Visit Shida Kartli

Visit  Shida Kartli The region is quite rich with important cultural monuments and wonderful nature. Shida Kartli is a r

იშვიათად თუ შეხვდებით ასეთ მწვანე წალკოტში ჩაფლულ ტბას, წიწვნარ-წიფლნარი ხეების ანარეკლი  კამკამა წყლის ზედაპირზე კი ორმ...
16/05/2021

იშვიათად თუ შეხვდებით ასეთ მწვანე წალკოტში ჩაფლულ ტბას, წიწვნარ-წიფლნარი ხეების ანარეკლი კამკამა წყლის ზედაპირზე კი ორმაგად მშვენიერს ხდის გარემოს, ადგილს კი სიმყუდროვესა და სიმშვიდეს მატებს.
🌲🎒ეს ადგილი განტვირთვისთვის და ლაშქრობისთვის იდეალურია.
წინ გელოდებათ შთამბეჭდავი სანახაობა, ხოლო ფოტო მოყვარულები გასაოცარი ფოტოების გადაღებას შეძლებთ.

📍ბატეთის ტბა მდებარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამის ხეობაში, ზღვის დონიდან 1313 მეტრზე.
📷ფოტოს ავტორი:ლაშა ზუბიაშვილი.

🏰 აღმოაჩინე შიდა  ქართლი ლამისყანის ჯამბაკურ-ორბელიანთა ციხე -სასახლით🏛️  კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. ლამისყანაში მდებარ...
31/03/2021

🏰 აღმოაჩინე შიდა ქართლი ლამისყანის ჯამბაკურ-ორბელიანთა ციხე -სასახლით
🏛️ კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. ლამისყანაში მდებარე ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი თავისი მნიშვნელობით , ისტორიითა და სტრატეგიული მდებარეობით.

🚩კომპლექსურად ძეგლი წარმოადგენს ციხეს (XVII ს), საცხოვრებელ სასახლეს, კარის წმ.გიორგის სახ. ეკლესიას და სამეურნეო ნაგებობებს (მარანი,თავლა, წისქვილი და სხვ.) (XIX ს-ის Iნახ).
📜ციხის ისტორიაში მნიშვნელოვან მოვლენაა კრწანისის ომი დროს,
1795 წელს ლამისყანაში შემოსეული აღა-მაჰმად-ხანის მარბიელი რაზმის დამარცხება იოანე ბატონისვილის მიერ.

📚 XIX ს-დან კი ციხე-სასახლე კულტურულ- საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა სადაც თავს იყრიდნენ საზოგადო მოღვაწეები. ასევე მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული რომანტიკოსი ვახტანგ ორბელიანი , ივანე ჯავახიშვილი და კიტა აბაშიძე...

🚶სასახლე-მუზეუმი ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიისა და ინტერესის ადმიანებისთვის ან ჯგუფებისთვის საუკეთესო ადგილია ,როგორც შემეცნებითად ასევე განტვირთვის , წლის ყველა დროს.
#აღმოაჩინეშიდაქართლი
#საქართველოსგული

🖌 იცოდით,რომ ისტორიული წყაროებისა და ლეგენდის თანახმად თხოთის ქედზე მირიან მეფეს გადამხდა ცნობილმა ამბავმა: მეფეს მუხრან...
28/03/2021

🖌 იცოდით,რომ ისტორიული წყაროებისა და ლეგენდის თანახმად თხოთის ქედზე მირიან მეფეს გადამხდა ცნობილმა ამბავმა: მეფეს მუხრანის მიდამოებში ნადირობისას თხოთის მთაზე „დაბნელდა მზე მთასა და იქმნა ვითარცა ღამე ბნელი, უკუნი... დაშთა მეფე მარტო, და იარებოდა მთათა და მაღნართა შეშინებული და შეძრწუნებული“. იგი ამაოდ შესთხოვდა შველას თავის ღმერთებს, მაშინ მეფე შეჰვედრებია „ღმერთსა ნინოსა“. მოხდა „სასწაული“ - მზე გამოჩნდა, ცა მოიწმინდა. მირიანმა აღუთქვა ნინოს: „რამეთუ შენ მიხსენ მე ჭირისგან და განმინათლე ბნელი ჩემი, ამას ადგილსა აღვმართო ძელი ჯვარისა, რომელითა იდიდებოდეს სახელი შენი და იხსენებოდეს საქმე ესე სასწაული უკუნისადმე“.
🌄🗺შიდა ქართლის მხარის,აღაიანის (თხოთის) ნინოწმინდის ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის სამხრეთ-აღმოსავლეთით თხოთის მთის წვერზე თბილისიდან 53 კმ. დაშორებით მდებარეობს.
📸ფოტოგრაფი:ლაშა ზუბიაშვილი
#აღმოაჩინეშიდაქართლი #საქართველოსგული

🌺ამ წითელი ყაყაჩოების  სილამაზეს კასპის მინდვრებში შეხვდებით. წითელი კაბებით შემოსილი ხასხასა მინდვრის დანახვისას ყველას...
26/03/2021

🌺ამ წითელი ყაყაჩოების სილამაზეს კასპის მინდვრებში შეხვდებით. წითელი კაბებით შემოსილი ხასხასა მინდვრის დანახვისას ყველას სასიამოვნო გრძნობა ეუფლება… საოცრად ნაზია მისი ყვავილი, თუმცა მიმზიდველი და თვალშისაცემი.♥️
📸 ფოტოგრაფი: ლაშა ზუბიაშვილი
#აღმოაჩინეშიდაქართლი #საქართველოსგული

🌄 ამაზე ლამაზი ადგილის მოძებნა გაგიჭირდებათ დაისის საყურებლად.                                🌄ხედი თხოთოს მთიდან,კასპის...
22/03/2021

🌄 ამაზე ლამაზი ადგილის მოძებნა გაგიჭირდებათ დაისის საყურებლად.

🌄ხედი თხოთოს მთიდან,კასპის მუნიციპალიტეტი.
📸 ფოტოგრაფი:ლაშა ზუბიაშვილი
#აღმოაჩინეშიდაქართლი
#საქართველოსგული

✨💫ერთაწმინდის ტაძარი ღამით💫✨  🗺წმინდა ევსტათის (ესტატეს) სახელობის XIII საუკუნის პირველი ნახევრის ეს ჯვარგუმბათოვანი ტაძ...
20/03/2021

✨💫ერთაწმინდის ტაძარი ღამით💫✨
🗺წმინდა ევსტათის (ესტატეს) სახელობის XIII საუკუნის პირველი ნახევრის ეს ჯვარგუმბათოვანი ტაძარი დგას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდის ცენტრში.
🔍XVII საუკუნის დასაწყისიდან ტაძარი თარხნიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. შემდგომში ის სააკაძეების საგვარეულო საძვალეც გახდა. აქ არის დაკრძალული გიორგი სააკაძის ერთ-ერთი ვაჟის, მოწამებრივად დაღუპული პაატას მოკვეთილი თავი.
📸ფოტოგრაფი:ლაშა ზუბიაშვილი
#აღმოაჩინეშიდაქართლი
#საქართველოსგული

⛪შიდა ქართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სულიერი კერა,რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში,სოფელ ჩაჩუბეთის მიმდებარედ, რკონის ტერი...
19/02/2021

⛪შიდა ქართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სულიერი კერა,რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში,სოფელ ჩაჩუბეთის მიმდებარედ, რკონის ტერიტორიაზე მდებარეობს-ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.
👉🏻 რკონის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება: ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, კარიბჭე, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცემლის ეკლესია, თამარის ხიდი და ბერების სენაკები.
📸ფოტოს ავტორი:ლაშა ზუბიაშვილი.
#აღმოაჩინეშიდაქართლი #საქართველოსგული

ENG ⬇️🏛რატომ უნდა ვესტუმროთ გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს? აქ გეძლევათ საშუალება გაეცნოთ როგორც უნიკალურ არქეოლოგიუ...
12/02/2021

ENG ⬇️
🏛რატომ უნდა ვესტუმროთ გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს?
აქ გეძლევათ საშუალება გაეცნოთ როგორც უნიკალურ არქეოლოგიურ არტეფაქტებს, ასევე შიდა ქართლის მნიშნელოვან ეთნოგრაფიულ, ისტორიულ და კულტურულ ასპექტებს.
✨თქვენს მოგზაურობას ისტორიაში განსაკუთრებულ თავგადასავლად აქცევს შესაძლებლობა ჩაერთოთ ვორქშოფებში, რომლებიც დაგეხმარებათ სრულად შეიგრძნოთ შიდა ქართლის საუკუნოვანი ტრადიციების უნიკალურობა.
ფოტოს ავტორი: ნია ლომოური
🏛Why to visit Gori Historical-Ethnographic Museum?
This is wonderful place to get familiar with the tangible and intangible cultural heritage of the region of Shida Kartli. Here you have possibility to know more about unique archeological founds and get informed about important ethnographic, historical and cultural aspects of the region.
✨Workshops and interesting activities will transform your travel in history to unforgettable adventure. That will help you to fully feel the uniqueness of Shida Kartli’s century traditions.
Photo credit: Nia Lomouri
#აღმოაჩინესაქრთველოსგული #შიდაქართლი #შიდასქართლისმუზეუმი
#сердцегрузии

09/02/2021

აღმოაჩინე შიდა ქართლი - საქართველოს გული 🤍

🟣მალე სოსანების მინდორი აყვავდება კასპში📸 გადაიღეთ დაუვიწყარი ფოტოსურათები ამ საოცარ ადგილას.❇აღმოაჩინე შიდა ქართლი-საქა...
08/02/2021

🟣მალე სოსანების მინდორი აყვავდება კასპში
📸 გადაიღეთ დაუვიწყარი ფოტოსურათები ამ საოცარ ადგილას.
❇აღმოაჩინე შიდა ქართლი-საქართველოს გული⬇️
ფოტოს ავტორი ლაშა ზუბიაშვილი.

08/06/2020

Address

Gori

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Visit Shida Kartli posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Share

Nearby travel agencies


Other Tourist Information Centers in Gori

Show All