არასამთავრობო ორგანიზაცია - ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა”. The Biological Farming Association Elkana, a Georgian NGO
(26)
The Association Elkana was established in 1994 in Tbilisi (Georgia). Elkana Rural Tourism Network unites farmers from different regions, who have opened their farms to tourists. They offer comfortable accommodation, healthy food, good wine and the opportunity to learn more about Georgian culture and traditions. Elkana offers rural tour program "Visit Georgian Farmers". For more information visit o
ur web-site www.ruraltourism.ge
ასოციაცია "ელკანა" დაფუძნდა 1994წ. თბილისში . ელკანას სოფლის ტურიზმის ქსელი აერთიანებს ფერმერებს, რომლებიც თავაზობენ ტურისტებს გაეცნონ მათ ფერმებს. ისინი თავაზობენ ტურისტებს კომფორტულ საცხოვრებელს, ჯანსაღ საკვებს, კარგ ღვინოს და აძლევენ საშუალებს უფრო კარგად გაეცნონ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს. ელკანა გთავაზობთ სოფლის ტურებს "ესტუმრეთ ქართველ ფერმერებს".
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-საიტს www.ruraltourism.ge
L'association Elkana a été crée en 1994 à Tbilissi (Géorgie). L'organisation réunit des agriculteurs de différentes régions du pays soucieux du développement de l'agriculture durable ainsi que de la protection de l'environnement. Elkana promeut des familles qui ont ouvert leur fermes aux touristes et qui souhaiteraient faire du tourisme rural leur source de revenus. Elles offrent un logement confortable, une nourriture saine, du bon vin et l'opportunité d'en apprendre plus au sujet de la culture et des traditions géorgiennes.Elkana propose un programme de voyage rural: "Visitez les agriculteurs géorgiens". Pour plus d'informations, visitez notre site internet: www.ruraltourism.ge
Ассоциация Элкана была создана в1994 в Тбилиси (Грузии). Сеть сельского туризма Элкана объединяет фермеров из разных регионов Грузии, которые открыли двери своих хозяйств для туристов. Они предоставляют комфортное размещение, здоровое питание, хорошее вино и возможность узнать больше о Грузинской культуре и традициях. Элкана предлагает программу сельских экскурсий ,,Посетите Грузинских фермеров ».
Для получения дополнительной информации посетите нашу веб-страницу www.ruraltourism.ge
Stowarzyszenie Elkana zostało założone w 1994 r w Tbilisi (Gruzja). Organizacja jednoczy rolników z różnych rejonów kraju, zainteresowanych zarówno rozwojem zrównoważonego rolnictwa, jak i ochroną środowiska naturalnego. Elkana promuje również rodziny chcące otworzyć swoje domy dla turystów oraz rozwijać turysytkę wiejską jako źródło dochodów. Gospodarze oferują wygodne noclegi, zdrową żywność, dobre wino, a także szansę na poznanie prawdziwej gruzińskiej kultury i bogactwa lokalnych tradycji. Elkana oferuje program turystyki wiejskiej „Odwiedź gruzińskich rolników”. Więcej informacji znajdziesz na: www.ruraltourism.ge
Der Verband Elkana wurde 1994 in Tiflis (Georgien) gegründet. Elkanas Landtourismus Netzwerk vereint Landwirte aus verschiedenen Regionen Georgiens, die ihre Höfe für Touristen geöffnet haben. Sie bieten eine komfortable Unterkunft, gesundes Essen, guten Wein und die Gelegenheit mehr über die georgische Kultur und Tradition zu lernen. Elkana bietet das Tour-Programm "Georgische Landwirte besuchen" an. Für weitere Informationen besuchen Sie unsere Webseite www.ruraltourism.ge
29/03/2024
💚
Elkana - Organic Farming & Rural Tourism Network in Georgia "ელკანას" რჩევები ბიომეურნეებს; "ELKANA" Consultations for Organic Farmers 💜
დღეს აქ ვინმე "ელკანას" ბაზრობიდან ხომ არ ბრუნდება ? 😁
რაჭული ლორი, გორის ვაშლი, ლობიო, თუშური ჩოგი, დამბალხაჭო, ლომთაგორა და წითელი დოლი, ცულისპირი ტყლაპები და გოგრის ჩირი 😋💅
შეგახსენებთ, დღეს და ხვალ Goodwill გუდვილი (დიდი დიღმის შესასვლელთან) ძალიან ბევრ კარგ მწარმოებელს გაიცნობთ თავიან უგემრიელეს პროდუქციასთან ერთად
ალაზნისთავი • Alaznistavi 💜
Loruka / ლორუკა 💜
პანი ფრუთი • Pani Fruit 💜
Ramona Flowers თუშური ჩოგით იმნაირი ყველის დაფა დაიდება რომ უკეთესი არ არსებობს 😋💅 უჩოგესობა 😋💜
#ქართული #ბიომეურნეობა #ელკანა #ბაზრობა #გუდვილი #გემრიელი #ქართულიადაკარგია
13/03/2024
✅The Financial Times საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ
🌄⛺🏞️„დაბრუნება საქართველოში, სადაც სტუმარი ღვთისაა“-ამ სათაურით გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Financial Times საქართველოს შესახებ 20 გვერდიან სტატიას აქვეყნებს
🏔️❄️🍲🍷ვრცელ სტატიაში აღწერილია ქართული კულტურა, ტრადიციები, ტურისტული ადგილები, ღვინო, კულინარია, სტუმართმოყვარეობა და სვანეთში გამართული ფრირაიდის მსოფლიო ტური
ვრცლად იხილეთ ➡️ https://gnta.ge/ge/the-financial-times-back-to-georgia-where-a-guest-is-a-gift-from-god/
https://www.ft.com/content/c46b2a1e-7d3c-4931-b1eb-cef3a9bd0eb1
28/02/2024
საინტერესო რეპორტაჟი ახალციხის წითელი დოლის პურის შესახებ, რომელიც გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მისანიჭებლადაა წარდგენილი🥖🌾
#ელკანა #ახალციხისწითელიდოლი
17/02/2024
🌱🔴 საქართველოში ბიოწარმოება იზრდება
❓ როგორ ვითარდება სექტორი, რა პერსპექტივებია და როგორ მუშაობს ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა?
#მწვანეეკონომიკა #ბიზნესპარტნიორი #ელკანა
06/02/2024
28/12/2023
🎄ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა” გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს✨
2024 წელი ბედნიერებისა და ბარაქის მომტანი ყოფილოყოს თქვენთვის!💚🤍
19/12/2023
📢არაჩვეულებრივი შესაძლებლობა საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებიც სოფლის ტურიზმის მიმართულებით ოპერირებენ.
🚀პროექტის მიზანია კვალიფიციური სერვისის მიმწოდებლების შუამდგომლობით, დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესებს საერთაშორისო ბაზრებისთვის ახალი ტურისტული პროდუქტების შემუშავებასა და განვითარებაში, ციფრული, მდგრადი და სოციალურ-კულტურული უნარების გაუმჯობესებების გზით.
პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით აღნიშნულ ბმულზე 👉🏻 https://www.eururaltourism.eu/en/calls/
🗓️განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია 15 იანვრის ჩათვლით.
კითხვების და/ან კონსულტაციის შემთხვევაში დაგვიკავშირდით 👉🏻 [email protected]
We are thrilled to announce that we open the second call for rural tourism SMEs! 🔝
🚀 This second call has total funding of 280,000 Euros, and 56 selected SMEs will receive financial support in the form of a service pack valued at 5,000 Euros.
Goal 👉 to assist them in designing and developing new tourism products for international markets, incorporating digital, sustainable, and socio-cultural improvements.
The interested enterprises have to fall under the following NACE classification:
🏨 Accommodation
🛫 Travel agency, tour operator reservation service and related activities
🍲 Other NACE codes or in general other activities referred to the rural tourism sector
📅 Deadline to apply: 16th January 2024
More info 👉 https://www.euroclusterruraltourism.eu/en/calls/
Venetian Cluster
Clúster Turismo Sostenible de Aragón
ADI Harghita
Euracademy Association
Longarone Fiere Dolomiti
Národní klastrová asociace - National Cluster Association CZ
Ruraltour Professional
ecoclub.com
17/11/2023
17/11/2023
23/10/2023
For Eng 👇
📎21 ოქტომბერს ახალციხეში პურის ფესტივალი ჩატარდა, რომელსაც ტრადიციულად ახალციხის ციხემ უმასპინძლა.
🌾პურის ფესტიალი 2021 წლიდან ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამცხე-ჯავახეთის დანიშულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ორგანიზებით უწყვეტად ტარდება.
🥖ფესტივალის მიზანია ხორბლის ადგილობრივი ჯიშების აღდგენა-პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ამ საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ფერმერის ჩართვა და ადგილობრივი პროდუქტების გაყიდვა/გასაღების მოკლე, თანამშრომლობითი ჯაჭვების წარმოჩენა-წახალისება.
◽წელს ფესტივალი ოფიციალურად სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა გახსნა. სტუმრებს მიესალმნენ ფესტივალის ორგანიზატორები, ასოციაცია "ელკანას" დირექტორი მარიამ ჯორჯაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სამცხე-ჯავახეთის DMO-ს აღმასრულებელი დირექტორი დავით მუმლაძე და სასტუმროების ქსელი "ინ ჰოსფითალითის" PR მენეჯერი სოფო ბერიაშვილი. სასტუმრო „ახალციხე ინ“ ფესტივალის თანადამფინანსებელი იყო.
🌾ფესტივალის სტუმრები გაეცნენ ხორბლის ენდემურ სახეობებს და ადგილობრივ ჯიშებს, მათ მნიშვნელობასა და მოვლა-მოყვანის წესებს, დააგემოვნეს ადგილზე გამომცხვარი სხვადასხვა სახეობის ხორბლის პური, ადგილობრივი პროდუქტები და სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული კერძები.
🖇Akhaltsikhe Castle traditionally hosted the Bread Festival on October 21, 2023.
🌾The Festival annually takes place since 2021 and is organised by the Biological Farming Association Elkana, Akhaltsikhe Municipality City Hall and Samtskhe-Javakheti Destination Management Organization (DMO).
🥖The purpose of the festival is to promote the restoration and promotion of local wheat varieties, to involve as many farmers as possible in this activity, and to promote the short, cooperative supply chains of sales of local products.
◽The festival was officially opened by Besik Amiranashvili, the State Representative in Samtskhe-Javakheti Region. The guests were welcomed by the festival organisers - Mariam Jorjadze, the Director of Association "Elkana", Irakli Lazarashvili, the Mayor of Akhaltsikhe Municipality, Davit Mumladze, the Executive Director of Samtskhe-Javakheti DMO, and Sopo Beriashvili PR manager of hotel chain Inn Hospitality. This year, for the first time the Festival was co-sponsored by the representative of the private sector of the region - Akhaltsikhe Inn.
🌾The guests of the event learned about the endemic species and local varieties of wheat, their value, and the instructions on their care and cultivation; they also tasted different types of wheat bread baked on the spot, local products, and traditional dishes of Samtskhe-Javakheti.
#პურისფესტივალი #ახალციხე #ელკანა
05/10/2023
🖇️2023 წლის 3 ოქტომბერს, ასოციაცია „ელკანას“ შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობამ უცხოელ ჟურნალისტებსა და მიშლენის შეფმზარეულებს უმასპინძლა, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს რამდენიმე რეგიონს ეწვევიან, გაეცნობიან ქართული ღვინისა და გასტრონომიის კულტურას და საქართველოში ვიზიტის შესახებ ბელგიის ჟურნალ-გაზეთებისთვის სტატიებს დაწერენ.
▫️„ელკანას“ ექსპერტებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს შინაური ცხოველები: ქართული მთის ძროხა, კახური ღორი, ქათმის ადგილობრივი პოპულაციები (მეგრულა, ნაცარა), ჯავახური ბატი და ადგილობრივი იხვი. სტუმრებმა ასევე მოინახულეს მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული სატრენინგო დარბაზი და პერმაკულტურის ნაკვეთი ხეხილის ბაღითა და ვაზით. ვიზიტის ბოლოს სტუმრებმა დააგემოვნეს ტრადიციული კერძები და ქვევრის ღვინო.
📌შეხვედრა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.
#ელკანა #სოფლისტურიზმი
19/09/2023
🖇️14 სექტემბერს სოფლის მეურნეობით დაინტერესებული გერმანელი ტურისტების 30 - კაციანი ჯგუფი „ელკანას მარცვლეულის კიდობანს” ესტუმრა, სამცხე-ჯავახეთში, სოფელ წნისში.
▫️ტურისტებმა დაათვალიერეს მეურნეობა, გაეცნენ „ელკანას“ საკონსერვაციო საქმიანობას, ნახეს მარცვლოვანი და სამარცვლე პარკოსანი კულტურების ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების საკოლექციო ნათესები, ხორბლის ხუთი ენდემური სახეობის თავთავების ნიმუშები, ვაშლისა და მსხლის ადგილობრივი ჯიშების ბაღი და სანერგე.
◽️ამავდროულად, მონაწილეობა მიიღეს ახალციხის (მესხური) წითელი დოლისა და დიკას პურის ცხობასა და მესხური აპოხტის ხინკლის მომზადების მასტერკლასში. მესხური სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძის - აპოხტის ხინკლის მასტერკლასი „ელკანას“ წევრმა ფერმერმა, ზაზა ივანიძემ ჩაატარა. ტურისტებმა დააგემოვნეს წითელი დოლისა და დიკას ფქვილით გამომცხვარი სურნელოვანი პური, პარკოსანი კულტურების მარცვლეულით მომზადებული კერძები და ადგილობრივი ჯიშის ვაშლები.
▫️საქართველოს ექსკლუზიური 11 - დღიანი ტური, ტურისტული კომპანია „ჯორჯია ინსაითის“ ორგანიზებითა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მხარდაჭერით, ჰაინც გენგენბახთან და გიუნთერ ზემლერთან ერთად მიმდინარეობდა. სოფლის მეურნეობით დაინტერესებული ადამიანები 11 დღის განმავლობაში ესტუმრნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, შეხვდნენ „ელკანას“ წევრ ბიოფერმერებს და გაეცნენ სოფლის მეურნეობაში ჩართულ ბიზნესებს.
Georgia Insight - Georgien Reisen
AGRI Services
#ელკანა #სოფლისტურიზმი
17/09/2023
გერმანული ტელევიზიის მიერ გადაღებული ფილმი, ნახეთ, საინტერესოა https://www.ndr.de/fernsehen/sendungen/laender-menschen-abenteuer/Durch-die-Bergwelten-des-Kaukasus,sendung1375964.html?fbclid=IwAR1wxgHC18AupcLFu_KOjInog56m8QhlbjVg5u1zw9pegvlDcQX0nS3wO0Uსაინტერესო
Das kleine Georgien hat unzählige Naturparadiese. Besonders wild und ursprünglich ist es in den einsamen Bergregionen.
15/09/2023
🖇️ტურისტული კომპანია „ჯორჯია ინსაითის“ ორგანიზებითა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მხარდაჭერით, ჰაინც გენგენბახთან და გიუნთერ ზემლერთან ერთად, 8 სექტემბერს საქართველოს ეწვია გერმანელ ტურისტთა 30-კაციანი ჯგუფი და დაიწყო ექსკლუზიური 11-დღიანი ტური. სტუმრები მოინახულებენ საქართველოს რამდენიმე რეგიონს. სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირები 11 დღის განმავლობაში ესტუმრებიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, შეხვდებიან „ელკანას“ წევრ ბიოფერმერებს, გაეცნობიან სოფლის მეურნეობაში ჩართულ ბიზნესებს.
▫️ტურის განმავლობაში გათვალისწინებულია ასოციაცია „ელკანას“ ორ საკონსერვაციო მეურნეობაში სტუმრობა - „მარცვლეულის კიდობანში“, სამცხე-ჯავახეთში და „ელკანას“ შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობაში, კახეთში.
▫️11 სექტემბერს გერმანელების ჯგუფი „ელკანას“ შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობას ესტუმრა, სოფელ ზემო ხოდაშენში.
ტურისტებმა დაათვალიერეს მეურნეობა, გაეცნენ „ელკანას“ საკონსერვაციო საქმიანობას, მონაწილეობა მიიღეს ცხოველების გამოკვებაში და დააგემოვნეს დიკას, შავფხასა და წითელი დოლის პური, ძველი ქართული კულტურებისგან მომზადებული კერძები.
#ელკანა #სოფლისტურიზმი
06/08/2023
31/07/2023
20/07/2023
🖇️თუ მესხური კულტურის გაცნობა გსურთ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ალუდა ჯვარიძის სამსაუკუნოვან მესხურ ოდას, სადაც მესხური ტრადიციები დღემდე ცოცხალია.
◽️მესხური ოდა-სახლი “მზიანეთი” პატარა ეთნოგრაფიული მუზეუმია, რომელიც მესხური კულტურისა და ტრადიციების გაცნობით დაინტერესებულ სტუმრებს აქტიურად მასპინძლობს. მესხური ოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მესხური ტრადიციული ფურნეა, სადაც მესხური ქადები, ქადა-ხაჭაპურები და სომინი პური ცხვება.
◽️ადგილზე შესაძლებელია ტრადიციული მესხური კერძების დაგემოვმება და მესხური პურის ცხობისა და ტენილი ყველის ძველი, ტრადიციული მეთოდით მომზადების მასტერკლასში მონაწილეობის მიღება.
📍სამცხე-ჯავახეთი, ასპინძის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჭობარეთი
Aluda Jvaridze
#ელკანა #სოფლისტურიზმი #აგროტურიზმი
12/07/2023
📍 „ელკანას" მარცვლეულის კიდობანი, სამცხე-ჯავახეთი, სოფელი წნისი
🖇️აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, „ელკანას“ მიზანია აღადგინოს გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ძველი ქართული ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები, სწორედ ამ მიზნით დააარსა „ელკანამ“ 2004 წელს საკონსერვაციო მეურნეობა „მარცვლეულის კიდობანი“
◽️„მარცვლეულის კიდობანი“ აქტიურად იღებს ვიზიტორებს და მათ საკმაოდ შთამბეჭდავ დახვედრას ჰპირდება. აქ მოსულ ტურისტებს, სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ ნახონ:
🌾მარცვლოვანი და სამარცვლე პარკოსანი კულტურების ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების როგორც მოზრდილი, ასევე საკოლექციო ნათესები
🍎🍐ვაშლისა და მსხლის ადგილობრივი ჯიშების ბაღი და სანერგე
◽️სტუმრებს ასევე შეუძლიათ ისწავლონ თონეში პურის ჩაკვრა, დააგემოვნონ ახალციხის (მესხური) წითელი დოლის ფქვილით გამომცხვარი სურნელოვანი პური და პარკოსანი კულტურების მარცვლეულით მომზადებული კერძები
👉🏻ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ: [email protected]
02/07/2023
🖇️24-25 ივნისს, “ელკანას” საერთაშორისო კონფერენციის შემდგომ დაგეგმილი სამცხე-ჯავახეთის ტურის ფარგლებში, ტურის მონაწილეებმა მოინახულეს სოფელ წნისში არსებული “ელკანას” მარცვლეულის კიდობანი, გაეცნენ “ელკანას” საქმიანობას, დაათვალიერეს ადგილობრივი ჯიშების ხეხილის ბაღი, მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების საკოლექციო ნათესები და მონაწილეობა მიიღეს მესხური წითელი დოლის პურის ცხობის მასტერკლასში🌾
▫️ტურის ფარგლებში ასევე ესტუმრნენ “ელკანას” სოფლის ტურიზმის ქსელის წევრ აგროტურისტულ მეურნეობებს - “თირებს”, “ვალოდიას კოტეჯებს” და “ალუდა ჯვარიძის მესხურ ოდას”.
Valodia's Cottage Vardzia
Tirebi Guest House
Aluda Jvaridze
#ელკანა #სოფლისტურიზმი #მარცვლეულისკიდობანი
Address
61 Gazaphuli Street
Tbilisi
0177
Opening Hours
Monday | 09:30 - 19:30 |
Tuesday | 09:30 - 19:30 |
Wednesday | 09:30 - 19:30 |
Thursday | 09:30 - 19:30 |
Friday | 09:30 - 19:30 |
Website
Alerts
Be the first to know and let us send you an email when Elkana - Organic Farming & Rural Tourism Network in Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.
Contact The Business
Send a message to Elkana - Organic Farming & Rural Tourism Network in Georgia:
Shortcuts
Category
Our Story
“ელკანას” ისტორია
ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა” დაფუძნდა 1994 წელს. ამ პერიოდში ქართული სოფელი საწარმოო საშუალებების არქონასთან ერთად, ინფორმაციისა და ცოდნის სრულ დეფიციტს განიცდიდა - ქვეყანაში არ მუშაობდა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინსტიტუტი, რომელიც ფერმერებს დაეხმარებოდა კვალიფიციური სასოფლო-სამეურნეო რჩევებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით. ფერმერთა დასახმარებლად შეიქმნა ასოციაცია “ელკანა” და თავდაპირველად მისი საქმიანობა მხოლოდ ფერმერთა სამრჩევლო მომსახურებით შემოიფარგლებოდა; ამჟამად ორგანიზაციაში რამოდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ:
- სამრჩევლო (სასოფლო-სამეურნეო რჩევები ფერმერთათვის და სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირთათვის),
- ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა სოფლად,
- აგრარული მრავალფეროვნების დაცვა,
- სოფლის ტურიზმი
- საზოგადოებრივი ურთიერთობები (ფერმერთა უფლებების დაცვა, ტრენინგები/სემინარები, საგამომცემლო და პოპულარიზაციის საქმიანობები.
ორგანიზაციამ მუშაობა 9 წევრი ფერმერის მომსახურებით დაიწყო, თანდათან გაფართოვდა და 2012 წლის მონაცემებით ასოციაცია აერთიანებს 900-ზე მეტ წევრს. ასოციაციის წევრი, განურჩევლად სქესის, ასაკის, შრომისუნარიანობის ან ეთნიკური წარმომავლობისა, შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში მდგრადი ბიომეურნეობების განვითარებითა და გარემოს დაცვით.
1996 წლიდან “ელკანა” ორგანული სოფლის მეურნეობის მოძრაობის საერთაშორისო ფედერაციის (IFOAM) წევრია. IFOAM-ის სტანდარტებისა და ევროკავშირის რეგულაციის მოთხოვნების გათვალისწინებით, ასოციაციამ შეიმუშავა და რეგისტრაციაში გაატარა ბიოაგროწარმოების სტანდარტი, რომლის დაცვა სავალდებულოა ასოციაციის წევრი მეურნეებისათვის. სტანდარტი “ელკანას” ძირითადი სამუშაო დოკუმენტია, რომელიც შემდგომში რამდენიმეჯერ განახლდა და რომლის მოთხოვნების გათვალისწინებით “ელკანას” წევრი ფერმერები აწარმოებენ მრავალფეროვან და ხარისხიან პროდუქციას.
წევრი ფერმერების პროდუქციის ბაზარზე შესაბამისი სტატუსით (“ბიო”) განთავსებას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და სერტიფიცირების სისტემის ჩამოყალიბება სჭირდებოდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობით 2006 წელს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი `ბიოაგროწარმოების შესახებ~. ამავე პერიოდში `ელკანას” ძალისხმევითა და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დაფუძნდა ბიოსერტიფიცირების ორგანო _ შპს “კავკასსერტი” (www.caucascert.ge), რომელმაც 2008 წელს გერმანიის აკრედიტაციის ორგანოს (DAP) აკრედიტაცია მოიპოვა, ხოლო 2011 წლის ბოლოდან “კავკასსერტი” შევიდა ევრორეგულაციით დამტკიცებულ სერტიფიცირების ორგანოთა სიაში და მის მიერ გაცემული ბიოსერტიფიკატი აღირებულია ევროპის ბაზარზე. 2011 წლის მონაცემებით საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ფართობების 0.06% (1042 ჰა) სერტიფიცირებულია, როგორც “ბიო” (ვაშლი, ბროწეული, ხურმა, ყურძენი, მარცვლოვნები, პარკოსნები, ეთერზეთოვანი კულტურები).
2007 წლიდან “ელკანა” ხარისხის მართვის ISO 9001/2000 სერტიფიკატს ფლობს სამრჩევლო მომსახურებისა და ტრენინგცენტრის საქმიანობის სფეროებში. მასერტიფიცირებელი კომპანია (Social-Cert-Ltd, მიუნხენი, გერმანია) ადასტურებს, რომ “ელკანაში” არსებობს და მოქმედებს სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას.
ბიომეუნეობების განვითარების ხელშეწყობის პარალელურად “ელკანა” მუშაობს ტრადიციული აგრარული მრავალფეროვნების დაცვისა და მდგრადი გამოყენების საკითხებზეც. ამ მიმართულებით მუშაობა ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყო. 2004-2009 წლებში “ელკანამ” განახორციელა GEF/UNDP დაფინანსებული პროექტი “საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების აღდგენა, კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება”, რომლის ფარგლებში აღდგენილია და ფერმერთა მეურნეობებში უკვე ითესება ძველი ქართული პარკოსანი და მარცვლოვანი კულტურები, მათ შორის ისეთი უძველესი ხორბლები, როგორიცაა დიკა და ახალციხური წითელი დოლი. 2011 წელს “ელკანას” ინიციატივით და საქართველოსა და სომხეთში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს სოციალური გარდაქმნების პროგრამის (GEF/UNDP) დაფინანსებით დაიწყო პროექტი “გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი შინაური ცხოველების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება საქართველოში”.
სოფლის ტურიზმის განვითარების პროგრამის ფარგლებში “ელკანა” ხელს უწყობს ფერმერთა ჩართვას სოფლად ტურისტულ საქმიანობებში, მათთვის დამატები შემოსავლების შექმნის მიზნით. პროგრამაზე ორგანიზაცია მუშაობს 2006 წლიდან. 2006-2012 წლებში “ელკანამ” განახორციელა შDჩ დაფინანსებული პროექტი “ტურიზმის განვითარება სოფლად”. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სოფლის ტურიზმის ქსელი, სადაც გაერთიანდა 110 საოჯახო სასტუმრო სახლის მფლობელი და ტრადიციული პროდუქტის მწარმოებელი. ქსელი დღესდღეობით მოიცავს საქართველოს 8 რეგიონს. სასტუმრო სახლების მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად “ელკანამ” დანერგა საოჯახო სასტუმროების სტანდარტი, რომელიც ემყარება ევროპის ფერმერული და სოფლის ტურიზმის ფედერაციის – “ევროჟიტეს” ძირითად მოთხოვნებს.
Brief History
The Biological Farming Association Elkana, a Georgian non-governmental organization, was founded in 1994. At that time, the Georgian village, being completely devoid of means of productions, had also an acute shortage of information and knowledge. No government or public institution capable of assisting farmers with qualified farming advice and modern technologies was functioning in the country. In order to assist Georgian farmers the Association Elkana was established, whose initial activities were limited to advisory services of farmers; at present the organization’s scope of activity has widened and includes:
- Advisory/extension service (agricultural consultations for farmers and persons engaged in farming);
- Promotion of rural economical development;
- Conservation of agricultural diversity;
- Development of rural tourism;
- Public relations (protection of farmers rights, training/workshops, publishing and promotional activities).
Initially, the organization was serving 9 member farmers. Gradually, the clientele has widened and now, according to the 2012 statistics, the Association numbers over 900 member farmers. Any Georgian citizen irrespective of s*x, age, earning capacity, and ethnic origin and interested in the development of sustainable agriculture and environmental protection in Georgia is eligible to membership of the Association.
Since 1996 Elkana has been a member of the International Federation of Organic Agricultural Movements (IFOAM). In compliance with IFOAM standards and European Union regulations, the Association has developed and officially registered a organic production standard, which is binding on the Association member farmers. The standard is the principal working document for Elkana. The standard has been subsequently updated several times. The requirements of the updated standard are strictly observed by Elkana member farmers in the production of diverse and quality farm produce.
The placing of the member farmers’ products on the market with a respective status (‘organic’) required the establishment of a relevant legislative base and certification system. Thanks to active cooperation with the Ministry of Agriculture of Georgia and other competent agencies, a Law of Georgia on Biological Agri-production entered into force in 2006. In the same period, by efforts of Elkana and with the support of Swiss Agency for Development and Cooperation (SDC) a biological certification body – Caucascert Ltd. (www.caucascert.ge) was established. In 2008 it was granted a certificate of accreditation by the Office of the German Accreditation System (DAP), and since the end of 2011 has been on the list of control bodies and authorities working under the system of import authorization issued by EU Member States; now biological certificates awarded by Caucascert are recognized on the EU markets. According to 2011 statistics, 0,06% (1042 ha) of agricultural land area in Georgia is certified as ‘organic’ (area under apples, pomegranate, persimmon, grapes, cereals, legumes, essential oil plants).
Since 2007 Elkana has been a holder of the quality assurance certificate ISO 9001/2000 as an advisory/extension department and training unit. The certification company (Social-Cert-GmbH, Munich, Germany) acknowledges that Elkana is running a regular quality improvement assurance system.
In parallel with promoting the development of organic farming, Elkana is also occupied with the problems of traditional agricultural diversity conservation and sustainable use. The organization started to work in this direction already in 1996. In 2004-2009, Elkana implemented the GEF/UNDP-funded project “Conservation and Sustainable Use of Georgia's Agrobiodiversity”, in the framework of which old Georgian cereal and leguminous crops have been recovered and are being cultivated and propagated on farms, including such ancient and endemic wheat varieties as Dika and Akhaltsikhe (Meskhetian) Tseiteli Doli. In 2011, by Elkana’s initiative and with the financial support of the MATRA Social Transition Programme of the Embassy of the Kingdom of the Netherlands in Georgia and Armenia a small-scale project “The Conservation and Sustainable Use of Domestic Animals at Risk of Extinction in Georgia” was launched.
In the framework of the Rural Tourism Development Program, Elkana encourages the involvement of farmers in tourist activities in rural areas, for the purpose of ensuring additional income for them. The organization has been working on the program since 2006. In 2006-2012, Elkana implemented a SDC-funded project “Rural and Tourism Development in Georgia”. In the frames of the project, a network of family hotels/guesthouses has been created to incorporate 110 owners of family-run rural hotels/guesthouses and traditional product producers. At present, the network encompasses 8 regions of Georgia. In order to assure quality service of guesthouses Elkana has introduced a family-run rural hotel/guesthouse standard, which is based on the principal requirements of EuroGites - European Federation of Farm and Village Tourism.
Other Eco Tours in Tbilisi
-
Gabriel Salose
-
0177
-
Vaja Pshavela Avenue
-
Varketili
-
Guramishvili
-
Tsotne Dadiani Str 7 Tradinc Center Karvasla Office С311
-
Marjanishvili
-
Tusheti
-
Banakis Das