08/06/2023
პრაღა - ბუდაპეშტი 💙✈
ტურისტული კომპანია "გაიცანი საქართველო", გთავაზობთ 5 დღიან დაუვიწყარ ჯგუფურ ტურს პრაღა - ბუდაპეშტი (1,2,3,4,5 აგვისტო - სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი)
✔ პრაღას რამდენიმე მეტსახელი აქვს დროისა და კონტექსტის მიხედვით, მათ შორის: „ოქროს ქალაქი“, „ოთხმოცდაათიანების მარცხენა სანაპირო“, „ქალაქთა დედა“ და „ევროპის გული“. 1992 წლიდან პრაღის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
✔ბუდაპეშტში არსებული ბევრი შენობა-ნაგებობა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, ასევე UNESCO იცავს ბუდაპეშტის ბუდას სასახლის უბანს, ბუდაპეშტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, გელერტის აბანოებს (უნგრეთი მდიდარია მინერალური წყლებით), უნგრეთის პარლამენტს, ასი წლის მეტროს და სხვა ძეგლებს.
განრიგი:
1 აგვისტო, სამშაბათი - 1 დღე:
გაფრენა ქუთაისის აეროპორტიდან - 06:40 საათი
ჩაფრენა პრაღის საერთაშორისო აეროპორტში - 08:35 საათი (ჩეხეთის დროით)
09:30 საათზე დაბინავება სასტუმროში, ქალაქის ცენტრში - https://www.booking.com/hotel/cz/citypartnerhotelatospra.en-gb.html?
შესვენების შემდეგ, 11:30 საათისთვის ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ პრაღის ძველი ქალაქი
✔ ასტრონომიული საათი - პრაღის გასაოცარი საათი, რომელიც რამდენიმე დროს ერთდროულად აჩვენებს. საათი 600-ზე მეტი წლის გახლავთ.
✔ მადამ ტუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმი
✔ სალვადორ დალის მუზეუმი
✔ ფხვნილის კოშკი - ეს გოთიკური კოშკი იმ ძველი ალაყაფის კარია რომელიც ქალაქს თავდასხმისგან იცავდა. 19-ე საუკუნეში მას კორონაციის ცერემონიებისთვის იყენებდნენ. მეფეები პრაღის ციხე-სიმაგრისკენ აქედან მიდიოდნენ.
✔ ვაცლავის მოედანი - სუვენირების ბაზრობა და სავაჭრო ცენტრები
19:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში, თავისუფალი დრო. (დღის განმავლობაში, ტურის შუალედში გვექნება 1 საათიანი შესვენება)
2 აგვისტო, ოთხშაბათი - მეორე დღე:
07:00 - 09:00 საათი - საუზმე სასტუმროში
09:30 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ ნაციონალური მუზეუმი
✔ ფრანც კაფკას თავი, რომელიც მოძრაობს— XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანულენოვანი მწერალი და ნოველისტი
✔ კარლოვის ხიდი - თავდაპირველად ხიდს პრაღის ხიდი ერქვა, ხოლო 1870 წელს ოფიციალურად გადაერქვა სახელი იმპერატორ კარლ IV-ს საპატივსაცემოდ. ხიდზე ცამეტი სკულპტურაა, ძირითადად რელიგიური ხასიათის.
✔ გემით ერთსაათიანი გასეირნება მდ. ვლტავაზე
✔ ტრდილოს დაგემოვნება- ჩეხური ტრადიციული ტკბილეული
✔ ჯონ ლენონის კედელი - თავისუფლების, მშვიდობისა და სიყვარულის სიმბოლოა. კედელი სავსეა Beatles სიმღერების ტექსტებით ან სხვადასხვა წარწერებით.
კედელი 1988 წელს შეიქმნა, როდესაც საბჭოთა რეჟიმით უკმაყოფილო ახალგაზრდებმა საკუთარი აზრის გამოხატვა კედელზე წარწერების და ნახატების შექმნით გადაწყვიტეს.
✔ პატარა ვენეცია
✔ ვიტუსის კათედრალი (პანორამული ხედები პრაღაზე)
✔ მოცეკვავე სახლი - არქიტექტურული ხელოვნების ნიმუში „მოცეკვავე სახლი“, საოფისე შენობის მეტსახელია პრაღის ცენტრში
20:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში, თავისუფალი დრო. (დღის განმავლობაში, ტურის შუალედში გვექნება 1 საათიანი შესვენება)
3 აგვისტო, ხუთშაბათი - მესამე დღე:
ლანჩბოქსი სასტუმროში
07:50 საათზე გაფრენა პრაღიდან ბუდაპეშტში (ავიაკომპანია რაინეარით) - 09:00 საათი - ჩაფრენა ბუდაპეშტის აეროპორტში.
10:30 საათისთვის დაბინავება სასტუმროში (ბუდაპეშტის ცენტრში)
12:00 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ პარლამენტს - შენობა დუნაის ნაპირზე დგას.
ის ნეოგოთიკურ სტილშია აშენებული და მის ფასადზე 88 ქანდაკებაა, უმეტესად უნგრელი მეფეებისა და მმართველების.
✔ სენტ სტეფანის (იშტვანის) ბაზილიკა - გუმბათიდან (სადაც აუცილებლად მოვხვდებით) იშლება ულამაზესი პანორამული ხედები ბუდაპეშტზე.
ბაზილიკას შესასვლელთან განთავსებულია ულამაზესი სკვერი, რომელიც მოსაღამოვებისას ხალხმრავალ ადგილად გარდაიქმნება ხოლმე.
✔ ვაცის ქუჩა - ქალაქის ცენტრალური ქუჩა, სადაც განთავსებულია სავაჭრო ცენტრები, კაფეები. ასევე ეს გახლავთ ბუდაპეშტის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩა, რომელიც დიდი ხანია, სასეირნო და დასასვენებელ ადგილად იქცა. (აქ ტურის შუალედში გვექნება თავისუფალი დრო 1 - 30 საათი)
✔ დუნაის ბულვარის ფეხსაცმელები - ზოგი მათგანი მამაკაცებს ეკუთვნით, ზოგიერთი – ქალებს. ეს მემორიალი იმ გარდაცვლილ ებრაელებს ეძღვნებათ, რომლებიც 1944-1945 წლებში უნგრეთის ისრების ჯვრის პარტიის წევრებმა დახოცეს დუნაის ნაპირებთან.
✔ ჯაჭვის ხიდზე გასვლა - ინგლისელი დიზაინერის უილიამ ტერი კლარკის მიერ დაპროექტებული ხიდი დღესაც აოცებს მნახველებს.
20:00 საათზე - დაბრუნება სასტუმროში, დასვენება, თავისუფალი დრო.
4 აგვისტო (პარასკევი) - მეოთხე დღე:
✔ 07:00 - 09:00 საათი - საუზმე სასტუმროში. 09:30 საათისთვის ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ მეთიუსის ეკლესიას - ერთ-ერთი ლამაზი შენობა, რომლის მშენებლობა ორი საუკუნის მანძილზე მიმდინაროებდა. ის აგებულია გოთიკურ სტილში და იმდენად ლამაზია, რომ როდესაც XVI საუკუნეში თურქებმა დაიპყრეს ქალაქი მათ ვერ გაიმეტეს ტაძარი დასანგრევათ და მხოლოდ ფრესკები გადაღებეს.
✔ მეთევზეთა ბასტიონს - ხედები პარლამენტის შენობაზე და მდინარე დუნაიზე
✔ უნგრეთის ეროვნულ მუზეუმს - მუზეუმის კოლექცია ეძღვნება უნგრეთის ისტორიასა და ხელოვნებას, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს დაარსების მომენტიდან 1990 წლამდე პერიოდს
✔ გელერტის მთას და ციხეს - აღნიშნული ადგილი ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და გამწვანებული ადგილია მთელ ბუდაპეშტში. გადმოსახედი ბუდაზე და პეშტზე
✔ 40 წუთიანი გასეირნება გემით მდ. დუნაიზე და ულამაზესი პანორამული ხედები ქალაქის ცენტრალურ უბნებზე
✔ გმირთა მოედანს
✔ ვაიდახუნიადის სასახლე და სოფლის მეურნეობის მუზეუმი - ბუდაპეშტის ცენტრში მდებარე ძალიან რომანტიული და არაჩვეულებრივი სილამაზის მქონე სასახლე.
✔ ვაროშლიგეტის პარკს და ტბას - საუკეთესო ადგილი განტვირთვისთვის (აქედან 50 მეტრში მდებარეობს ზოოპარკი, მონაწილეების სურვილის შემთხვევაში ამ ადგილსაც მოვინახულებთ
5 აგვისტო (შაბათი) - მეხუთე დღე:
05:10 საათისთვის გამოფრენა ბუდაპეშტიდან (ადგილობრივი დროით)
10:10 საათი - დაბრუნება ქუთაისის აეროპორტში და გამომგზავრება თბილისისკენ.
ტურის ღირებულება გახლავთ 1750 ლარი. ფასში შედის:
✔ ავიაბილეთები ორივე მიმართულებით (ქუთაისი - პრაღა და ბუდაპეშტი - ქუთაისი )
✔ ავიაბილეთი (პრაღა - ბუდაპეშტი)
✔ ბარგი 10 კგ (პრიორიტეტი სტატუსი)
✔ სასტუმრო 4 ღამე (2 პრაღაში და 2 ბუდაპეშტში
✔ საუზმეები
✔ ტრანსფერი (თბილისი - ქუთაისი - თბილისი)
✔ ქართულენოვანი გიდი
✔ სამოგზაურო დაზღვევა
ფასში არ შედის:
✔კვება (საუზმის გარდა)
✔ შიდა გადაადგილებისთვის საჭირო და მუზეუმების მოსაკრებლები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 350 ლარს.
დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 577 72 76 67 ნიკა