22/02/2023
#საინტერესოინფო
#მოგზაურობა
#იმეგობრეთჩვენთან
✅საზოგადოების მაღალი ინეტრესიდან და ჩვენთან მომართვიანობის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას ამერიკის შეერთებული შტატების სავიზო პროცედურებთან დაკავშირებით იტალიაში ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტებისათვის
👉მაშ ასე , გსურს ამერიკაში მოგზაურობა და არ იცით საიდან დაიწოთ?–პროცედურა არაა რთული და არც შედეგის მიღწევაა შეუძლებელი . უნდა მივყვეთ და ზუსტად შეასრულოთ მითითებები, რომელსაც ითხოვს ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოს სავიზო განყოფილება
‼️პირველი ნაბიჯი– რეგისტრაცია საკონსულოს საიტზე და ვიზიტის დღის ჩანიშვნა. ამ პროცედურის დასრულება შესაძლოა გაიწელოს გარკვეული პერიოდით, რადგან კალენდარი პერიოდულად არის შევსებული და საჭიროა ლოდინი .
იტალიის ტერიტორიაზე 4 მოქმედი საკონსულო განყოფილებაა შემდეგ ქალაქებში–რომი, ნაპოლი, ფლორენცია და მილანი .
ვიზიტის ჩანიშვნის დროს აუცილებლად ეთითება თუ რომელი ქალაქის საკონსულოს გსურთ რომ მიმართოთ. ქალაქის და თარიღის შეცვლა შესაძლებელია ძალიან მარტივად.
‼️მეორე ნაბიჯი– ვიზიტის დაჯავშნის შემდგომ საჭიროა მოგროვდეს შესაბამისი დოკუმენტაცია –ცნობები ოჯახური მდგომარეობის , სამუშაო ადგილიდან, შემოსავლების დასტური, თუ ფლობთ ქონებას , თუ გაგაჩნიათ შესაბამისი ფინანსური მდგომარეობა, რომ შეძლოთ მოგზაურობა და ასე შემდეგ. ეს ყველა დოკუმენტი უნდა წარადგიმოთ ვიზიტის დროს საკონსულოში.
‼️მესამე ნაბიჯი–ივსება აპლიკაცია, ყველა კითხვას უნდა უპასუხოთ შესაბამისი სიზუსიტით .
‼️მეოთხე ნაბიჯი–ვიზიტი საკონსულოში– როგორ უნდა მოვემზადოთ ვიზიტისათვის /
✅ ჩაიცვი შესაბამისად;
✅ ინტერვიუზე მიდი დროზე ადრე;
✅ ეცადე იყო თავდაჯერებული და გამოიჩინე პატივისცემა;
არ შეგრცხვეს მოითხოვო კითხვის გამეორება;
✅ მზად იქონიე ყველა საჭირო დოკუმენტი;
✅ აუცილებლად უნდა გქონდეს ამერიკაში მოგზაურობის გაწერილი გეგმა, მაგალითად რატომ მიფრინავ, რას მოინახულებ ან რომელ შეხვედრას დაესწრები და როდის.
✅ გაითვალისწინე, რომ გამგზავრების მიზანი უნდა იყოს აუცილებლად ნათელი და მ კ ა ფ ი ო ;
✅ უნდა მოახიდონო იმის დემონსტრირება, რომ გაქვს მყარი კავშირები იმ ქვეყანასთან, საიდანაც მიფრინავ, ეს შეიძლება იყოს : ოჯახის წევრები, სამსახური, რომელიც ამჟამად გაქვს და ა.შ.
❌რა არ უნდა გავაკეთო ინტერვიუს დროს?
აუცილებლად უნდა იპასუხო ყველა კითხვას, არ გამოტოვო არცერთი და არ მოიტყუო; დაიმახსოვრე რომ ვიზის ოფიცერი შეამოწმებს იმ ინფორმაციას, რაც გიწერია განაცხადში;
რა თქმა უნდა თავდაჯერებულობა კარგია, მაგრამ ზედმეტმა შეიძლება საქმე გაგიფუჭოს!
ვიზის ოფიცრები აპლიკანტებს ზოგჯერ უარს იმ მიზეზით ეუბნებიან, რომ ისინი საუბრობენ შეუსაბამო თემებზე და პასუხს სცემენ იმ კითხვებზე, რომლებიც მათ არ დაუსვამთ!
‼️მნიშვნელოვანი ინფორმაცია– ვიზიტის დაჯაშვნის დროს გადახდილი მოსაკრებელი ვალიდურობას ინარჩუნებს ერთი წლის განმავლობაში –ანუ ამ პერიოდში შეგიძლიათ გააუქმოთ ვიზიტი, შეცვალოთ თარიღი და ქალაქი.
გაუქმების შემთხვევაში მოსაკრებელის თანხა უკან არ ბრუნდება
ამერიკის შეერთებული შტატების ტურისტული ვიზის მოპოვება ყოველთვის იყო დაკავშირებული გარკვეულ სირთულეებთან. ბევრ შემთხვევაში სრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა გარანტიას, რომ ვიზირების პროცესი დასრულება დადებითი პასუხით. ჩვენი ორგანიზაციის სავიზო განყოფილების 10 წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე გვაქვს უამრავი დადებითად დასრულებული პრაქტიკა და ასევე საკმაო რაოდენობის უარყოფითი გადაწვეტილებაც. პანდემიის შემდგომ გარკვეული პერიოდი რაღაცნაირად იყო გამარტივებული ვიზირების პოლიტიკა. ეს ასე ვთქვათ „მარტივი“ პერიოდი დასრულდა 2022 წლის დეკემბრის თვეში . ამ ეტაპისათვის ვიზირების პროცესი დაუბრუნდა ჩვეულ „მკაცრ“ და არაპროგნოზირებად კალაპოტს.
და ბოლოს–თითოეული ქეისი ინდივიდუალურია და ვერ გათვლი სხვისი მაგალითით.
Centro servizi Geo House სავიზო განყოფილება GeoVisa მუდამ თქვენს სამსახურში
ანდეთ თქვენი პრაქტიკა პროფესიონალებს და ❤️იმეგობრეთ ჩვენთან ❤️
www.geovisa.it
💻[email protected]
☎️0805217115
📞3270934122
whatsapp-00995598557050