Kardenakhi/კარდენახი

Kardenakhi/კარდენახი Kardanakhi
(16)

რთველი 2020 🍇🍇🍇🍷🍷
20/11/2020

რთველი 2020 🍇🍇🍇🍷🍷

31/12/2019
01/10/2019
"სოფელ კარდენახში მდებარე გენერლისა და საზოგადო მოღვაწის, კოტე აფხაზის სასახლე განადგურების პირასაა.მას კულტურული მემკვი...
01/10/2019

"სოფელ კარდენახში მდებარე გენერლისა და საზოგადო მოღვაწის, კოტე აფხაზის სასახლე განადგურების პირასაა.მას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის სტატუსი 2014 წელს მიანიჭა.
სა­სახ­ლე ნიკო აფხა­ზის შთა­მო­მავ­ლებ­მა 2005 წელს სა­სა­მარ­თლოს ძა­ლით და­იბ­რუ­ნეს. მა­ნამ­დე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­ნო­ბა სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში იყო და 1946 წლი­დან 90-იან წლე­ბამ­დე იქ ბავ­შვთა სახ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და.
კოტე აფხა­ზი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის დის შვი­ლი იყო. მისი თა­ოს­ნო­ბით მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში კა­ხეთ­ში რკი­ნიგ­ზა გა­იყ­ვა­ნეს".

ვეძებ მოქანდაკე გიორგი სესიაშვილის ოჯახს, ან ნათესავებს თუ ცხოვრობენ კარდენახში. წარმოშობით იყო კარდენახიდან, თუმცა დაიბ...
01/02/2019

ვეძებ მოქანდაკე გიორგი სესიაშვილის ოჯახს, ან ნათესავებს თუ ცხოვრობენ კარდენახში. წარმოშობით იყო კარდენახიდან, თუმცა დაიბადა და გაიზარდა თბილისში, სოფელში ნხოლოდ ზაფხულობით ჩადიოდა ხოლმე. იქნებ იცოდეთ ვინმე მისი ოჯახიდან, ან გაიკითხოთ ოჯახებში. 1893 წელს დაიბადა და 1990 წელს გარდაიცვალა.

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00008725/?fbclid=IwAR0lKIhh-FJmSaINhPavNhF4bArnhk9wVF4ErauSZk1GB0sbRVQZ2y-xqI8

გიორგი სესიაშვილი. სწავლობდა ჟენევაში (1912), პარიზში (1913, 1914), თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1922-1928). იყო ი. ნიკოლაძის მოწა...

07/10/2017
02/10/2017

სოფელი კარდენახი

01/10/2017
30/09/2017
30/09/2017
30/09/2017
30/09/2017

30/09/2017
30/09/2017
30/09/2017
30/09/2017
ი. ნონეშვილი
30/09/2017

ი. ნონეშვილი

30/09/2017
"ჩემი სოფლის სურათები"ი. ნონეშვილი
18/05/2017

"ჩემი სოფლის სურათები"
ი. ნონეშვილი

ი. ნონეშვილი

01/05/2017

ჩემი სოფელი კარდენახი
ყანები
ბაღები
ზვრები
ზღვასავით მომდგარი კარს ვენახი
ზვრებში ჩაკარგული გზები...

ი.ნონეშვილი

კარდენახი ზღვის დონიდან 510 მ-ზე მდებარეობს. ის ქალაქი გურჯაანიდან 14 კმ-ით არის დაშორებული Bბოლო სტატისტიკური მონაცემებით 6014 ადამინი ცხოვრობს.
კარდენახი ჯერ კიდევ ბრინჯაოს ეპოქაში ყოფილა დასახლებული, სოფელი ისტორიულ წყაროებში XV საუკუნიდან კერძეოდ, 1455 წელს მეფე გიორგის წყალობის სიგელში მოიხსენიება.
კარდენახში ოცზე მეტი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლია. განსაკუთრებით აღსანიშნავია საბაწმინდის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია (XIII საუკუნის). მას მიშენებული აქვს სამრეკლო (XV-XVIსს).მონასტრის გვერდით დგას წმინდა ბარბარეს დარბაზული ეკლესია (შუა საუკუნეები) და VI საუკუნის წმინდა ნიკოლოზის სამნავიანი ბაზილიკა.აღსანიშნავია შუა საუკნეების ჯამბალოს – წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია, ღვთისმშობლის (გვ. შუა ს), ელიას და კვირაცხოვლის ეკლესიები, ასევე ოთხსართულიანი ციხე-კოშკი. (XVIIს) მრგვალი კოშკი.
კარდენახში ცხოვრობდა საქართველოს ეროვნული გმირი კოტე აფხაზი-გენერალი, ილია ჭავჭავაძის დიშვილი. იგი გახლდათ აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზრნაურობის მარშალი, კახეთის რკინიგზის გაყვანის ინიციატორი, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. სოფელში დღემდე შემორჩენილია კოტე აფხაზის სასახლე.
კარდენახიდან იყო დიდი ქართველი პოეტი იოსებ ნონეშვილი, მის სახლ-მუზეუმს დღემდე ბევრი ტურისტი სტუმრობს.
სოფელი კარდენახი თავისი ბუნებითა და ისტორიული ძეგლებით საინტერესო ტურისტული ობიექტია კახეთში.

იოსებ ნონეშვილი

იოსებ ელიოზის ძე ნონეშვილი დაიბადა 1920 წლის 6 აპრილს სოფელ კარდანახში (გურჯაანის რაიონი). პოეტის მამა ელიოზ ნონეშვილი ქიზიყელი კაცი გახლდათ. კარგი მეომარი ყოფილა, მეტსახელად, მერცხალა ერქვა. იოსების წინაპარს, პაპას – ილია ნონეშვილს ერეკლე მეორისგან მამაცობისთვის ხმალი ჰქონდა მიღებული, რაც მაშინ უმაღლესი ჯილდოს წარმოადგენდა. იოსები 3 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. იოსებ ნონეშვილი მეექვსე კლასში იყო, როცა დედამ თბილისში ჩამოიყვანა. იოსები ვერაზე გაიზარდა, ვაჟთა მე-18 სკოლაში (დღევანდელი 51-ე საჯარო სკოლა) სწავლობდა. მეცხრე კლასში დედაც დაკარგა. ამის შემდეგ მასწავლებლებმა ითავეს ბიჭის პატრონობა. ღამით სკოლის დარაჯის ჯიხურში ეძინა. მასწავლებლებს ე.წ. “ნონეშვილის სია” ჰქონიათ – ფულს უგროვებდნენ, როგორმე თავი რომ გაეტანა. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ვარო ვარდიაშვილმა იოსებს ყალბი ცნობა აუღო – ორი წლით ასაკი მოუმატა, რათა “კომუნისტის” რედაქციაში მუშად მიეღოთ… იოსებ ნონეშვილი თავის მემუარებში იხსენებდა – როცა უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებს აბარებდა, გარეთ გამოსულ აბიტურიენტებს მშობლები ხვდებოდნენ, მას კი სკოლის მასწავლებლები ელოდნენ…
1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943-45 წლებში, ის კავკასიის ფრონტზე იბრძოდა. იქ დაიჭრა კიდეც. ომის დამთავრების შემდეგ, 1947-50 წლებში იყო ჟურნალ “ნიანგის” რედაქტორის მოადგილე, 1952-63 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ “დილას”, ხოლო 1963-66 წლებში იყო გაზეთ “ლიტერატურული საქართველოს” მთავარი რედაქტორი. 1966 წელს ნონეშვილი აირჩიეს საქართველოს მწერალთა კავშირის მდივნად. ამ თანამდებობაზე დარჩა ის სიცოცხლის ბოლომდე. პარალელურად, 1973 წლიდან იოსები იყო მშვიდობის დაცვის საქართველოს რესპუბლიკის კომიტეტის თავმჯდომარე.
პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1938 წ. ჟურნალ „ჩვენს თაობაში”. 1940 წ. გამოსცა პირველი პოეტური კრებული.
ნონეშვილის შემოქმედებაში ჭარბობს სატრფიალო ლირიკა, რომლის საუკეთესო ნიმუშებია: “საუბარი ნაძვებთან”, “ფრთხილად იყავი”, “შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა” და სხვა.
მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. მიღებული აქვს გ. ტაბიძის სახელობის პრემია წლის საუკეთესო ნაწარმოებისათვის. 1981 წ. მიენიჭა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (გარდაცვალების შემდეგ).

იოსებ ნონეშვილი გარდაიცვალა 1980 წელს.

ქართული პოეზიის დიდ ტაძარში იოსებ ნონეშვილის ლექსიც ანთია.

მამა პეტრესა და თემო შენგელაიას პოეზიის საღამო კარდენახში
26/04/2017

მამა პეტრესა და თემო შენგელაიას პოეზიის საღამო კარდენახში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმში, მამა პეტრესა და ახალგაზრდა პოეტ თემო შენგელაიას პოეზიის საღამო გაიმართა.

09/09/2016

33 new photos · Album by Malkhaz Kvirikashvili

31/08/2016

Address

Ioseb Noneshvili Street
Gurjaani

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Kardenakhi/კარდენახი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Share