14/06/2024
გრძელდება 2024 წლის სეზონი !!! 😊
კაბადოკია + უზუნგოლის ტბა + ტრაპიზონი 🇹🇷 🇹🇷
GTG TOUR გთავაზობთ 5 დღიან მოგზაურობებს🎈
მხოლოდ 460 ლარად!!! სრული პაკეტი, 5⭐️⭐️⭐️⭐️⭐️სასტუმრო,ორჯერადი კვება, პროფესიონალი გიდის მომსახურება,ტრანსპორტირება და შიდა ტრანსფერი მაღალი დონის ავტობუსით 💫✨
(კორპორატიულ/სკოლის ჯგუფებზე გვაქვს ფასდაკლებები!)
👇👇👇👇👇👇👇👇👇👇👇👇👇👇
მოგზაურობის თარიღები :
🔰19-20-21-22-23 ივნისი (ვემზადებით 54 მონაწილე, ტური შევსებულია!)
🔰26-27-28-29-30 ივნისი (ვემზადებით 49 მონაწილე,დარჩა 5 ადგილი!)
🔰3-4-5-6-7 ივლისი (დარჩა 8 ადგილი!)
🔰10-11-12-13-14 ივლისი (დარჩა 9 ადგილი!)
🔰 17-18-19-20-21 ივლისი
🔰 24-25-26-27-28 ივლისი (სრულდება ადგილების დაჯავშნა!)
🔰 31 ივლისი-1-2-3-4 აგვისტო
🔰 7-8-9-10-11 აგვისტო
🔰 14-15-16-17-18 აგვისტო
🔰 21-22-23-24-25 აგვისტო
🔰 28-29-30-31 აგვისტო-1 სექტემბერი
🔰 4-5-6-7-8 სექტემბერი
🔰 11-12-13-14-15 სექტემბერი
🔰 18-19-20-21-22 სექტემბერი
🔰 25-26-27-28-29 სექტემბერი
🔰9-10-11-12-13 ოქტომბერი
🔰23-24-25-26-27 ოქტომბერი
🔰6-7-8-9-10 ნოემბერი
🔰20-21-22-23-24 ნოემბერი (გიორგობა წმინდა გიორგის სამშობლოში)
ჩვენი ტურები გამოირჩევა მაღალი დონის, პროფესიონალი გიდებით, რომელთა მეგზურობაც ყველა კატეგორიის მოგზაურზეა გათვლილი !
ტური, რომელიც მხოლოდ ოცნებებში წარმოგედგინათ, სადაც ერთად გელით გასაოცარი სანახაობები, იდუმალი ისტორიები , წმინდა სალოცავები, ქრისტიანობის სათავე, მსოფლიოს უძველეს ცივილიზაციათა ნაკვალევი და დაუვიწყარი თავგადასავლები !
ჩვენი გრაფიკია 👇🏻
🔰დღე პირველი:
🔰გასვლა თბილისიდან, დილის 07:00 საათზე, დიდუბის მეტროს ზედა ამოსასვლელიდან
🔰სარფის საზღვრის კვეთის პროცედურები ( მოქმედებს როგორც საღვარგარეთის პასპორტი, ასევე აიდი ბარათი, 6 თვეზე მეტი ვადით)
🔰გველის საინტერესო გზა, რომელიც პონტოს მთებსა და შავი ზღვის შუაშია მოქცეული !
🔰ქალაქი ტრაპიზონი ,შავი ზღვის ერთერთი მარგალიტი. ქალაქი, სადაც ერთმანეთს ერწყმის პონტოური-ლაზური-ბერძნული და თურქული კულტურები.
🔰ტრაპიზონის ,,აია სოფია’’ - ტრაპიზონის იმპერიის კათედრალი, სადაც ერთ დროს ტრაპიზონის იმპერატორთა კურთხევა ხდებოდა !
🔰გზა ტრაპიზონიდან გორემემდე კომფორტული ავტობუსით, რომელიც დაახლოებით 10-11 საათი გრძელდება , გზადაგზა ავტობუსი ჩერდება ყოველ 3 საათში ერთხელ, კვების ობიექტებთან.
🔰დღე მეორე :
🔰დილიდანვე კაბადოკიის ზღაპრულ სამყაროში შევდივართ
🔰შოპინგ-ტური სუვენირებისა და სამკაულების მაღაზიაში
🔰13-14 საათისთვის სასტუმროში დაბინავება,
დასვენების დრო დაახლოებით 2-3 საათი და კაბადოკიის ფერადი ემოციაც იწყებაა !
🔰გორემეს ღია ცისქვეშ მუზეუმი-მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და გამორჩეული სანახაობა, ამ კლდეში ნაკვეთ საოცარ სამყაროში არაერთი წმინდა ადგილია რომელთაგან გამორჩეულია:
🔰წმ. ბასილის ეკლესია,
🔰წმინდა გიორგი ტაძარი,
🔰"ბნელი სამლოცველო",
🔰"ვაშლების ეკლესია ‘’,
🔰"წითელი ეკლესია",
🔰წმინდა ბარბარეს სახ. ეკლესია.
და სხვა საოცარი სამლოცველოებია , რომლებიც მარგალიტებივითაა ჩაქსოვილი უზარმაზარ კომპლექსში,.
გორემეს კომპლექსში ასევე გამორჩეული ადგილი უკავია ტოკალის ეკლესიას, სადაც ყველა ქრისტიანისათვის წმინდა, "შენ ხარ ვენახის" ხატია დაცული!
🔰გორემეს "ღია ცისქვეშა მუზეუმის’’ მოლოცვისა და დათვალიერების შემდეგ გველოდება სეირნობა და შოპინგი მისტიური ქალაქის ქუჩებში, სადაც უამრავი სუვენირისა და ხელნაკეთი ნივთების არჩევანია, ასევე ბევრი კაფე და რესტორანია, სადაც საკმაოდ იაფად შეგიძლიათ დააგემოვნოთ აღმოსავლური და დასავლური სამზარეულოს შედევრები ,ასევე მსურველებს შეგიძლიათ კვადროციკლის ქირაობა და გორემეს საოცარ ქუჩებსა და მთებზე სეირნობა !
🔰დღეს კი შეაჯამებს "გორემეს ციტადელი’’, სადაც გელით კაბადოკიის ათასფერადი სამყაროს დაისი, ესააა ულამაზესი მზის ჩასვლა რომელიც თავად უნდა ნახოთ!
🔰დღე მესამე :
🔰კაბადოკიის ერთ-ერთი მშვენება საჰაერო ბუშტებია , დილის 05:00 საათიდან შეგიძლიათ ამ გასაოცარი სანახაობით დატკბეთ და სურვილის შემთხვევაში ისარგებლოთ კიდეც, იმოგზაუროთ კაბადოკიის ცაში და დაახლოებით 800- 900 მეტრის სიმაღლიდან გადახედოთ კაბადოკიის პეიზაჟებს !
🔰საუზმის შემდეგ ჩვენი მეორე ზღაპრული დღეც იწყება
🔰წინ გველოდება უდიდესი დიდმოწამის, წმინდა გიორგის ლეგენდარული სოფელი ჩავუშინი, უდიდესი მისტიკის და ემოციის ამ საოცარ სოფელში თითქოს დრო იკარგება და საუკუნეების წიაღში მოგზაურობ, მთლიანად კლდეში გამოკვეთილ კომპლექსში გელოდებათ დადუმებული ლეგენდები, გასაოცარი ხატ-წერის შედევრები, დიადი ისტორიები და გასაოცარი ნაგებობები.
🔰უჩისარი (სამი ციხე) მთლიანად კლდეში გამოკვეთილი ციხე-სიმაგრე, სადაც საუკუნეები ერთმანეთს ცვლიდა ხეთური-რომაული-ბიზანტიური -ოსმალური ცივილიზაციები, თუმცა თავად უჩისარი თითქოს ერთიანი სამყაროა, საიდანაც იშლება გასაოცარი ხედები !
🔰უჩისარის ციხის დათვალიერების შემდეგ შეგვიძლია ვისეირნოთ უჩისარის გარშემო არსებულ სუვენირებისა და ტკბილეულ-თხილეულის ბაზრობებზე.
🔰კაიმაკლი-უზარმაზარი მიწისქვეშა ქალაქი , სადაც 3300 წლის წინ ხეთების სამეფოს თავდაცვითი ნაგებობები იყო, ქრისტიანობის ხანაში კი იგი ადრექრისტიანთა თავშესაფრად იქცა და სადაც იდუმალ სამყაროში დაიკარგები !
🔰ფაშა ბაღი, გარდა იმისა რომ ესაა უცნაური ბუნებისა და ფლორა ფაუნის ადგილი, ასევე ითვლება მსოფლო ასკეტიზმის და მესვეტეობის ერთ -ერთ სათავედ, სწორედ აქ დაუდო მესვეტეობის ასკეტურ ცხოვრებას სათავე ლეგენდარულმა სვიმონ მესვეტემ.
🔰გორემეს კერამიკის მუზეუმი, სადაც შეგიძლიათ საუკუნეების წინანდელი ტექნოლოგიებით თავადაც გახდეთ ოსტატი და თქვენვე შექმნათ კაბადოკიური ხელოვნების ნიმუში, ასევე რა თქმა უნდა, შეიძინოთ და დაამზადებინოთ კერამიკის ნებისმიერი ექსპონატი.
🔰ემოციებით სავსეები ვბრუნდებით სასტუმროში და ვსარგებლობთ თავისუფალი დროით და სურვილისამებრ შეგვიძლია დავესწროთ გორემეში თურქულ საღამოს!
დღე მეოთხე:
🔰ურგუპი- კაბადოკიური ბუნების საოცრებათა სიმბოლო, გასაოცარი სვეტების და უცნაური ფლორა-ფაუნის ფონზე ასევე უცნაური და უდიდესი ბაზრობა გელოდებათ . ტკბილეულის, ჩაის, და სამკაულების მსოფლიოს უდიდესმა ბაზარმა შეიძლება გონებაც აგირიოთ და თავი ხეთების ეპოქაში ან ოსმალეთის ხანაში წარმოიდგინოთ !
🔰ორთაჰისარი, წმიდა ნინოს სოფელი, სადაც ლეგენდის მიხედვით დაიბადა და აღიზარდა მსოფლიოს უდიდესი და ქართველთა უპირველესი წმინდანი- წმინდა ნინო , სწორედ აქედან ეწოდა ნინოს სახელად , "ნინო კაბადოკიელი" !
🔰გზა საქართველოსაკენ ტრაპიზონის გავლით.
🔰დღე მეხუთე :
🔰 ბოლო დღე მოიცავს გზას ანატოლიიდან სარფამდე და შემდეგ თბილისამდე, ეს გზა მრავალფეროვანი და საინტერესოა , გზადაგზა ყოველ 3 საათში ერთელ შევჩერდებით დასასვენებლად, კვების ობიექტებთან სადაც ასევე შეძლებთ თურქული ტკბილეულის შეძენას. მეხუთე დღეს ასევე მოვინახულებთ უზუნგოლის ტბას
🔰უზუნგოლის ტბა- თურქეთის და მთლიანად მსოფლოს ტურიზმის ერთერთი ულამაზესი ადგილი, მთებში და ტყეებში მარგალიტის თვალივით მოლივლივე პატარა და კოპწია ტბა !
5 დღიანი ტურის ღირებულება:
5⭐სასტუმროთი-460 ლარი.
ღირებულებაში შედის:
✔მგზავრობა კომფორტული ავტობუსით (2 მძღოლით, კომფორტული და მშვიდი გარემო, WiFi თურქეთის ტერიტორიაზე, კონდიცირება, სკამებთან დამტენებით, კლიმატკონტროლი, წყალი მგზავრობის განმავლობაში))
✔გიდის მომსახურება
✔შიდა გადაადგილება ავტობუსით
✔სასტუმრო 5⭐⭐⭐⭐⭐ (2 ან 3 ადგილიანი ნომრები, უფასო Wifi , გარე აუზი )
✔ორჯერადი კვება (სულ 4 კვება)
(შვედური მაგიდა, 70 დასახელების კერძი/დესერტი)
ღირებულებაში არ შედის:
❌ მუზეუმების მოსაკრებლები- 170 ლარის ექვივალენტი ლირაში (მუზეუმების ფასი დამოკიდებულია ლირის კურსზე და მცირედით შეიძლება შეიცვალოს)
❌უზუნგოლის ტბიდან საქანელებამდე ასვლა და საქანელებით სარგებლობა -150 ლირა
❌ თურქულ საღამოზე დასწრება - 30$ (სურვილისამებრ)
❌ საჰაერო ბუშტი 150 ევროდან ( ფასები ცვალებადია )
🔵თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადიდან თქვენი მხრიდან ტურის გაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება და არც სხვა ტურში იცვლება
🔵საზღვრის კვეთის დროს აუცილებელია ID ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი, რომელიც უნდა იყოს დაუზიანებელი და რომლის ვადა მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს.
დაზიანებული ან არასაკმარისი ვადის მქონე პასპორტის/აიდი ბარათის წარდგენის ან სხვა დარღვევის გამო თუ საზღვარს ვერ გადაკვეთავთ, თქვენივე ხარჯებით ბრუნდებით უკან და ტურის თანხაც უკან არ ბრუნდება.
🔵არასრულწლოვნისთვის საჭიროა დაბადების მოწმობა+ ID ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი(თუ დედა მოყვება)
+მინდობილობა ნოტარიულად დამოწმებული (თუ არცერთი მშობელი არ მოყვება)
🔵ტრანსპორტში ადგილების დაჯავშნა არ ხდება წინასწარ, თავად იკავებთ ტურზე მოსვლისას.
🔵1 ადგილიან ნომერში განთავსების მსურველთათვის ტურის ღირებულება გაიზრდება 120ლარით.
🔵5 დღიანი ტურიდან პირველი და მეხუთე დღე სჭირდება გზას, ადგილზე ვართ 3 დღე და 2 ღამე.
გასათვალისწინებელი პირობები:
♦️ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ტურის ორგანიზატორის მითითებებს.
♦️არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ტურის მიმდინარეობისას
♦️ვითვალისწინებთ ერთმანეთის ინტერესებს,რადგან
ტური ჯგუფურია😊
♦️ცუდ განწყობას ვტოვებთ სახლში 🙈🥰
-------------------------
☎️დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
➡️595-41-22-35, მარიამი
➡️599-41-08-35, ბაკური