Gito tour • გიტო ტური

Gito tour •  გიტო ტური Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Gito tour • გიტო ტური, Travel Agency, Tbilisi.
(3)

14/09/2022

‼️ 16-17-18 სექტემბერს ‼️

🫵 მოდი ჭიათურის ტურისტულ ფესტივალზე - Adventure 2022

🚀 გამოცადე ახალი თავგადასავალი

🟡 ქემფინგი და ნაოსნობა მანდაეთის ტბაზე

🟡 მეკლდეურობა სვერსა და კაცხში

​🟡 ლაშქრობა ძუძუანას და კოტიას მღვიმეში

🟡 ვია ფერატას შოუ;

🟡 ველოტურიზმი;

🟡 ქორეოგრაფია - "დოვინ დოვენ დოვლი"

🎤 TAMADA , LOUDspeakers

🔗 დარეგისტრირდი: https://bit.ly/3RqN1p2

👉 ჭიათურის ტურისტული ფესტივალის წარმდგენია Imereti Tour

✔️ გენერალური სპონსორია ჯორჯიან მანგანეზი - Georgian Manganese

🤝 პარტნიორები: ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია , Sveri Adventure Camp • სვერის სათავგადასავლო ბანაკი და DMO Imereti

🔗 მხარდამჭერები: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration

23/09/2021

| ფოკას მონასტერი • ფარავნის ტბა #ფოკასმონასტერი #ფარავნისტბა #მოგზაურობა

07/08/2021

ბერეთისა | ზემოიმერეთი

24/06/2021

• სოფელი ქვედა ბერეთისა. ჭიათურა ტური • Chiatura tour

სოფელ ქვედა ბერეთისას ჩრდილოეთით ესაზღვრება სოფელი უსახელო და წყალშავი, მდ. რკვიანასა და დუმალას წყალგამყოფი სერი, სამხრეთით ესაზღვრება მანდაეთის თემის სოფელი ქბილარი ტყის ზოლით, აგრეთვე მდ. დუმალასა და ახაშმულას წყალგამყოფი, დასავლეთით საზღვარი გადის მდ. დუმალას ხეობაზე, ესაზღვრება სოფელი მანდაეთი. აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფელი ზედა ბერეთისა.
ქვედა ბერეთისას ყველაზე დაბალი ადგილია მდ. დუმალას ხეობაში, სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, 735 მეტრი ზ.დ., ხოლო მაქსიმალური ადგილია, მდ. ახაშმულის ღელის მარცხენა მხარეს მდებარე სერი 960 მ.ზ.დ. ქვედა ბერეთისა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ვრცელდება საშუალოდ 5 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 4 კმ-ზე.
სოფელი ქვედა ბერეთისა მდებარეობს ქ. ჭიათურის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეზე, სოფელი შედის ნიგოზეთის თემში, მანძილი ნიგოზეთის თემის ცენტრამდე 6 კმ-ია, სოფელი ქალაქ ჭიათურას უკავშირდება საავტომობილო გზით, მანძილი ქალაქამდე 15 კმ-ია, სოფელში არის საჯარო სკოლა და რამდენიმე მაღაზია.
სოფელ ქვედა ბერეთისაში დღეისათვის ცხოვრობს 296 კომლი, 834 სულით, თემის მოსახლეობა ბოლო 40 წლის განმავლობაში შემცირდა 17 მაცხოვრებლით, 1970 წელს ცხოვრობდა 851 მაცხოვრებელი, 1980 წელს 778, 1989 წელს 716, 1999 წელს 295 კომლი, 816 მაცხოვრებელი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით კი 807 მაცხოვრებელი იყო. გავრცელებული გვარებია: სოფლებში ცხოვრებენ შემდეგი ძირითადი გვარები: ციცქიშვილი, კვიჟინაძე, ნოზაძე, ტაბატაძე. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება, მესაქონლეობა. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელებულია მაყვალი (ღუბუს), მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მეტწილად ხვიარა ბუჩქებია. სოფლის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია მდინარე დუმალას ხეობაში, მარჯვენა მხარეს მდებარე ბერეთისას ციხე, სადაც ამჟამად წმინდა ნინოს სახელობის ჯვარგუმბათაინი ტაძარია აგებული, სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში შემაღლებულ ადგილას დავით კვიჟინაძის ფინანსური მხარდაჭერით შენდება წმინდა ნიკოლოზის სახელობის ჯვარგუმბათიანი ეკლესია, რომლის სიმაღლე 28 მეტრია. სოფელ ქვედა ბერეთისას სამხრეთით მდებარეობს პატარა უბანი, რომელსაც ეწოდება, ,,ლაღიაშვილების უბანი” მასზედ არსებობს თქმულება, რომლის მიხედვითაც ამ უბანს არ ჰყოლიათ ბატონი, ვინაიდან ამ უბანში ცხოვრობდნენ ამაყი ხალხი, ბატონები თავის ქვეშერდომად ვერ აქცევდნენ მოსახლეობას, ამიტომაც უბანმა მიიღო სახელწოდება ,,ლაღიაშვილები”.
სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს მდინარე დუმალაზე აგებული წყალსაცავი, რომლის სიგრძე დაახლოებით 1 კმ-მდეა, ხოლო სიგანე დაახლოებით 300 მეტრი, წყალსაცავი საინტერესო რეკრეაციულ ობიექტს წარმოადგენს, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის შემთხვევაში აქ შეიძლება საინტერესო ტურისტული კომპლექსის შექმნა, ვინაიდან წყალსაცავში ბინადრობს სარეწაო მნიშვნელობის სხვადასხვა ჯიშის თევზი, ბერეთისის წყალსაცავზე შეიძლება სათევზაო ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია. გარდა მდინარე დუმალასი, სოფლის ტერიტორიაზე აგრეთვე გაედინება მდინარე ახაშმულის ღელე, რომელიც ნოზაძეების უბანთან უერთდება მდინარე დუმალას მარცხენა მხრიდან. სოფელ ქვედა ბერეთისაში არის ცივი ანკარა წყაროები, სოფლის მიმდებარე ტერიტორია მდიდარია მიწისქვეშა სამყაროთი, რომლებიც ტურისტული მიმართულებით აგრეთვე საინტერესო ობიექტებს წარმოადგენს, კარსტული რელიფიდან სოფელ ქვედა ბერეთისის ტერიტორიაზე აღსანიშნავია: საწურბლიის შახტი, პირაღია კლდის მღვიმე.
საწურბლიის შახტი - სოფ. ქვედა ბერეთისა, მდ. ახაშმულის ღელეს მარჯვენა ფერდობზე, პირაღია კლდის მღვიმის აღმოსავლეთით 1კმ-ზე, გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებსა და მერგელებში. შახტის ჩასასვლელის აბსოლუტური სიმაღლე 895 მეტრია ზღვის დონიდან, ხოლო შეფარდებითი სიმაღლე 55 მეტრია, სიგრძე 250 მ, სიგანე – 1-3 მ, სიმაღლე 1-5 მ, ფსკერის ფართობი 425 მ2, საერთო მოცულობა 1020 მ3. მღვიმე ვერტიკალური საფეხურებისა და სუბჰორიზონტული გვირაბების მონაცვლეობით 250 მ სიგრძემდე ვრცელდება, ქიმიური ნალექებიდან წარმოდგენილია უმნიშვნელო რაოდენობის ნაღვენთი ფორმები, მღვიმე ძირითადად მშრალია, შეიმჩნევა დროებითი ღვარების ნაკვალევი, საჭიროა სპელეოლოგიური საჭურველი, მღვიმე გამოკვლეულია ზაზა ლეჟავას მიერ 1993 წელს.
პირაღიაკლდის მღვიმე _ სოფ. ბერეთისა, მდ. ახაშმულას აუზი (მდ. დუმალას მარჯვენა შენაკადი), ჭიათურიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 15 კმ-ზე, გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებსა და მერგელებში. მღვიმე იწყება 30 მ სიმაღლის ფრიალო კლდის ძირას, მის წინა, შედარებით ვრცელ ნაწილს (სიმაღლე 4,5 მ, სიგანე 5 მ) დაბალი გვირაბი აგრძელებს, რომელსაც ფსკერის გაყოლებით მინიატურული კანიონი გაუყვება. მღვიმეს სხვადასხვა მიმართულების ექვსი განშტოება გააჩნია. მღვიმის აბსოლუტირი სიმაღლე ზღვის დონიდან 920 მ, ხოლო შეფარდებითი მდინარის დონიდან 100 მ, სიღრმე 3-დან 200 მეტრამდეა, სიგანე 1-8 მ, სიმაღლე 2,5 – 4,5 მ, ფსკერის ფართობი 600 მ2, ხოლო საერთო მოცულობა 2400 მ3. ქიმიური ნალექებიდან უმნიშვნელო რაოდენობის ნაღვენთი ფორმები, მღვიმე მშრალია, შეიმჩნევა ღვარების ნაკვალევი, საჭიროა მღვიმეში სპელეოლოგიური საჭურველი, მღვიმე გამოკვლეულია ზ. ლეჟავას მიერ 1993 წ. ბერეთისა • Beretisa

07/06/2021

• მანდაეთის ტბა | ჭიათურა
---------------------------------------------
| მანდაეთი — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი. მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე დუმალის ხეობაში. ზღვის დონიდან 760 მეტრი, ჭიათურიდან 22 კილომეტრი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. სოფელში არის საჯარო სკოლა ----------------------------------------------

#მანდაეთი #ჭიათურა #გიტო #გიტოტური #მოგზაურობა #ტურები

ოქროს ციხე | ადიგენი   ---------------------------------------------- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში  #გიტო-------------...
08/05/2021

ოქროს ციხე | ადიგენი
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში #გიტო
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა არის ქართული
----------------------------------------------
- შემოვიაროთ საქართველო #гито ---------------------------------------------------------- ოქროს ციხე – ციხესიმაგრე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის მახლობლად. იგი უზარმაზარ კლდოვან მასივზე დგას და ძნელი მისადგომია (ზოგიერთი მხრიდან მიუდგომელიც). ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხეთაგანია საქართველოში. _____________________________ 595917916 ( Gito tour • გიტო ტური )
----------------------------------------------
#ოქროსციხე #ადიგენი #გიტო #გიტოტური #მოგზაურობა #ტურები

 #ქვევრი   #ქვევრისღვინო  #იმერეთი  #ბერეთისა  #გიტო   #გიტოსვილა      🇬🇪
29/04/2021

#ქვევრი #ქვევრისღვინო #იმერეთი #ბერეთისა #გიტო #გიტოსვილა 🇬🇪

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Gito tour • გიტო ტური posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Gito tour • გიტო ტური:

Videos

Share

Category


Other Travel Agencies in Tbilisi

Show All