Plan My Trip
- Home
- Georgia
- Tsikhedidi-Mtianeti
- Plan My Trip
The New Way to Discover Georgia Tour Agency
Address
ციხედიდი (The Great Fortress Valley), Mtskheta
Tsikhedidi-Mtianeti
3316
Telephone
Website
Alerts
Be the first to know and let us send you an email when Plan My Trip posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.
Contact The Business
Send a message to Plan My Trip:
Shortcuts
PlanMyTrip.ge -ის შესახებ
საიტი www.PlanMyTrip.ge სრულყოფასა და განვითარებაზე ზრუნავს საქართველოში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩემი საქართველო“,(ს/კ 406202390), რომელიც თავისი იდეის დახვეწისა და სრულყობის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს ისეთ არაკომერციულ იურიდიულ პირთან, როგორიცაა ,,ტურიზმი და კავკასიის ოჯახების ასოციაცია“. ოჯახები, რომელიც რეგისტრირებულია საიტ www.PlanMyTrip.ge -ზე პერიოდულ თრეინგს და სერთიფიცირებას გადის ,,ტურიზმი და კავკასიის ოჯახების ასოციაციის“ მიერ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ,,ასოციაცია“ ან ,,საზოგადოება“თავისთავზე იღებს პასუხიმგებელობას www.PlanMyTrip.ge რეგისტრირებული ოჯახების მომსახურებაზე. ჩვენ უბრალოდ ორიენტირებული ვართ საქართველოს ოჯახებში ტურიზმის მოსაზიდად ისეთი კრეატიული ინტერნეტ სივრცის შექმნაზე, სადაც საშუალება ექმნება, როგორც სტუმარს, ასევე მასპინძელს კომფორტულად მიიღოს ან შესთავზოს ესა თუ ის სერვისი ოჯახურ გარემოში.
საიტი www.PlanMyTrip.ge გთავაზობთ საქართველოს მასშტაბით საოჯახო სივრცეში ისეთი მომსახურების მიღებას, როგორიცაა ღამისთევა, კვება, გიდი, ტრანსპორტი, აღჭურვილობა და დაგეგმილი ტურები. ჩვენი პრიორიტეტია საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და მომსახურებაში ჩვენი ქვეყნის ოჯახებმა მიიღონ აქტიური მონაწილეობა და მაქსიმალური კომერციული სარგებელი. საოჯახო სივრცეში მოხდეს საქართველოს მასშტაბით უცხოელი თუ ლოკალური ტურისტების ინტერესების და მოთხოვნების დაკმაყოფილება. საქართველოს წარსულით, ადათ-წესებით, კულინარიით, ფლორითა და ფაუნით დაინტერესებულ ტურისტს შეეძლოს საქართველოს ნებისმიერ სოფელში ამა თუ იმ მომსახურების მიღება, მომსახურების როგორიცაა ოჯახში ღამისთევა, საოჯახო კულინარიის გაცნობა და გამასპინძლება, ოჯახის სივრცეში არსებული ინფორმაციული რესურსის მიღება გიდობის სახით, ტრანსპორტითა თუ ტურისტისთვის საჭირო სხვადასხვა აქტვობის აღჭურვილობით უზრუნველყოფა. ასევე, სურვილისამებრ, წინასწარ დაგეგმილი ტურის მოწყობა. ტურისტისთვის აუცილებელი ყველა მატერიალური თუ რაციონალური რესურსი საქართველოს უმეტეს ოჯახში არსებობს და ამ რესურსის მართლზომიერი ათვისება და სწორი გამოყენება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას და ამასთანავე კომერციულ სარგებელს მოუტანს ადგილობრივ ოჯახებს - არის ჩვენი პრიორიტეტი.
ოჯახში მომსახურების დაჯავშნამდე ირჩევთ სად, როდის და რა აქტივობის მიღება გნებავთ, არის თუ არა თავისუფალი თქვენს მიერ შერჩეული სერვისი მითითებულ ადგილასა და დროს, ხოლო თუ დაინტერესებული ხართ სხვა მომსახურების მიღებით, მოიძიოთ იმავე ოჯახში, გაეცნოთ თუ რა ტიპის აქტივობებით არის დაინტერესებული ესა თუ ის ოჯახი.
სტუმრის მიერ მომსახურების დაჯავშნა ძალიან მარტივად ხორციელდება. ნახეთ როგორ დავჯავშნოთ?