21/03/2018
"სიმდიდრე, რომელიც დავაგროვე, თან ვერ წავიღებ." — სტივ ჯობსის უკანასკნელი სიტყვები, რომელიც მან საავადმყოფოში თქვა."
"მე ბიზნესის სფეროში წარმატების მწვერვალების მიღწევა შევძელი. ბევრს მიაჩნია, რომ ჩემი ცხოვრება - ეს წარმატების განსახიერებაა. მაგრამ ვაღიარებ, რომ სამსახურის იქით, ცოტა რამ თუ მაბედნიერებს. და საერთოდ, სიმდიდრე - ეს მხოლოდ ცხოვრების ფაქტია, რასაც შევეჩვიე.
ვწევარ საავადმყოფოს ლოგინზე და მთელს ჩემს ცხოვრებას ვიხსენებ. ახლა კი მივხვდი, რომ ის სიმდიდრე, რომელითაც ასე ვამაყობდი, ყველანაირი მნიშვნელობა დაკარგა, რადგანაც სიკვდილი მომიახლოვდა...
როდესაც მწვანე შუქს ვუყურებ, რომელიც აპარატიტან მოდის და მისთვის დამახასიათებელ მექანიკურ ხმას ვუსმენ, ვგრძნობ სიკვდილის მოახლოებას და ღმერთის სუნთქვას. ახლა როდესაც საკმარისად გვაქვს ფული, დროა დავფიქრდეთ ცხოვრების სრულიად სხვა საკითხებზე, რომლებიც სიმდიდრესთან არანაირ კავშირში არაა...
ცხოვრებაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია. შეიძლება ზოგიერთისთვის ეს ურთიერთობებია, სხვებისთვის კი - ხელოვნება, ან ბავშვობის ოცნებები...
სახელის მოხვეჭისკენ ან ფულისკენ სწრაფვა, ადამიანს მარიონეტად ხდის. ეს მეც დამემართა. ღმერთმა ჩვენ გრძნობებით დაგვაჯილდოვა, რათა საყვარელი ადამიანებისთვის გვეთქვა, თუ როგორ გვიყვარს...
სიმდიდრე, რომელიც მე ცხოვრებაში მოვიხვეჭე, თან ვერ წავიღებ. ყველაფერს რასაც თან წავიღებ - ეს მხოლოდ მოგონებებია, რომლებიც სიყვარულთანაა დაკავშირებული. აი ეს არის ნამდვილი სიმდიდრე, რომელიც თან უნდა გზევდეთ, გაძლევდეთ წინსვლის ძალას. სიყვარულს ყველაფრის დაძლევა შეუძლია. ცხოვრებას საზღვრები არ გააჩნია. მიაღწიეთ მწვერვალებს, რისი მიღწევაც გსურთ. წადით იქ სადაც გული მიგიწევთ. ეს ყველაფერი თქვენ ხელშია.
ბევრი ფულით თქვენ შეგიძლიათ დაიქირავოთ ადანიანები, რომლებიც ყველგან წაგიყვანენ, სამსახურში ან სახლში ყველაფერს გაგიმზადებენ. მაგრამ არავინ არ აიღებს საკუთარ თავზე თქვენს ავადმყოფობებს.
მატერიალური საგნები, რომლებსაც ჩვენ ხელიდან ვუშვებთ, ვკარგავთ, კიდევ შეიძლევა ვიპოვოთ, გამოვიმუშავოთ. მაგრამ არის ერთი რამ, რომლის დაკარგვის შემდეგაც, მას უკან ვეღარ დაიბრუნებ. ეს ცხოვრებაა.
არა აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ და რას მიაღწიეთ. თქვენ ყველას დაგიდგებათ ის დღე, როდესაც ფარდა ქვემოთ დაიწევს...
თქვენი სიმდიდრე - ოჯახის წევრებისადმი, მეგობრებისადმი, ახლობლებისადმი სიყვარულია...
გაუფრთხილდით საკუთარ თავს. გაუფრთხილდით სხვებს..."