13/05/2022
სტამბოლთან არსებული კუნძულები, რომელიც ქალაქს ეკუთვნის 9 დიდი და პატარა კუნძულისგან შედგება (ბუიუქადა, ჰეიბელიადა, ქინალიადა, ბურგაზადა, სედეფის კუნძული, იასიადა, სივრიადა, ქაშიადა, კურდღლის კუნძული) რომელიც ცნობილია როგორც პრინცის კუნძულები, ან წითელი კუნძულები.
კუნძულებიდან მხოლოდ ოთხს აქვს მუდმივი დასახლება და ექსკურსიის შესაძლებლობები, ესენია: ქინალიადა, ჰეიბელიადა,ბურგაზადა და ბუიუქადა. კუნძულებზე, რომლებიც იპყრობენ ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების ყურადღებას, შესაძლებელია ქალაქის სატრანსპორტო ხაზების კუთვნილი ბორნით გადასვლა.
დასავლურ წყაროებში სახელი პრინცის კუნძულები, მოდის აღმოსავლეთ რომის იმპერიიდან. დოკუმენტური ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული რეგიონი, ამ პერიოდში გადასახლების ადგილად გამოიყენებოდა, განსაკუთრებით იმპერატორის ოჯახიდან ბევრი ადამიანი გადაასახლეს ამ კუნძულებზე ან გაამწესეს მონასტრებში.
ვინაიდან გადასახლებულები იმპერატორის ოჯახიდან იყვნენ, ამ კუნძულებს "პრინცის კუნძულები" უწოდეს.
კუნძულებზე მრავლადაა რესტორნები, სასტუმროები, პლაჟები, საპიკნიკე ადგილები დაუვიწყარი ულამაზესი ხედებით. ასევე მართლმადიდებლური ეკლესიები, სასულიერო სასწავლებელი.
ბუიუქადად წოდებული კინძული ყველაზე დიდია კუნულებს შორის და აქედან გამომდინარეობს მისი სახელწოდებაც (Büyükada - დიდი კუნძული).
აქ მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომლის დღესასწაულიც ტრადიციულად 6 მაისს აღინიშნება, ტაძრის სასწაულმოქმედებიდან გამომდინარე, ამ დღეს, ქრისტიანებიც და მუსლიმებიც ერთად მიდიან ტაძარში სალოცავად და შესათხოვრად, ზოგიერთები სანაპიროდან ტაძრამდე მიმავალ გზაზე, რომელიც კუნძულის ყველაზე მაღალ წერტილზე მდებარეობს, ცდილობენ ძაფის გაუწყვეტლად გაბმას და წამთ, რომ ამ შემთხვევაში, მათი თხოვნა შესმენილი იქნება წმინდანის მიერ.