09/02/2023
🤣🤣🤣🤣საბჭოთა დროა, არყის გამოხდა აკრძალულია და ერთ სოფელში ღამით, აბანოში დედაბერი არაყს ხდის. რაღაცა დასჭირდა, გავიდა და ხედავს, მეზობელი ეზოში სიგარეტის მოსაწევადაა გამოსული – სთხოვა – ჩემი ნენე თუ ხარ,სანამ მოვბრუნდები, მიმიხედეო. ტიპმა ნახა, სახდელი აპარატის მილს გასაგრილებელი წყალი აკლია. აიღო ვედრო და წავიდა წყალის მოსატანად. ამ დროს,შემოვლაზე გასულმა მილიციელებმა დაინახეს, აბანოდან ბოლი გამოდიოდა
– იფიქრეს, აქ რაღაც ხდებაო! შევიდნენ და რას ხედავენ,არყი არ იხდება?!?!
გახარებულები იქვე ჩაუსაფრდნენ და ,,დამნაშავეს" დაუწყეს ლოდინი.
შევიდა თუ არა ტიპი ვედროთი, ეგრევე ფურცელი და კალამი მიაჩეჩეს
– ახსნა - განმარტება დაგვიწერე, როგორ ხდიდი ოტკასო.
ისიც დინჯად დაჯდა, დაწერა და გაუწოდა.
მილიციელმა გამოართვა, წაიკითხა და სახე შეეცვალა, დაისხა არაყი და დალია. მეორე ეკითხება, რა ხდებაო? ამან ფურცელი მიაწოდა, სადაც ეწერა : -"გამოვედი ღამით მოსაწევად, ვხედავ, მეზობლის აბანოს ბოლი ასდის, ვიფიქრე ,,პაჟარია"-თქო, ვტაცე ვედროს ხელი, მიმაქვს წყალი, რომ ჩავაქრო და რას ვხედავ
– ,,პაჟარი" კი არა, 2 მილიციელი დამჯდარა და ოტკას ხდისო!"
😜🤣😝🤣😝🤣