სასკოლო ექსკურსიების პროგრამა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სასკოლო ექსკურსიების პროგრამა

სასკოლო ექსკურსიების პროგრამა ფასის გამოსათვლელად ან ექსკურსიის და სრული საექსკურსიო მომსახურება
(16)

ჩვენს ექსკურსიაზე ნახავთ მანგლისის სიონს, დიდგორის მომორიალსა და ნიჩბისის ციხესთან ერთად მარშრუტში.გიდი აუცილებლად გეტყვ...
01/05/2024

ჩვენს ექსკურსიაზე ნახავთ მანგლისის სიონს, დიდგორის მომორიალსა და ნიჩბისის ციხესთან ერთად მარშრუტში.
გიდი აუცილებლად გეტყვით, რომ რუსული იმპერიალისტური მმართველობის პერიოდში მანგლისის სიონს ჩაუტარდა სხვადასხვა სამუშაოები რუსი ჯარისკაცების მიერ. სწორედ მათი წყალობით დავკარგეთ მანგლისის სიონის უნიკალური მხატვრობის უმეტესი ნაწილი, უნიკალური ორნამენტებისა და ჩუქურთმების მნიშვნელოვანი რაოდენობა.
ჩვენს ექსკურსიებზე აუცილებლად ვუყვებით მომავალ თაობას, რომ აგერ უკვე 200 წელზე მეტია რუსეთი ჩვენი აქტიური და დაუძინებელი მტერია, და ვუყვებით ამის მაგალითებსაც - ეკლესიების დახურვა, დანგრევა, გადათეთრება, ავტოკეფალიის გაუქმება, სამღვდელოების გადასახლება და რბევა, ხალხის წამება, მიწების მიტაცება, ქართული სიძველეების და განძის მიტაცება და უამრავი სხვა.
და ახლაც, როცა ასეთი მძიმე დღეები გვიდგას, მინდა შეგახსენოთ, რომ წმინდა გიორგის წყალობით ყველაფერს დავძლევთ.
ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი!
ჩვენ გავუძელით დიდ თურქობას, გავუძელით თემურ ლენგს, ვერ დაგვაჩოქა შაჰ-აბასმა და პუტინის რუსეთს ვერ გავუძლებთ? #არარუსეთ #არარუსულკანონს #წინგამარჯვებისკენ #წინევროპისკენ #ძალაერთობაშია
ყველა განსაცდელი წავა და ბედნიერება მოვა!

👉მუზეუმები გაინტერესებთ? მაშინ გეპატიჟებით ყვარელში მუზეუმ-ტურზე - სამი მუზეუმი ერთ ექსკურსიაზე! - ასაკი 12 წლიდან - ღირ...
04/04/2024

👉მუზეუმები გაინტერესებთ? მაშინ გეპატიჟებით ყვარელში მუზეუმ-ტურზე - სამი მუზეუმი ერთ ექსკურსიაზე!

- ასაკი 12 წლიდან
- ღირებულება დამოკიდებულია ჯგუფის რაოდენობაზე და იწყება 73 ლარიდან.
ფასში შედის:
✅ ტრანსპორტირება
✅ გიდის მომსახურება
✅ საექსკურსიო დაზღვევა მოსწავლეებისთვის
✅ ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ბილეთები მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის
✅ გრემის მუზეუმის ბილეთები მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის

👉თუ ჩვენს ექსკურსიებზე უკვე ნამყოფი ხართ, მაშინ გთავაზობთ 10%-დან 30%-მდე ფასდაკლებას!

კულტურულ-შემეცნებითი ექსკურსია ყვარელში, რომლის განმავლობაშიც მოინახულებთ სამ სხვადასხვა მუზეუმს. ესენია, ილია ჭავჭავაძის მუზეუმი ყვარელში, ფულის მუზეუმი და გრემის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი. ამასთან ერთად მოილოცავთ და დაათვალიერებთ გრემის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიას. ექსკურსია ორიენტირებულია მოსწავლეების შემეცნებაზე რათა უფრო ახლოს გააცნოს ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა, ქართული ტრადიციები, გრემის ნაქალაქარის არქეოლოგიური მონაპოვარი და ა.შ.
-----------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
0322 120 333
[email protected]
[email protected]
www.schoolexcursions.ge

👉გერმანული მემკვიდრეობა საქართველოში - ექსკურსია ქვემო ქართლში - ასაკი 14 წლიდან - ღირებულება დამოკიდებულია ჯგუფის რაოდე...
04/04/2024

👉გერმანული მემკვიდრეობა საქართველოში - ექსკურსია ქვემო ქართლში

- ასაკი 14 წლიდან
- ღირებულება დამოკიდებულია ჯგუფის რაოდენობაზე და იწყება 63 ლარიდან.
ფასში შედის:
✅ ტრანსპორტირება
✅ გიდის მომსახურება
✅ საექსკურსიო დაზღვევა მოსწავლეებისთვის
✅ ბოლნისის მუზეუმის ბილეთები მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის

👉თუ ჩვენს ექსკურსიებზე უკვე ნამყოფი ხართ, მაშინ გთავაზობთ 10%-დან 30%-მდე ფასდაკლებას!

საქართველო მრავალეროვანი, ტოლერანტული და მეგობრული ქვეყანაა. მრავალი ერი სახლობდა ჩვენთან და ტოვებდა საკუთარ კვალს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მაგალითად სომხები, ებრაელები და სხვები. მათ შორის მჭიდრო კავშირი ჰქონდათ გერმანელებს, რომლებიც საკმაო პერიოდით სახლობდნენ საქართველოში, ძირითადად ქვ. ქართლის რეგიონში და შესაბამისად საკუთარი კვალიც დატოვეს. ექსკურსიაზე გთავაზობთ გერმანელების მემკვიდრეობის გაცნობას. მათი აშენებული სახლები, არქიტექტურა, მარნები, სამეურნეო თუ საკულტო დანიშნულების შენობები, ტრადიციები და ა.შ. ამ ყველაფერს ჩვენი გიდის თანხლებით სოფ. ასურეთში და ბოლნისში გაეცნობით.
-----------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
0322 120 333
[email protected]
[email protected]
www.schoolexcursions.ge

👉გთავაზობთ ექსკურსიას შინდისი-ვარიანის მიმართულებით - ასაკი 7 წლიდან - ღირებულება დამოკიდებულია ჯგუფის რაოდენობაზე და იწ...
04/04/2024

👉გთავაზობთ ექსკურსიას შინდისი-ვარიანის მიმართულებით
- ასაკი 7 წლიდან
- ღირებულება დამოკიდებულია ჯგუფის რაოდენობაზე და იწყება 57 ლარიდან.
ფასში შედის:
✅ ტრანსპორტირება
✅ გიდის მომსახურება
✅ ი. გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ბილეთები მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის
✅ საექსკურსიო დაზღვევა მოსწავლეებისთვის

👉თუ ჩვენს ექსკურსიებზე უკვე ნამყოფი ხართ, მაშინ გთავაზობთ 10%-დან 30%-მდე ფასდაკლებას!

რაც უფრო მივაჩვევთ მოსწავლეებს სამშობლოს სიყვარულს და რაც უფრო ადრე ჩავუნერგავთ პატრიოტულ სულისკვეთებას, მით უფრო კარგ შედეგს გამოიღებს სამომავლოდ. ამიტომ მეორე კლასის დასასრულს გთავაზობთ ლიტერატურულ-პატრიოტულ ექსკურსიას გორში. ექსკურსიის პირველ ნაწილში მოსწავლეები უფრო ახლოს გაეცნობიან მათთვის უკვე ნაცნობი იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებას და შემოქმედებას. დაათვალერებენ მის სახლ-მუზეუმს, გიდი მოუყვებათ დეტალურად დიდი მწერლის შესახებ. ექსკურსიის მეორე ნაწილში კი მოინახულებთ შინდისის გმირების მემორიალს სოფ. შინდისში. ბავშვები ნახავენ გმირების ნივთებს, ერთგვარ მუზეუმს და ღირსშესანიშნავ ადგილს ღია ცის ქვეშ. ჩვენი გიდი მოუყვება შინდისის გმირების ისტორიას, გააცნობს მათი თავგანწირვის ამბავს, შთააგონებს და აუხსნის, რომ სამშობლო უნდა გვიყვარდეს და აუცილებლად, აუცილებლად უნდა ვიბრძოლოს კეთილდღეობისთვის. მოსწავლეები გვირგვინით შეამკობენ გმირების მემორიალს და პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას.
-----------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
0322 120 333
[email protected]
[email protected]
www.schoolexcursions.ge

ძველი ქართული იარაღი და ტრადიციები ხანგრძლივობა: 1 დღეხელმისაწვდომია: 11 მაისი-2 ივნისიმინიმალური ასაკი: 12 წ.ღირებულება...
27/03/2024

ძველი ქართული იარაღი და ტრადიციები
ხანგრძლივობა: 1 დღე
ხელმისაწვდომია: 11 მაისი-2 ივნისი
მინიმალური ასაკი: 12 წ.
ღირებულება დამოკიდებულია ჯგუფის რაოდენობაზე და იწყება 63 ლარიდან
ფასში შედის - ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, საექსკურსიო დაზღვევა მოსწავლეებისთვის.

თუ გსურთ რომ თქვენი ექსკურსია იყოს სანახაობრივი, დაუვიწყარი, შემეცნებითიც და გასართობიც, მაშინ აუცილებლად გირჩევთ ძველი ქართუი იარაღის და ტრადიციების ექსკურსიას. მარშრუტში შედის სამი სხვადასხვა ტიპის მოსანახულებელი ობიექტი: საეკლესიო ნაგებობა, კერძოდ მანგლისის სიონი, რომელსაც, როგორც ძეგლს და საკულტო ნაგებობას ადგილზე გაგაცნოობთ ჩვენი გიდი. შემდეგი ობიექტი არის მემორიალი, კერძოდ დიდგორის ველზე მდებარე დიდგორის მემორიალი, რომელიც აღნიშნავს ქართველების ბრწყინვალე გამარჯვებას მტერზე. მესამე კი გახლავთ ნიჩბისის ციხე-სიმაგრე, როგორც ურყევი და მნიშვნელოვანი თავდაცვის ობიექტი შიდა ქართლში. ექსკურსიის განმავლობაში ეთნო-გიდი მოგიყვებათ და გაგაცნობთ ქართული იარაღის და ტრადიციების შესახებ. რა ტიპის იარაღები არსებობდა, როგორ გამოიყენებოდა, როგორი იყო ბრძოლის წესები, როგორ ხდებოდა თავდასხმა, თავდაცვა და ა.შ.
-----------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
0322 120 333
[email protected]
[email protected]
www.schoolexcursions.ge

შინდისი, ვარიანი ხანგრძლივობა: 1 დღეხელმისაწვდომია: 11 მაისი-2 ივნისიმინიმალური ასაკი: 7 წ.ღირებულება დამოკიდებულია ჯგუფ...
27/03/2024

შინდისი, ვარიანი
ხანგრძლივობა: 1 დღე
ხელმისაწვდომია: 11 მაისი-2 ივნისი
მინიმალური ასაკი: 7 წ.
ღირებულება დამოკიდებულია ჯგუფის რაოდენობაზე და იწყება 57 ლარიდან
ფასში შედის - ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, საექსკურსიო დაზღვევა მოსწავლეებისთვის, ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ბილეთები მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის.

რაც უფრო მივაჩვევთ მოსწავლეებს სამშობლოს სიყვარულს და რაც უფრო ადრე ჩავუნერგავთ პატრიოტულ სულისკვეთებას, მით უფრო კარგ შედეგს გამოიღებს სამომავლოდ. ამიტომ მეორე კლასის დასასრულს გთავაზობთ ლიტერატურულ-პატრიოტულ ექსკურსიას გორში. ექსკურსიის პირველ ნაწილში მოსწავლეები უფრო ახლოს გაეცნობიან მათთვის უკვე ნაცნობი იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებას და შემოქმედებას. დაათვალერებენ მის სახლ-მუზეუმს, გიდი მოუყვებათ დეტალურად დიდი მწერლის შესახებ. ექსკურსიის მეორე ნაწილში კი მოინახულებთ შინდისის გმირების მემორიალს სოფ. შინდისში. ბავშვები ნახავენ გმირების ნივთებს, ერთგვარ მუზეუმს და ღირსშესანიშნავ ადგილს ღია ცის ქვეშ. ჩვენი გიდი მოუყვება შინდისის გმირების ისტორიას, გააცნობს მათი თავგანწირვის ამბავს, შთააგონებს და აუხსნის, რომ სამშობლო უნდა გვიყვარდეს და აუცილებლად, აუცილებლად უნდა ვიბრძოლოს კეთილდღეობისთვის. მოსწავლეები გვირგვინით შეამკობენ გმირების მემორიალს და პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას.
-----------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
0322 120 333
[email protected]
[email protected]
www.schoolexcursions.ge

მწერლობა და ხელნაწერებიხანგრძლივობა: 3-4 სთ.ხელმისაწვდომია: მარტი-17 მაისიმინიმალური ასაკი: 11 წ.ღირებულება დამოკიდებული...
27/03/2024

მწერლობა და ხელნაწერები
ხანგრძლივობა: 3-4 სთ.
ხელმისაწვდომია: მარტი-17 მაისი
მინიმალური ასაკი: 11 წ.
ღირებულება დამოკიდებულია ჯგუფის რაოდენობაზე და იწყება 32 ლარიდან
ფასში შედის - ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება.
ეს არის ექსკურსია ქართული დამწერლობისა და ლიტერატურის შესახებ, რომელიც თავისი არსით უნიკალურია მთელ მსოფლიოში. ექსკურსიის განმავლობაში მოინახულებთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს და წიგნის ბიბლიოთეკას, სადაც დაათვალიერებთ უნიკალურ ხელნაწერებს, ბეჭდურ გამოცემებს. გაიგებთ როგორ იწერებოდა, იბეჭდებოდა, ქვეყნდებოდა წიგნები და ხელნაწერები. ნახავთ უძველეს და უნიკალურ ბეჭდურ თუ ხელნაწერ ნიმუშებს.
-----------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
0322 120 333
[email protected]
[email protected]
www.schoolexcursions.ge

2014 წლის აპრილში გვქონდა პირველი ექსკურსია და მას შემდეგ ყოველ წელს საექსკურსიო სეზონს ვხნით 26 მარტს.წელსაც, ათი წლის ...
26/03/2024

2014 წლის აპრილში გვქონდა პირველი ექსკურსია და მას შემდეგ ყოველ წელს საექსკურსიო სეზონს ვხნით 26 მარტს.
წელსაც, ათი წლის თავზე, სიხარულით გამცნობთ, რომ 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის საექსკურსიო სეზონს ვიწყებთ!

გთავაზობთ მიმდინარე წლის გაზაფხულის სეზონზე გამოცხადებული მოკლე და თემატური ექსკურსიების ჩამონათვალს. მოგვიანებით დავდებ...
22/02/2024

გთავაზობთ მიმდინარე წლის გაზაფხულის სეზონზე გამოცხადებული მოკლე და თემატური ექსკურსიების ჩამონათვალს. მოგვიანებით დავდებთ ქალაქგარეთ გასვლით ერთ-; ორ- და სამდღიან ექსკურსიებს.

1. ფლორის ტური (ასაკი 6 წლიდან)
2. დედა ენა და ლიტერატურა (ასაკი 6 წლიდან)
3. ჩემი საქართველო (ასაკი 6 წლიდან)
4. ჩვენი დროის გმირები (ასაკი 9 წლიდან)
5. ჩვენი დროის გმირები - 2008 წელი (ასაკი 9 წლიდან)
6. პირველი ნაბიჯები ძველ თბილისში (ასაკი 9 წლიდან)
7. ტოლერანტული ტური (ასაკი 11 წლიდან)
8. მწერლობა და ხელნაწერები (ასაკი 11 წლიდან)
9. აღმოაჩინე ძველი თბილისი (ასაკი 12 წლიდან)
10. თბილისური აივნები (ასაკი 13 წლიდან)
11. მრეწველობა და მეწარმეობა (ასაკი 14 წლიდან)
12. ძველი თბილისის მარგალიტები (ასაკი 15 წლიდან)
------------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
0322 120 333
[email protected]
[email protected]
www.schoolexcursions.ge

სულ მალე 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის საექსკურსიო სეზონს გავხსნით. მანამდე კი გთავაზობთ ძველი თბილისის ტურს -პ͟ი͟რ͟ვ͟ე͟ლ...
11/02/2024

სულ მალე 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის საექსკურსიო სეზონს გავხსნით. მანამდე კი გთავაზობთ ძველი თბილისის ტურს -

პ͟ი͟რ͟ვ͟ე͟ლ͟ი͟ ͟ნ͟ა͟ბ͟ი͟ჯ͟ე͟ბ͟ი͟ ͟ძ͟ვ͟ე͟ლ͟ ͟თ͟ბ͟ი͟ლ͟ი͟ს͟შ͟ი͟
ძველი თბილისის თემა ამოუწურავია და მასზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ადგილი ჩვენს ქალაქში, რომელიც გვაოცებს თავისი უნიკალურობით, ისტორიით, სიძველეებით, საინტერესო ადგილებით, სილამაზით, არქიტექტურით და სხვა მსგავსი საკითხებით. თითოეული ჩვენგანი ვალდებული ვართ ვიცნობდეთ ჩვენს დედაქალაქს და მითუფრო მის უძველეს ნაწილს - ძველ თბილისს. ამიტომ გთავაზობთ რომ გაიაროთ პირველი ნაბიჯები ძველ თბილისში ჩვენთან ერთად. გიდი მოგიყვებათ და გაჩვენებთ საინტერესო ადგილებს. გაიგებთ იმ ძირითად საკითხებს, რაც ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს ძველი თბილისის შესახებ. ექსკურსია არის საფეხმავლო და იწყება აბანოთუბნიდან. გაეცნობით თბილისური აბანოების ისტორიას, წესებს, არქიტექტურას... შემდეგ გიდთან ერთად გაემართებით ლეღვთახების მიმართულებით, საიდანაც ხვეული კიბითა და ძველთბილისური ვიწრო ქუჩებით მოხვდებით ნარიყალაზე. დაათვალიერებთ ნარიყალის კომპლექსს, თბილისის დედა ციხეს და ეკლესიას. შემდეგ კი თბილისური ქვაფენილით დაბრუნდებით აბანოთუბანში, სადაც დაგხვდებათ ტრანსპორტი და მიგიყვანთ სკოლასთან.
იმისთვის, რომ ექსკურსია არ იყოს მოსაწყენი და არ იყოს მხოლოდ შემეცნებაზე ორიენტირებული, გამოყენებული გვაქვს 9-12 წლის მოსწავლეებზე მორგებული სხვადასხვა გასართობი ინტელექტუალური აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს უვითარებს გუნდური მუშაობის უნარს, დაკვირვების, აზროვნების, დროის მენეჯმენტის და ინდივიდუალური მუშაობის უნარებს.

მოსანახულებელი ობიექტები
👉აბანოთუბანი
👉ლეღვთახევი
👉ნარიყალა
🏷ღირებულება დამოკიდებულია ჯგუფის რაოდენობაზე და იწყება 28 ლარიდან
ფასი მოიცავს
✅️ტრანსპორტირებას
✅️გიდის მომსახურებას
✅️აქტივობებს
------------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
0322 120 333
[email protected]
[email protected]
www.schoolexcursions.ge

ძველი თბილისის ტური VI-VIII კლასებისთვისგთავაზობთ განახლებულ ექსკურსიას, განახლებული აქტივობებით, რომლებიც განკუთვნილია ...
14/11/2023

ძველი თბილისის ტური VI-VIII კლასებისთვის
გთავაზობთ განახლებულ ექსკურსიას, განახლებული აქტივობებით, რომლებიც განკუთვნილია VI-VIII კლასის მოსწავლეებისთვის. თუ გინდათ თქვენი ექსკურსია ძველ თბილისში იყოს უფრო შემეცნებითი, გასართობი და დასამახსოვრებელი, მაშინ ეს ტური თქვენთვისაა!!

თითოეულ მოსწავლეს ვაძლევთ სამუშაო მასალას, სადაც მოცემულია სხვადასხვა სახის დავალებები, მათი მიზანია მაქსიმალურად ყველა დავალებას გასცენ პასუხი. მათ შორის მგზავრობის, ძეგლის გაცნობის ან უბრალოდ სიარულის დროს. გიდები გაგაცნობენ ძველი თბილისის საინტერესო ისტორიებს, ამბებს და ადგილებს.

გვაქვს წამახალისებელი პრიზები, რომლებსაც გადავცემთ ყველაზე სხარტ, ნიჭიერ, დაკვირვებულ და გონებამახვილ მოსწავლეებს. ასე ექსკურსია უფრო დასამახსოვრებელი და სახალისო ხდება.

მოსანახულებელი ობიექტები
👉სიონი
👉თბილისის ისტორიის მუზეუმი
👉ქართული იარაღის მუზეუმი
👉მეიდანი
👉აბანოთუბანი
👉მეტეხი

🏷ღირებულება დამოკიდებულია ჯგუფის რაოდენობაზე და იწყება 45 ლარიდან
ფასი მოიცავს
✅️ტრანსპორტირებას
✅️გიდის მომსახურებას
✅️მუზეუმების ბილეთებს
✅️აქტივობებს
👉ექსკურსიების წესებს და პირობებს გაეცანით ამ ბმულზე:
https://schoolexcursions.ge/?page_id=1078
------------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
0322 120 333
[email protected]
[email protected]
www.schoolexcursions.ge

ძველი თბილისის ტურიVI კლასი------------------------------------------------------------------დამატებითი ინფორმაციისა და ...
14/11/2023

ძველი თბილისის ტური
VI კლასი
------------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
0322 120 333
[email protected]
[email protected]
www.schoolexcursions.ge

ძველი თბილისის ტური III-V კლასებისთვისგაინტერესებთ ძველი თბილისის უბნების დასახელებები?რატომ დაერქვა ეს სახელები?სად გაჩ...
30/10/2023

ძველი თბილისის ტური III-V კლასებისთვის

გაინტერესებთ ძველი თბილისის უბნების დასახელებები?
რატომ დაერქვა ეს სახელები?
სად გაჩნდა პირველი დასახლება თბილისში?
საიდან მოედინება გოგირდის თბილი წყალი?
რა იყო გოგირდის აბანოების ფუნქცია?
როგორ გამოიყურება თიხის მილები?
ვინ ცხოვრობდნენ ძველ თბილისში?
რას საქმიანობდნენ?
რატომ არის ძველ თბილისში ვიწრო ქუჩები?
ძველი თბილისის განათება? ტრანსპორტი? ტრადიციები? და მრავალი სხვა...

ექსკურსია გათვლილია III-V კლასის მოსწავლეებისთვის და მისი მიზანია ხელი შეუწყოს არამხოლოდ მოსწავლეების ცოდნის ამაღლებას, ასევე გააუმჯობესოს და გამოავლინოს მათი პიროვნული უნარ-ჩვევები, როგორებიცაა გუნდური მუშაობა, დაკვირვება, ყურადღება, ინდივიდუალური მუშაობა, დროის სწორად განაწილება და სხვა მსგავსი.
სწორედ ამიტომ ექსკურსია დათვალიერება-გაცნობასთან ერთად მოიცავს გასართობ აქტივობებსაც. ბოლო აქტივობაში კი თამაშდება პრიზები.

მოსანახულებელი ობიექტები
👉აბანოთუბანი
👉ლეღვთახევი
👉ნარიყალა

🏷ღირებულება დამოკიდებულია ჯგუფის რაოდენობაზე და იწყება 45 ლარიდან

ფასი მოიცავს
✅️ტრანსპორტირებას
✅️გიდის მომსახურებას
✅️აქტივობებს

👉ექსკურსიების წესებს და პირობებს გაეცანით ამ ბმულზე:
https://schoolexcursions.ge/?page_id=1078
------------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
0322 120 333
[email protected]
[email protected]
www.schoolexcursions.ge

შემოდგომის ტური კახეთში IV კლასიექსკურსიის განმავლობაში მოსწავლეებმა დაათვალიერეს ღვინის საწარმო, გაეცნენ ღვინის წარმოებ...
28/10/2023

შემოდგომის ტური კახეთში
IV კლასი
ექსკურსიის განმავლობაში მოსწავლეებმა დაათვალიერეს ღვინის საწარმო, გაეცნენ ღვინის წარმოების, შენახვის და დაძველების პროცესს. დაათვალიერეს ქართული ტრადიციული მარანი და გაეცნენ ღვინის ატრიბუტებს. დაკრიფეს ყურძენი და დაწურეს საწნახელში. ამოავლეს ჩურჩხელები და თონეში გამოაცხვეს კახური შოთები.
-----------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
574 00 10 44 WhatsApp/Viber
[email protected]
[email protected]
www.schoolexcursions.ge

ფუძნარის მონასტერი, ზურაბ იარაჯულის მემორიალი, საბადურის ტყეVI კლასიექსკურსიის განმავლობაში მოსწავლეებმა დაათვალიერეს და...
03/10/2023

ფუძნარის მონასტერი, ზურაბ იარაჯულის მემორიალი, საბადურის ტყე
VI კლასი
ექსკურსიის განმავლობაში მოსწავლეებმა დაათვალიერეს და გაეცნენ შუა საუკუნეების გუმბათოვანი ტიპის ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესიას, გვირგვინით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის მემორიალი, გაეცნენ მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ბოლოს კი თავისუფალი დრო გაატარეს საბადურის ტყეში.
-----------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
574 00 10 44 WhatsApp/Viber
[email protected]
[email protected]
www.schoolexcursions.ge

👉მშობლები ექსკურსიაზე: I-IV კლასებს მოყვება ყოველ ორ ბავშვზე ერთი მშობელიV-VII კლასებს – ყოველ 4 ბავშვზე ერთი მშობელიVII...
05/09/2023

👉მშობლები ექსკურსიაზე:
I-IV კლასებს მოყვება ყოველ ორ ბავშვზე ერთი მშობელი
V-VII კლასებს – ყოველ 4 ბავშვზე ერთი მშობელი
VIII-IX კლასებს – ყოველ 6 ბავშვზე ერთი მშობელი
X-XII კლასებს – ყოველ 8 ბავშვზე ერთი მშობელი

👉მიმდინარე სეზონზე ექსკურსიის დაჯავშნა შეგიძლიათ მის განხორციელებამდე არაუგვიანეს სამი კვირისა.
‐-------‐-------------------‐---------------------------------------------
გთხოვთ გაეცნოთ ექსკურსიის განახლებულ წესებს და პირობებს ამ ბმულზე👇
https://schoolexcursions.ge/?page_id=1078
-----------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
574 00 10 44 WhatsApp/Viber
[email protected]
[email protected]
www.schoolexcursions.ge

ბოლნისი, დმანისი, ტანძიარეკომენდირებული კლასები - V-VIIხანგრძლივობა - 10-11 სთ.ღირებულება დამოკიდებულია ჯგუფის რაოდენობზ...
05/09/2023

ბოლნისი, დმანისი, ტანძია
რეკომენდირებული კლასები - V-VII
ხანგრძლივობა - 10-11 სთ.
ღირებულება დამოკიდებულია ჯგუფის რაოდენობზე და იწყება 58 ლარიდან*

მოსანახულებელი ობიექტები - ბოლნისის სიონი, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი, სულხან-საბას მუზეუმი ტანძიაში.

*ფასი მოიცავს ტრანსპორტირებას, გიდის მომსახურებას, დმანისის და სულხან-საბას მუზეუმების ბილეთებს.
‐-------‐-------------------‐---------------------------------------------
სანამ ექსკურსიას გაეცნობით, მანამდე აუცილებელია გაეცნოთ ექსკურსიის განახლებულ წესებს და პირობებს ამ ბმულზე👇
https://schoolexcursions.ge/?page_id=1078
-----------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
574 00 10 44 WhatsApp/Viber
[email protected]
[email protected]
www.schoolexcursions.ge

შემოდგომის სეზონის ყველაზე მოთხოვნადი ტური მოსწავლეებისთვის დაბრუნდა!🍂🍁🍇ისიამოვნეთ კახური ტრადიციებით ჩვენს ექსკურსიაზე!...
02/09/2023

შემოდგომის სეზონის ყველაზე მოთხოვნადი ტური მოსწავლეებისთვის დაბრუნდა!🍂🍁🍇
ისიამოვნეთ კახური ტრადიციებით ჩვენს ექსკურსიაზე!

რეკომენდირებული კლასები - IV-XII
პერიოდი - სექტემბერი-ოქტომბერი
ხანგრძლივობა - 10-11 სთ.
ღირებულება - 78 ლარიდან*

*ფასი მოიცავს
✅ტრანსპორტირებას კომფორტული ავტობუსით/მიკროავტობუსით
✅გიდის მომსახურებას
✅საექსკურსიო დაზღვევას
✅ბილეთების საფასურს (ნეკრესი, გრემი ან ი. ჭავჭავაძის მუზეუმი)
✅აქტივობების საფასურს (რთველი, თონეში პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება)

ტურის განმავლობაში მოინახულებთ ღვინის მარანს, დასაძველებელ სარდაფს, ღვინის საწარმოში გაეცნობით წარმოების ტექნოლოგიას. ვენახში დაკრეფთ ყურძენს, დაწურავთ საწნახელში, ამოავლებთ ჩურჩხელებს, თონეში გამოაცხობთ შოთებს.
ასევე მოინახულებთ ერთ-ერთ კულტურულ-ისტორიულ ობიექტს: ნეკრესის მონასტერს, ან გრემის მუზეუმსა და ეკლესიას, ან ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს ყვარელში.
-----------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
574 00 10 44 WhatsApp/Viber
[email protected]
[email protected]
www.schoolexcursions.ge

💥💥💥💥💥💥20 მაისს გთავაზობთ ექსკურსიას 50 ადგილიანი ავტობუსით ყვარლის მიმართულებით.მოსანახულებელი ობიექტები:✅ყვარელში ილია ...
03/05/2023

💥💥💥💥💥💥
20 მაისს გთავაზობთ ექსკურსიას 50 ადგილიანი ავტობუსით ყვარლის მიმართულებით.
მოსანახულებელი ობიექტები:
✅ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
✅ფულის მუზეუმი
✅გრემის მუზეუმი და ეკლესია

საექსკურსიო პაკეტი მოიცავს
✅ტრანსპორტირებას
✅გიდის მომსახურებას
✅საექსურსიო დაზღვევას
✅ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ბილეთებს
✅გრემის მუზეუმის ბილეთებს

გთხოვთ გაითვალისწინეთ, მხოლოდ ტრანსპორტს არ ვაქირავებთ. გთავაზობთ მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ საექსკურსიო პაკეტს.
ფასი დამოკიდებულია ჯგუფის რაოდენობაზე და საკმაოდ ხელმისაწვდომია☺️👍

სანამ ექსკურსიებს და ფასებს გაეცნობით, მანამდე აუცილებელია გაეცნოთ ექსკურსიის განახლებულ წესებს და პირობებს ამ ბმულზე👇
https://schoolexcursions.ge/?page_id=1078
------------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
[email protected]
[email protected]
www.schoolexcursions.ge

👉უსაფრთხო ექსკურსია✅მარშრუტის შერჩევისას ვითვალისწინებთ სავალ გზას და მსგავს გარემოებებს.✅მოსანახულებლად არ შევარჩიოთ ის...
03/05/2023

👉უსაფრთხო ექსკურსია

✅მარშრუტის შერჩევისას ვითვალისწინებთ სავალ გზას და მსგავს გარემოებებს.
✅მოსანახულებლად არ შევარჩიოთ ისეთ ობიექტები, სადაც მოსალოდნელია ქვათაცვენა, წყალმოვარდნა, მეწყერი, ნგრევა და მსგავსი კატასტროფები.
✅სასურველია ექსკურსიაზე წავიდეთ მზიან და მშრალ ამინდში.
ტრანსპორტის შერჩევისას აუცილებლად მოითხოვეთ ✅სატრანსპორტო საშუალების ტექდათვალიერების საბუთი და თუ გაქვთ საშუალება პირადად ნახეთ და დარწმუნდით რომ ტრანსპორტი გამართულად მუშაობს. თუ ამას ვერ ახერხებთ, მაშინ მოიძიეთ რეკომენდაციები, რათა უფრო დარწმუნდეთ ტრანსპორტის სანდოობაში.
✅გიდის და მძღოლის შერჩევისას დაინტერესდით მათი გამოცდილებით. სასურველია მძღოლს ჰქონდეს მინიმუმ ათწლიანი, გიდს კი მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება. მათ შორის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებაც.
✅მძღოლს ან გიდს მოსთხოვეთ პირველადი დახმარების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი და პირველადი დახმარების ჩანთა-ნაკრები.
✅თუ ეგ შეუძლებელია ან გიდი არ გყავთ, მაშინ ჯგუფში იყოლიეთ ერთი პერსონა მაინც, ვინც შეძლებს უბედური შემთხვევის დროს დახმარების გაწევას. ასევე იქონიეთ პირველადი დახმარების ნაკრებიც.
✅სასტუმროს შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის კეთილმოწყობას. მაგალითად, ელ. სადენები იყოს დაფარული, არ ხდებოდეს სადმე დენის გაჟონვა, ყველა ელექტრო ხელსაწყო მუშაობდეს გამართულად და დენის ყველა წყარო იყოს დაცული/დახურული. დარწმუნდით რომ განთავსების ობიექტზე შესასვლელი/გასასვლელი ადგილები მარტივად მისადგომია და რაიმე დაბრკოლება არ ფარავს. შეიძლება სასტუმროს არ ჰქონდეს საევაკუაციო გეგმა (უმეტესობას აქვს, მაგრამ ზოგ საოჯახო სასტუმროს შეიძლება არ ჰქონდეს), მაგრამ თუკი ელემენტარულ უსაფრთხოების წესებს დაიცავთ, საევაკუაციო გეგმა არც დაგჭირდებათ.
✅ექსკურსანტებს არ მისცეთ სიგარეტის მოწევის უფლება დახურულ სივრცეში, ოთახებში ან თუნდაც სველ წერტილებში. სასურველია ექსკურსიის ხელმძღვანელმა მუდმივად აკონტროლოს ყველა შესასვლელ-გასასვლელი. ✅არ მისცეთ მოსწავლეებს კარებების ჩაკეტვის უფლება. ✅ასევე ნუ მისცემთ უფლებას უცხო ქალაქში ღამისთევის დროს დატოვოს სასტუმრო ან სასტუმროში მიიღოს სტუმრები.
✅ნუ დალევთ ალკოჰოლურ სასმელს. ეცადეთ შეინარჩუნოთ ფხიზელი გონება და ჯგუფის თანმხლები უფროსი ასაკის ექსკურსანტებიდან მორიგეობით იფხიზლეთ ღამის განმავლობაში. ასევე ნუ დალევთ ექსკურსიის განმავლობაში, რათა თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის გაუარესება მგზავრობის ან ფეხით გადაადგილების დროს.
✅კვების ობიექტის შერჩევისას მოითხოვეთ სასმელი წყლის და ხორცის ვარგისიანობის დამადასტურებელი საბუთები. საკუთარი კვების შემთხვევაში დაიცავით სეს-ს რეკომენდაციები საკვები პროდუქტების ტრანსპორტირებისა და მათი შენახვის ვადების/პირობების შესახებ. ამით თავიდან აიცილებთ საკვებით გამოწვეულ მოწამლვას, ფაღარათს, ავადმყოფობას და დისკომფორტს.
✅ტრანსპორტირების დროს ნუ ადგებით ფეხზე და ნუ გადაადგილდებით. გზაზე გადასვლის დროს გადადით ჯგუფურად, ასე უფრო უსაფრთხოა. თუ საშუალება გაქვთ ექსკურსიაზე ჩაიცვით შუქამრეკლი ჟილეტები, ცუდი ხილვადობის ან შეღამების დროს მარტივად აღსაქმელები იქნებით მძღოლებისთვის.
✅გზაზე გადასვლის დროს მოსწავლეების თანმხლებ უფროსს (კლასის ხელმძღვანელს, გიდს) კანონით მინიჭებული აქვს მარეგულირებლის უფლება და შეუძლიათ სპეციალური ნიშნით ან უბრალოდ ხელის მინიშნებით გააჩერონ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა, სანამ მოსწავლეები არ დატოვებენ გზის სავალ ნაწილს.
✅ნუ მისცემთ ექსკურსანტებს უფლებას, რომ წამოიღონ ბასრი საგნები, ფეთქებადი, ადვილად აალებადი და მსგავსი სამოქალაქო უსაფრთხოების ნორმებით დაუშვებელი ნივთები.
✅ასევე ნუ მისცემთ ექსკურსანტებს უფლებას, მჭიდრო კონტაქტში შევიდნენ, გამოელაპარაკნონ ან შელაპარაკება გამართონ ექსკურსიის განმავლობაში შემხვედრ სხვა კლასებთან (მაგალითად მუზეუმებში, ეკლესიებში და ა.შ.)
✅ჯგუფის გადაადგილების დროს დაიცავით შემდეგი წესი: წინ გიდი და ერთი მასწავლებელი. უკან ერთი ან ორი უფროსი თანმხლები. ჯგუფის სიდიდიდან გამომდინარე, ყოველ 5-6 მოსწავლეს შორის გვერდზე თითო უფროსი თანმხლები პირი. ამით თავიდან აირიდებთ ჯგუფის დაფანტვას ან ჩამორჩენას.
✅ნუ დაზოგავთ თანხას ტრანსპორტში და მომსახურე პერსონალში (გიდი, მძღოლი), ისინი თქვენი უსაფრთხო ექსკურსიისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. აუცილებლად დაემორჩილეთ გიდების და მძღოლების მითითებებს, ისინი გამოცდილები და ამ საკითხში თქვენზე მცოდნეები არიან. მიანდეთ საქმე პროფესიონალებს.

გისურვებთ მშვიდობიან, შემეცნებით და საინტერესო ექსკურსიებს!

სანამ ექსკურსიებს და ფასებს გაეცნობით, მანამდე აუცილებელია გაეცნოთ ექსკურსიის განახლებულ წესებს და პირობებს ამ ბმულზე👇
https://schoolexcursions.ge/?page_id=1078
------------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
[email protected]
[email protected]
www.schoolexcursions.ge

ზოგს მოვწონვართ, ზოგს - არა,ზოგს გენაცვალეთ, ზოგს - არა.☺️☺️☺️ეს ისე, განწყობისთვის.ამასობაში კი გთავაზობთ საწარმოო-შემე...
01/05/2023

ზოგს მოვწონვართ, ზოგს - არა,
ზოგს გენაცვალეთ, ზოგს - არა.
☺️☺️☺️ეს ისე, განწყობისთვის.

ამასობაში კი გთავაზობთ საწარმოო-შემეცნებით ექსკურსიას სასურსათო ქარხანაში.
მოსწავლეები ნახავენ მოსავლის აღების პროცესს, ნედლეულის დამუშავება-გადამუშავებას. გაეცნობიან სრულ საწარმოო ციკლს მოსავლის აღებიდან მის შეფუთვა-დაფასოებამდე.

👉მოსანახულებელი ობიექტები
✅საქონლის ფერმა
✅მინდვრები
✅ქარხანა

☝️ექსკურსია გათვლილია VI კლასიდან ზემოთ.
☝️პერიოდი - მაისის ბოლოდან ივნისის ბოლომდე ნებისმიერი დღე შაბათ-კვირის გარდა (შაბათს და კვირას ქარხანა ისვენებს).
☝️ხანგრძლივობა 5-6 სთ.
☝️ღირებულება დამოკიდებულია ჯგუფის რაოდენობაზე.

👉ფასი მოიცავს
✅ტრანსპორტირებას
✅გიდი-გამყოლის მომსახურებას
✅საექსკურსიო დაზღვევას
https://schoolexcursions.ge/?to_book=%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%ac%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90

სანამ ექსკურსიას დეტალურად გაეცნობით, მანამდე აუცილებელია გაეცნოთ ექსკურსიის განახლებულ წესებს და პირობებს ამ ბმულზე👇
https://schoolexcursions.ge/?page_id=1078
------------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
[email protected]
[email protected]
www.schoolexcursions.ge

მოგიწოდებთ მეტი თავაზიანობისა და თავშეკავებისკენ🙏🙏სიმშვიდისკენ🤗შეიძლება რამე არ მოგწონდეთ, მაგრამ ადამიანური სახე არ უნდ...
01/05/2023

მოგიწოდებთ მეტი თავაზიანობისა და თავშეკავებისკენ🙏🙏სიმშვიდისკენ🤗

შეიძლება რამე არ მოგწონდეთ, მაგრამ ადამიანური სახე არ უნდა დაკარგოთ.
ქალს უფრო მეტი თავშეკავება და თავაზიანობა უხდება.
ასეთი გამოხტომებით ჩვენ არაფერი მნიშვნელოვანი არ გვაკლდება, უბრალოდ ნერვები გვეშლება ცოტათი🤏☺️
კარგი სიტყვა-პასუხიც ვიცით და კარგი პატივისცემაც. მაგრამ როცა ასეთი ინდივიდები ჩნდებით და ნერვებს გვიშლით, პასუხსაც ადეკვატურს მიიღებთ. მერე იდექით და გვეძახეთ ნაგლები, თავხედები და მკაცრები ხართო🤗🤗
არც თქვენი თანხის გადახდა გვინდა, არც თქვენი კეთილგანწყობა, უბრალოდ სხვას გაყევით ექსკურსიაზე და ჩვენ დაგვასვენეთ🙏😁

ამასობაში კი ვისთვისაც ჩვენი პირობები, წესები და ექსკურსიისადმი დამოკიდებულება მისაღებია აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ექსკურსია და წამოგვყევით
ექსკურსიების სრულ ჩამონათვალს იხილავთ ამ ბმულზე
👉https://schoolexcursions.ge/?page_id=869
------------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
[email protected]
[email protected]
www.schoolexcursions.ge

Address

Tbilisi
0108

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სასკოლო ექსკურსიების პროგრამა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to სასკოლო ექსკურსიების პროგრამა:

Videos

Share

Category


Other Travel Companies in Tbilisi

Show All