ეთნო სოფელი "სისატურა" Ethno Village "Sisatura"

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • ეთნო სოფელი "სისატურა" Ethno Village "Sisatura"

ეთნო სოფელი "სისატურა" Ethno Village "Sisatura" 11 Km away from Zugdidi, on the main road Zugdidi-Mestia you can find a little piece of authe
(29)

ძალიან საინტერესოდ აღწერს მეგრელების თვისებას ფრანგი პუბლიცისტი ჟიულ მურიე: “მეგრელები გულითადები და უზომოდ თავაზიანნი ა...
31/03/2024

ძალიან საინტერესოდ აღწერს მეგრელების თვისებას ფრანგი პუბლიცისტი ჟიულ მურიე: “მეგრელები გულითადები და უზომოდ თავაზიანნი არიან, ზოგჯერ მეტისმეტადაც კი- მათ ურჩევნიათ იცრუონ, ვიდრე გაწყენინონ “ …

ნამდვილად ასეა და საუკუნეებია ვერ/არ მოვიშალეთ ეს უკიდეგანო ხათრიანობა 🫤

ფოტო სისატურას საოჯახო ალბომიდან . დედისგან ვიცი, რომ ბაბუაჩემის ბებია- ბაბუაა. თუმცა სახელების დამახსოვრება სამწუხაროდ ვერ მოვასწარი.
საინტერესო იქნება, თუკი თქვენც გაგვიზიარებთ თქვენი წინაპრების ფოტოებს

ყველამ იცის აბსანძეების  ოჯახი, ოჯახის თითოეული წევრი ჩვენი კუთხის და ჩვენი ქვეყნის სიამაყეა.  დაჩიმ დროს ბევრჯერ გაუსწრ...
30/03/2024

ყველამ იცის აბსანძეების ოჯახი, ოჯახის თითოეული წევრი ჩვენი კუთხის და ჩვენი ქვეყნის სიამაყეა. დაჩიმ დროს ბევრჯერ გაუსწრო და თავისი ნიჭიერებით არაერთხელ გაგვახარა. სამწუხაროდ, დაჩის აქვს ონკოლოგიური პრობლემები. აუცილებელია საზღვარგარეთ მკურნალობა. მათი განსაცდელი, ჩვენი განსაცდელია. მაგრამ დაჩი ახალგაზრდაა, ძალიან ბევრს უყვარს და ბევრ სიყვარულსაც გასცემს ეს ადამიანები, ამიტომ მხოლოდ სწრაფი გამოჯანმრთელებაა ჩვენი პროგნოზი ❤️

ვინც იცით მათი Orkol Studio - ორკოლ სტუდია ნამუშევრები, იცით რომ ყველა მათგანი ხელოვნების ნიმუშია. თუკი შეიძენთ მათ ნამუშევრებს, ამით დაჩის გამოჯანმრთელებაში შეიტანთ წვლილს ❤️❤️

ყველაფერი ძალიან კარგად იქნება ❤️

for English ⤵️
გთხოვთ ყურადღებას!

ძვირფასო მეგობრებო, ორკოლ სტუდიოს ოჯახის წევრს - კერამიკოს დაჩი აბსანძეს ესაჭიროება ონკოლოგიური მკურნალობა (დიაგნოზი: საუღლე ფოსოში მდებარე ნეოპლაზმა - პარაგანგლიომა). ვინაიდან, სიმსივნური წარმონაქმნის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ოპერაციული ჩარევა შეუძლებელია, დიაგნოზის შესაბამისი მკურნალობის ალტერნატიული ტექნოლოგია/მეთოდი კი საქართველოში არ არსებობს, პრობლემის გადასაჭრელად დაჩის საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება. ამ ფაქტის წინაშე აღმოჩენილი ჩვენი ოჯახი, უცხოეთში ძვირადღირებული მკურნალობის ხარჯების მობილიზებას ვცდილობთ.
ამიტომ, ყველა ადამიანი, ვისაც ორკოლ სტუდიოს კერამიკული ნაწარმი უკვე შეგიძენიათ, ან არ შეგიძენიათ, მაგრამ იცით ჩვენს შესახებ, დღეიდან ჩვენთან კერამიკული ნამუშევრების შეძენით, დაეხმარებით დაჩის, რომ შეძლოს ამ პრობლემის გადაჭრა, სრულყოფილი მკურნალობა და შემოქმედებითი, ადამიანური ცხოვრების გაგრძელება.

სოლიდარობის იმედით და რწმენით, ყველაფერი კარგად იქნება! ❤

გთხოვთ, დაგვეხმაროთ განცხადების გავრცელებაში!

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, როგორც ადგილზე, ასევე, ონლაინ. მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 16 88 00

Dear friends, we kindly request your attention!

A member of the Orkol Studio family, ceramic artist Dachi Absandze, requires oncological treatment (diagnosis: neoplasm in the jugular fossa – paraganglioma). Due to the tumor’s location, surgical intervention has been ruled out, and unfortunately, the alternative technology/method of treatment is not available in Georgia. As a result, Dachi urgently needs to seek treatment abroad. Our family is currently trying to raise funds to cover the cost of this expensive treatment abroad.
Whether you have purchased ceramics from Orkol Studio in the past or have just heard about us, please know that your support will directly contribute to Dachi’s treatment, enabling him to receive proper care and continue his creative and personal journey.

With hope and faith in solidarity, we believe that everything will work out. ❤

We kindly ask for your assistance in spreading the word about Dachi’s situation and our fundraising efforts.

Products can be purchased both on-site and online. Write to us on the page or call us at +995 591 168 800

ახალ სეზონზე უსაფრთხოდ შევხვდებით ❤️მავთულბადით მოეწყობა მყარი გაბიონი და მისასვლელ გზას მდინარე ვეღარ ჩამოშლის🙏🏻მადლობა...
11/03/2024

ახალ სეზონზე უსაფრთხოდ შევხვდებით ❤️

მავთულბადით მოეწყობა მყარი გაბიონი და მისასვლელ გზას მდინარე ვეღარ ჩამოშლის🙏🏻

მადლობა ყველა გულშემატკივარს🙏🏻

p.s. მომავალი წლისთვის გზასაც გვპირდებიან ✌🏼

დიდმარხვა მალე დაიწყება ანუ  “დიდი პიჩვანი “.  არქანჯელო ლამბერტის ცნობებით, შუასაკუნეებში მეგრელები უმკაცრესად ინახავდნ...
29/02/2024

დიდმარხვა მალე დაიწყება ანუ “დიდი პიჩვანი “. არქანჯელო ლამბერტის ცნობებით, შუასაკუნეებში მეგრელები უმკაცრესად ინახავდნენ მარხვას. არ ქონდა მნიშვნელობა, რაც არ უნდა მძიმე ავადმყოფი ყოფილიყო, ის მარხვას არასოდეს დაარღვევდა. დიდმარხვისას მხოლოდ საკვებისგან თავშეკავით არ შემოიფარგლებოდნენ, ამ პერიოდში ცდილობდნენ ეცხოვრად უფრო მოკრძალებულად, არ დადიოდნენ ცხენით, არ იცვამდნენ ფეხსაცმელს და ასე შემდეგ.
მარხვის (პიჩვანის) დაცვის წესი სავარაუდოდ წარმართობის პერიოდიდან მოდის, ვინაიდან ,როგორც იტალიელი მისიონერი თავის ჩანაწერებში აღნიშნავს , მეგრელები ასევე მარხულობდნენ ორშაბათ დღესაც ანუ თუთაშხას (მთვარის დღეს) .

თვით სიტყვა პიჩვანი (პიჯიშ ჩუალა) ნიშნავს პირის შენახვას. (წყარო: ალიო ქობალია. ო. ქაჯაია)
სავარაუდოდ, ხშირმა მარხვამ “საპიჩო” კერძების და ზოგადად გასტრონომიის,თანამედროვე სიტყვებით რომ ვთქვათ , ვეგანური მიმართულების ჩამოყალიბება/განვითარებას შეუწყო ხელი. ძველი წყაროებში მოხსენიებულია ფხალეულობის მრავალსახეობა : კეჟერა (ხული) , ეკალა (კალია) , ჭინჭარი (ჭუჭელე) და ა.შ, რომელიც უფრო ადრეული წყაროების ცნობით კმაზავდნენ კაკლით, ზოგადად თხილეულით. უფრო მოგვიანებით კი ნახსენებია ტყემლით შეკმაზვაც. ასევე საინტერესოა, რომ შუასაუკუნეებიდან ლობიო და კეჟერა ფხალი (ხული) მეგრელი გლეხის ყოველდღიურ რაციონშია მოხსენიებული.

მთა-ბორცვიან ჯგალში, ხარჩილავების ჯარგვალში გამომცხვარი  ბჟაბარჩხალა “ანგურაშ ხაჭაბურით” გილოცავთ ხაჭაპურის ეროვნულ დღეს...
27/02/2024

მთა-ბორცვიან ჯგალში, ხარჩილავების ჯარგვალში გამომცხვარი ბჟაბარჩხალა “ანგურაშ ხაჭაბურით” გილოცავთ ხაჭაპურის ეროვნულ დღეს.

პირველადი ცნობები ხაჭაპურზე მე17 საუკუნიდან გვაქვს, ლამბერტი მოიხსენიებს თავის ჩანაწერებში ხაჭაპურს, ხოლო ჯუზეპე მარია ძამპი ახსენებს “კვერცხგადასმული ხაჭაპურით სავსე კალათას”.

ყველასთვის საინტერესოა სიტყვა ხაჭაპურის ეტიმოლოგია, რომელიც თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელმა მერაბ ჩუხუამ საქართველოს გასტრონომიის ასოციაციისა და არტიზანული სახაჭაპურე “გუნდას” თხოვნით გამოიკვლია:

„ჯერ კიდევ სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონიდან ცნობილი და ქართული ენის დიალექტებში ფართოდ გავრცელებული ქართული სიტყვა ხაჭა–პურ-ი ორკომპონენტიან რთულ/ შედგენილ ლექსიკურ ერთეულია. მეორე ნაწილი, ცხადია, ქართ. პურ– სიტყვას წარმოგვიდგენს, ხოლო პირველი ხაჭა– კი გამარტივებული სახეობაა ხაჭუა/ხაჭვა „ხაჭო“ სიტყვისა. ეს უკანასკნელი დღემდე ხაჭუა/ხაჭვა ფორმით დასტურდება რაჭულ დიალექტში. შეიძლება ითქვას, რომ დასავლურქართული ხაჭაპურ-ი რაჭული დიალექტის წიაღშია ჩასახულ-წარმოშობილი. ხაჭვა -> ხაჭა გამარტივების პროცესი დისიმილაციურია თავისი ბუნებით; კერძოდ, მომდევნო პურ– სიტყვის წყვილბაგისმიერი პ-ს ზეგავლენით ასევე წყვილბაგისმიერი წინამავალი ვ დაიკარგა, ანუ ენაში ისტორიულად ხაჭვა–პურ-ი -> ხაჭა–პურ-ი გამარტივების პროცესი განხორციელდა. კახური ხაჭო–პურ-ი, რომელიც ხახვში მოხრაკული ხაჭოთი მზადდება, შეიცავს ხაჭო-ს და არა ხაჭა-ს, ისევე, როგორც მოხევურში, სადაც ხაჭო–პურ-ი ქერ-სვილის ნამცხვარია ხაჭოს გულით. ამავე სტრუქტურისაა ქართულ ენაში ერბო–პურ-ი სიტყვაც. ამიტომაც ნაკლებსავარაუდოა აჭარულ ხაჭა („ჭოკი; კაკლის საბერტყი ჯოხი“) სიტყვასთან რაიმენაირი კავშირი ხაჭა–პურ-ისა. საგულისხმოა, რომ შედგენილობის თვალსაზრისით ანალოგიური ვითარება იკვეთება აფხაზურ ენაში, სადაც აჩაშ „ხაჭაპური“ უდრის აჩა „პური“ + აშვ „ყველი“.

ხოლო მეგრულში გავრცელებული ხაჭაბურ-ი „ხაჭაპური“ განსხვავებული წარმომავლობის კომპოზიტია და უდრის ხა „ხელი“ + ჭაბ–ურ-ი „წებილი“, ანუ ხელ–ნაწები.

მართალია ხაჭაპური, მხოლოდ მე17 საუკუნიდან გვხდება წყაროებში, მაგრამ ის გაცილებით ძველი კულტურულ-გასტრონომიული მოვლენაა. ამას ადასტურებს მისი საკრალური დანიშნულება მრავალ რიტუალში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და ასევე ხაჭაპურის მრავალფეროვნება. გასტრონომიის ასოციაციაციამ ამ პატარა, მაგრამ უდიდესი ისტორიის მქონე საქართველოში 47 სახეობის ხაჭაპური მოიძია.

ბავშვობაში ზაფხულობით ბებიას დედულეთში ჩავდიოდით ნათესავებთან ურთაში. ჭიშკარს როგორც კი მივუახლოვდებოდით, ხმაურით ვიკლებ...
22/02/2024

ბავშვობაში ზაფხულობით ბებიას დედულეთში ჩავდიოდით ნათესავებთან ურთაში. ჭიშკარს როგორც კი მივუახლოვდებოდით, ხმაურით ვიკლებდით იქაურობას. დედამიწის ზურგზე არავის შეეძლო ისეთი შეგებება, როგორც ლადი ბაბუას, უცებ მიყრიდა ყველა საქმეს და წელში მოხრილი გამორბოდა, რაღაც სიტყვებს იძახდა , რომლის მნიშვნელობა არც კი მესმოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ყველაზე ბედნიერი იყო. ყოველ მისვლაზე გვახვედრება ახალ-ახალ საქანელებს, ხელნაკეთ სათამაშოებს. იქ ყველაფერი ნამდვილი და ფერადი იყო. კოპწია ოდა სახლები, ხის საბზადი, სიმწვანეში ჩაფლული ეზოები, წყაროს "წყურგელიშ" წყალი. დღემდე მახსოვს ოლია ბებიას მომზადებული პომიდვრის საწებლის გემო და ახლად გამომცხვარი პურის სურნელი, რომელშიც აუცილებლად რძიანი სულუგუნის უზარმაზარი ნაჭერი იყო ჩატენილი. ღომი ყოველთვის ბოლო ლუკმამდე უნდა მეჭამა, დატოვება “ვაშინერდ”, ქათამი კვერცხებზე ზის და თუ არ შეჭამ ბოლომდე, გააცუდებსო.
დღე ბიძაშვილებთან ერთად დავრბოდით ეზოებში, “წყურგელიდან” წყლის მოსატანად მთელი შანტრაბა ერთად ჩავდიოთ.
საღამოობით ფერდობზე, როდესაც ციცინათელები ტყიდან გამოდიოდნენ, ოცხიმურეში ვსხედბოდით , ლადი ბაბუა იწყებდა მეგრულად ამბების მოყოლას ძველ დროზე, ფრონტზე , მაგრამ მე ყველაზე მეტად ოჩოკოჩი და ტყაშმაფას ამბები მაინტერესებდა. დღემდე მჯერა , რომ მან მართლა გაიგო ტყაშმაფას კივილი და ნადირობისას მან მართლაც დაჭრა გამხეცებული ოჩოკოჩი. ჭინკებზე კი მითხრა, ეგ ქვარაგიტალები ჩვენს საძროხეში იმალებიანო.
გვერდზე ეზოში ხუხა ბებია ცხოვრობდა, სულ საქმეებში იყო, მაგრამ სტუმარ “ბაღანასთვის” წიწილის დაკვლას მაინც ახერხებდა.
მახოვს მეუბნებოდა, ბევრი უნდა ჭამო, აქედან მომატებული უნდა წახვიდეო.
გავიდა წლები, მე გავიზარდე, უამრავი მიზანი მქონდა, ზოგს მივაღწიე, ზოგიც გადავიფიქრე. მქონდა ბევრი წარმატება, ბედნიერი დღეები, ნაკლებად ბედნიერიც.
დღეს სისატურას ოდის აივანზე როცა ვჯდები, ხშირად მივდივარ ფიქრებით ურთაში, ოლია ბებიასავით მეც ვაკეთებ რძიან სელეგინს , აქაც ბუდობენ ციცინათელები, ოჩოკოჩი აქაც დასდევს ტყაშმაფას. ლადი ბაბუასავით მეც მიყვარს ძველი ამბების მოყოლა .
გამოდის მიბრძოლია ბედნიერებისთვის …

აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი) ლიტერატურის დარგში  ნობელის პრემიაზეა წარდგენილი. როდესაც სისატურაში მოვიდა მეგრელ აბრ...
16/02/2024

აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი) ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი.

როდესაც სისატურაში მოვიდა მეგრელ აბრაგებზე ფილმის გადასაღებად, უმძიმეს დღეებს გავდიოდი. დედა ერთი კვირის გარდაცვლილი იყო, მაგრამ მისი ხათრით წავიკარი თავზე ჩემი ფირუზისფერი თავსაფარი და დავიბრუნე ღიმილი ❤️

15/02/2024

იცოდით, სისატურას უხუცესი მასპინძელი ლეგენდარულ ანსანბლ ჩელას მომღერალი და მუსიკოსი რომ იყო?! დღესაც მოქმედი მუსიკოსია, ხშირად ჩვენთან მოსულ სტუმრებს პირველი ის ეგებება. მთელი ცხოვრება ხელოვნებას შეალია. მღეროდა, უკრავდა, იუმორი კი მისი უძლიერესი მხარეა. მუდამ აგროვებდა უძველეს ნივთებს, აშენებდა ფაცხებს, წისქვილს, ბოლოს უკვე როცა ვეღარ ვატევდით სახლში ამ სიძველეებს, გადაწყდა შეგვექმნა “სისატურა”.

მისი ეს ძველი ვიდეო, ცოტათი სევდის მომგვრელია, თურმე მართლა რა ძალიან სწრაფად გადის დრო 🙏🏻

ანსამბლი ,,ჩელა”

სოლისტები: ომარ ნოდია და გურიელ ჭითანავა

ამბობენ დროის მანქანა არ არსებობსო, არ დაუჯეროთ!  კოლხეთის ამ ადგილას თუ მოხვდებით, სწორედ იმ რიონზე, იაზონი ოქროს საწმი...
11/02/2024

ამბობენ დროის მანქანა არ არსებობსო, არ დაუჯეროთ!
კოლხეთის ამ ადგილას თუ მოხვდებით, სწორედ იმ რიონზე, იაზონი ოქროს საწმისისთვის რომ აუყვა, გაღმა ნაპირზე ეს სტუმართმოყვარე მებორნეები გაგიყვანთ. მიიჩქარის რიონი, ბორანი კი დინჯად კვეთს დინებას . გაღმა ნაპირზე თითქოს წელიწადის დროც კი სხვაა, სხვა ფერებია, ბუნებაც სხვანაირად ხმაურობს. ადგილობრივებს იმდენი საქონელი ჰყავთ , აიეტის სასახლეში რძის შადრევნებში ეჭვი უკვე აღარ გეპარება. აქ მეთევზეებმა ისეთი ისტორიების მოყოლა იციან, სხვაგან რომ ვერსად მოისმენ. აქ დრო თითქოს ჩერდება, მაგრამ გაღმა ნაპირს რომ გაჰხედავ , იქ თურმე დრო სწრაფად გასულა, მზემ გააწითლა ჰოროზონტი, ჩასასვლელად ემზადება, თან დაიბარა , ხვალ კარგი ამინდი იქნებაო.
უნდა იჩქარო, ღიმილით ემშვიდობები მებორნეებს. ოდნავ აჭრიალდა მდუმარე ბორანი, ასეთი დამშვიდობება იცის ალბათ …

თავის გულისწორთან მისასვლელად როცა ემზადებოდა თუთაშხია, ჯერ არემარეს ზვერავდა. მიხვდა მუშნი ზარანდია,დასაზვერი ადგილი ბე...
21/01/2024

თავის გულისწორთან მისასვლელად როცა ემზადებოდა თუთაშხია, ჯერ არემარეს ზვერავდა. მიხვდა მუშნი ზარანდია,დასაზვერი ადგილი ბექობზე მდგარი წისქვილი რომ იქნებოდა.
“წისქვილის პატრონი მარუხია, ღრმად მოხუცებული კაცი, პოლიციასთან თანამშრომლობაზე ახალგაზრდობაშიც უარს იტყოდა, დევნილი კაცის გაცემას არასგზით არ იკისრებდა.
მისი გადმობირების ცდას აზრი არ ჰქონდა. ზარანდიამ ამ საკითხს სხვა გადაწყვეტა მოუნახა - შესაფერ კაცს, ვინმე ბონიას ხუთასი მანეთი მისცა, შარუხიას წისქვილი შეასყიდვინა…

”წისქვილი მისთანა ადგილია - ფიქრობს კაცი სულ რას არ ფიქრობს კაცი!”- უთხრა ბონიამ დათას , როცა მიხვდა , რომ ღალატს პატიობდა თუთაშხია...
მართლაც ფიქრის ადგილია ეგ დალოცვილი, ბრუნავს სკიბუ ქვა და მიჰყვება შენი ფიქრები უსასრულო წრეზე.
წმინდა ადგილი იყო წისქვილი, მისი ძველი მეპატრონე შარუხია ამიტომაც არ გაწირავდა დათას, ვაშინერდ, ოქუმ-ბედინერის რისხვას მოიწევდა.

ჩხორიაში ყოფილა ერთი მეწისქვილე ქალი - მელანია, მდინარესთან ახლოს , ტყის მიღმა იდგა მისი წისქვილი. გარეთ რკინის ზარი ეკიდა, ჩაქუჩი უნდა დაგერტყა და თუკი მელანია სადმე გასული იყო, ზარის ხმაზე იქვე ჩნდებოდა. აიღებდა ნახშირს და კედელზე სიას ჩამოწერდა, რიგი რომ არ არეოდა.
ღამე მარტო რჩებოდა. გარეთ ტურების და ჭინკების შიშს სკიბუს ხმაურით ახშობდა, დატოვებულ სიმინდს მთელი ღამე ფქვავდა.

გალე წკურუმ სერი რე დო,
ირთანს სკიბუ მახარიას,
გალე ტურა ალარკიანს,
ვაგოშქურნო მელანია?”

ფოტო : აჭარის ტელევიზია გადაცემა ეთნოფორი

14 იანვარი, კალანდა,  გარეთ სუსხი, ოთახში შეშის ფეჩი გუგუნებს. სტუმრები, საჩუქრები, მილოცვები, მოხარშული ღორის თავი,ცნარ...
14/01/2024

14 იანვარი, კალანდა, გარეთ სუსხი, ოთახში შეშის ფეჩი გუგუნებს. სტუმრები, საჩუქრები, მილოცვები, მოხარშული ღორის თავი,ცნარი, ბასილა , გურიელის კირიალესა, ბევრი ღვინო , რა თქმა უნდა, ცოტა ორნახადი არაყიც.
ამაღამ კი პატივსაცემი კუჩხა მობრძანდება. ბევრს სჯერა, რომ ამ დღეს შეუძლია მთელი წლის ბედ-იღბალის გადაწყვეტა. ასევე ბევრია დამოკიდებული მაკუჩხურის (მეკვლეს) ფეხზე. ამიტომ, ამ დღეს სტუმრად სიარულს ყველა თავს არიდებს, მაკუჩხურობა დიდი პასუხიმგებლობაა, ცოტა შარიც, რა იცი რა ხდება. ამიტომ, ძირითადად ოჯახის წევრები არიან ჩვენთან მაკუჩხურები.
ბავშობაში მე ვიყავი ხოლმე, მაკუჩხურისთვის განკუთვნილი საჩუქრის ხათრით ადრე ადგომას არ ვიზარებდი. თუმცა, უკვე თექვსმეტი წელია ჩვენი უცვლელი მაკუჩხურია , მამათილი. ხონჩით ხელში, სიმღერით, მოივლის მთელ ეზოს და ყველა კუთხეში ღერღილს მოაბნევს, ბარაქი გაგვიმრავლდესო.
როგორც გითხარით, სტუმრად სიარულს ამ დღეს ვერიდებით, ასე რომ, შორიდან ასე გადმოგძახებთ:

გოთანდჷ დო გოთანა რე,
ამდღა რე კუჩხა,
ღორონთი, მითინს ვემიარკა
მუში თია ფუჩხა!

გილოცავთ ❤️

„აია რე, ბაია რე,                                                ბაიაშ წორი თანაფა რე,                                  ...
13/01/2024

„აია რე, ბაია რე,
ბაიაშ წორი თანაფა რე,
ქირსე რე დო კალანდა რე,
წაკურთხია დიდი დღა რე.

გილოცავთ კალანდას ❤️

მიგახვამანთ კალანდას, ღორონთქ ბრელი გოითანუან 🍷 ძინა, რინა, გახარება თქვან ფანიას ❤️

მეგრელმა მზე ისე შეიყვარა, რომ რძეს მისი სახელი შეარქვა.  ასე დაიბადა ბჟა დედამიწაზე. ყველა ჰამო კერძს  მზეს და მთვარეს ...
11/01/2024

მეგრელმა მზე ისე შეიყვარა, რომ რძეს მისი სახელი შეარქვა. ასე დაიბადა ბჟა დედამიწაზე. ყველა ჰამო კერძს მზეს და მთვარეს უძღვნიდა და ორივე ბჟას იფიცებდა, ორივე ღმერთიაო.
გახურებულ ანგურას ნაღვერდალით სავსე თანაქა როცა მოხსნეს ,ბჟაბარჩხალა ხაჭაპურმა ამოანათა, არა , არ მომჩვენებია, ნამდვილად მზე მიყურებდა შუა ჯარგვალში.

იმ დღეს მთა-ბორცვიან ჯგალში ქარი ქროდა, გაწვიმდა კიდეც, მაგრამ ჯარგვალში ჩვენი მზე ანათაებდა.

საკალანდო არიკი 🎄
09/01/2024

საკალანდო არიკი 🎄

მეგრელებს კუჩხას სასწაულების 15 იანვარს გვჯერა, არც ილონ მასკი გვადარდებს და არც ადამიანზე ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტი, ...
02/01/2024

მეგრელებს კუჩხას სასწაულების 15 იანვარს გვჯერა, არც ილონ მასკი გვადარდებს და არც ადამიანზე ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტი, ამ დღის ისე გვწამს, როგორც საუკუნეების წინ. ვის რა უფლება აქვს დაგვიშალოს ვიყოთ მხიარულები და იმედიანები, თუნდაც იმ ერთ დღეს.

დღეს ბედობაა ახალი სტილით, ვეცადეთ კარგი განწყობა დაგვებედებინა თქვენთვის.

📷 @აჭარის ტელევიზია გადაცემა ეთნოფორი

გილოცავთ ახალ წელს 🍷Happy New  Year ❤️
01/01/2024

გილოცავთ ახალ წელს 🍷

Happy New Year ❤️

სილამაზე მსხვერპლს ითხოვსო, ჰოდა, ამ სილამაზეს შევეწირეთ და ორი დღე ელექტრო ენერგიის გარეშე დავრჩით 🙈🌲🌲❄️❤️
26/12/2023

სილამაზე მსხვერპლს ითხოვსო, ჰოდა, ამ სილამაზეს შევეწირეთ და ორი დღე ელექტრო ენერგიის გარეშე დავრჩით 🙈🌲🌲❄️❤️

24/12/2023
საკალანდო სამზადისი სისაში ❤️
18/12/2023

საკალანდო სამზადისი სისაში ❤️

გვიანი შუასაუკუუნეების მაკიაჟზე შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის არქანჯელო ლამბერტი:"ქართველ ქალებს ფერ-უმარილის შემწეობით ჰს...
13/12/2023

გვიანი შუასაუკუუნეების მაკიაჟზე შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის არქანჯელო ლამბერტი:

"ქართველ ქალებს ფერ-უმარილის შემწეობით ჰსურთ, ბუნების წინააღმდეგ , თეთრად ეჩვენონ ხალხს. უმარილს ნაყავენ და ისე იცხებენ, ამიტომ პირისახე უფრო ფქვილშეყრილს უგავთ, ვიდრე შეღებილს. საღებავს ლოყებზე ისე წაიცხებენ, თითქოს უცაბედად წასცხებიათ და არა ქალის მეცადიენობით. წარბებს კი გუნდით იღებავენ ისე, რომ აქეთ_იქეთ თითქმის ყურებამდე მიიტანენ
და შიგნით, ცხვირს ზევით, შეართებენ. იმავე საღებავით იღებავენ წამწამებსაც. წარმოიდგინეთ, რომ თვალებსაც აღარ ჰზოგავენ და რაღაც საცხებლით იყვითლებენ თვალის გუგებსაც. აგრე გამოწყობილ ქალს მარტო ხმაზე თუ იცნობთ, თორემ სხვა ნიშნით შეუძლებელია მისი ცნობა. "

💄💄💄🌸

ნახატზე წარმოდგენილია დარეჯან დადიანი , ერეკლე II-ს მესამე ცოლი
ნორმალური მაკიაჟი აქვს 🥰

ოდა სახლი,  მოსახლეობის შეძლებული ნაწილის საცხოვრებელი სახლი სამეგრელოში. საღდარი, იგივე ოდა შედგებოდა რამდენიმე ოთახისგ...
01/12/2023

ოდა სახლი, მოსახლეობის შეძლებული ნაწილის საცხოვრებელი სახლი სამეგრელოში.

საღდარი, იგივე ოდა შედგებოდა რამდენიმე ოთახისგან, რომელსაც ჰქონდა წმინდად გათლილი ფიცრის ჭერი და იატაკი. ფიცრისთვის გამოიყენებდნენ წაბლის, მუხის, ფიჭვისა და თელის მასალას, რომელსაც უხვად ხარობდნენ სამეგრელოს მთაში. ფიცარი ითლებოდა ცულით, მოგვიანებით კი იხერხებოდა გრძელი ხელის ხერხებით, რაც მოითხოვდა მძიმე და ხანგრძლივ მუშაობას. ოდის მშენებლობას ეწეოდნენ დახელოვნებული ოსტატები. ტიპური მეგრული ოდა წარმოადგენს ოთხოთახიან და აივნიან ნაგებობას, რომლის სვეტები და ფარდები დიდი ხელოვნებითაა მოჩუქურთმებული. ოდაში გამართული იყო ქვის ბუხრები. ოდის სახურავი ოთხფერდიანია და გადახურული იყო ყავრით ან კრამიტით. ოდა წარმოადგენს საცხოვრებლის უაღრესად განვითარებულ ტიპს.

ს. მაკალათია,

" სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია".

მეგრელი გლეხის კარ-მიდამო ლამაზია და სუფთა. მას უჭირავს საკმაო დიდი ფართობი. ეზოები შემოღობილია და აქვს ერთი დიდი შემოსა...
28/11/2023

მეგრელი გლეხის კარ-მიდამო ლამაზია და სუფთა. მას უჭირავს საკმაო დიდი ფართობი. ეზოები შემოღობილია და აქვს ერთი დიდი შემოსასვლელი ჭიშკარი. ეზოში მოთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების სადგომები, რომლებიც განლაგებულია გარკვეულ გეგმაზე.

სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია.
ს. მაკალათია

“მეგრელები დარწმუნებულნი არიან, რომ ბევრი თევზის დაჭერა მხოლოდ ნავზე არის დამოკიდებული და არა ბადის სიკარგეზე...დარწმუნე...
23/11/2023

“მეგრელები დარწმუნებულნი არიან, რომ ბევრი თევზის დაჭერა მხოლოდ ნავზე არის დამოკიდებული და არა ბადის სიკარგეზე...
დარწმუნებულები არიან, რომ ნავს აქვს ალღო, რომლის შემწეობით იგი პოულობს და იჭერს თევზს, როგორც ძაღლი ნადირსო.
ამიტომაც თუ რომელიმე ნავს თავის დროზე ბევრი თევზი დაუეჭერია, დაძველების შემდეგაც არ გადააგდებენ”.

🛶🛶

არქანჯელო ლამბერტი “სამეგრელოს აღწერა”
მე17 ს.

ეს სისატურას ნავია, ესეც დაძველდა, მაგრამ ჩვენი წინაპრების მსგავსად დაძველების შემდეგაც არ ვაგდებთ .

Address

Zugdidi
2100

Telephone

+995599236569

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ეთნო სოფელი "სისატურა" Ethno Village "Sisatura" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ეთნო სოფელი "სისატურა" Ethno Village "Sisatura":

Videos

Share


Other Zugdidi travel agencies

Show All