Let's Travel - ლეთს თრეველი

Let's Travel - ლეთს თრეველი TEL: 2477 977; 2477 680 ავიაბილეთები, მოგზაურობა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სასტუროს დაჯავშნა, დახვედრა გაცილება აეროპორტში, სამოგზაურო დაზღვევა.
(27)

⛱  ქართული სიმღერის ერთ კვირიანი ტური ანტალიის ულამაზეს კურორტ ბელეკში - სასტუმრო "Spice Hotel & Spa"⛱ ✈️ 27 აპრილი - 3 ...
21/03/2023

⛱ ქართული სიმღერის ერთ კვირიანი ტური ანტალიის ულამაზეს კურორტ ბელეკში - სასტუმრო "Spice Hotel & Spa"⛱

✈️ 27 აპრილი - 3 მაისი ✈️
(7 ღამე - 7 დღე)

🎶 დაუვიწყარ დასვენებაზე იზრუნებენ:🎶
🔸ანუკი ცქვიტინიძე და გელა დონაძე
🔸ლელუკა თელია და კობა შემოქმედელი-ჭეფხოძე
🔸დათუნა სირბილაძე
🔸კახა გრიგალაშვილი
🔸თეატრალურის კვარტეტი

ტურის ღირებულება ერთ პერსონაზე - 1200€ (ექვივალენტი ლარიში)

🟢 ღირებულებაში შედის: ორმხრივი ავიაბილეთი, სასტუმრო Ultra All Inclusive, ტრანსფერი, სამოგზაურო დაზღვევა, კონცერტებზე დასწრება და გალა ვახშამი.

21/03/2023

🏝☀️

მოგენატრათ მზე, ზღვა, გართობა? დაიწყეთ სურვილების ასრულება!ეგვიპტე ,შარმ ელ შეიხი11/04-18/04( 6ღამე/7დღე)Fortuna 3* -121...
17/03/2021

მოგენატრათ მზე, ზღვა, გართობა? დაიწყეთ სურვილების ასრულება!

ეგვიპტე ,შარმ ელ შეიხი
11/04-18/04( 6ღამე/7დღე)

Fortuna 3* -1212 ლარი
Mazar Resort & SPA 3*-1235ლარი
Fortuna 4*-1259 ლარი
Verginia Sharm 4*-1283ლარი
Sharming Inn 4*-1306ლარი
Panorama Naama Heights 4*1306 ლარი
Falcon Naama Star 3*-1306 ლარი
Hotel Resort & SPA 4*-1306 ლარი
Turquoise Beach Hotel 4*-1306ლარი
Cataract Layalina 4*-1400 ლარი
Oriental Rivoli 4*-1424 ლარი
Delta Sharm Resort 4*-1448 ლარი
Sea Beach Resort & Aqua4*-1495 ლარი
Marriott Mountain 5*-1542ლარი
Ghazala Beach Hotel 4*-1542 ლარი
Marina Sharm4*-1542 ლარი
Siva Sharm5*-1565ლარი
Aurora Oriental Resort5*-1589
Sharm Grand Plaza Resort5*-1613ლარი
Faraana Reef Resort5*-1613 ლარი
Tropitel Waves Sharm 5*-1636 ლარი
Maritim Jolie Ville Golf 5*-1660 ლარი
Hilton Waterfalls Resort 5*-1683 ლარი
Marriott Beach Resort5*-1683 ლარი
Tamra Beach Resort5*-1707 ლარი
Parrotel Beach Resort 5*-1730ლარი
Charmillion Sea Life Resort5*-1754 ლარი
Barcelo Tiran Sharm5*-1778ლარი

ერთი მგზავრის ღირებულება ორადგილიან ნომერში
✈ ავიაბილეთი:თბილისი-შარმ ელ შეიხი-თბილისი
🏨 სასტუმრო (6 ღამე/7 დღე);
🍴 კვება All Inclusive
🚗 ტრანსფერი
📌 სამოგზაურო დაზღვევა.
📞 597 118818; 599145328

📣მეგობრებო,  დადასტურდა კატარის ავიახაზების 9 და 23 ოქტომბრის რეისები დოჰას მიმართულებით. ✅ დეტალური ინფორმაციისთვის დაგ...
24/09/2020

📣მეგობრებო, დადასტურდა კატარის ავიახაზების 9 და 23 ოქტომბრის რეისები დოჰას მიმართულებით.
✅ დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 📞 595 45 07 46

21/09/2020

მგზავრთა საყურადღებოდ ‼

📣 ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მგზავრებისთვის, რომლებიც მიემგზავრებიან ლატვიასა და ლიეტუვაში, ვალდებულნი იქნებიან საზღვარზე წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი.

ასევე,
👉 საქართველოდან 🇱🇻 ლატვიის რესპუბლიკაში ჩასული პირები ექვემდებარებიან 10 დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას.

ხოლო,
👉 საქართველოდან 🇱🇹 ლიეტუვაში მიმავალი ნებისმიერი პირი დაექვემდებარება სავალდებულო 14 დღიან თვითიზოლაციას.
ამასთან, ყველა მგზავრი ვალდებულია შეავსოს ლიეტუვის ეროვნული ჯანმრთელობის ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა (https://keleiviams.nvsc.lt/en/form) და მიღებული დასტური, ე.წ. QR კოდი წარადგინოს სატრანსპორტო საშუალებაში ჩასხდომის დროს.

17/09/2020

✈ ავიაკომპანია Wizz Air რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს / Wizz Air to restart Riga-Kutaisi-Riga scheduled operations

ავიაკომპანია Wizz Air საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას განაახლებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, ცვლილება შევიდა მთავრობის N322 დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების შემოღების შესახებ“, რომლის შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და რიგის საერთაშორისს აეროპორტს შორის ოქტომბრიდან შესაძლებელი ხდება პირდაპირი საერთაშორისო რეისების შესრულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და ეკონომიკის მინისტრის დავალებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე დაასრულა ტექნიკური კონსულტაციები ავიაკომპანია Wizz Air-თან.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Wizz Air-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭა. ამასთან, დადებითი ეპიდემიოლოგიური დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, განიხილება ფრენის სიხშირის გაზრდის შესაძლებლობა ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან.

რიგა-ქუთაისი-რიგა წარმოადგენს მეოთხე საერთაშორისო მიმართულებას, რომელზეც რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვის შემდეგ. მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, მიუნხენი - თბილისი - მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული ოპერირება ავიაკომპანია Lufthansa-მ აღადგინა, 8 აგვისტოდან, პარიზი - თბილისი - პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულება ავიაკომპანია Air France-მა განაახლა, ხოლო რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარულად ავიაკომპანია Air Baltic ოპერირებს.

სხვა მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე/რეისებზე ბილეთების შეძენისაგან. მგზავრობის დაგეგმვის დროს, გირჩევთ ყურადღებით გადაამოწმოთ ამა თუ იმ სოციალური გვერდის/ჯგუფის მიერ დაანონსებული ფრენის შესახებ ინფორმაცია და იხელმძღვანელოთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებზე, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე და სოციალურ გვერდზე განთავსებული განრიგებით.

21/08/2020

სტამბოლის, თელ-ავივის, კიევის და მინსკის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა / Non-scheduled commercial Flights to Istanbul, Tel Aviv, Kiev and Minsk

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, სექტემბრის თვეში, მორიგი კომერციული ჩარტერული რეისები დაინიშნა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, ავიაკომპანიები სექტემბერში, კომერციულ ჩარტერულ ფრენებს შემდეგი განრიგით შეასრულებენ:

• 25 აგვისტო, ავიაკომპანია ისრეარი, თბილისი-თელ-ავივი (გაფრენა - 16:55 ჩაფრენა - 18:40);
• 27 აგვისტო, ავიაკომპანია Belavia, თბილისი - მინსკი (გაფრენა - 03:45 ჩაფრენა - 05:45);
• 29 აგვისტო, ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზები, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:55 ჩაფრენა -05:30);
• 2 სექტემბერი, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:50 ჩაფრენა - 05:20);
• 3 სექტემბერი, ავიაკომპანია Belavia, თბილისი - მინსკი (გაფრენა - 03:45 ჩაფრენა - 05:45);
• 3 სექტემბერი, ავიაკომპანია იანეარი, თბილისი - კიევი (გაფრენა - 10:00 ჩაფრენა - 12:00);
• 5 სექტემბერი, ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზები, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:55 ჩაფრენა - 05:30);
• 6 სექტემბერი, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი - სტამბოლი (გაფრენა - 03:50 ჩაფრენა - 05:20);
• 9 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი - კიევი (გაფრენა - 08:45 ჩაფრენა - 10:45);
• 12 სექტემბერი, ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზები, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:55 ჩაფრენა - 05:30);
• 13 სექტემბერი, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:50 ჩაფრენა - 05:20);
• 15 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი - კიევი (გაფრენა - 08:45 ჩაფრენა - 10:45);
• 19 სექტემბერი, ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზები, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:55 ჩაფრენა - 05:30);
• 20 სექტემბერი, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:50 ჩაფრენა - 05:20);
• 23 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი - კიევი (გაფრენა - 08:45 ჩაფრენა - 10:45);
• 26 სექტემბერი, ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზები, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:55 ჩაფრენა - 05:30);
• 27 სექტემბერი, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:50 ჩაფრენა - 05:20);
• 30 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი - კიევი (გაფრენა - 08:45 ჩაფრენა - 10:45).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს აღნიშნული მიმართულებებით ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები უკვე მიენიჭათ.
აგვისტოსა და სექტემბერში დანიშნული რეგულარული და ჩარტერული რეისების განრიგი შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე იხილოთ: http://gcaa.ge/geo/tbilisiout.php
Flights schedule in English: http://gcaa.ge/eng/tbilisiout.php

17/08/2020

ნოტამი (ინფორმაცია საავიაციო საწარმოებისა და პერსონალისთვის)

საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით (30.09.20). შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);
პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);
რიგა (ICAO-ს კოდი EVRA).

NOTAM-ი (Notice to Airmen) კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ (ნოტამით გათვალისწინებული შეზღუდვა გაგრძელდა 17.08.20-დან):

G0131/20 NOTAMR G0105/20

Q) UGGG/QOEXX/IV/NBO/E /000/999/4219N04323E166
A) UGGG B ) 2008170802 C) 2009302000
E) COVID-19: FLIGHT RESTRICTIONS.
ALL INTERNATIONAL SCHEDULED FLIGHTS TO/FROM GEORGIA ARE RESTRICTED. RESTRICTIONS DO NOT APPLY TO:

A. FLIGHTS BTN UGTB AND EDDM, LFPG, EVRA.

B. FLIGHTS WHEN AIRCRAFT ARRIVES AT GEORGIAN AIRPORTS WITHOUT PASSENGERS (FERRY FLIGHT) TO CARRY PASSENGERS DESTINED FOR FOREIGN COUNTRIES.

C. CARGO FLIGHTS, GOVERNMENTAL FLIGHTS, AMBULANCE FLIGHTS, EMERGENCY LANDINGS, LANDINGS WITH TECHNICAL REASONS (TECHNICAL STOP), AERIAL WORKS AND SEARCH AND RESCUE OPERATIONS.

FOR ADDITIONAL INFORMATION PLEASE CALL 1505 OR 116001 OR VISIT WEBSITE WWW.MFA.GOV.GE OR WWW.STOPCOV.GE

NOTAM-ი არის საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით გავრცელებული შეტყობინება ოპერირების, მომსახურების, წესების, საფრთხის, ასევე სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის.

13/08/2020

✈ სტამბოლის, კიევისა და მინსკის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა / Non-scheduled commercial Flights to Istanbul, Kiev and Minsk

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მორიგი ჩარტერული რეისები დაინიშნა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, ავიაკომპანიები ჩარტერულ ფრენებს შემდეგი განრიგით შეასრულებენ:

• 16 აგვისტო, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი - სტამბოლი (გაფრენა 05:05, ჩაფრენა 06:40 );
• 20 აგვისტო, ავიაკომპანია Belavia, თბილისი - მინსკი (გაფრენა 03:45, ჩაფრენა 05:45 );
• 23 აგვისტო, ავიაკომპანია SkyUp Airlines, თბილისი - კიევი (გაფრენა 08:45, ჩაფრენა 10:45 );
• 23 აგვისტო, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი - სტამბოლი (გაფრენა 05:05, ჩაფრენა 06:40 );
• 27 აგვისტო, ავიაკომპანია Belavia, თბილისი - მინსკი (გაფრენა 03:45, ჩაფრენა 5:45 );
• 30 აგვისტო, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი - სტამბოლი (გაფრენა 05:05, ჩაფრენა 06:40 );
• 31 აგვისტო, ავიაკომპანია SkyUp Airlines, თბილისი - კიევი (გაფრენა 08:45, ჩაფრენა 10:45 );

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს აღნიშნული მიმართულებებით ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები უკვე მიენიჭათ.

➡ აგვისტოში დანიშნული რეგულარული და ჩარტერული რეისების განრიგი შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე იხილოთ: http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php

➡ Flights schedule in English: http://www.gcaa.ge/eng/tbilisiout.php

📣20 აგვისტოს შესრულდება ჩარტერი თბილისიდან მინსკის მიმართულებით. ❗შესაძლებელია დაკავშირება ევროპის სხვადასხვა ქალაქებთან...
11/08/2020

📣20 აგვისტოს შესრულდება ჩარტერი თბილისიდან მინსკის მიმართულებით. ❗შესაძლებელია დაკავშირება ევროპის სხვადასხვა ქალაქებთან.
✅დეტალებზე მოგვწერეთ პირადში.

📣მეგობრებო, იგეგმება ჩარტერული რეისი ვარშავა - თბილისი -ვარშავა  სავარაუდო თარიღია: 14 აგვისტო - ვარშავა თბილისირეისი  -...
06/08/2020

📣მეგობრებო, იგეგმება ჩარტერული რეისი ვარშავა - თბილისი -ვარშავა

სავარაუდო თარიღია:

14 აგვისტო - ვარშავა თბილისი
რეისი - LO7257
დრო - 21:45-03:25

15 აგვისტო - თბილისი ვარშავა
რეისი - LO7258
დრო - 04:25-06:10

❗გთხოვთ გაითვალისწინოთ, პოლონეთში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ვიზის საფუძველზე.

✅ამ ეტაპზე მიმდინარეობს მგზავრთა ინფორმაციის შეგროვება, მსურველებმა გთხოვთ მოგვწეროთ პირადში.

06/08/2020

ავიაკომპანია Aegean Airlines-ი ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს / Aegean Airlines to operate Athens-Tbilisi-Athens non-scheduled commercial flight

მიმდინარე წლის 20-21 აგვისტოს, ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება:

• 20 აგვისტო, ათენი - თბილისი (გამოფრენა საბერძნეთის დროით 23:30, მოფრენა 21 აგვისტოს საქართველოს დროით 03:20);
• 21 აგვისტო, თბილისი - ათენი (გაფრენა საქართველოს დროით - 04:10, ჩაფრენა საბერძნეთის დროით 06:05);

რეისი Airbus A 320-ის ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა, 5 აგვისტოს მიენიჭა.

ბილეთის შეძენის მიზნით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საბერძნეთში გამგზავრებამდე, აუცილებელია შეავსოთ მგზავრის საკონტაქტო ინფორმაციის სპეციალური ელექტრონული ფორმა (Passenger Locator Form (PLF)) ვებგვერდზე: https://travel.gov.gr/ #/

ფორმის შევსების შემდეგ მიღებული QR კოდი უნდა წარმოადგინოთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

📣16 და 23 აგვისტოს შესრულდება სპეციალური რეისი თბილისიდან სტამბულის მიმართულებით. ❗შესაძლებელია დაკავშირება ევროპის სხვა...
05/08/2020

📣16 და 23 აგვისტოს შესრულდება სპეციალური რეისი თბილისიდან სტამბულის მიმართულებით. ❗შესაძლებელია დაკავშირება ევროპის სხვადასხვა ქალაქებთან.

✈️რეგულარული ფრენები ტრაბზონის მიმართულებით:✅ ჰამბურგი-სტამბული -ტრაბზონი 590 ლარიდან✅ ბერლინი-ტრაბზონი 450 ლარიდან✅მიუნ...
03/08/2020

✈️რეგულარული ფრენები ტრაბზონის მიმართულებით:
✅ ჰამბურგი-სტამბული -ტრაბზონი 590 ლარიდან
✅ ბერლინი-ტრაბზონი 450 ლარიდან
✅მიუნჰენი-სტამბული-ტრაბზონი 590 ლარიდან
✅დუსელდორფი-სტამბული-ტრაბზონი 550 ლარიდან
✅რომი-სტამბული-ტრაბზონი 750 ლარიდან
✅ბარსელონა-სტამბული 870 ლარიდან
✅მადრიდი-სტამბული 870 ლარიდან
✅ვარშავა-სტამბული 760 ლარიდან
✅პარიზი-სტამბული 690 ლარიდან
❗❗❗ყველა ფრენას ასრულებს თურქეთის ავიახაზები, რეისის გაუქმების შემთხვევაში თანხა ბრუნდება 7-10 სამუშაო დღეში.

📣 მეგობრებო, განახლდა ფრენები ვარშავადან თურქეთის მიმართულებით.✈️ვარშავა-სტამბული-ტრაბზონი რეისები სრულდება 5, 7, 12, 14...
01/08/2020

📣 მეგობრებო, განახლდა ფრენები ვარშავადან თურქეთის მიმართულებით.
✈️ვარშავა-სტამბული-ტრაბზონი რეისები სრულდება 5, 7, 12, 14, 17, 19, 21, 24, 26, 28, 31 აგვისტო.
✅დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირადში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595450746.

📣რიგის მიმართულებით ფრენები დადასტურებულია👏
28/07/2020

📣რიგის მიმართულებით ფრენები დადასტურებულია👏

✈ რიგა - თბილისი - რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება / Riga-Tbilisi-Riga scheduled flights to resume from August 5

საქართველოსა და ლატვიის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება. აღნიშნულის თაობაზე, უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „airBaltic“-ს შორის. ავიაკომპანია რიგა - თბილისი - რიგას საჰაერო ხაზზე ოპერირებას თავდაპირველად კვირაში ერთი სიხშირით განახორციელებს, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ, რეგულარული რეისების შესრულება აღნიშნულ მიმართულებაზე ორი სიხშირით იგეგმება. ავიარეისების განრიგი ასეთია:

• რიგა - თბილისი, 20 აგვისტომდე - ყოველ ოთხშაბათს (5, 12, 19 აგვისტო);
• თბილისი - რიგა, 20 აგვისტოს ჩათვლით - ყოველ ხუთშაბათს (6, 13, 20 აგვისტო);
• რიგა - თბილისი, 20 აგვისტოს შემდეგ - კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას;
• თბილისი - რიგა, 20 აგვისტოს შემდეგ - კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და ორშაბათს;

ფრენები Airbus A220-300 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

რიგა წარმოადგენს მესამე საერთაშორისო მიმართულებას, რომელთანაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აგვისტოდან განახლდება. 2 აგვისტოდან, მიუნხენი - თბილისი - მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ოპერირებას ავიაკომპანია Lufthansa აღადგენს, ხოლო 8 აგვისტოდან, პარიზი - თბილისი - პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას ავიაკომპანია Air France განაახლებს.

ფოტო: airBaltic

✈️ავიაკომპანია Georgian Airways-ის აგვისტოს ჩარტერების განრიგი:• 1 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:5...
24/07/2020

✈️ავიაკომპანია Georgian Airways-ის აგვისტოს ჩარტერების განრიგი:

• 1 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
• 2 აგვისტო, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
• 3 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 8 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 9 აგვისტო, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
• 10 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 15 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 17 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 22 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 23 აგვისტო, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
• 29 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 31 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 23 ივლისს მიენიჭა.

21/07/2020

პარიზი - თბილისი - პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება / Air France to restart Paris-Tbilisi-Paris scheduled operations

საქართველოსა და საფრანგეთის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება. აღნიშნულის თაობაზე, უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და Air France-ს შორის. წამყვანი ფრანგული ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განახორციელებს:

• პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი) - თბილისი, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს;
• თბილისი - პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი), ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.

რეგულარული რეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

Photo: Air France corporate

👌პარიზის მიმართულებით რეგულარულ ფრენებზე ნებართვა გაცემულია 👏👏 ❗ზუსტი განრიგი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
21/07/2020

👌პარიზის მიმართულებით რეგულარულ ფრენებზე ნებართვა გაცემულია 👏👏 ❗ზუსტი განრიგი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

მთავრობა Lufthansa-ს შემდეგ, რეგულარული ფრენებისთვის საქართველოს ცას Air France-საც უხსნის. როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდ....

📣✈️✈️23 ივლისი თბილისი-პარიზი 560 ლარიდან.
18/07/2020

📣✈️✈️23 ივლისი თბილისი-პარიზი 560 ლარიდან.

👏Lufthansa დადასტურდა. ✈️აგვისტოდან მიუნხენის მიმართულებით კვირაში 2 ფრენა.👌👌👌
17/07/2020

👏Lufthansa დადასტურდა. ✈️აგვისტოდან მიუნხენის მიმართულებით კვირაში 2 ფრენა.👌👌👌

17/07/2020

✈ მიუნხენი - თბილისი - მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება / Lufthansa to restart scheduled operations to Georgia

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განაახლებს. აღნიშნულის თაობაზე, უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიას შორის.

ავიარეისები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

• მიუნხენი - თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
• თბილისი - მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.

Photo: lufthansagroup

📣მეგობრებო, თუ ვინმეს გსურთ დაბრუნება საქართველოში და ვერ ახერხებთ სპეც.რეისებზე ბილეთების შეძენას, ძალიან კარგი ალტერნა...
14/07/2020

📣მეგობრებო, თუ ვინმეს გსურთ დაბრუნება საქართველოში და ვერ ახერხებთ სპეც.რეისებზე ბილეთების შეძენას, ძალიან კარგი ალტერნატივაა ტრაბზონის ფრენები. ევროპის უმეტეს ქვეყანასთან აღდგენილია რეგულარული მიმოსვლა თურქეთიდან. მოგვწერეთ პირადში და გადაგიმოწმებთ კონკრეტულ თარიღებს.

12/07/2020

📣📣📣მეგობრებო, დაინიშნა ჩარტერი დოჰა-თბილისი-დოჰა. ✈️ შესაძლებელია ამერიკის მიმართულებებთან დაკავშირება. ❗ნებართვა ჩარტერული რეისის შესრულებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დღეს გაიცა.

✅17 ივლისი, დოჰა - თბილისი (გამოფრენა 20:10, მოფრენა 18 ივლისი, 00:15);
✅18 ივლისი, თბილისი - დოჰა (გაფრენა 03:15)

07/07/2020

❗საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ:

📣ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 1 ივლისიდან ნიდერლანდებში მოგზაურობა საქართველოს მოქალაქეთათვის კვლავ ნებადართულია. აკრძალვის გაუქმება ეხებათ:

✅საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მუდმივი ბინადრობის ადგილი საქართველოა და რომლებიც ნიდერლანდებში მოემგზავრებიან საქართველოდან. ნიდერლანდების საზღვრის კვეთისას მათ არ მოეთხოვებათ რაიმე დამატებითი დოკუმენტის წარდგენა, გარდა სტანდარტული დოკუმენტებისა (ორმხრივი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი და ა.შ.);

✅საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მუდმივი ბინადრობის ადგილი ჩამოთვლილ ქვეყანათაგან ერთ-ერთია და რომლებიც ნიდერლანდებში ამ ქვეყნებიდან მოემგზავრებიან: ავსტრალია, ალჟირი, ახალი ზელანდია, იაპონია, კანადა, მაროკო, მონტენეგრო, რუანდა, სამხრეთ კორეა, სერბეთი, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. ნიდერლანდების საზღვრის კვეთისას, გარდა სტანდარტული დოკუმენტებისა, მათ უნდა წარადგინონ ბინადრობის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი.

❌ნებისმიერი სხვა ქვეყნის ბინადრობის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის ნიდერლანდებში შემოსვლა კვლავ შეზღუდული რჩება.

😷ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილებით, მგზავრები ვალდებულნი არიან, აეროპორტში ატარონ პირბადე.

🖋️ნიდერლანდებში შემომსვლელმა ნებისმიერმა მგზავრმა საზღვარზე უნდა წარადგინოს ჯანმრთელობის დეკლარაცია.

🔵ჯანმრთელობის დეკლარაციის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან:

https://www.government.nl/binaries/government/documents/publications/2020/07/07/information-for-passengers-flying-to-and-from-the-netherlands/Traveller+public+health+declaration.pdf

06/07/2020
📣📣📣 16 ივლისს სრულდება ჩარტერული ფრენა თბილისი-კიევი.  დაიშვებიან საქართველოს მოქალაქეებიც !
03/07/2020

📣📣📣 16 ივლისს სრულდება ჩარტერული ფრენა თბილისი-კიევი. დაიშვებიან საქართველოს მოქალაქეებიც !

03/07/2020

📣📣📣 ძვირფასო თანამემამულენო, გაცნობებთ, რომ ესპანეთის სამეფომ საქართველო შეიყვანა იმ 15 ქვეყნისგან შემდგარ სიაში, რომელი ქვეყნებიდანაც მომავალ მგზავრებზე არ ვრცელდება ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვები. ცვლილება ძალაში შედის 4 ივლისის 00:00სთ-დან. *კანონი ვრცელდება საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებზე რომლებიც ესპანეთში მოემგზავრებიან საქართველოდან.

❗️გთხოვთ, მგზავრობის დაგეგმვამდე, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, წინასწარ კონსულტაცია გაიაროთ საპატრულო პოლიციის შესაბამისს დანაყოფებთან.

❗️ამასთანავე, ყველა მგზავრმა, რომელიც ესპანეთში გამგზავრებას აპირებს, მოგზაურობის დაწყებამდე უნდა შეავსოს ელექტრონული განცხადების ფორმა ინტერნეტ მისამართზე: www.spth.gob.es, ან უფასო აპლიკაციის გამოყენებით. SPAIN TRAVEL HEALTH-SpTH . ფორმის შევსების შემდეგ, მგზავრი მიიღებს QR კოდს, რომელსაც წარმოადგენს ესპანეთში ჩასვლისას.

02/07/2020

მივიღეთ გადაწყვეტილება, აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან გამოგვყავდა ჩვენი თა.....

Address

Tbilisi
0108

Opening Hours

Monday 11:00 - 19:00
Tuesday 11:00 - 19:00
Wednesday 11:00 - 19:00
Thursday 11:00 - 19:00
Friday 11:00 - 19:00
Saturday 11:00 - 16:00

Telephone

+995597118818

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Let's Travel - ლეთს თრეველი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category


Other Tour Agencies in Tbilisi

Show All