Travel As Art • მოგზაურობა როგორც ხელოვნება

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Travel As Art • მოგზაურობა როგორც ხელოვნება

Travel As Art • მოგზაურობა როგორც ხელოვნება საავტორო ტურები მსოფლიოს გარშემო
(57)

ინდოეთის 7 საოცრება ანდრო დგებუაძესთან ერთად მარტში , სრულად განსხვავებული ინდოეთის ტური, ფაქიზად აწყობილი დეტალებით და ...
06/11/2024

ინდოეთის 7 საოცრება ანდრო დგებუაძესთან ერთად მარტში , სრულად განსხვავებული ინდოეთის ტური, ფაქიზად აწყობილი დეტალებით და ძალიან საინტერესო ხედვით. ეს ის ტურია რომელიც თავიდან გაგაცნობთ და შეგაყვარებთ ინდოეთს!

📋ტურის თარიღები : 11-17 /23 მარტი 2025

ნამიბია , სადაც ჰორიზონტს არ აქვს საზღვარი, აფრიკის განსაკუთრებული მიწა, ავთენტური კულტურით, უძველესი აფრიკული ტომებით, ...
06/11/2024

ნამიბია , სადაც ჰორიზონტს არ აქვს საზღვარი, აფრიკის განსაკუთრებული მიწა, ავთენტური კულტურით, უძველესი აფრიკული ტომებით, ყველაზე გამორჩეული საფარით თავის დიდებული აფრიკის ხუთეულით, ყავის პლანტაციებით, და რა თქმა უნდა, უნიკალური ოკეანის და უდაბნოს შეხვედრით, სადაც დასვენების ყველა წამი უძვირფასესი გახდება.
მიწა რომელიც ფოტოგრაფების სამოთხედ მოიხსენიება.
მაშ ასე, აფრიკული მარგალიტი, ტური ნამიბიაში 17 დან 28 თებერვლის ჩათვლით.

ჩვენი  დედამიწის  კიდევ ერთი ჯადოსნური ადგილი. აკრძალული სამეფო მუსტანგი❤️, ოდესღაც ტიბეტის და დღეს უკვე ნეპალის ნაწილი🫶...
03/11/2024

ჩვენი დედამიწის კიდევ ერთი ჯადოსნური ადგილი. აკრძალული სამეფო მუსტანგი❤️, ოდესღაც ტიბეტის და დღეს უკვე ნეპალის ნაწილი🫶, სამეფო რომელიც უნიკალურ ავთენტურ ისტორიას ინახავს გულში.
გთავაზობთ, ჩვენი ჯგუფის მოგზაურობის ამსახველ ფოტოებს მუსტანგის სამეფოში, 4000 მეტრზე ზღვის დონიდან❤️.

ნეპალი მშვიდობის და სიყვარულის ქვეყანა🇳🇵❤️🇳🇵თუკი საკუთარ თავთან ჰარმონიის დამყარების ახალ გზებს ეძებ აზიაში უნდა იმოგზაუ...
03/11/2024

ნეპალი მშვიდობის და სიყვარულის ქვეყანა🇳🇵❤️🇳🇵
თუკი საკუთარ თავთან ჰარმონიის დამყარების ახალ გზებს ეძებ აზიაში უნდა იმოგზაურო❤️. ჩვენი ჯგუფის მოგზაურობა და საოცარი დღეები ჰიმალაების მუდამ თოვლით დაფარული მწვერვალების სამფლობელოში❤️

მზე , ზღვა, თავგადასავლები, ეგზოტიკა- ჯადოსნური კუნძული მადაგასკარი
31/10/2024

მზე , ზღვა, თავგადასავლები, ეგზოტიკა- ჯადოსნური კუნძული მადაგასკარი

მადაგასკარის ჯადოსნური დღეები
31/10/2024

მადაგასკარის ჯადოსნური დღეები

30/10/2024

ჩვენი ჯგუფის საოცარი თავგადასავალი მადაგასკარის ჯადოსნურ ქვეყანაში, კუნძული სადაც ყოველი დღე ახალ თავგადასავალს გპირდება, სადაც გატარებული არცერთი წამი არ გავს ერთმანეთს. თავგადასავალი, ულამაზესი ბუნება, კულტურა, ეგზოტიკა და რაც მთავარია საუკეთესო განწყობა.

🌄როცა ევერესტი ხვდება კაილაშს--- ტური ტიბეტის მიწაზე🗓️5-20 ივნისი 2025 წელი🌅ტიბეტში მოგზაურობა რომ გაბედო, სულიერ მზადყო...
13/09/2024

🌄როცა ევერესტი ხვდება კაილაშს--- ტური ტიბეტის მიწაზე

🗓️5-20 ივნისი 2025 წელი

🌅ტიბეტში მოგზაურობა რომ გაბედო, სულიერ მზადყოფნასთან ერთად ბევრი სხვა ემოციური წინაღობაც უნდა დაძლიო.
ტიბეტი ეს ის მიწაა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ უნდა შეძლო და ნახო, სადაც მოხვედრა არც თუ ისე მარტივია და უამრავ ძალისხმევას, ემოციების დალაგებას და სულიერ თუ ფიზიკურ მზადყოფნას მოითხოვს. თუკი დამგზავრებას გადაწყვეტთ, უნდა იყოთ მზად იმ წესებისთვის, რომელთა დამორჩილებაც ტურის მანძილზე აუცილებლად მოგიწევთ.
მიწა სადაც კაილაში შეხვდა ევერესტს - 15 დღეში ჩატეული სრული ტიბეტის მიწა, თავის იდუმალი სამეფოებით.


💫ტურის ჰაილაითები:

- პოტალას სასახლე: დალაი ლამას ზამთრის რეზიდენცია.
- ჯოხანგის ტაძარი: ბუდისტების სულიერი ცენტრი ტიბეტში.
- სერას მონასტერი: ტიბეტის "დიდი სამი" გელუგის მონასტრიდან ერთ-ერთი, ბუდისტური ნებისყოფის წვრთნის საერთაშორისო ცენტრი.
- სოფელი დადონგი: ტრადიციული ტიბეტური სოფელი.
-მთა ევერესტი- ყველაზე მაღალი მთა მსოფლიოში.
- მთა კაილაში- წმინდა და მიუწვდომელი ადგილი.
-გუგის სამეფო- დაკარგული სამეფო.
-ბორნის ტაძრები და რელიგიის გაცნობა.
-მანასაროვარის წმინდა ტბა.
-გიაცოლას და პანგლას უღელტეხილები- ზეციური ბილიკები ტიბეტში.
- ტოლინგის უძველესი მონასტერი
-საგას ოლქი.
-საკიას ქალაქი- ყველაზე ძველი ქალაქი ტიბეტში
- ცის რკინიგზის მატარებლით მოგზაურობა.
- სიჩუანის რეგიონი-ჩენგდუს ქალაქი ერთადერთი პანდების მოშენების და გამრავლების ცენტრი მსოფლიოში .
- ლეშანის ქალაქი კლდეში ნაკვეთი ყველაზე დიდი ბუდის ქანდაკებით მსოფლიოში.

💫ტურის დეტალური აღწერა:

✨დღე1

შუადღის რეისით ჩვენი თვითმფრინავი ჩინეთის და ტიბეტის სასაზღვრო ქალაქ ხინინგში დაეშვება. ქალაქი 2275 მეტრზე მდებარეობს და ითვლება კარიბჭედ ტიბეტის უძველეს სამეფოში შესასვლელად. ტიბეტის პლატოსთან მდებარე ქალაქი ჩინური, მუსლიმური და ტიბეტური კულტურის საოცარი ნაზავია. აქვეა ულამაზესი Dongguan Grand Mosque, რომელიც ჩინურ მუსლიმური საზოგადოების უმნიშვნელოვანეს და უმსხვილეს ძეგლად ითვლება. მეჩეთი ზომითაც და ვიზუალითაც იმდენად შთამბეჭდავია, რომ თუ ამ ქალაქში მოხვდები, ვფიქრობ აუცილებლად უნდა ეწვიო იქაურობას. გზა მეჩეთამდე ტრადიციულ ბაზარზე გადის. სწორედ აქ შეგიძლია მოიმარაგო ტიბეტური მატარებლისთვის ხილი თუ ტკბილეული. გვიან საღამოს კი, სადგურიდან სწორედ იმ მატარებელზე დავსხდებით, რომლის რელსებიც მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე მიწაზე მცხოვრებ ადამიანებთან მიგვიყვანს იქ, სადაც მოგზაურობა ერთ დიდ ჯადოსნურ ზღაპარს ჰგავს.

✨დღე 2,3
შეწვდით სამყაროს სახურავს - სწორედ ამ ფრაზით შეიძლება ტიბეტის აღთქმულ მიწაზე ტურის დაწყება. მას შემდეგ, რაც ტანგულას 5068 მეტრიანი უღელტეხილი მატარებლით გადავჭერით, აკლიმატიზაციისთვის და აზრზე მოსასვლელად აუცილებელია ერთი თავისუფალი დღის აღება. ტიბეტის ავტონომიური მხარე დედამიწაზე ყველაზე მაღალ რეგიონად ითვლება. მონპა, ტამანგი, ქიანგ, შერპა, ჰანი და სხვა ეთნიკური ჯგუფები წარმოადგენენ ძირძველ ტიბეტელ ხალხს და მათთვის სამშობლო და რელიგია ერთნაირ მტკიცე სიწმინდეს წარმოადგენს. აქაურები თითქოს მართლაც ყველაზე ახლოს არიან ღმერთთან. უახლოესი დღეების მანძილზე ტურის ყველა მონაწილე იგრძნობს ამ მიწის აურას და ხალხის ძლიერ სულს. შეუძლებელია სხვაგან სადმე ისეთი მსგავსი ემოცია და სულიერი სიძლიერე განიცადო მოგზაურმა, როგორც ტიბეტის მიწაზე.

✨დღე 4

ტიბეტის გაცნობას თითქმის 4100 მეტრზე მდებარე პოტალას სასახლით ვიწყებთ. ლამაზი მამაკაცი ღმერთის სახელობის მთა ავალოკიტეშვარას საპატივცემულოდ, 637 წელს ტიბეტელმა მეფემ საყვარელ ქალს პოტალას სასახლე აუშენა. პოტალა, იგივე შებრალების ღმერთი, სრულად წარმოაჩენს თავის ღირსებებს იქაურობაში. დროთა მანძილზე სასახლე დალაი ლამების რეზიდენცია გადაიქცა. მეთოთხმეტე დალაი ლამას ამბოხების და გაქცევის შემდეგ კი, იქაურობა მუზეუმად იქცა. 10 000 სამლოცველოსგან და 1500 დარბაზისგან შემდგარი სასახლე მთის სამ ბორცვზე მდებარეობს, რომელიც სიმბოლურად ტიბეტის სამ მფარველ სულს გამოხატავს. აქ ნახავთ მეხუთედან მეცამეტე დალაი ლამას ნეშტის სრულად ოქროში ჩასმულ ქანდაკებებს. აქ მოხვედრა არც თუ ისე მარტივია. შენობა წითელ და თეთრ ნაწილად იყოფა. წითელ ნაწილში მხოლდ 1 ოთახის დათვალიერება შეუძლიათ ვიზიტორებს, ხოლო მეორეში ცამეტის. სტუმრების ოდენობა მკაცრად კონტროლდება და შესვლა მხოლოდ სპეციალური, წინასწარ გამოწერილი ნებართვებითაა შესაძლებელი, რომელთაც კონკრეტულ პასპორტებზე თვეებით ადრე გასცემს ჩინეთის მთავრობა. ფოტო/ვიდეო გადაღება, რა თქმა უნდა, იკრძალება და ისჯება კანონით.
შემდეგ მოვინახულებთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს, ბუდიზმის სულიერ ცენტრს ლჰასაში, ჯოხანგის ტაძარს. ტაძრის გვერდზე მდებარე ბახორის ქუჩა სავსეა პილიგრიმი მომლოცველებით და ქუჩის მოვაჭრეებით. აქ შეძენილი ტიბეტური სიმბოლიკის სუვენირები საუკეთესოა მთელს აზიაში.

✨დღე 5

ტიბეტში ყველა მოგზაურობა ღრუბლებზე გადის. ლჰასადან გამპალას უღელტეხილით (4790მ.) იამდროკ ცომდე (4400მ.) ჩავალთ. ალბათ, არაფერია უფრო ლამაზი დედამიწაზე, ვიდრე მუდმივი თოვლით დაფარული მთების მზერა.. იქაურობა სივრცეში გაყინულ მირაჟს ჰქმნის და წარმოუდენელი ძალით ნუსხავს მნახველს. ძველ დედაქალაქამდე გზად ტიბეტურ სოფელში ავთენტურ ადგილობრივ ოჯახს ვეწვევით სტუმრად სადილზე შემდეგ კი ავალთ ქალაქ გიანცემდე. პელკორას ცნობილი მონასტერი ერთადერთია დედამიწაზე, სადაც პანჩი ლამას ქადაგებას შეგიძლია რეალურ ცხოვრებაში მოისმინო. იქაური ზარების ჩამორეკვა მორწმუნეების მხოლოდ მიწაზე გართხმულებს შეუძლიათ, ხოლო ტაძრიდან გამოსული აურა სრულად გაკარგვინებს რეალობის შეგრძნებას.
გიანცეს კუმბუმი, იგივე მრავალკარებიანი ბუდისტური ტაძარი, თავის თავში სამგანზომილებიან მანდალას გულისხმობს. ეს არის ბმა ბუდისტური რელიგიის კოსმოსსთან და განსხვავდება ყველა სხვა მანდალასგან, რომელიც კვადრატში გამოსახული წრით არის გამოხატული. ადგილობრივების რწმენით, კუმბუმი ტაძარში ჩატარებული რიტუალური ლოცვის შემდეგ, პილიგრიმი თავად ხდება სამყაროს ბუდისტური აღქმის მონაწილე და რაც მთავარია, კიდევ უფრო უახლოვდება გასხივოსნების გზას.
შიგაცეს ტაშილუმპოს მონასტერი ოფიციალური პანჩი ლამას რეზიდენციად ითვლება. 1447 წელს აშენებული მონასტრის სახელი ტიბეტურად ნიშნავს „ დედამიწის სრული იღბალი და წარმატება თავმოყრილი ამ ადგილას“. სწორედ ამიტომ, აქაური ბერების დალოცვას განსაკუთრებული ძალა და ენერგია აქვს.. მონასტრის შიგნით განთავსებულია მოოქროვილი მაიტრეია ბუდას (იგივე მომავლის ბუდას) მსოფლიოში ყველაზე დიდი ქანდაკება. მონასტრის კართან ერთ-ერთი პანჩი ლამას საფლავი და განძსაცავიც ინახება. ემოციურად თუ სულიერად მეტად გაწმენდილები, ღამეს ტიბეტის რიგით მეორე ყველაზე დიდ, შიგაცეს ქალაქში გავათენებთ.

✨დღე 6

ეს დღე ალბათ ამ ტურის ემოციების კულმინაციაა იქნება. ევერესტის პლატოსთან ახლოს მივიწყებული ქალაქი საკია მდებარეობს. ადგილი, სადაც დრო თითქოს საუკუნეების წინ სრულად გაჩერდა. უძველესი ქალაქის გულში ტიბეტის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობა, საკიას მონასტერია განთავსებული, რომელსაც მდინარე ტრუმ-ჩუ ორ ნაწილად ყოფს - ერთი ნაწილი ბორცვზეა, მეორე კი ქვემო ხეობაში. გზას გიაცოლას უღელტეხილს (5280მ) გავლით ევერესტისკენ განვაგრძობთ. იქედან დანახაული ჯომოლუნგმა ლოტოსის აყვავებულ ყვავილს წააგავს, სიმბოლოს მარადიული სიმშვიდის და სილამაზისა ბუდიზმის რელიგიაში.

შემდეგ კი, Pang la Pass- ის ტიბეტის ყველაზე მაღალი უღელტეხილის გავლით, რომლის გზაც 5050 მეტრზე ღრუბლებს ზევით გადის, რამბუკის მონასტერში და ევერესტის საბაზისო ბანაკში ავალთ. გზად ორ წმინდა ქალაქს, ლჰაცესს და შაგარშს გავივლით. ჯომოლუნგმას მრისხანე მთა იშვიათად აჩენს თავის ნათელ მხარეს ვიზიტორებისთვის. ძირითადად ნისლში გახვეული აზიზად დაჰყურებს დედამიწას და იშვიათად ანებივრებს მნახველებს საკუთარი ხილვით. მჯერა, ჩვენი ჯგუფს ამ დღეს იღბალი არ უღალატებს და თქვენი თვალით ნახავთ მსოფლიოს ხუთივე უმაღლეს მწვერვალს, ღამეს კი რომბუკის დედამიწაზე ყველაზე მაღლა მდებარე მონასტერში გაათენებთ. იქაური ბერები წელიწადის 10 თვეს მხოლოდ 4% ჟანგბადის პირობებში, ლოცვასა და მარხვაში ატარებენ.

✨დღე 7

ყველას გვაქვს ცხოვრებაში ისეთი ღამე, რომელიც მთელი ცხოვრება გვემახსოვრება და ყოველ მის გაფიქრებაზე იგივენაირად აგაფორიაქებს, როგორც მოცემულ მომენტში განცდილი ემოციების .ABC CAMP- ში ღამისთევა ჯადოსნურ მოგონებად დარჩება თითოეულის მეხსიერებაში. მთავარი აკლიმატიზაციის სირთულეები უკვე სრულად გვექნება გავლილი, თუმცა ჯომოლუნგმას ბანაკში თითოეული ნაბიჯის გადადგმა მაინც განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს. წარმოიდგინეთ დილა, როდესაც საკუთარი სარკმლიდან დაინახავთ ევერესტის მთის წვერს. მზის პირველ სხივზე იქაურობა კიდევ უფრო დიდებული და არაამქვეყნიურად ლამაზია. იმისთვის, რომ აკლიმატიზაცია ავიტანოთ, საუზმედ იაკის რძეზე დამზადებული ბობას ჩაის მივირთმევთ. ამასობაშ,ი მზეც ამაყად დაუდგება გვერდით ევერესტს და ჩვენი ბანაკი მომდევნო თავგადასავლისთვის გაემზადება. ეს მთა, მონასტერში გატარებული ღამე და ემოციები სამუდამოდ განსაკუთებულ მოგზაურობად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. მზე რომ ჯერ კიდევ პირველ სხივებს გადმჰფენს ციდან დედამიწას, ევერესტის წვერი ვარდისფრად იღებება, ჰიმალაის პლატო მარადი თოვლით წვერში და მწვანედ შემოსილი დაბლობში, ეს არის სანახაობა რომლის დავიწყებას ვერასდროს შეძლებთ. ამ დღეს სამყაროს სახურავს ხელით შეეხებით.
ალპური საძოვრებზე უამრავი იაკი, ტიბეტური ცხვარია მიმოფანტული, რომლებსაც უზარმაზარი ტიბეტური მასტიფები მწყემსავს. გზას „ზეციურ კარიბჭემდე” აჰყევხარ. რონგბუკის მონასტერი ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა, 5154 მეტრზე მდგომი ბუდისტური ტაძარია. ეს არის ერთადერთი მონასტერი, სადაც დედების და მამების კელიები ერთ სივრცეშია მოთავსებული. მეოცე საუკუნის დასაწყისში დაარსებული ეს მონასტერი ერთერთია იმ იშვიათ ტაძრებს შორის, რომელიც ნგაგპას ტრადიციას იზიარებს. ეს არის მიმდინარეობა ტანტრისტული და მაგიური რიტუალების ნაზავით.
ამ დღესვე დავიწყებთ მოგზაურობას ტიბეტის ყველაზე იდუმალ რეგიონში, ნგარიში, საიდანაც გზა წმინდა კაილაშის მთისკენ და მანასაროვარის ტბისკენ წაგვიყვანს.
საგას სამეფომდე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მთა შიშაპანგმას ( 8027 მეტრი) ხედებზე შევხვდებით. სამი ყველაზე მაღალი მწვერვალი ჰორიზონტზე ხელისგულივით გაგეშლებათ. იქვეა პელკუ ცოს სასწაულმოქმედი ტბა, თავის ოქროსფერი, არაამქვეყნიური ნათებით. შებინდებისას კი, საგას ოლქს მივაღწევთ. ეს არის კარიბჭე კაილაშის რეგიონის და გამყოფი ბოლო ზოლი დასავლეთსა და აღმოსავლეთ ტიბეტს შორის.

✨დღე 8

ჰიმალაის მთებსა და განგდისის ქედს შორის ჩამალული საგას ველი წლის ყველა სეზონზე თოვლითაა დაფარული. 4500 მეტრზე გზა ღრუბლებში მოგზაურობას .ეს არის მიწა, რომელიც წლებია დაკეტილი იყო ვიზიტორებისთვი., დაკარგული სამეფო, იგივე გუგის სამეფო (lost kingdom) თავის იდუმალი აურით ერთიანად ნუსხავს ვიზიტორს. საგას ველი სავსეა ნაირფერად მოელვარე თერმული ტბებით. მათ შორის ყველაზე გამორჩეული გონგჟუკუოს მწვანე ტბაა, რომლის გადაკვეთის შემდეგ მოვხვდებით ნგრის რეგიონში. ზღვის დონიდან 5211 მეტრზე მოგზაურობა, უღელტეხილები, მწვერვალები და ფერადი ტბები, ფერდობზე შეფენილი გრძელბეწვიანი იაკები, ეს ყველაფერი რაღაც არაამქვეყნიურ ზღაპარს ჰგავს. თითქოს, რამ უნდა გაგაოცოს ამაზე მეტად, მაგრამ დღის კულმინაცია სწორედ მანასაროვარის წმინდა ტბაა, მეზობლად აღმართული კაილაშის მთით. წმინდა ადგილით, რომლის წვერზე ასვლა ჯერ ვერცერთმა სულიერმა ვერ შეძლო. კაილაშით, რომელიც ითვლება მთავარ სასწაულმოქმედ მთად ბუდისტურ რელიგიაში, რომლის თვალის შევლებაც უამრავი მოგზაურის ოცნებაა. ღამეს დარჩენში გავათევთ. სოფელში, რომელმაც უდიდესი რწმენის და სიმტკიცის სანაცვლოდ შეძლო და შეინარჩუნა უძველესი ტიბეტის ბუნებრივი სახე.

✨დღე 9

გზა გუგის სამეფომდე, ადგილი სადაც, საუკუნეზე მეტია, უცხოელის ფეხი ძნელად თუ ხვდება. სამეფო თავის უძველესი ბორნის (პირველი ტიბეტური რელიგია) რელიგიით და საოცარი ტრადიციებით. მათი არქიტექტურა და ცხოვრების სტილი სრულად განსხვავდება დანარჩენი ტიბეტისგან. ვეწვევით ტოლინგის მონასტერს, რომელიც მეთერთმეტე საუკუნეში ბუდისტმა პანდიტმა რინჩენ ზადგპომ დააარსა. ეს არის დღემდე შემონახული ერთადერთი მონასტერი რომელიც ბუდისტურ მიმდინარეობა კაგიუს ქადაგებს. მისი არქიტექტურა და ხელოვნება განსაკუთრებული კულტურული და ისტორიული მნიშვნელობისაა კაცობრიობისთვის.
გზა გუგის სამეფომდე ქარიან პლატოზე გადის. ამ ტერიტორიაზე ქარიშხალი ისე ატრიალებს ველურ ბუნებას, რომ ვიზიტორისთვის გზის ლანდშაფტი რაღაცნაირად სიურიალისტურია. სწორედ ამ სიურეალიზმის ფონზე, გზის ბოლოს დგას ბონის ბრწყინვალე მონასტერი, ნახევრად ჩაფლული მდინარე სუტლეჯის ხეობაში, შემოსაზღვრული უამრავი იდუმალი გამოქვაბულით და ფერადი სკულპტურებით. გუგის სამეფოში ვნახავთ უამრავ უძველეს ტიბეტურ ხელთუქმნელ ძეგლებს, ტოლინგის მონასტერს შიგნით მდებარე უდიდესი ძვირფასი ქვით, რომელსაც ათას სასწაულს და საოცრად კეთილ ამბებს მიაწერენ. მონასტერი სავსეა მეთერთმეტე საუკუნის დროინდელი შეულახავი ფრესკებით. ტოლინგის მონასტერში ინდური, ნეპალური და ტიბეტური სტილი თანაბრადაა შერწყმული ერთმანეთთან და ერთიანობაში უნიკალურ არქიტექტურულ სურათს ქმნის. 83 სტუპას მონასტერი მნახველში მთელი სიცხადით წარმოსახავს ძველი ტიბეტური დიდების ერთიან სურათს. ამ ღამეს ამჯერად ზანდაში, თავად გუგის სამეფოში გავათევთ.

✨დღე 10

700 წლის წინ ტიბეტს ჯერ ისევ დასავლეთ პლატოზე გაშლილი გუგის სამეფო მართავდა. სამეფო, რომლის სიმდიდრეზე დღემდე ლეგენდები დადის. სამეფო 400 წლის წინ იდუმალად გაქრა ისტორიული წყაროებიდან. ნაშთები, რომელიც უძველეს ციხესიმაგრეს წააგავს, დღემდე შემკულია ოქროს და ვერცხლის ბუდას ქანდაკებებით. ნანგრევებში შემორჩენილი ფრესკები თითქოს ხელუხლებელიაო. აქვეა ცნობილი “გუგის ვერცხლის თვალები”. გაუჩინარებული სამეფო თავის უნიკალური ძეგლებით თითქოს აერთიანებს ტიბეტურ ბუდიზმს, შამანიზმს და ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიას. გარშემო დათოვლილი მთები არარეალურ სამყაროში აგრძნობინებს ვიზიტორს თავს.
ღამეს მორიგ, აქამდე მიუდგომელ ტიბეტურ ქალაქ შიკუანჰეში გავათევთ.

✨დღე 11

შოკუანჰედან ტიბეტის დედაქალაქ ლჰასაში დილით ადრე სამხედრო თვითმფრინავით დავბრუნდებით.
ლჰასასთან ახლოს მდებარეობს ტიბეტის უდიდესი, გელუგის სერას მონასტერი. 1419 წელს ტიბეტელმა ბერებმა ერთ-ერთ უმაღლეს პლატოზე ააშენეს ტაძარი, სადაც მშობლებს სულ პატარა შვილები მიჰყავდათ და ტოვებდნენ. ყოველდღე 3 სააათზე იწყება ბერებს შორის ნებისყოფის და წვრთნის გამოსამუშავებელი დებატები. მორჩილება, ღვთის შიში და განათლება ეს არის ის სამი მთავარი თვისება, რომელსაც ყველა მორწმუნე ტიბეტელი ასწავლის თავის ახალ თაობას. წვრთნის დროს ერთი მორჩილი ბერი უწყვეტ რეჟიმში უსვამს კითხვას მეორეს და არცერთმა გარემო გამღიზიანებელმა არ უნდა გაუფანტოს მას ყურადღება. ვიზიტორთათვის პროცესის ყურება ძალიან შთამბეჭდავია.

✨დღე 12

ოცნებები ყოველთვის ხდება, მთავარია გულით მოინდომო. ტიბეტის მიწაზე მოგზუაორბა გაფიქრებინებს, რომ ეს იმდენად ლამაზია, შეუძლებელია რეალური იყოს. დგახარ და უყურებ სამყაროს სახურავს, ამაზე ზევით ჩვენს პლანეტაზე არაფერი არ არის, ტურის დასასრულს გიპყრობს ფიქრი, ნუთუ კიდევ შეიძლება ვნახო რამე, რაც ამ ემოციას გადაფარავს? ზუსტად ესაა ტიბეტში მოგზაურობის ამბავი. თითოეული დღე მართლა ცაზე გადის და იქ გატარებული წამიც კი მთელი ცხოვრების მანძილზე გამორჩეულ მოგონებად გაგყვება. ამ დღეს ვასრულებთ ტიბეტურ თავგადასავალს, რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ .
ფრენა ჩენგდუში, პანდების სამშობლოში!
14 მილიონი ადამიანით დასახლებული და 3000 წლის კულტურის მქონე ქალაქი ჩენგდუ სიჩუანის პროვინციაში მდებარეობს და ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მიმართულებად არის ჩინეთში აღიარებული. რეგიონს ზოგადად „სამოთხის სამყოფელს“, ხოლო თავად დედაქალაქ ჩენგდუს „ზეციურად მდიდარ ქალაქს” უწოდებენ. გარდა ავთენტური ტიბეტური კულტურისა, ეს რეგიონი კიდევ რამდენიმე ამბის გამოა სახელგანთქმული. რა შეიძლება გაგახსენდეს პირველი, როდესაც დედამიწაზე ყველაზე საყვარელ ცხოველს იხსენებ? პანდა! სწორედ სიჩუანის მხარე ითვლება პანდების დაბადების ადგილად. ჩენგდოუდან ხდება პანდების განაწილება მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში. დღესდღეისობით, 935 პანდა სწორედ ჩენგდოუს პანდას ცენტრში ცხოვრობს თავისუფლად. ჩვენ ცენტრის მოსანახულებლად ჩენგდუში ჩასვლისთანავე გავემგზავრებით. ერთადერთი დრო, როდესაც უქნარა პანდებს ღვიძავთ და სასაცილოდ მიირთმევენ ბამბუკის ჯოხებს, სწორედ დღის პირველი ნახევარია. დანარჩენ დროს ძილში და ერთი გვერდიდან მეორეზე გადაკოტრიალებაში ატარებენ.

✨დღე 13

დილიდან გეზს პირდაპირ მეზობელ ქალაქ ლეშანისკენ ავიღებთ. ითვლება, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი, 71 მეტრი სიმაღლის მჯდომარე ბუდის ქანდაკება სწორედ ამ ქალაქშია. ლეშანის გიგანტური ბუდა არის ყველაზე დიდი მაიტრეაია ბუდას კლდეში ნაკვეთი ქანდაკება. მასში ჩინელმა ხალხმა წარსულის სიბრძნე და გამძლეობა გამოკვეთა. ნაშუადღევს კრუიზის გემით ქალაქსაც მოვივლით. აქაურობა ცნობილია უძველესი ტრადიციული ჩინური სასახლეებით, რომელთა ნახვა წყლიდან განსაკუთრებით შთამბეჭდავია.
მსოფლიოში ცნობილია სიჩუანური სამზარეულო. სახელგანთქმულ ჰოთ ფოთს დააგემოვნებთ უანგჩენგ ლაომა კინტაის ქუჩაზე. თუ სულმა წაგძლიათ, Shizilou და Tanyutou რესტორნების ქსელი სწორედ ის ადგილია, სადაც უგემრიელეს და სახელგანთქმულ სიჩუანურ ლაფშას და სხვა უამრავ ადგილობრივ კულინარიულ შედევრს გასინჯავთ.

შოპინგი ერთ- ერთი საუკეთესო რამაა, რაც განტვირთვისთვის მოუფიქრებიათ და განსაკუთრებით სასიამოვნოა შოპინგი ისეთ ქალაქში, როგორიც ჩანგდუა. ორიგინალურ სუვენირებს, აქსესუარებს, სამოსს თუ ფეხსაცმელს აქაურ სავაჭრო ცენტრებში ძალიან დაბალ ფასად შეიძენთ. შუ ბროკადი - ჩინური ტრადიციული ყველაზე ცნობილი სამოსის და ფეხსაცმლის ბრენდი სწორედ სიჩუანურია. მხოლოდ იმპერატორები ატარებდნენ ბროკადს და ბრენდის ისტორია 2000 წელზე მეტს ითვლის. Zongfu Road, Chunxi Road-ზე გასვლა და მისი ღამის ბაზრობებზე თავის დაკარგვა წინა საღამოსაც შეგიძლიათ.

✨დღე 14

მჯერა, ეს მოგზაურობა იქნება იმდენად ემოციური და დასამახსოვრებელი, რომ საქართველოში დაბრუნებულიც, კიდევ დიდხანს ისაუბრებთ მასზე. ტურში გატარებული დღეების არცერთი წამი არასდროს დაგავიწყდებათ და ცხოვრების ბოლომდე გამორჩეულ მოგონებად გაგყვებათ.

💥ტურის ღირებულება 5150$

❣️ფასი მოიცავს:

✅საერთაშორისო ავიაბილეთი თბილისი- პეკინი;
✅საერთაშორისო ავიაბილეთი ჩანგდუ- თბილისი;
✅შიდა ჩინეთის ავიაბილეთი პეკინი- ხინინგი;
✅შიდა ტიბეტის სამხედრო თვითმფრინავით ფრენა კაილაში-ლჰასა:
✅მატარებლის ბილეთი ხინინგი-ლჰასა;
✅ავიაბილეთი ლჰასა - ჩენგდუ;
✅სამოგზაურო დაზღვევა;
✅ტიბეტის რეგიონის სახელმწიფო დაზღვევა;
✅კაილაშის რეგიონალური ნებართვა;
✅გუგის სამეფოში ვიზიტის ნებართვა და სახელმწიფო ვაუჩერი;
✅ტიბეტის რეგიონის ჯგუფური ვიზა;
✅ყველა საჭირო ნებართვა ტიბეტში გადასაადგილებლად;
✅სახელმწიფო ნებართვები ტიბეტის რეგიონის ძეგლების დასათვალიერებლად;
✅სიჩუანის რეგიონში ყველა ექსკურსიის შესასვლელი ბილეთი;
✅პანდების ცენტრის მოწვევა და ბილეთი;
✅ჩინეთში სრული სატრანსპორტო მომსახურება, ტრანსფერებით;
✅ტიბეტის ავტონომიურ ტერიტორიაზე სპეც ✅ტრანსპორტი და ლიცენზირებული მძღოლი სრული ტურის მანძილზე;
✅Everest Base Camp-ის ეკო მანქანა:
✅ევერესტის საბაზისო ბანაკის ინდივიდუალური ნებართვები;
✅ქართულენოვანი გამყოლი;
✅ჩინეთში ინგლისურენოვანი გიდი;
✅ტიბეტში სპეც გიდი ( ინგლისურენოვანი);
✅ევერესტის ძირში რამბუკის მონასტერში განთავსების ინდივიდუალური ნებართვები;
✅ჟანგბადის ბალონები ტიბეტში მოგზაურობის დროს.

💫ღირებულებაში არ შედის:

❎ლანჩი და სადილი;
❎სხვა დამატებითი ხარჯი, რაც არ არის ტურის ღირებულებაში გათვალისწინებული;
❎ერთ ადგილიანი განთავსება ტურის მანძილზე ( დამატებითი ღირებულება 1200$).

❗️❗️❗️გთხოვთ გაითვალისწინეთ:

🛑ტურში ადგილი დადასტურდება პირველადი 500$ გადახდის შემდეგ.
🛑ტურში მონაწილეთა მაქსიმალური ოდენობა 20 ადამიანი.
🛑ტურში მონაწილეობის მსურველმა უნდა გაიაროს ინდივიდუალური გასაუბრება.
🛑ტურში მონაწილეობის მსურველემა უნდა მოგვაწოდოს ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა.
🛑ტურის დაწყებამდე 10 დღით ადრე მონაწილემ უნდა შეწყვიტოს ალკოჰოლური სასმელის მიღება.
🛑ტურში გადახდილი თანხა არ ნაზღაურდება თქვენი მხრიდან პირობის დარღვევის ( ტურში ნებისმიერი მიზეზით წამოუსვლელობის შემთხვევაში).
🛑მონაწილე ვალდებულია ტურში მონაწილეობის დადასტურების შემდეგ იმოგზაუროს იმავე პასპორტით რაზეც გაიცემა ნებართვა,( ანუ მონაწილეობის მსურველმა უნდა გამოცვალოს პასპორტი სურვილის შემთხვევაში მანამ, სანამ ნებართვები გაიცემა მის პასპორტზე).

☎️დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 555 24 73 73

31/08/2024

იგუასუში ქართულად გაგრილება)) ულამაზესი ბრაზილიურ არგენტინული ჩანჩქერები და ქართული სილაღე მაკუკო საფარი ტურზე🫶❣️

ექსპედიცია აფრიკაში🇺🇬🇪🇹უგანდა- ეთიოპია ველური აფრიკის მარგალიტები  🗓️პერიოდი : 15-28 თებერვალი 2025 წელი ✨თოთხმეტ დღეში ...
29/08/2024

ექსპედიცია აფრიკაში
🇺🇬🇪🇹უგანდა- ეთიოპია ველური აფრიკის მარგალიტები
🗓️პერიოდი : 15-28 თებერვალი 2025 წელი
✨თოთხმეტ დღეში ტურის ფარგლებში საოცარი სინთეზით მოვივლით ორ საოცარ აფრიკულ ქვეყანას, ამ ტურის უნიკალურობა სწორედ უგანდას და ეთიოპიის სრულად განსხვავებულ გარემოს შერწყმაში მდგომარეობს.
უგანდა - ქვეყანა რომელსაც დანარჩენი აფრიკისგან განსხვავებული საფარი ტურის შემოთავაზება შეუძლია. მსოფლიოში დარჩენილ 127 თავისუფალ გორილათაგან 96 სწორედ უგანდას მიწაზე ცხოვრობს, ლაღი და ცანცარა პრიმატების ყველაზე დიდი პოპულაციაც ამ მიწაზეა, აქვე იწონებს თავს შესანიშნავი აფრიკული ხუთეულის ყველა ღირსეული წარმომადგენელი- ჯიპებით რბოლა- საფარიზე. ფლორის და ფაუნის ბიომრავალფეროვნება, რომელთაგან უმეტესი ნაწილი ენდემურია და არსად სხვა აფრიკულ მიწაზე არ გვხვდება.
აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქვეყანა ეთიოპია, რომლის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, მდიდარი ისტორია და ბიომრავალფეროვნება შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცხრა ძეგლში - უფრო მეტში ვიდრე აფრიკის ნებისმიერ სხვა ქვეყანას აქვს. ეთიოპია მიწა ყველაზე უცხო და ავთენტური ტომების. მზის და ფირუზისფერი ნაზავი, თვალისთვის ბოლომდე აღუქმელი სილამაზე, სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი, რომლის ტბებშიც მაღალი ტემპერატურის გამო გაზის უზარმაზარი საბადოებია - დანაკილის უდაბნო. ზეციერმა სამოთხის მთების მსგავსი დედამიწაზეც თუ გააკეთა ეს აუცილებლად სიმიენისა და ბეილის ულამაზესი მთებია. წარმოიდგინეთ დაისი და აისი ისეთ ადგილას, საიდანაც ხელისგულივით ათას ფერში მოელვარე ჰორიზონტი ჩანს.
ვულკანურ მთებში მცხოვრები ძუძუმწოვრების და ფრინველების სახეობების ძირითადი ნაწილი დედამიწაზე სხვაგან არსად გვხვდება. 800 წლის წინანდელ წარმოუდგენელი სილამაზის ლალიბელასა და გერალტას ნასახლარები და კლდოვან ტაძრები, აქვეა გონდარის ბრწყინვალე მე-17 საუკუნის დროინდელ ციხესიმაგრეებს და დედამიწაზე აღმოჩენილ ყველაზე ძველ ადამიანის სამარხებიც . ჯერ კიდევ მეფე სოლომონამდე დასახლებული 3000 წელზე ადრეული ნამოსახლარები, უძველესი ტომები, საოცარი კულტურული და რელიგიური უძველესი ძეგლები, უმდიდრესი მუსიკალური მემკვიდრეობა, განსხვავებული ყავის კულტურა. - ეს ყველაფერი იმის პირობაა, რომ უგანდის და ეთიოპია ერთობლივი ტური ყველა ტიპის მოგზაურს ერთნაირად გააბედნიერებს.
📋დეტალური პროგრამა :
🇪🇹ეთიოპია
✨დღე 1 - ადის აბება ფრენა ჯინკას რეგიონში ჰამერების ტომი
მარადიული გაზაფხულის ქალაქი-ასე უწოდებენ ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებას ზომიერი კლიმატის, მდიდარი მცენარეული საფარის და მჩქეფარე ხასიათის გამო. ქალაქი ზღვის დონიდან 2400 მეტრზე მდებარეობს და ულან ბატორის შემდეგ სიმაღლით მსოფლიოში მეორე დედაქალაქად ითვლება. მომდევნო ფრენა ჯინკას რეგიონში გვექნება, საიდანაც თურმისკენ გავემგზავრებით, რეგიონი ცნობილია აფრიკაში ყველაზე ავთენტური ეთნო ტომებით, პირველი შეხვედრა ჰამერებთან; დავესწრებით ევანგადის ცეკვას და შემდეგ ხარებზე ხტომის ცერემონიას, როდესაც ტომში ვაჟი მომწიფების ასაკს აღწევს, გულადობის დასამტკიცებლად ვალდებულია სიგანეში რიგში მდგომ ხარების წყებას გადაახტეს, რაოდენობას ბელადი აწესებს და სანახაობა მაშტაბურ დღესასწაულის იერს იძენს, საღამოს ტომების ბაზრობას მივაკითხავთ, სადაც ერთდროულად ათზე მეტი სხვადასხვა ტომის წარმომადგენლებთან შეხვედრის საშუალება გვექნება.
🛖ღამისთევა: Buska Lodge. https://www.buskalodge.com/
მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ლინკი
https://youtu.be/eW4jtZoKQac
✨დღე 2 კაროს და დელტას ტომი
ეს დღე ნამდვილი სამოთხეა ეთნო ტომებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ტურმეს რეგიონი კენიას ესაზღვრება. აქ მცხოვრები ტომები მთელი აფრიკის დანარჩენი ტომებისგან გამოირჩევიან ვიზუალური და კულტურული სტილით. ნავით ულამაზეს ომოს მდინარეს როგორც კი გადავჭრით, კენიის საზღვართან მდებარე პატარა ქალაქ ომორატას მივადგებით მდინარე ომოს მეორე მხარეს კიდევ უფრო თვითმყოფადი დელტას ტომი ცხოვრობს , იქაურების სამარკო ნიშანი ჯოხების მეშვეობით სარიტუალო ცეკვაა, მომდევნო გაჩერება კაროს ტომში გვექნება რომლებიც ცნობილები არიან როგორც მსოფლიოში ყველაზე ფერად და ტანის ხატვაში დიდოსტატ ტომად, სოფლის გარშემო არსებული მცენარეული საფარი უნიკალური ფერების შექმნის საშუალებას იძლევა. სხეულზე მოხატულ დიზაინებს რაიმე განსაკუთრებული რელიგიური დატვირთვა არ აქვს, თუმცა სოფლის მაცხოვრებლები ერთმანეთზე მიბაძვით თითოეული ახალი ნამუშევრის ესთეტიკას კიდევ უფრო აუმჯობესებენ და ხელოვნების დონეზე ჰყავთ აყვანილი. აქ შეხვდებით ყველაზე უცხოდ თიხისგან მოხატულ სხეულს. ტაროს ტომის მამაკაცები ტომი აფრიკაში ყველაზე ექსტრავაგანტული ფორმის თმის ვარცხნილობებითაც არის ცნობილი. როგორც წესი მათი გამოძერწილი ქუდები სირაქლემას ბუმბულით არის ხოლმე შექმნილი, მამრები ამით თავიანთ დახვეწილობას, სტატუს , სილამაზეს და გამბედაობას უსვამს ხაზს. კაროს ქალები ამუშავებენ მიწას : სორგოს , როგორც მთავარ ფქვილეულს და სიმინდს და ლობიოს საიდანაც გოგრის დაფხვნილ ფქვილთან ერთად უგემრიელეს პურს აცხობენ . იგივე სორგოს და საქონლის რძის შერევით ადგილობრივ ძლიერ ალკოჰოლურ ლუდსა ამზადებენ.
🛖ღამისთევა თურმიში: https://www.eco-omo.com/
✨დღე 3 მურსის ტომი
მაგოს ეროვნულ პარკში კიდევ ერთი უცნაური ტრადიციების მქონე მურსის ტომი ცხოვრობს. როდესაც მათი ქალები მომწიფების ასაკს აღწევენ, მათ ქვედა ტუჩს უჭრიან და შიგნით წრიულ თიხის დისკებს უთავსებენ. ტომის მონახულების შემდეგ ჯინკადან ისევ ადის აბაბას მიმართულებით გავფრინდებით. საღამოს საფეხმავლო ტური მარადიულ გაზაფხულის ქალაქში.
მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ https://youtu.be/HMmvtrD7Ns8
🛖ღამისთევა : https://addis-ababa.goldentulip.com/
✨დღე 4 ადის-აბება – სემრა – დალოლი (დედამიწის დაკარგული წერტილი)
დილიდან ფრენა დედამიწის ყველაზე დაკარგული წერტილის აფარას რეგიონისკენ, საიდანაც ჯიპებით პირდაპირ დანაკილის უდაბნოსკენ გავეშურებით. Danakil Depression, იგივე ყვითელ უდაბნომდე გზად აფდერის ტბასთან შევჩერდებით. ამ ტბის სილამაზის გადმოცემა სიტყვიერად შეუძლებელია. მარილით სრულად გაჯერებულ ტბას საოცარი ფირუზის ფერი დაკრავს და ასამდე მარტო წყალქვეშა ნაკადებით იკვებება. მას მეორე სახელად ჯულიეტი შერჩა, რომელიც იტალიელი მკვლევრის ჯუზეპე მარია ჯულიეტის პატივსაცემად შეარქვეს, თუმცა იგივე ჯულიეტი ადგილობრივებმა ამ ტბის სამხრეთ- დასავლეთით მოკლეს. იქვეა ეგოგის ტბა, რომელიც მსოფლიოსთვის აღმოჩენილი მხოლოდ გასული საუკუნის 20 წლების ბოლოს გახდა. შემდეგ უკვე პოლიციის ესკორტის თანხლებით ბერჰალეს რეგიონის გავლით ჰამედელაში გავემგზავრებით. პასპორტის მიხედვით მოხდება ჩვენი მგზავრების იდენტიფიცირება და აფარ რეგიონის ნებართვების გაცემის შემდეგ დალოლისკენ გამგზავრება. გავივლით აქლემების ქარავნებს, რომლებიც ყოველდღიურად მარილის ტბიდან სემრამდე მარილს ეზიდება.
⛺️ღამისთევა ბანაკში.
მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ https://youtu.be/C3crB69ZCeM
✨დღე 5 დალოლი–ერტალე, მოწევის მთა / აქტიური ვულკანი
აფრიკის კონტინენტის ყველაზე დაბალი რეგიონი „Danakil Depression“ თავისი წითელი და ყვითელი ცხელი წყლით დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილად არის აღიარებული. მისი გულიდან ამოსული მჟავა და მინერალების შემცველობა იმდენად კონცენტრირებული და გაჯერებულია, რომ დედამიწაზე ყველაზე საშიში ადგილის წოდებაც მიენიჭა. იქვეა ცნობილი მარილის აფარის ტბა, საიდანაც ლამის ნახევარი აფრიკა საუკეთესო მარილით მარაგდება. დალოლის მოქმედი ვულკანი ზუსტად ისეთია, როგორი პეიზაჟიც ოცნებაში შეიძლება დახატო. უცებ წარმოიდგინეთ ვულკანური ლანდშაფტი და მასში ჩაკარგული ერტალეს ვულკანური ტბა. ყოველ საღამოს შებინდებისას გეიზერი აქტიურდება და ჩვენს თვალწინ საოცარი სანახაობა ამოქმედდება.
⛺️ღამისთევა ბანაკში.
მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ: https://youtu.be/tYr43j1kIXU
✨დღე 6 -ერთალე–სემრეაადის-აბება
ეს დღეც ეკო ტურისტის სამოთხეა. წარმოიდგინეთ საუზმე ვულკანის ძირას, შემდეგ გზა ულამაზეს სემრასკენ და უცებ ჰორიზონტზე თითქოს არსაიდან აფრარას ტბა თავის საოცარი ქათქათა ქვიშით. ეს არის ადგილი, რომლის ვიზუალიც ალბათ არასდროს დაგავიწყდებათ. ფრენა ადის აბებამდე და ღამისთევა დედაქალაქში.
🏩Golden Tulip Addis Ababa https://www.booking.com/Share-2xRWuT
მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ : https://youtu.be/SFpSyApMiUQ
✨დღე 7: ფრენა ლალიბელაში (აფრიკული პეტრა) მეორე იერუსალიმი
ლალიბელაში მოხვედრა წარსულში მოგზაურობას გავს. იქაურობას ‘მსოფლიოს მერვე საოცრებას’ ეძახიან. ლეგენდის მიხედვით, როდესაც იმპერატორმა ლალიბელამ მუსლიმებისგან მიწასთან გასწორებული იერუსალიმი ნახა თავის ქვეყანაში მსგავსის აშენება ბრძანა. ზღვის დონიდან 2500 მეტრზე ტყეში ჩაკარგულ ქალაქის ტაძრები ზღაპარივითაა და არარეალურს ჰგავს. მიწის ზედაპირზე ისინი არ ჩანს, ხოლო ქვეშ კი ჯვრის ფორმის 800 წელს მიღწეული მონოლითური ნაგებობები ერთმანეთის მიყოლებით შენს თვალწინ ჩნდება. დღეს მთლიანად აფრიკული პეტრას დათვალიერებაში გავატარებთ. ვეწვევით ეკლესიების პირველ და მესამე ჯგუფს, ჯამში 14 მონასტერს. შებინდებისას მზე აქაურობას ვარდისფერი გრანიტის საფარის გამო კიდევ უფრო ჯადოსნურს და მომაჯადოებელს ხდის.
🏩ღამისთევა: https://www.hotelmaribela.com/
მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ : https://youtu.be/HBq_zOzhTqw
🇺🇬უგანდა
💫იმ ბედნიერებას, ორი თვალი და აღქმის უნარი რომ გაგაჩნია, ალბათ ყველაზე მეტად აფრიკაში იგრძნობ. გასაოცარი უგანდა ერთ ტურში მოქცეული თვალწარმტაცი ქვეყანა, აფრიკის შუაგულში, ეკვატორის ორივე მხარეს განფენილი სამშობლო: ლომების, სპილოების, ბეჰემოთების, ნიანგების, ჯიქების, ჟირაფების, ანტილოპების, მაიმუნთა ოჯახის ცელქი და სასაცილო წარმომადგენელი შიმპანზეების და ყველაზე მთავარი - გადაშენების პირას მყოფი მთის გორილების. მთელ ქვეყანას ნაირფერი ფრინველების საამური ჭიკჭიკი ატკბობს. უგანდა იმდენად თვალწარმტაცია, რომ მას „აფრიკის მარგალიტიც“ კი უწოდეს. ეს ტური აერთიანებს ფლორა და ფაუნის მოყვარული მოგზაურისთვის საოცნებო სრულ ემოციურ კასკადს: ბიომრავალფეროვნება, კულტურა, დედოფალი ელისაბედის ეროვნული პარკი სრულად არარეალური სილამაზის პეიზაჟებით, კაზინგას არხის საოცარი საფარი, სადაც შეიძლება მოწმეები გავხდეთ ყველაზე მასშტაბური გარეული ცხოველების გადარბენის, ლაშქრობა შიმპანზეებთან კალინზუს ტყეში, საოცარი საფარი აფრიკული ბრწყინვალე ხუთეულთან და ბოლოს უნიკალური შესაძლებლობა პირისპირ ნახოთ თავისუფალი გორილები, სამხრეთ კისოროს მიწა ის ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც ცოცხლად დარჩენილი 127 გორილიდან 96 ცალი ცხოვრობს, ეს გამოცდილება სცილდება ყოველგვარ რეალური წარმოსახვის ემოციებს.
მერვე მომდევნო დღეს მოგზაური ვისაც მხოლოდ ეთიოპიის ტურის ნაწილის აღების სურვილი ექნება დაბრუნდება საქართველოში, ან ვინც აგრძელებს ჩვენთან ერთად უგანდაში მოგზაურობას დილის ფრენით გადავფრინდებით უგანდას დედაქალაქში.
✨დღე 1( დღე 8)-ღამის საფარი ტური უგანდაში
უგანდა აფრიკის შუაგულში, ეკვატორის ორივე მხარეს მდებარეობს , გეოგრაფიული თავისებურების გამო ქვეყნის კლიმატი და შესაბამისად ფლორა ფაუნას საფარი განსხვავდება გვერდზე მეზობელი აფრიკული ქვეყნებისგანაც. ტურის ფარგლებში შვიდ დღეში ჩავატიეთ ყველა ის უნიკალური საფარი ტურის, რომლითაც სრულად აფრიკის კონტინენტი იწონებს თავს და მიმზიდველია ტურისტებისთვის. ველური აფრიკის ტურს კეჯონჯოს მწვანე ხეივნის გავლით ვიწყებთ, ქალაქ ფორტპორტალში ჩავალთ და კიბალეს ეროვნულ პარკში დავბანაკდებით, იქაურობა ცნობილია ღამე აქტიური ცხოველების დიდი ნაკადით და უგანდურ ცხოვრებას სწორედ ღამის საფარი ტურით შევუდგებით.
🛖ღამისთევა : https://www.kibaleforestlodge.com
✨დღე 2 ( დღე 9)-პრიმატების საფარი
შიმპანზეებზე დაკვირვებას გამთენიის 6 საათზე კანიანკიუს ბანაკიდან ვიწყებთ. კიბალეს ეროვნული პარკი ზღვის დონიდან 3300 ფუტის სიმაღლეზე მდებარეობს და ყველაზე ფართოდ გაშლილი მაღლობია მთელს აფრიკის კონტინენტზე, სწორედ ამიტომ პარკში ბინადრობს ასზე მეტი სახეობის გარეული ცხოველი, თუ ფრინველი, მათ შორის უიშვიათესი 12 ჯიშის პრიმატი: შავი და თეთრი კოლუმბი მაიმუნები, ‟Hoest Monkeys, Grey checked Mangabey, წითელი კუდიანი მაიმუნები, უიშვიათესი სახეობის ფრინველები, როგორიცაა ყვითელი ლაქებიანი ნექტარი, მწვანე მკერდის პიტა, გვირგვინიანი არწივი. პარკი მუდმივი სამშობლოა 10 000 მეტი აფრიკული სპილოს,ზედა პლატოზე ბინადრობს შიმპანზეების მთავარი სამი დიდი „ საზოგადოება“ თითოში 1000 - ზე მეტი პრიმატით, რომლებსაც სრულად განსხვავებული წყობა და სოციალური სტრუქტურა გააჩნიათ, მათზე დაკვირვება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აქტივობაა ტურის მანძილზე, მაგალითისთვის დიდი ზრდასრული მამაკაცი დომინირებს ჯგუფში და იცავს თემის ტერიტორიას შემოსევებისგან, დაჯგუფების თავს და ბოლოს ასევე ამაგრებენ მამაკაცი პრიმატები , ეგრეთწოდებული აუტსაიდერები, შუაში არიან მდედრები, რომლებიც ზრუნავენ მთელი თემის გამოკვებაზე და სარჩოს მოპოვებაზე, ხოლო გარშემო კუთხეებში არიან მეძუძური და ასევე „ ძიძა“ მდედრები, რომელთაც მცირეწლოვან პრიმატებზე ზრუნვა ევალებათ.
🛖ღამისთევა: https://www.kibaleforestlodge.com
✨დღე 3 (10) - დედოფალი ელისაბედის ეროვნული პარკი
ეს დღე სრული სამოთხეა მათთვის ვისაც ბუნება უყვარს , შემხვედრი პეიზაჟები, ხედები, და მცენარეული საფარი გადარევს სილამაზით ყველაზე გულგრილ ვიზიტორსაც კი, დედოფალ ელისაბედის სახელობის ეროვნული პარკის ჩრდილოეთ ნაწილი სავსეა კრატერის ტბებით, მის ფონზე გაშლილი მთები და ტყეები წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.
🛖ღამისთევა: https://warujojosafarilodge.com/
✨დღე 4 (11): საფარი დედოფალ ელისაბედის ეროვნულ პარკში
აქ საითაც უნდა გაიხედო, ყველგან ზებრების, გნუებისა და სპილოების ჯოგები მოჩანს. უცებ იწყებს აღქმას , რომ დედოფალ ელისაბედის ეროვნული პარკის ლანდშაფტი სწორედ ის აფრიკაა, რომელიც ჩვენს წარმოსახვაში ბავშვობიდან დაილექა. კასენის ეროვნული პარკი სავსეა ლომებით და ლეოპარდებით, იანვარი და თებერვალი დიდი კატების სამშობიარო პერიოდია და ერთადერთი დრო როდესაც პატარა ბოკვერების ახლოდან ნახვის შესაძლებლობა ეძლევა მოგზაურს, ზამთრის მიწურული გამორჩეულად კარგი სეზონია კლიმატით უგანდის ტერიტორიაზე, ამიტომ ამ პერიოდის საფარი იდეალურია სანახაობრივად და თავის ცხოველების სიმრავლის მასშტაბით. დღის მეორე ნახევარს კაზინგას არხში ნავებით გავალთ, იქაურობა სავსეა ბრაზიანი და ზანტი ჰიპოპოტამებით და ნაპირზე მწოლიარე გაზულუქებული გარეული კამეჩებით. ნაპირზე თითქოს ზღაპარში ისე დაფრინავენ უიშვიათესი ჯიშის ფრინველებით მათ შორის ვარდისფერ ზურგიანი პელიკანებით, მალაქიტის სამოთხის ჩიტები.
🛖ღამისთევა : https://warujojosafarilodge.com/
✨დღე 5 (12) იშაშას ტერიტორიის ხეებზე მცოცავი ლომები
გზა გორილების პარკისკენ ალბათ ყველაზე თვალწარმტაცია მთელს აფრიკაში. დილიდან ქვეყნის სამხრეთით მდებარე Bwindi Impenetrable Forest National Park- სკენ წავალთ, იშაშას მდელო , ადგილი სადაც სულხან-საბა ორბელიანის იგავის ამბავს თავდაყირა აყენებს, ლეღვის ხეები სავსეა ზედ მწოლიარე ლომებით, უზარმაზარი კატები ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ტოტიდან ტოტზე ხტუნაობენ და მიწაზე იშვიათად ჩამოდიან. ეს დღეც სწორედ იმ დღეთაგან იქნება, რომლის ყოველი წამის დაჭერა და მეხსიერებაში სამუდამოდ აღბეჭდვა გინდა
🛖ღამისთევა: https://gorillablufflodge.com/
✨დღე 6 (13): ბვანდის ნაციონალური პარკი
უგანდაში ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმ უიშვიათეს საფარიში მონაწილეობის მიღებაა, რომლის შესრულებაც დედამიწაზე მხოლოდ ბვანდის ნაციონალურ პარკშია შესაძლებელი, ეს სწორედ ის მიწაა, სადაც ჩვენს პლანეტაზე დარჩენილ 127 გორილადან 94 თავისუფლად და ბედნიერად ბინადრობს . დილის აუცილებელი ბრიფინგის შემდეგ ჩვენი ტური ბამბუკით ხეებით დაფარულ ტყის ფერდობებს ჩაუყვება , გზა გორილებამდე არ არის მარტივი, თუმცა მათი ვერცხლისფერი ანარეკლის დანახვაც კი ნებისმიერ მოგზაურს მყისიერად აშორებს ნებისმიერ დაღლის შეგრძნებას. ეს საფარი ყველაზე არაპროგნოზირებადია, მისი ხანგრძლივობა შეიძლება 2 დან 8 საათამდეც გაგრძელდეს, სპეციალური გარემოს დაცვის რეინჯერები ტერიტორიაზე ყოფნის ნებართვებს ხშირად შეამოწმებენ, თითოეულ მონაკვეთს თავისი ზედამხედველი ჰყავს და ბოლომდე უნდა დაემორჩილო მათ მიერ გაცემულ ნებისმიერ მითითებას. დედამიწაზე გავრცელებული ტყის საფარი არაუმეტეს 12000 წელს ითვლის, ბვინდის ნაციონალური პარკი კი მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სულ მცირე 25 000 წლისაა. პარკში გავრცელებული 310 სახეობის პეპელა, 51 ჯიშის ქვეწარმავალი და 200 მეტი სხვადასხვა ხე ენდემურია და გვხვდება მხოლოდ ამ არეალში. გორილებთან ერთად აქაც ვნახავთ იშვიათი ჯიშის 10 ზე მეტი სახეობის პრიმატებს, მათ შორის ყველაზე იშვიათი წითელ და ლურჯ კუდიანი მაიმუნებს , ოქროსფერი ბაბუინებს და რა თქმა უნდა, უგანდის მშვენებას- მთის გორილებს. პარკი სახლია 350- ზე მეტი სახეობის ფრინველის, რომელთაგან შვიდი შედის IUCN წითელ მონაცემებში . იქ გავრცელებული ალბერტინის რიფტის ენდემების 90% სახეობების ხილვა შეუძლებელია აღმოსავლეთ აფრიკის ნებისმიერ სხვა წერტილში. ეს დღე და აქ გადაღებული კადრები სამუდამო სამფლობელოს დაიდებს თქვენს მეხსიერებაში.
🛖ღამისთევა: https://gorillablufflodge.com/
✨დღე 7 (14) კამპალა
14 დღე გავიდა აფრიკის ზღაპარში მოგზაურობიდან, ამოვკრიფეთ და შევიგრძენით ალბათ ყველა ის მარგალიტი რაც საუკეთესოა მთელს აფრიკაში და ამდენი ემოციების ფონზე თითქოს შეუძლებელია რამემ კიდევ გაგვაკვირვოს.... უგანდის სამხრეთ დასავლეთით ულამაზესი ტერასიანი ნაპირებით და მწვანე გორაკებით გაწყობილი მხარე „ აფრიკის პატარა შვეიცარია“ მდებარეობს, რომელიც სწორედ ეკვადორის ხაზს მიყვება და დედამიწას ორ თანაბარ ნახევარსფეროდ ყოფს, ამ გზის გავლა ერთ-ერთი მორიგი საოცარი ემოციის მომტანი იქნება ჩვენს მოგზაურობაში, ბორცვები, გორაკები , მწვანე საფარი, ულამაზესი პატარა ავთენტური სახლები და გარეული ცხოველები, ეს ყველაფერი მთელს მანძილზე მისდევს ჩვენს ამ დღის მოგზაურობას. უგანდაში დაახლოებით 30 ეთნიკური ტომი ცხოვრობს, რომელთა ძირითადი ნაწილიც სწორედ კამპალაშია თავმოყრილი. ეთიოპიისგან განსხვავებით უგანდელები ყავას არა მხოლოდ სასმლის მომზადების მიზნით იყენებდნენ, არამედ ადგილობრივი მოსახლეობა ყავის მწვანე მარცვლებისგან თილისმებსაც ამზადებს , რომელსაც განსაკუთრებულ ბალახებს უმატებენ და მათი რწმენით ამგვარი ამულეტები იცავს მფლობელს ყოველგვარი უბედურებისგან და უპირობო წარმატება მოაქვს ცხოვრებაში სწორედ კამპალაში ამ ეთნოსის წარმომადგენლებთან გვექნება საშუალება მსგავსი ამულეტების შეძენის და სიმბოლურად ცხოვრების გზის ტომების წარმომადგენლებისგან დალოცვის შემდეგ ჩვენი მორიგი აფრიკული ზღაპარიც დასრულდება. ალბათ ეს დღეები იქნება იმ საოცარი თავგადასავლების სინთეზი რაც კი მოგზაურმა, ფლორა ფაუნის, ეთნოსის , რელიგიური ძეგლების თუ ველური ბუნების და თავგადასავლების მოყვარულმა ადამიანმა შეიძლება ინატროს, ერთმანეთზე საფეხურებად აწყობილი ემოციების ნაზავი და სრული ჰარმონია ჯადოსნური აფრიკის ყველა მარგალიტის. მჯერა, ამ ტურიდან სამშობლოში დაბრუნებულ თითოეულ მგზავრს ცხოვრების ბოლომდე ასევე მძაფრად გაჰყვება აქ განცდილი ყველა ბედნიერი წამის ემოცია.
⭐️ტური შესაძლებელია გაიყოს სამ ნაწილად:
🇪🇹მოგზაურს ვისთვისაც პრიორიტეტული რელიგიურ კულტურული ძეგლები, ეთნო ტომები ბუნებრივი მოვლენები ვულკანები თუ დედამიწის ყველაზე ცხელი წერტილის დანაკილის თავის თვალით ნახვა სურს შეუძლია დაგვემგზავროს მხოლოდ ეთიოპიის ტურზე,
🏷️ეთიოპიის ტურის ღირებულება: 3950$
🇺🇬მოგზაურს ვისაც ველური ბუნება, საფარი, ექსტრიმი და გორილების ბუნებრივი საცხოვრებელი არეალის თავის თვალით ხილვა სურს შეუძლია მხოლოდ უგანდას ტური აიღოს.
🏷️უგანდის ტურის ღირებულება : 4880$
🌍ვინც მაქსიმალისტია, შეუძლია თავის თავს 15 დღიანი დასვენების უფლება მისცეს და სრულად შეიგრძნოს განსხვავებული აფრიკის ყველა სიდიადე, რა თქმა უნდა, სრული ეთიოპიის და უგანდას ტური უნდა აიღოს🫶
🏷️სრული ორივე ქვეყნის ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე 6950$
📝ფასში შესულია:
✅ საერთაშორისო ორმხრივი ავიაბილეთი ტურის ტიპის მიხედვით თბილისი- ადის აბიბა( ეთიოპია)- თბილისი, თბილისი კამპალა ( უგანდა)-თბილისი, ან თბილისი -ადის აბიბა, კამპალა-თბილისი - რეისს ასრულებს კატარის ავიახაზები ;
✅კონტინენტის შიდა საერთაშორისო ავიაბილეთი ადის აბიბა (ეთიოპია) -კამპალა ( უგანდა);
✅ შიდა ფრენის ექვსი ავიაბილეთი -
1) ADDIS-ABABA/ SEMRA
2) SEMRA /ADDIS ABABA
3)ADDIS ABABA/LALIBELA
4) LALIBELA /ADDIS -ABABA
5)ADDIS-ABABA/ JINKA
6)JINKA/ADDIS - ABABA
✅ ვიზა უგანდა, ვიზა ეთიოპია ;
✅ სამოგზაურო დაზღვევა;
✅ სამოქალაქო ადგილობრივი დაზღვევა;
✅ სასტუმრო/ლოჯებში განთავსება ორ ადგილიან ნომერში ერთი ადამიანის;
✅ ყველა საუზმე და ვახშმები სასტუმროებში;
✅ სამჯერადი კვება ყველა კემპინგის ღამეში ;
✅ტურის განრიგში გაწერილი ყველა შესასვლელი ბილეთი;
✅ ყველა სოფლის შესასვლელი, ომას ხეობის ტომების საფასური და მთავარი გადასახადები;
✅ ინგლისურენოვანი გიდი;
✅ ქართულ ენოვანი გამყოლი;
✅ სკაუტების მომსახურება ეროვნულ პარკებში;
✅ ეროვნული პარკების გადასახადები;
✅ სამხედრო დაცვა სრული ტურის მანძილზე;
✅ გორილების სახელმწიფო გადასახადი 1120$ თითო ადამიანზე თვეში ნებადართულია მხოლოდ 200 ადამიანის ვიზიტი ;
✅ პრიმატების სახელმწიფო გადასახადი 280$ თითო ადამიანზე;
✅ ყველა სახმელეთო ტრანსპორტი 4:4 ზე მანქანებით;
✅ დანაკილის უდაბნოში ჯიპებით მომსახურება;
✅ სპეც პერსონალი დანაკილის უდაბნოში;
✅ პოლიციის გაყოლა ერთალეს აქტიურ ვულკანში;
✅ დანაკილის ნებართვები რეგიონალური ტურიზმის დეპარტამენტისგან ( წელიწადში გაიცემა მხოლოდ 700 ვიზიტორზე);
✅ სრული ტურის მანძილზე მზარეულის და მისი დამხმარე გუნდის მომსახურება;
✅ 1 ბოთლი წყალი დღეში ერთ ადამიანზე;
✅ კემპინგის სრული აღჭურვილობა;
✅ ყველა სახელმწიფო გადასახადი;
✅ ყველა შემოსავლის გადასახადი უცხოელი ტურისტისგან რეგიონული ხელისუფლებისთვის.
❌ფასი არ მოიცავს:
❎ერთ ადგილიან განთავსებას ნომერში ( სურვილის შემთხვევაში ტურს ემატება 2250 $);
❎ კამერის და დრონის შეტანის ნებართვის გადასახადებს;
❎ ალკოჰოლური ან სხვა გამაგრილებელი სასმელი;
❎ პირადი ხარჯები;
❎ სურვილის შემთხვევაში ინტერნეტ მობილურის პაკეტს 25$ ეთიოპიის ტერიტორიაზე, 30 $ უგანდის ტერიტორიაზე, შეგიძლიათ შეიძინოთ აფრიკის გლობალ ესიმ ბარათიც 90$ ერთი თვის მანძილზე ულიმიტო ინტერნეტ პაკეტით;
❎ “თიფს” 75$ თითო ვიზიტორისგან უგანდას ტერიტორიაზე 75$ თითო ვიზიტორისაგან ეთიოპიის ტურის მანძილზე .
❗️მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
📌სასურველია ყველა მონაწილეს ჰქონდეს გაკეთებული ყვითელი ცხელების აცრა. აცრა კეთდება საბურთალოს ცხელების ცენტრში და იცავს ორგანიზმს მთელი ცხოვრების მანძილზე. უსაფრთხოა ჩვილი ბავშვებისთვისაც.
📌გთხოვთ, საფარის დღეებისთვის თან იქონიეთ თხელი გრძელ მკლავიანი და გრძელტოტიანი სამოსი, ფეხზე ჩაიცვით წყალგამძლე, მყარ ძირიანი სპორტული ფეხსაცმელი, არ დაგრჩეთ მზის სათვალე, მზისგან დამცავი ქუდი და მზისგან დამცავი საცხი.
📌მარშრუტი შეიძლება შეიცვალოს საგანგებო სიტუაციის, უამინდობის, პოლიტიკური ან სოციალური პრობლემების შემთხვევაში, თუმცა ტურის განრიგი შესრულდება სრულად.
📌აუცილებელია თან იქონიოთ მზისგან და მწერებისგან დამცავი საშუალებები.
📌არ გჭირდებათ მალარიის საწინააღმდეგო აბები!
📌აუცილებელია ტურის დღეებში სრულად დაემორჩილოთ ადგილობრივ გამყოლს. მისი ნებართვის გარეშე ბაზის ან ტრანსპორტის დატოვება აკრძალულია.
📌რეკომენდებულია არ მიიღოთ ალკოჰოლი საფარი ტურის განმავლობაში.
❗️გთხოვთ, გაითვალისწინეთ:
⭕️ტურზე ადგილის დადასტურება ხდება პირველადი 500$ შემოტანის შემდეგ, თქვენი მხრიდან ტურის გაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება.
⭕️ავიაბილეთის თანხა უნდა დაიფაროს სრულად ტურში მონაწილეობის დადასტურებიდან ორ კვირაში;
⭕️დანარჩენი თანხის გადანაწილება შესაძლებელია თქვენზე მორგებული გრაფიკით,
⭕️სრული თანხა უნდა იყოს დაფარული 2025 წლის 1 იანვრამდე.
📞დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ: 555 24 73 73

Address

JANASHIA 28
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Travel As Art • მოგზაურობა როგორც ხელოვნება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Share

Category


Other Travel Services in Tbilisi

Show All