "ნაწარკანტჷ"-ს გადასასვლელიდან. 24.08.2016

"ქუაქანცალია"  -  12-ტონიანი მოქანავე ლოდი ყვირას მთაზე, რომელიც თითით შეხებისას ირხევა და კაკუნის ხმას გამოსცემს.ლოდი მ...
24/08/2021

"ქუაქანცალია" - 12-ტონიანი მოქანავე ლოდი ყვირას მთაზე, რომელიც თითით შეხებისას ირხევა და კაკუნის ხმას გამოსცემს.
ლოდი მდებარეობს ტობასკენ მიმავალ ერთ-ერთ ულამაზეს მარშრუტზე - ინწირა-ყვირა-კერნახონა-ქუაუჩა-ჯალარა-მაგანას ხეობა-ჯიქირ ფოქვა-ტობავარჩხილი...

"ჯიქირ ფოქვა"  -  ოდესღაც კლდიდან მოწყვეტილ და შუა მინდორში გაჩერებულ უზარმაზარ ლოდს შეფარებული მწყემსის კარავი და მისი ...
11/08/2021

"ჯიქირ ფოქვა" - ოდესღაც კლდიდან მოწყვეტილ და შუა მინდორში გაჩერებულ უზარმაზარ ლოდს შეფარებული მწყემსის კარავი და მისი შემოგარენი - ტობავარჩხილის დასალაშქრი ბოლო საბაზისო ბანაკი.👍🥰
აქედან ტობამდე 2.5 კმ-ია.

ხედი ტობავარჩხილიდან ნაშხურწყარზე. 2680 ზ.დ.6 სექტემბერი, 2020.
05/11/2020

ხედი ტობავარჩხილიდან ნაშხურწყარზე.
2680 ზ.დ.
6 სექტემბერი, 2020.

დღეს...🥰👍
05/11/2020

დღეს...🥰👍

20/10/2020

საცხენოსნო ტური სამეგრელოში.

Address

C. Jvari, Rustaveli, 3
Tbilisi
5204

Telephone

599 85 71 77

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ტობატური/Tobatur posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category