21/09/2024
"ღმერთო, ისეთ სიმაღლეზე ნუ ამიყვან, საიდანაც ადამიანი არ გამოჩნდება...
ისე ნუ გამაძღებ, შიმშილი საერთოდ დამავიწყდეს... ისე ნუ გამამდიდრებ, ყველას და ყველაფრის ყიდვა რომ შემეძლოს და სიკეთესაც, როგორც უმნიშვნელო ხურდას, ისე ვარიგებდე...
ისეთი ძალით ნუ შემმოსავ,სიმართლეს ახლობლებიც ვერ მიბედავდნენ...
ისე ნუ წამართმევ გონებას, სამშობლოს მოღალატეებს ტაშს ვუკრავდე..."
©️ ვახტანგ ღლონტი