
18/02/2025
2 მარტსს (კვირა) გთავაზობთ 1 დღიან ტურს ისტორიულ დავით გარეჯში!
ეს იქნება განსაკუთრებული, სრულფასოვანი პროგრამა, რომელიც მოიცავს:
* უდაბნოში არსებული მონასტრების და სკიტების დათვალიერებას;
* ფერადი უდაბნოს ულამაზესი ხედების დათვალიერებას, როგორც ახლო ლოკაციიდან, ასევე პანორამული ხედებიდან, სადაც ტურისტები თითქმის არ დადიან;
* უნიკალურ შესაძლებლობას, იხილოთ გარეჯის უდაბნოს ხელუხლებელი ბუნება და შეიგრძნოთ მისი განსაკუთრებული ატმოსფერო.
ეს ტური იქნება თქვენთვის ნამდვილი აღმოჩენა, რადგან თქვენ:
* გაეცნობით გარეჯის უდაბნოს მდიდარ ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას;
* დატკბებით თვალწარმტაცი ბუნებით და უნიკალური ლანდშაფტებით;
* მიიღებთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს და ემოციებს.
მოსანახულებელი ძეგლები:
✅️დავით გარეჯის კომპლექსი
✅️ფერადი უდაბნო
✅️დოდო გარეჯის კომპლექსი
✅️ნათლისმცემლის კომპლექსი
✅️მრავალწყაროს ტბა
ტურის სახეობა: კულტურულ-
შემეცნებითი-პილიგრიმული
ტურის ღირებულება : 50 ლარი
💲ღირებულებაში შედის:
🚌ტრანსპორტირება
🚶გიდი
📷 ფოტო გადაღბა
🎥სამახსოვრო ვიდეო რგოლი
💲ღირებულებაში არ შედის:
🌭კვება - ამ საკითხს ვაგვარებთ ინდივიდუალურად და ვაწყობთ ერთობლივ პიკნიკს
თუ ვინმეს აწუხებს რაიმე სახის ქრონიკული დაავადება (ალერგია ასთმა და ა.შ.) აუცილებელია გვაცნობოთ.
გაითვალისწინეთ:
✔არ ვანაგვიანებთ გარემოს!
✔არ ვიგვიანებთ შეკრების ადგილზე!
✔არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში ან ნაბახუსევი!
✔არ ვიღებთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში!
✔ვუჯერებთ ტურის გამყოლ-ორგანიზატორებს!
✔საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და ერთად ვაწყობთ პიკნიკს!
დამატებითი ინფორმაციისთვის ან ტურზე დასარეგისტრირებლად დამიკავშირდით:
Viber/WatsApp: 551 11 45 42 გიორგი
ან მომწერეთ ფეისბუქზე https://www.facebook.com/1Gio.iakobashvili1
-------------------------------------------------------------------------
გასვლა რედისონიდან (ველოსიპედის ძეგლი) - 07:00 საათი
დაბრუნება რედისონთან (ველოსიპედის ძეგლი) - 22:00 საათი
-------------------------------------------------------------------------