30/01/2024
7 - 12 აპრილი, საფრანგეთი, რონის ხეობა!!
ულამაზესი სოფლები და ქალაქები: ლიონი, ავინიონი, არლი.
ფრანგულ-ქართულ ისტორიებს კი მწერალი და მეღვინე (გნებავთ მეღვინე და მწერალი) მალხაზ ხარბედია მოგვიყვება.
საფრანგეთის ეს მშვენიერი მხარე, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე რომის პაპების საცხოვრებელი იყო. 1328 წელს, ავინიონში დაბინავებულ რომის პაპსა (იონე XXII) და ერთიანი საქართველოს მეფე, გიორგი V ბრწყინვალეს შორის დამყარებული დიპლომატიური კავშირის შემდეგ, კათოლიკეთა საეპისკოპოსო ტახტი ქ. სმირნიდან (დღევანდელი იზმირი) თბილისში გადმოუტანიათ, სადაც პირველ ეპისკოპოსად ქართული ენის კარგი მცოდნე იოანე ფლორენციელი დაუნიშნავთ, რომელსაც თბილისში 19 წელი უმსახურია. ამ და კიდევ უფრო საინტერესო ისტორიული ფაქტების გასაცნობად ეთნო ტური სამოგზაუროდ გეპატიჟებათ!
პირველი ორი დღე ლიონში, მეცხრამეტე საუკუნის ულამაზეს სასტუმროში (Hotel de Verdun) დავიდებთ ბინას, ხოლო დანარჩენ დღეებს კი ავინიონის მახლობლად, არც მეტი არც ნაკლები, მეფე ანრი II დე ვალუას (Henry II of France) მიერ აშენებულ სასახლეში დავბინავდებით, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნის ნაგებობაა და დღეს იქ პრემიუმ კლასის სასტუმრო "მასილანი" არის მოწყობილი.
პროგრამის მოკლე აღწერა ასეთია:
7 აპრილი
- გაფრენა თბილისიდან ჟენევის მიმართულებით;
- ტრანსფერი ჟენევიდან ლიონში, ავტობუსით;
- დაბინავება სასტუმროში;
- ქალაქის დათვალიერება და მიმოხილვითი საფეხმავლო ტური;
- დასვენება;
8 აპრილი
- საუზმე სასტუმროში;
- საექსკურსიო პროგრამა (ქალაქის ძველი ნაწილის დათვალიერება; ისტორიული სასახლეებისა და მუზეუმების მონახულება);
- მცირე შესვენება;
- გავაგრძელებთ ექსკურსიას;
- დაბრუნება სასტუმროში და დასვენება;
9 აპრილი
- საუზმე სასტუმროში;
- გამგზავრება რონის ხეობის მიმართულებით;
- პირველი შეჩერება, უძველეს მარანში, სადაც დავაგემოვნებთ რამდენიმე სახეობის ფრანგულ ღვინოს;
- მეორე შეჩერება, ქალაქი ვიენე (Vienne). დათვალიერება და მცირე შესვენება.
- გამგზავრება ქალაქში ტურნონი (Tournon), ვიზიტი ტურნონის სასახლეში;
- დაბინავება სასტუმროში და დასვენება;
10 აპრილი
- საუზმე სასტუმროში;
- გამგზავრება ავინიონში;
- ქალაქის მიმოხილვითი ტური;
- მცირე შესვენება;
- სასახლე~რეზიდენცია, სადაც რომის პაპები ცხოვრობდნენ;
- დაბრუნება სასტუმროში და დასვენება;
11 აპრილი
- საუზმე სასტუმროში;
- გამგზავრება ქალაქი არლის (პროვანსის ყოფილი სამეფოს დედაქალაქი) მიმართულებით;
- საექსკურსიო პროგრამა, ისტორიული ძეგლების, სასახლეების და ქალაქის ძველი უბნების დათვალიერება;
- დაბრუნება სასტუმროში და დასვენება;
12 აპრილი
- საუზმე სასტუმროში;
- ტრანსფერი ჟენევის აეროპორტში;
- გამოფრენა თბილისში;
ინფორმაცია-ჯავშანი 555 01 01 01