ენტრი

ენტრი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ენტრი, Vacation Home Rental, კ. გამსახურდიას 198, Zugdidi.

02/05/2022

📣📣📣 გვეწვიეთ ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის განახლებულ FACEBOOK-გვერდზე.

https://www.facebook.com/ScreeningCenterZugdidi/?ref=pages_you_manage

ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი-თქვენს საჭი

01/04/2022

♀ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს შეუძლია მისი პრევენცია. გაიარეთ სკრინინგი მინიმუმ ორჯერ 45 წლამდე. ვაქცინაცია და სკრინინგი არის უფასო და ხელმისაწვდომი პირველადი ჯანდაცვის პუნქტებსა და ეროვნულ სკრინინგ ცენტრებში.

გაიგეთ მეტი ▶ https://www.who.int/health-topics/cervical-cancer

#აპვ #პაპილომავირუსი

29 მარტს (სამშაბათს) ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში, ჩაატარებს კონსულტაციებს და ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსიურ კვლევებს, თანამედ...
23/03/2022

29 მარტს (სამშაბათს) ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში, ჩაატარებს კონსულტაციებს და ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსიურ კვლევებს, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი, ონკოქირურგი ბ-ნი ბესო აბულაძე.
❗პაციენტთა მიღება: 14-00 სთ/დან...
🔷ვიზიტის ფასი-50 ლარი;
🔷მიღება იწარმოებს, წინასწრი რეგისტრაციის საფუძველზე. დარეკეთ
☎ 032 2 47 00 99 / ან მოგვწერეთ ფბ.გვერდზე

🔷მარტი მსოფლიოში მსხვილი ნაწლავის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა და მას "ლურჯ მარტს" უწოდებენ.  მსხვილი ნაწლავის კიბო ს...
21/03/2022

🔷მარტი მსოფლიოში მსხვილი ნაწლავის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა და მას "ლურჯ მარტს" უწოდებენ. მსხვილი ნაწლავის კიბო საქართველოში ავთვისებიან სიმსივნეებს შორის გავრცელების თვალსაზრისით, მე-3 ადგილს იკავებს.

🔷 თუ ხართ 50-დან 70 წლამდე ასაკის, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით, თქვენ უფასოდ გეკუთვნით შემდეგი გამოკვლევები:
1. განავალში ფარული სისხლდენის განსაზღვრის ტესტი;
კოლონოსკოპია (საჭიროების შემთხვევაში).
2. რა დანიშნულება აქვს განავალში ფარული სისხლდენის განსაზღვრის ტესტს?
უჯრედების შეჯგუფება მსხვილ ნაწლავში, ზოგჯერ პოლიპებს წარმოქმნიან და წლების განმავლობაში ეს პოლიპები შესაძლოა კიბოდ გადაგვარდნენ. პოლიპებსა და მსხვილი ნაწლავისკიბოს ახასიათებთ სისხლდენა, სკრინინგ-ტესტს კი შეუძლია სისხლის ყველაზე უმნიშვნელო შემცველობა გამოავლინოს განავალში.

🔹რა არის კოლონოსკოპია?

თუ სკრინინგ-ტესტმა სისხლდენა გამოავლინა, აუცილებელია კოლონოსკოპია ჩაიტაროთ. კოლონოსკოპიით ხდება მსხვილი ნაწლავის შიდა ზედაპირის დათვალიერება. გამოკვლევის ეს მეთოდი გამოავლენს პოლიპებსაც. პოლიპი არ არის ავთვისებიანი სიმსივნე, თუმცა შეიძლება კიბოდ გარდაიქმნეს. პოლიპების მოშორება მნიშვნელოვნად ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების ალბათობას.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ დარღვეული კუჭის მოქმედება, განსაკუთრებით გახშირებული მოქმედება ან ფაღარათი, რომელიც გრძელდება რამდენიმე კვირის განმავლობაში; სისხლდენა უკანა ტანიდან რაიმე აშკარა მიზეზის გარეშე; გამკვრივება მუცლის არეში.

🔹როგორ ჩავერთო სკრინინგის პროგრამაში?
კვლევაზე ჩასაწერად დარეკეთ: 032 2 47 00 99

ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი

#კიბო #მსხვილინაწლავი #სკრინინგი

18/03/2022

ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრში, 26 მარტს (შაბათს)-მხოლოდ ერთი დღით - კონსულტაციას ჩაატარებს, თბილისიდან სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული მამოლოგი, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ქირურგიულ ონკოლოგიაში, საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი, მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო საზოგადოების წევრი, პროფესორი ბ-ნი ირაკლი კოხრეიძე;
❗️კონსულტაციაზე ქალბატონმა უნდა წარმოადგინოს მამოგრაფიის ან ძუძუს ექოსკოპიის კვლევის დასკვნა.
კონსულტაციის ფასი 50,0 ლ.
პაციენტების მიღება იწარმოებს მხოლოდ წინასწარი ჩაწერის შემთხვევაში.
კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე : 032 247 00 99 ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე:
🍀ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!

18/03/2022
17/03/2022

📌ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს – რა ვიზუალური სიმპტომები ახასიათებს ძუძუს კიბოს?
▪ეს დიაგნოზი საქართველოშიც საკმაოდ ხშირია. სარძევე ჯირკვლის სიმსივნური დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება: მემკვიდრეობა, ემოციური ფონი, ნერვული სტრესი, გადაღლილობა, არასწორი ცხოვრების რიტმი, არასწორი კვების რეჟიმი და ა.შ.
❗ რა სიმპტომებით ხასიათდება ძუძუს კიბო?
– ძუძუს კიბოს სიმპტომებია:
• დვრილის ფორმის შეცვლა, მისი ჩაბრუნება, გადასწორება;
• დვრილიდან გამონადენი (სისხლიანი ან უსისხლო);
• ძუძუს ან დვრილის გამკვრივება ან შეშუპება;
• ძუძუს ფორმის შეცვლა;
• ხელების ზემოთ აწევისას მკერდზე ღრმულების გაჩენა;
• კანის დანაოჭება ძუძუს პერიმეტრზე;
• მუდმივი დისკომფორტი ძუძუს არეში;
• იღლიებსა და რეგიონულ არეებში ლიმფური კვანძების 📌გადიდება;
• იღლიის და ბეჭის არეში შესიება.
🔊მამოგრაფია - ესაა სარძევე ჯირკვლების რენტგენი. რომელიც ადრეულ სტადიაზე ავლენს სარძევე ჯირკვლების პრობლემას და ხელს უწყობს ნაადრევ დიაგნოსტიკას.
პროფილაქტიკის მიზნით ის სასურველია ჩატარდეს 40 წელს ზევით ქალებში ჩივილის გარეშეც.
❗ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში- მამოგრაფია უფასოა (40 წლიდან 70- წლის ჩათვლით )
იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე!
მის: კ.გამსახურდიას 198
☎ 032 2 47 00 99

16/03/2022

🩺საერთოდ რა არის და რა საჭიროა ბიოფსია?

👨‍⚕‍მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე:

🔸ძუძუს წარმონაქმნების ბიოფსია ძუძუს დაავადებების დიაგნოსტიკის უმნიშვნელოვანეს შემადგენელს წარმოადგენს;
🔸განასხვავებენ ძუძუს წარმოანაქმნების წვრილნემსიან და მსხვილნემსიან ბიოფსიას;
🔸ბიოფსია შესაძლოა ჩატარდეს რადიოლოგიური კვლევის კონტროლით ან მის გარეშე;
🔸 ბიოფსიის ერთ-ერთ ნაირსახეობას წარმოადგენს ვაკუუმ-ასისტირებული ბიოფსია;
🔸 ბიოფსიის მიზნით ქსოვილის ამოკვეთას, დღეისათვის პრაქტიკულად არ მიმართავენ;
🔸მსხვილნემსიანი ბიოფსია ტარდება ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ;
❗️გამოცდილი სპეციალისტის მიერ ჩატარებული ბიოფსია - აბსოლუტურად უმტკივნეულოა❗️

✍️ექიმთან ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით: ☎️+𝟵𝟵𝟱 𝟱𝟵𝟭 𝟮𝟴 𝟯𝟯 𝟮𝟮
📍მის: თბილისი, ვასილ ბარნოვის #80
💚პაციენტზე ორიენტირებული მშვიდი და კომფორტული გარემო ჩვენი ცენტრის მთავარი პრიორიტეტია.

16 მარტს , ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში კონსულტაციებს ჩაატარებს ქირურგი- პროქტოლოგი,ირაკლი ნიჟარაძე.🔷მიღება იწარმოებს, 14:0...
10/03/2022

16 მარტს , ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში კონსულტაციებს ჩაატარებს ქირურგი- პროქტოლოგი,ირაკლი ნიჟარაძე.

🔷მიღება იწარმოებს, 14:00 სთ-დან , წინასწრი რეგისტრაციის საფუძველზე. დარეკეთ
☎ 032 2 47 00 99 / ან მოგვწერეთ ფბ.გვერდზე.

16 მარტს (ოთხშაბათი) ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში,  12:00 სთ-დან, კონსულტაციებს ჩაატარებს, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგი...
10/03/2022

16 მარტს (ოთხშაბათი)
ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში, 12:00 სთ-დან, კონსულტაციებს ჩაატარებს, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი,ზოგადი ქირურგი, ენდოკრინული ქირურგი, ონკოქირურგი ბ-ნი ბესო აბულაძე.
❗პაციენტთა მიღება: 13:00 საათიდან
🔷ვიზიტის ფასი-50 ლარი;
🔷მიღება იწარმოებს, წინასწრი რეგისტრაციის საფუძველზე. დარეკეთ
☎ 032 2 47 00 99 / ან მოგვწერეთ ფბ.გვერდზე

🎗️სკრინინგი და გეგმიური გამოკვლევა, განსაკუთრებულ როლს ასრულებს თითოეული ქალბატონის ცხობრებაში.💕ძვირფასო ქალბატონებო,გილ...
08/03/2022

🎗️სკრინინგი და გეგმიური გამოკვლევა, განსაკუთრებულ როლს ასრულებს თითოეული ქალბატონის ცხობრებაში.

💕ძვირფასო ქალბატონებო,გილოცავთ 8 მარტს !

გისურვებთ ჯანმრთელობას.

სიყვარულით სკრინინგ ცენტრი...

ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი,მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას  და უკრაინელ დედებს. #მშვიდობაუკრაინას #მშვიდობასაქართველოს💙💛  su...
03/03/2022

ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი,მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ დედებს.
#მშვიდობაუკრაინას
#მშვიდობასაქართველოს

💙💛

supports Ukrainian and Ukrainian mothers

💙💛

🔷რამდენად მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, რა არის გათვალისწინებული უფასო პროგრამის ფარგლებში, რომელი ა...
23/02/2022

🔷რამდენად მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, რა არის გათვალისწინებული უფასო პროგრამის ფარგლებში, რომელი ასაკობრივ ჯგუფები არიან პროგრამის ბენეფიციარები ?

🔷საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგული ტესტების საშუალებით შესაძლებელია კიბოსწინარე დაავადების ან საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოვლენა ადრეულ სტადიაზე, როცა შესაძლებელია ეფექტური მკურნალობის ჩატარება, რაც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შემცირდეს ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილობის სიხშირე და თავიდან იქნას აცილებული მისი განვითარება.

🔹ვის შეუძლია სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა?

სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში სავალდებულოდ უნდა ჩაერთოს ყველა ქალი 25 წლის ასაკიდან, 60 წლის ასაკამდე.

👉 პროგრამაში შედის

🔷პაპ- ტესტი (ნაცხის აღება);
🔷პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპია და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღება

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ 032 2 47 00 99
ან მოგვწერეთ.

მისამართი: ზუგდიდი, კ.გამსახურდიას 198 (ჭითაწყარი)

21/02/2022

Caritas Czech Republic, opened the first screening center in Zugdidi, Georgia, two years ago, giving thousands of people easy access to cancer prevention.

21/02/2022

🔹ხშირად დასმული კითხვები :
როგორ ჩავერთო სკრინინგის პროგრამაში?
სკრინინგის პროგრამაში ჩასართავად უნდა აკმაყოფილებდეთ რამდენიმე კრიტერიუმს 👇.
🔷 ძუძუს გამოკვლევები - 40-დან 70 წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს მამოგრაფიულ გამოკვლევას; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში - ძუძუს ექოსკოპიასა და გასინჯვას მამოლოგის მიერ;
🔷საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები - 25-დან 60 წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს პაპ–ტესტს; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში - კოლპოსკოპიას (საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპიული გამოკვლევა)
🔷პროსტატის გამოკვლევა - 50-დან 70 წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს სისხლში პროსტატის კიბოს სპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრას.
🔷მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები - 50-დან 70 წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს ფარულ სისხლდენაზე სპეციალურ ტესტს (FOBT); პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, ასევე, უფასოა კოლონოსკოპიაც. კოლორექტული კიბოს სკრინინგი უფასოა ორ წელიწადში ერთხელ.
🔹ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგი- შეუძლიათ ქალბატონებს 25-დან 70 წლის ჩათვლით.
🔷სკრინიგი ითვალისწინებს ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით გამოკვლევას, პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში სისხლის თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევას, საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღებასა და ციტოლოგიურ კვლევას, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროცესის მეთვალყურეობას ენდოკრინოლოგის მიერ.

ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრში, 19 თებერვალს  (შაბათს)-მხოლოდ ერთი დღით - კონსულტაციას ჩაატარებს, თბილისიდან სპეციალურად ამ დ...
18/02/2022

ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრში, 19 თებერვალს (შაბათს)-მხოლოდ ერთი დღით - კონსულტაციას ჩაატარებს, თბილისიდან სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული მამოლოგი, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ქირურგიულ ონკოლოგიაში, საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი, მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო საზოგადოების წევრი, პროფესორი ბ-ნი ირაკლი კოხრეიძე;
❗️კონსულტაციაზე ქალბატონმა უნდა წარმოადგინოს მამოგრაფიის ან ძუძუს ექოსკოპიის კვლევის დასკვნა.
კონსულტაციის ფასი 50,0 ლ.
პაციენტების მიღება იწარმოებს მხოლოდ წინასწარი ჩაწერის შემთხვევაში.
კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე : 032 247 00 99 ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე:
🍀ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!

🔊უფასო გამოკვლევები შენთვის და შენი ოჯახის წევრებისთვის!🔷ვინ უნდა გაიკეთოს პაპ ტესტი?♀️ ყველა ქალს, რომელიც  სქესობრივ ც...
18/02/2022

🔊უფასო გამოკვლევები შენთვის და შენი ოჯახის წევრებისთვის!
🔷ვინ უნდა გაიკეთოს პაპ ტესტი?♀️ ყველა ქალს, რომელიც სქესობრივ ცხოვრებას ეწევა, გინეკოლოგიური გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს წელიწადში ერთხელ.

🔹საჭიროა თუ არა ტესტისთვის წინასწარი მომზადება?

განსაკუთრებულ მომზადებას გამოკვლევა არ საჭიროებს, თუმცაღა აუცილებელია გარკვეული პრინციპების დაცვა:
👉პაპ ტესტი არ კეთდება მენსტრუაციის დროს;
👉ტესტის ჩატარებამდე 48 სთ-ის განმავლობაში საჭიროა სქესობრივი ცხოვრებიდან თავშეკავება;
👉გამოკვლევის წინა დღეს არ უნდა იქნეს გამოყენებული ტამპონები, ნებისმიერი ვაგინალური სანთლები, საშოს სანაცია;
👉ნაცხის აღება უნდა მოხდეს სპეციალური ჯაგრისით საშვილოსნოს ყელზე სხვა რაიმე ტიპის ჩარევამდე.
🔷პაპ ტესტი უფასოა 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში და მოიცავს:
🔷 პაპ-ტესტის (PAP-ტესტი) ჩატარებას
🔷 პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიურ გამოკვლევას.
კვლევაზე ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე (032) 2 47 00 99 და ჩაეწერეთ!

❗🔊17 თებერვალს (ხუთშაბათი) ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში,  კონსულტაციებს ჩაატარებს, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დას...
15/02/2022

❗🔊17 თებერვალს (ხუთშაბათი) ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში, კონსულტაციებს ჩაატარებს, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი,ზოგადი ქირურგი, ენდოკრინული ქირურგი, ონკოქირურგი ბ-ნი ბესო აბულაძე.
ასვე კონსულტაციებს ჩაატარებს ჭარბწონიან პაციენტებთან.

🔷ვიზიტის ფასი-50 ლარი;

🔷მიღება იწარმოებს, წინასწრი რეგისტრაციის საფუძველზე. დარეკეთ
☎ 032 2 47 00 99 / ან მოგვწერეთ ფბ.გვერდზე

❗👩ისევე, როგორც ფარისებრი ჯირკვლის თითქმის ყველა სხვა დაავადება, ფარისებრი ჯირკვლის კიბოც სამჯერ უფრო ხშირია ქალბატონებშ...
15/02/2022

❗👩ისევე, როგორც ფარისებრი ჯირკვლის თითქმის ყველა სხვა დაავადება, ფარისებრი ჯირკვლის კიბოც სამჯერ უფრო ხშირია ქალბატონებში მამაკაცებთან შედარებით. ის შეიძლება ყველა ასაკში განვითარდეს, თუმცა, რისკი ქალბატონებში რეპროდუქციული ასაკიდან მატულობს და მაქსიმუმს 40 - 50 წლის ასაკში აღწევს. მამაკაცებში დაავადების დიაგნოსტირების ყველაზე ხშირი ასაკი 60 - 70 წელს შეადგენს.
⭕🙍‍♂️თუმცა, აღსანიშნავია, რომ მამაკაცებში ძირითადად დიაგნოსტირდება კიბოს მეტად აგრესიული ფორმები.

ნუ დაელოდებით დაავადების სიმპტომების გამოვლინებას, დროულად ჩაიტარეთ #ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი - #ზუგდიდის სკრინინგ ცენრტის ექიმი-ენდოკრინოლოგი ნათია კირთაძე.
#ექიმები #სკრინინგი #დავამარცხოთფარისებრისკიბო #ჩაიტარეკვლევა #ნუდაელოდებინიშანს

❗ექიმთან ხშირად დასმული კითხვები - 🔷სკრინინგიკითხვა: გამარჯობა, მარჯვენა მკერდზე ხელს რომ ვიდებ  ტკივილს ვგრძნობ  და რის...
04/02/2022

❗ექიმთან ხშირად დასმული კითხვები - 🔷სკრინინგი

კითხვა: გამარჯობა, მარჯვენა მკერდზე ხელს რომ ვიდებ ტკივილს ვგრძნობ და რისი ბრალი შეიძლება იყოს? ციკლს წესით ჯერ არ ველოდები.

პასუხი: მოგესალმებით
მიმოწერის რეჟიმში რთულია დიაგნოსტირება, თუმცა შესაძლოა თქვენი ჩივილები, მართლაც უკავშირდებოდეს პრემენსტრუალურ სინდრომს, რაკი სხვა პერიოდში არ უჩივით აღნიშნულ სიმპტომებს.
პრევენციის მიზნით, უმჯობესია მიმართოთ მამოლოგს, რათა გამოირიცხოს პათოლოგიები.
ამ მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც შემოგთავაზებთ მამოგრაფიას.

🔹ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში, 40 დან 70 წლის ჩათვლით ქალბატონებს,შეუძლიათ ჩაერთონ სკრინინგ პროგრამაში (სახელმწიფო დაფინანსებით)
ჩვენი მისამართია - კ. გამსახურდიას 198
☎️ 032 2 47 00 99

02/02/2022

🔹❗ჩაიტარე სკრინინგი და იყავი დაცული!
ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი ,გთავაზობთ უფასო კვლევებს:👇

✅საშვილოსნოს ყელი PAP-ტესტი (25 წლიდან-60 წლის ჩათვლით)
✅სარძევე ჯირკვალი ,(ძუძუს მამოგრაფია) 40 წლიდან- 70 წლის ჩათვლით )
✅პროსტატა (50 წლიდან-70 წლის ჩათვლით მამაკაცებში)
✅მსხვილი ნაწლავი(50 წლიდან -70 წლის ჩათვლით ,
ქალბატონებსა და მამაკაცებში)
✅ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგი(25- წლიდან 70 წლის ჩათვლით ქალბატონებში)
❗️❗️❗️ დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ყოველ სამუშაო დღეს : 10:00- 17:00
☎️ 032 2 47 00 99 ან / მოგვწერეთ

Address

კ. გამსახურდიას 198
Zugdidi
2100

Telephone

+995322470099

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Share


Other Zugdidi travel agencies

Show All