31/08/2023
👉 კ ა პ ა დ ო კ ი ა - 490 ლარი
🔹დაჯავშნე შენთვის სასურველი პერიოდი
📌 11-15 ოქტომბერი
📌 18-22 ოქტომბერი
📌 25-29 ოქტომბერი
📌 08-12 ნოემბერი
📌 22-26 ნოემბერი
✅ღირებულებაში შედის:
🚌მგზავრობა კომფორტული ავტობუსით
📶Wi Fi სასტუმროს ტერიტორიაზე.
💁♀️ექსკურსიები ქართულენოვანი (კვალიფიციური) გიდის მომსახურებით, რომელიც შემოგყვებათ ყველა მუზეუმში.
🏪 2 ღამისთევა 5* სასტუმროში
☕🧀 კვება: საუზმე/ვახშამი (შვედური მაგიდა, 70 დასახელების კერძები და ტკბილეული) .
🏊ღია (სეზონური) და დახურული აუზები/ფიტნესი/ ჯაკუზი
📢ტურის მარშრუტი:
👉I დღე: 10:30 სთ-დან შეკრება თბილისში,ელბაქიძის დაღმართზე, ველოსიპედის ძეგლის ქვედა მხარეს. გასვლა 11 საათზე. გადასვლა სარფის საზღვარზე. გზად გავივლით რიზეს,ტრაპიზონს, სამსუნს და კესარიას...
👉II დღე: ჩასვლა კაპადოკიაში დილის 10-11 საათზე. ,,ონიქსის სუვენირების მაღაზია” (სუვენირების ბაზრობა), უჩ ჰისარის ციხესიმაგრე მტრედების ველი (მტრედების ქალაქი). განთავსება სასტუმროში, შესვლა ნომრებში 14:00 საათზე. დასვენება/თავისუფალი დრო. 19:00 ვახშამი სასტუმროში. 20:30 საათზე სურვილის მიხედვით შეგიძლიათ ესტუმროთ კლდეში ნაკვეთ ეგზოტიკურ რესტორანს. ე.წ. თურქიშ ნაითზე (Turkish Night) აღმოსავლური ცეკვების საღამოზე და შოუ პროგრამაზე შეგიძლიათ გაერთოთ და ისიამოვნოთ(ღირებულება 30$ პერსონაზე)
👉IIIდღე: დილით, მზის ამოსვლისას გავემგზავრებით სიყვარულის მთაზე, საიდანაც ვუყურებთ საოცარ სანახაობას: ფერადი ბურთების ფრენას გორემეს თავზე!!! სურვილის მიხედვით შეგიძლიათ გასეირნება დირიჟაბლით) დაბრუნება სასტუმროში / საუზმე .
დღის ექსკურსია: გორემე - ქალაქი მუზეუმი ღია ცის ქვეშ (ეკლესიების მოლოცვა IX-XIII სს.) აქლემებით გასეირნება და ფოტოსესია ,,კაპადოკიური სოკოების“ ფონზე. (სურვილით,ფასიანია). ,,მონქის ხეობა” –მსოფლიოს მე–8 საოცრება,ვულკანური წარმოშობის ძეგლები. ,,დევრენთის ხეობა” – ბუნებრივი ძეგლები და პანორამული ხედები. ,,ზელვეს ხეობა“ - ადგილი, სადაც სხვა სამყაროა! (ამ ადგილს წითელ პლანეტა მარსს ადარებენ , სადაც გადაღებულია ცნობილი ფილმი ,,მრბოლელი მოჩვენება 2“ ნიკოლას ქეიჯის მონაწილეობით. დედოფლის ბაღები- ვულკანური წარმოშობის, ბუნებრივად ფორმირებული "ჯადოსნური ფერიები". დაბრუნება სასტუმროში/ვახშამი (შვედური მაგიდა, უგემრიელესი სამზარეულო)
👉IV დღე: საუზმე. 11:30 სთ-ზე გასვლა სასტუმროს ნომრებიდან. 12:00 სთ-ზე გასვლა სასტუმროდან. დღის ექსკურსია: ,,ტკბილი ტური" (უგემრიელესი თურქული ტკბილეულის დაგემოვნება უფასოდ!) სურვილის შემთხვევაში, შეიძენთ ტკბილეულს, ჩაის, ყავას... ვეწვევით ძველ ქალაქ პროკოფიას, წმ.გიორგის ტაძარს და იოანე პროკოფიელის სახლს. ვიზიტი წმინდა ნინოს ულამაზეს სოფელ ორთაჰისარში, წმ. ნინოს სახლის და ტაძრის მოლოცვა. გამგზავრება წმ. გიორგის სოფელ ჩავუშინში, მოვინახულებთ ადგილს, სადაც გადმოცემის მიხედვით ცხოვრობდა წმ. გიორგი. გამგზავრება ქ. ავანოსში-ხელოსნების ულამაზეს ქალაქში. ექსკურსია” სახალისო სიურპრიზი"(ასურული ნაკეთობების კერამიკული სახელოსნო და ,,შოუ პროგრამა“ თქვენი მონაწილეობით. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ხელით ნაკეთი კერამიკული ნაწარმი და სუვენირები დაბალ ფასად) . ტურის ბოლოს გამომგზავრება ტრაპიზონის მიმართულებით.
👉 V დღე: დილით ადრე ვეწვევით ტრაპიზონის მცირე აია სოფიას ტაძარს...გავეცნობით ტაძრის ისტორიას.. შუადღით გავჩერდებით ქემალფაშაში, ,,ისტანბულ ბაზარის" სავაჭრო ცენტრში (დრო 1 საათი და 30 წუთი)
🚩დღის 15:00 საათზე გადასვლა სარფის საბაჟოზე.
🚩23:00 საათზე დაბრუნება თბილისში.
❌ექსკურსიის ღირებულებაში არ შედის:
📌 გზაში კვება, სადილი
📌 კაპადოკიის ტაძრებში და მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები (დაახლოებით 70 ლარის ექვივალენტი ლირაში, სურვილის მიხედვით)
📌 საჰაერო ბურთით გაფრენა 200 $-დან! (ფასი ცვალებადია)
📌 Turkish Night -აღმოსავლური ცეკვების საღამო და შოუ პროგრამა ტკბილი სუფრით და ალკოჰოლური სასმელებით.(30 აშშ დოლარი)
👉გაითვალისწინეთ,ფასები ცვალებადია, თურქული ლირის მერყეობის მიხედვით.
👉მოგზაურობის პერიოდში აიდი ბარათის/პასპორტის მოქმედების ვადა უნდა იყოს 6 თვეზე მეტი!
👉არასრულწლოვნებს სჭირდებათ დაბადების მოწმობის დედანი, აიდი ბარათი/პასპორტი; ასევე ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა თუკი მშობელი არ მოჰყვება.
👉მგზავრის მხრიდან ტურამდე 2 კვირით ადრე ჯავშნის გაუქმების შემთხვებაში, გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.
-----------------------------------------
☎️დაგვიკავშირდით:
599 97 99 85 🫶