გაინტერესებთ სად იმოგზაუროთ, ან დაისვენოთ 2017 წელს?
გვეწვიეთ 27-29 აპრილს საგამოფენო ცენტრ "ექსპოჯორჯიაში" მე-19 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე და გააკეთეთ არჩევანი!!!
3 დღის მანძილზე ტურისტული და ავია კომპანიები, სასტუმროები და სანატორიუმები თავიანთ პროდუქციას და მომსახურების სფეროებს წარმოადგენენ. ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციები დამთვალიერებლებს სრულ ინფორმაციას წარუდგ
ენენ ამა თუ იმ ადგილის საკურორტო უპირატესობების შესახებ, ეს კი დასვენებისა და მოგზაურობისათვის ადგილის სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ.
მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, "ექსპოჯორჯია" წელს პირველად წარმოგიდგენთ HoReCa-ს გამოფენას. ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მიზნით, ჩვენი ქვეყანის ტურისტულ და ბიზნეს სფეროში ყოველწლიურად არაერთი სასტუმრო, თუ სარესტორნო ბრენდი შემოდის. მობრძანდით და ნახეთ რას გთავაზობენ პროფესიული სარესტორნე დანადგარების, აქსესუარების და ავეჯის მწარმოებელი კომპანიები!
უკვე 19 წელია, რაც ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების ტენდენციებს მივყვებით. ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ქართველი ტურისტებისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობის გამარტივება ჩვენი გამოფენის მთავარი მიზანია.
ეს არის ადგილი, სადაც მონაწილეებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა იპოვონ ახალი საქმიანი პარტნიორები, მიიღონ ორმხრივი სარგებელი და განავითარონ ბიზნესი.
ტურისტული გამოფენების მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე, "ექსპო ჯორჯია" მუდმივად ცდილობს დანერგოს ახალი კონცეფცია, ფეხი აუწყოს სწრაფად მზარდ და განვითარებად ბაზარს. ჩვენი მიზანია, ვიყოთ ნოვატორები, შევიმუშავოთ ბიზნეს ღირებულებების შემცველი ისეთი კონცეფცია, სადაც B2B და B2C მიდგომების შერწყმით, გამოფენაში მონაწილეობა და მისი დათვალიერება, ორმხრივად სარგებლიანი იქნება.
შემოუერთდით გამოფენას და გახდით თქვენი კომპანიის წარმატების მოწმე!
წელს პირველად, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გასაკუთრებით ინტერაქტიული ხასიათის იქნება. ფესტივალის სტუმრებს სპეციალური შეთავაზება, სამოგზაურო პაკეტები ექსკლუზიურ ფასად, კონკურსები, გათამაშებები და სხვადასხვა გასართობი ღონისძიება თუ სიურპრიზი ელით.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
შესვლის ღირებულება: 3 ლარი
მათთვის, ვინც წინასწარ გაივლის ონლაინ რეგისტრაციას, შესვლა უფასოა ( რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: https://goo.gl/9rAATr ). იჩქარეთ! Visit 19th International Caucasus Tourism Fair at the exhibition center ExpoGeorgia on April 27-29 2017! Travel companies, hotels, resorts and airline companies will introduce you their products and services within these three days. Local and international tourism agencies will provide with the detailed information that will help you to choose the right place to go! With the 19th International Caucasus Tourism Fair, for the first time, HORECA exhibition will take place. For this purpose a number of hotels and restaurant brands enter our markets every year. So, come to see what do the owners and manufacturers of professional restaurant equipment, accessories and furniture offer you! While following changing trends of the tourism industry during the recent 19 years, developing local tourism and making travelling abroad a streamline became the main goal of our exhibition. This is the place where exhibitors have unique chance to find new business partners, develop business and get benefits. During the rich history of CTF, ExpoGeorgia always tries to introduce a new concept to move along with the fast growing and developing market. Our aim is always to be innovators and build such a concept that will change business values by merging B2C and B2B approaches, so being either participant or a visitor will become beneficial for both sides. Join the exhibition and become the witness of your business’ success! This year CTF is going to be especially interactive. Our visitors will be able to get special travel offers and packages in exclusive prices! Also we offer you lottery and variety of entertainment and surprises! The event is supported by the agency of tourism and the agency of protected areas, and the Ministry of Culture and Monument Protection of Georgia. Entrance price: 3 GEL
To get the special invitation, please register online ( for registration follow the link: https://goo.gl/9rAATr).