G Travel

G Travel ტურიზმი

ტურიზმი — მოგზაურობა დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან ბიზნეს მიზნებით. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ტურისტებს შემდეგნაირად განმარტავს: „ხალხი, რომელიც ტოვებს თავის ჩვეულ გარემოს და მიემგზავრება სხვა ადგილას ერთ თანამიმდევრულ წელზე ნაკლები ხნით, დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან სხვა მიზნებით.“

ტურიზმი პოპულარული, გლობალური საქმიანობა გახდა. 2010 წელს, მსოფლიო მასშტაბით 940 მილიონი სა

ერთაშორისო ტურისტული ჩასვლა განხორციელდა, რაც 6.6%-იანი ზრდა იყო 2009 წელთან შედარებით. 2010 წელს, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა $919 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (693 მლრდ ევრო), რაც წინა წელთან შედარებით 4.7%-იანი ზრდა იყო. 2000-იანი წლების ბოლოს დატრიალებულმა მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ტურიზმზე საგრძნობლად უარყოფითად იმოქმედა, დაღმასვლა დაიწყო 2008 წლის ივნისში და ამავე წელს საერთაშორისო ტურისტული ჩასვლების რიცხვმა 2&-ით იკლო. ეს ნეგატიური ტენდენცია კიდევ უფრო ინტენსიური გახდა 2009 წელს, რადგან ბევრ ქვეყანაში იფეთქა H1N1 ვირუსმა, რასაც საერთაშორისო ტურისტული ჩასვლების 4%-იანი კლება მოჰყვა და მან 880 მილიონი შეადგინა, მიღბული შემოსავლები კი 6%-ით შემცირდა.

ტურიზმი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მრავალი ქვეყნისთვის, მაგალითად ისეთებისთვის, როგორებიცაა საფრანგეთი, ეგვიპტე, საბერძნეთი, ლიბანი, ისრაელი, გაერთიანებული სამეფო, აშშ, ესპანეთი, იტალია, ტაილანდი და მრავალი კუნძულოვანი ერი, ისეთები, როგორებიცაა ბაჰამები, ფიჯი, მალდივები, ფილიპინები, სეიშელის კუნძულები.ტურიზმმა სასიცოცხლო მნიშვნელობა და შეიძინა საქართველოსთვისაც ეს უპირველესად განპირობებულია ფართო ინვესტიციებით სხვადასხვა საქმიანობაში, განსაკუთრებით მომსახურების დფეროში, რის შედეგადაც, მომსახურების ინდუსტრიაში დასაქმების შესაძლებლობა დიდწილად კავშირშია ტურიზმთან. სერვისის ეს ინდუსტრია მოიცავს სატრანსპორტო გადაზიდვების სერვისს, მაგალითად ავიაციას, საკრუიზო გემებს, ტაქსებს, გამასპინძლების სერვისს, როგორიცაა საცხოვრებელში დაბინავება (სასტუმრო და სხვადასხვა თავშესაფარი). ასევე ამ ინდუსტრიას მიეკუთვნება გასართობი ადგილები, ისეთები როგორებიცაა გასართობი პარკები, კაზინოები, სავაჭრო ცენტრები, მუსიკალური დაწესებულებები და თეატრები.

დამდეგს გილოცავთ
31/12/2023

დამდეგს გილოცავთ

29/12/2023
გინდათ პრობლემების მოგვარება,ისარგებლეთ.თრაბლ-შუთერი trouble-shooterმომსახურებით,ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი კ...
17/11/2021

გინდათ პრობლემების მოგვარება,
ისარგებლეთ.
თრაბლ-შუთერი trouble-shooter
მომსახურებით,
ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი კომპანიის ნებისმიერი პრობლემის მოგვარება! ადამიანი-გონიერება, ადამიანი-გამჭრიახობა, ადამიანი-საიდუმლო, ადამიანი, რომლის IQ ზღვარს სცდება და რომელსაც მიმართავენ მაშინ, როდესაც ყველა სხვა ხერხი ამოწურულია და ჩვეულებრივ მოკვდავებს პრობლემის გადაწყვეტა არ შეუძლიათ.
577 788 745

04/07/2021

როგორია?
577788745

02/07/2021

გადაყარე ზედმეტი

ოსტატი ხშირად ეუბნებოდა თავის მოწაფეებს: იმისათვის, რომ მიაღწიო მიზანს საჭიროა გონების დაწყნარება, აუცილებელია ისწავლო ზედმეტის აზრების გადაყრა, რომელიც ხელს გიშლის მის მიღწევაში.

ერთმა მოწაფემ, ვერანაირად შესძლო გარკვეულიყო იმაში, თუ როგორ განესხვავა აუცილებელი და არა აუცილებებლი აზრები ერთმანეთისაგან. მასწავლებელიც არასდროს არ ხსნიდა ამას, მხოლოდ ამბობდა რომ ცხოვრება თავდ ასწავლიდა.

ერთხელ, როდესაც მასწავლებელი და მოსწავლე სეირნობდნენ მთაში, გზაში შემოხვდათ ვეფხვი. მასწავლებელი მშვიდად გაერიდა ბილიკს. ამ დროს, ვეფხვი გაეკიდა მოწაფეს.

მოწაფემ, ამ სირბილში დაკარგა თავისი ხმალი, ეკალ-ბარდებში შემოეფლითა სამოსი. მან ბოლოს და ბოლოს, მაინც მოახერხა ხის კენწეროზე ასვლით, მტაცებლისგან თავის დაღწევა. რამდენიმე ხანში ვეფხვი წავიდა, მაგრამ მოწაფეს ეშინოდა ძირს ჩამოსვლა. იჯდა მანამდე, სანამ არ შეამჩნი შორიახლოსა მომავალი მასწავლებელი.

მასწავლებელმა, რომ დაინახა შეშინებული მოწაფე აუტყდა სიცილი და უთხრა:

– აი, ხედავ, შენ უკვე ისწავლე გამოუსადეგარი ნივთების გადაყრა და ამან შეგინარჩუნა სიცოცხლე.

-მასწავლებელო – შეეწინააღმდეგა მოსწავლე – შენ არ დაგიკარგია არ ხმალი, არც სამოსი და უფრო მეტიც საერთოდ არ გიცდია გაქცევა, მაგრამ ვეფხვმა მაინც მე ამარჩია. რატომ მოხდა ასე?

– მე გაქცევა არც მქონია მიზნად, ამიტომაც გადავაგდე ჩემი შიშები, რის გამოც ვეფხვმა უბრალოდ ვერ შემამჩნია. სწორედ, ეს იყო ჩემი მიზანიც. კარგი იქნება თუ შენც ისწავლი, პირველ ყოვლისა სწორად აირჩიო მიზანი და ამის მერე გადაყარო მის მისაღწევად რაც არ გჭირდება, თუ საერთოდ დაგჭიორდება ამის გაკეთება.

25/06/2021

გიყვარს ტაკო?
მხოლოდ 6 ლარი

577 788 745
ისარგებლე ჩვენი მიტანის სერვისით

21/06/2021

აღმოაჩინე საქართველო
Discover Georgia
+995 577 78 87 45

გილოცავთ მეგობრებო
02/05/2021

გილოცავთ მეგობრებო

Address

64 Kostava Street
Tbilisi
0171

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00
Saturday 09:00 - 17:00

Telephone

+995577788745

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when G Travel posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to G Travel:

Videos

Share

Category


Other Travel Agencies in Tbilisi

Show All