07/06/2014
დაპირებისამებრ მინდა, რომ მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, აზერბაიჯანში, ტრანსკავკასიური ტურიზმის სასწავლო პროგრამის შესახებ. 2011 წლის ზაფხულში ბატონი ფარიზ ხალილი, (რომელიც გახლავთ, MIRAS ( www.miras.az) ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი) გავიცანით, როგორც მომავალი პარტნიორი. სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული ვმუშაობდით ზემოხსენებული პროგრამის დამუშავებასა და განხორცილებაზე. ასოციაცია ,,ჯორჯია ფორ ფრენდს'' www.georgiaforfriends.ge ზურგს უმაგრებს ისეთი პარტნიორი კომპანია როგორიცაა : ,,Golden Travel Georgia'' www.goldentravel.ge . ამ მიმართულებით ჩვენი მიზანია, ასოციაციის მიერ მომზადებული და განხორციელებული ტურიზმის სასწავლო პროგრამების ბაზირება მოხდეს, კომპანიის ბაზაზე, რაც საწარმოო პრაქტიკის თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი და ეფექტურია. ტრანსკავკასიური ტურიზმის სასწავლო პროგრამა ასოციაციისა და კომპანიის თანამშორმლობის საუკეთესო მაგალითია.
რას მოიცავს პროგრამა :
პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი ორგანიზაციები - ,,ჯორჯია ფორ ფრენდს'' ,,Golden Travel Georgia'' და ,, MIRAS'' სთავაზობენ პროფესიულ კოლეჯებს სასწავლო საწარმოო პრაქტიკის იდეალურ ვარიანტს, იმდენად, რამდენადაც ეს პროგრამა მოიცავს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმის მიმართულებას, ასევე საწარმოო ტურიზმსაც, რაც გამოიხატება, აზერბაიჯანის წამყვან საწარმოებში ვიზიტით და არა მხოლოდ... იმისათვის, რომ პროგრამაზე კიდევ უფრო მეტი ინფორამაცია მიიღოთ, თანდართულ ფაილში გაქვთ საშუალება, რომ პროგრამა სრულად იხილოთ. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, სასწავლო სემინარები და მასტრეკლასები, ბაქოს წამყვანი ტურისტული კომპანიების მენეჯერების, სასწავლო ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების, ასევე სამთავრობო პერსონების მონაწილეობით.
ჩვენს პირველ ვიზიტს მეტად პოზიტიური რეზონანსი მოჰყვა რის დასტურადაც შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი სტატია : http://miras.az/index.php?lang=en§ionid=8§=438
ამ პროგრამის ღირებულება ერთ ადამიანზე შეადგენს - 350 USD ( აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) ღირებულებაში შედის :
ტრანსპორტირება საზღვრიდან საზღვრამდე (სრული ტრანსპორტირება)
სასტუმრო
სამჯერადი კვება
კულტურული ობიექტების მონახულება
სემინარები
მასტერკლასები
საწარმოო პრაქტიკები
სერტიფიკატი
პ.ს. აუცილებელია პროგრმის მონაწილეს ჰქონდეს საერთაშორისო პასპორტი !
.Miras - Mədəni İrsin Öyrənilməsinə Kömək İctimai Birliyi