10/09/2021
(For English Scroll Down)
🍂საშემოდგომო აქტივობები დაუვიწყარი მოგონებებისთვის🍁
☀️შემოდგომა განსაკუთრებული სეზონია, რადგან სამყარო ფერიცვალებას იწყებს, გარემო ფერადდება ისე, თითქოს მხატვარმა საგულდაგულოდ მოხატა საღებავებით. თუ გსურთ, რომ 2021 წლის შემოგომა საინტერესო მოვლენებით დახუნძლოთ, გთავაზობთ
მაცდურ იდეებს:
🍇რთველში მონაწილეობა
👩🌾რთველი მოიცავს ყურძნის მასობრივ კრეფას სიმღერისა და სადღესასწაულო განწყობის ფონზე. იგი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ქართული ტრადიციაა.
საქართველოში რთველი კახეთიდან (დედოფლისწყაროდან) იწყება, რადგან ამ მხარეში
ყურძენი ყველაზე ადრე მწიფდება. კახეთს მოსდევს #ქართლი, #იმერეთი, #რაჭალეჩხუმი, #გურია და #აჭარა.
😍აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარების შემდეგ, #რთველი ტურისტების ერთ-ერთ რჩეულ აქტივობად იქცა.
🍷ყურძნის დაწურვა საწნახელში და ღვინის დაყენება
🤓საწნახელი ყურძნის დასაჭყლეტი, დასაწნეხი და დასაწური საშუალებაა, რომელსაც ძირითადად ხისგან ან ქვისგან ამზადებდნენ სპეციალურად ღვინის დასაყენებლად.
👉ყურძნის დაწურვისას მტევნის ყველა მარცვალი უნდა გაისრისოს, ჩენჩო (კანი) მარცვლის გულს უნდა გასცილდეს, თან ისე, რომ კურკა უვნებელი დარჩეს.
☀️მარცვლის ამგვარი დაჭყლეტა უზრუნველყოფს ყურძნის ნივთიერებებისა და ჰაერის სათანადოდ შერევას. კარგად დაჭყლეტვის შემთხვევაში ღვინის დუღილის პროცესი სწორად წარიმართება, გამოდის, დაწურვა უმთავრესი პირობააა ღვინის დასაყენებლად.
🦶ზოგ გლეხს სჯერა, რომ ფეხით ყურძნის დაჭყლეტა უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე სპეციალური დანადგარების გამოყენება, სწორედ ამიტომ ყურძნის ფეხით დაწურვის პროცესი დღესასწაულის და, შესაბამისად, ტურიზმის ნაწილად ჩამოყალიბდა.
🍂 Autumn activities for unforgettable memories🍁
☀️ Autumn is a special season; as the world changes, the environment is colored as if the artist has carefully painted it. If you want to celebrate the fall of 2021 with exciting events, we offer you tempting ideas:
🍇 Participation in vintage
👩🌾The vintage includes mass grape picking against the backdrop of song and festive mood. It is the oldest and one of the essential Georgian traditions.
Vintage in Georgia starts from Kakheti (Dedoplistskaro) because the grapes ripen the earliest in this region. Kakheti is followed by , , , , and .
😍 It is noteworthy that after the development of tourism in Georgia, has become the favorite activity of tourists.
🍷 Crush the grapes in a winepress and make wine
🤓 Georgian Winepress is the device for crushing and pressing grapes. Mainly it is made of wood or stone, particularly for making wine.
👉 You should scrape all the grains during grapes crush; the skin of grains should extend beyond the heart so that the seeds remain harmless.
☀️Crushing of the grain ensures the proper mixing of grape substances and air. In case of good pressing, the process of wine fermentation will proceed properly; it turns out crushing is the primary condition for making wine.
🦶Some peasants believe that crushing grapes on foot gives better results than using special equipment, which is why the process of crushing grapes on foot has become part of the holiday and, consequently, tourism.