07/06/2024
გულმოდგინედ ვმუშაობ იმისთვის , რომ გვერდი იყოს საინტერესო, შემეცნებითი, მრავალფეროვანი, სახალისო და დადებითი ემოციების მომტანი თქვენთვის. რომაელებთან თანაცხოვრების ექვსწლიან გამოცდილებასთან ერთად , პარალელურად ვკითხულობ ინფორმაციებს სხვადასხვა იტალიური წყაროებიდან ( უფრო ახლოსაა რეალობასთან) და ვცდილობ მოგაწოდოთ ქართულად. ( რამდენად გამომდის ეს უკვე თქვენ განსაჯეთ😍).
ანტიკური ძეგლების ისტორიის გარდა, ვფიქრობ საინტერესოა ტრადიციული ადათ-წესები და ცხოვრების სტილი. ამიტომაც გადავწყვიტე გიამბოთ, ცოტა რამ მათი ცხოვრების შესახებ 💚
იტალიელები ღია და მზიანი ხალხია. უყვართ დასვენება, დღესასწაულების და იუბილეების აღნიშვნა ,როგორც ოჯახის წევრების, ისე მეგობრებისა და ნაცნობების გარემოცვაში. ზეიმი ხშირად იმართება სუფრასთან, სახლში ან რესტორანში, იტალიური სამზარეულოს ტრადიციებით და კარგი ღვინის დაგემოვნებით.
ისევე როგორც ქართველებს , იტალიელებსაც უყვართ საუბარი. იტალიური საუბარი თითქმის ხელოვნების ფორმაა, თავისი გამოხატვის ემოციითა და ჟესტიკულაციებით 🤌😍. საკმარისია გაჩერდეთ ქუჩაში ან რომელიმე ცნობილ მოედანზე კაფესთან ახლოს, რათა დააკვირდეთ მათი საუბრის მრავალფეროვნებას. საუბრები ყველაზე მეტად ეხება თემებს: ოჯახიდან სამუშაომდე, პოლიტიკამდე, საჭმელამდე, მოდამდე, მოგზაურობამდე, სპორტამდე ( ლიდერობს ფეხბურთი), მუსიკა, შოუები და .... სხვადასხვა ჭორი 😍.
დიდ ქალაქებს, პროვინციულ ქალაქებსა და დასასვენებელ ქალაქებში, მოედანი ( piazza) წარმოადგენს იტალიის სოციალური და კულტურული ცხოვრების შეხვედრის ადგილს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდია მოედანი ,აქ ყოველთვის შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც სხედან , სეირნობენ, საუბრობენ. მოედანი, ასევე არის მთავარი ადგილი, სადაც იმართება ფესტივალები, შეხვედრები, ზეიმები და პოლიტიკური ღონისძიებები. დიდი ყურადღება ექცევა , ქვეყნის მასშტაბით , ბუნებრივ გამწვანებასა და მის შენარჩუნებას.
იტალია განთქმულია თავისი არქიტექტურით, კულტურით, ხელოვნებით, ოპერით, ლიტერატურით, კინოთი და მოდით. ქვეყანა ცნობილია თავისი მომხიბლავი გეოგრაფიით, ხელუხლებელი პლაჟებით, ხელუხლებელი ისტორიული ძეგლებით, ანტიკური რესტორნებით და მრავალი სხვა. ყველაფერი ძველი , აუცილებლად ინარჩუნებს თავის პირვანდელ სახეს, ეს იქნება: ოჯახური ტრადიცია, სამზარეულო (კერძები), უბრალო ნივთი, რესტორანი, აფთიაქი, ქუჩა ,კორპუსი თუ მოედანი. ძველის შენარჩუნება თანამედროვე სიახლეებთან ერთად , ქვეყნის სავიზიტო ბარათია.
ჩემთვის იტალია არის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა , აუცილებლად სანახავ ქვეყნებს შორის. რომი ქალაქი- საოცრება, ქალაქი- ისტორია. პირადად ჩემთვის ის ცოცხალი მუზეუმია, სადაც მშენებლობა 2000 წლის წინ დასრულდა.
💚💚💚