29/04/2022
კანადასთან დაკავშირებით გთავაზობთ განახლებულ ინფორმაციას.
ჩვენი თხოვნაა დეტალურად წაიკითხოთ და გაეცნოთ;
მომხმარებლების ნაწილი გვწერს ან გვიკავშირდება და ზოგჯერ გვეუბნება რომ ეზარება წაკითხვა, რადგან დიდი ტექსტია.
როდესაც ადამიანი ამხელა გადაწყვეტილებას იღებ - საცხოვრებლად გადასვლას და არ გინდა დეტალურად გაეცნო ინფორმაციას, ძალიან არასერიოზულია და ჩვენ ასეთ მომხმარებლებს არ გავცემთ პასუხს.
ჩვენს ფბ გვერდზე მოდის უამრავი შეტყობინება, უმჯობესია მოგვწეროთ პირადში.
კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ თუ მართლა აპირებთ კანადაში ემიგრაციას, ყურადღებით წაიკითხეთ ჩვენი პოსტი.
ემიგრაცია კანადაში - 100% უსაფრთხო სერვისი ჩვენს მომხმარებელს!
დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:
📲 511-21-30-10 დიმიტრი
📲 558-72-04-97 ალექსანდრე
[email protected]
ან მოგვწერეთ პირადი შეტყობინების სახით! ✔
წინასწარ გეტყვით რომ თუ კოვიდპასპორტი არ გაქვთ აზრი არ აქვს საბუთების შემოტანას. (კოვიდი გადატანილი მაქვს და მწვანე პასპორტი მაქვს, ალერგია მაქვს - არ ჭრის, ჩვენ არ ვწყვეტთ ამ ამბავს, კანადის მხარეს არ გაუუქმებია კოვიდპასპორტი. თუ ორჯერადი აცრა არ გაქვთ გაკეთებული აზრი არ აქვს საბუთების შემოტანას და ჩვენთან კამათს, თუ გინდათ საბუთების შემოტანა აუცილებლად გჭირდებათ მინიმუმ ორი აცრა. რომელი ვაქცინით უნდა იყოთ აცრილი არ არის დაკონკრეტებული, თუ ეხლა აპირებთ აცრას, ჩვენი აზრით უმჯობესია ფაიზერი.
რუსეთ-უკრაინის ომის გამო ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა.
თუ თქვენ ხართ რუსეთი ან ბელორუსის მოქალაქე - კანადა უარს გეტყვით ამ პროგრამაზე მონაწილეობაზე, ასევე უარი იქნება ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანებზე, ვისაც აქვს საქართველოს და რუსეთის მოქალაქეობა ერთდროულად.
ცნობილი მოვლენების გამო 2 თვეა რაც კანადის ემიგრაციის პროგრამა შეჩერებულია, სავარაუდოდ პროგრამა განახლდება მაისის ბოლოს.
პროგრამა შეჩერებულია რადგან 186 ათასი ადამიანი ამოიღეს სიიდან და უარი უთხრეს კანადაში შესვლაზე, ეს არის ძირითადად რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეები.
ყველასთვის კარგად არის ცნობილი რომ კანადის სახელმწიფო ემიგრანტებზე დგას, ეკონომიკა აწყობილია ემიგრანტებზე. წელს კანადას უნდა მიეღო 425 ათასი ემიგრანტი, მაგრამ გაჩერებული პროგრამის გამო გეგმას ძალიან ჩამორჩნენ, ამას დაემატა 186 ათასი ადამიანი (რუსეთი და ბელორუსი) რომლებიც გამოაძევეს და უარი უთხრეს კანადაში ემიგრაციაზე.
ამიტომ გაცილებით მეტი შანსია ამ პროგრამით მოხვდეთ კანადაში, ოღონდ უნდა დააკმაყოფილოთ სხვადასხვა კრიტერიუმები.
მთავარია და აუცილებელი - წარმოადგინოთ კოვიპასპორტი, არ გქონდეთ ნასამართლეობა და რეალურად იცოდეთ ინგლისური. ინგლისურის ენის სერტიფიკატი არ არის აუცილებელი, მთავარია იცოდეთ სალაპარაკო ინგლისური. კითხვაზე - რა დონეზე უნდა ვიცოდეთ ინგლისური? პასუხი - თუ დაგირეკავთ საემიგრაციო ოფიცერი კანადიდან - უნდა შეძლოთ აზრის გაგება და კითხვებზე უნდა გასცეთ პასუხი, ჩვენთან მტკიცებას რომ საშუალო დონეზე იცით ინგლისური აზრი არ აქვს, მთავარია შეძლოთ საემიგრაციო ოფიცერთან საუბარი და აზრის გამოტანა. საუბარი შესაძლოა გაგრძელდეს 2 ან 3 საათი.
როგორ შემოგვაქვს საბუთები?
საბუთები შემოგაქვთ დისტანციურად, გვიგზავნით მეილზე.
თავდაპირველად გვიგზავნით პასპორტის სურათს (პასპორტის გვერდი სადაც პასპორტის ნომერია და ფოტოსურათი) და ფოტოსურათს 5/5 ზე.
მეორე გადმოგზავნაზე მეილზე გვიგზავნით დანარჩენ საბუთებს რომელიც დეტალურად გვაქვს ჩამოთვლილი.
წინასწარ გეტყვით რომ თუ კოვიდპასპორტი არ გაქვთ აზრი არ აქვს საბუთების შემოტანას. (კოვიდი გადატანილი მაქვს და მწვანე პასპორტი მაქვს - არ ჭრის, კანადის მხარეს არ გაუუქმებია კოვიდპასპორტი.
კანადის სახელმწიფო ყოველწლიურად ანახლებს ინფორმაციას ემიგრაციასთან დაკავშირებით.
2022 წლის სტრატეგია შემდეგია: კარდინალურად შეცვლილია კანადის საემიგრაციო სტრატეგია. აზიის ქვეყნები ამოღებულია სიიდან, რაც ნიშნავს რომ არათუ შემცირდება ამ ხალხზე დადებითი პასუხები, არამედ საერთოდ აღარ იქნება დადებითი პასუხები. ასევე უარს მიიღებენ რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეები.
შეგიძლიათ ჩვენს გარეშეც გადაამოწმოთ კანადის სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული პროგრამა ემიგრაციასთან დაკავშირებით - მილიონახევარი ადამიანი 3 წლის განმავლობაში უნდა მიიღონ.
კანადის სახელმწიფომ განაცხადა რომ 2022 წელს აპირებს 420 ათასი მიგრანტის მიღებას.
ძირითადად ლაპარაკია ყოფილი სოცბანაკის ქვეყნებზე (პოლონეთი, რუმინეთი და ასე შემდეგ).
რაც შეეხება საქართველოს: ამ პროგრამის ფარგლებში, ლაპარაკია საემიგრაციო პროგრამაზე კანადაში - რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოდან კანადაში გაემგზავრა 3000 მდე ოჯახი/ადამიანი.
კანადის მთავრობა მუდმივად ატარებს მონიტორინგს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეები როგორ იქცევიან კანადაში: ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოს მოქალაქეები კანადაში დადებითად ხასიათდებიან. კანადელი საემიგრაციო ოფიცრების თქმით - ადვილად შემოდიან კონტაქტში, იშვიათად არღვევენ კანადის კანონმდებლობას, არ ეზარებათ მუშაობა და რაც მთავარია ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლებივით არ ლოთობენ. მოკლედ რომ ვთქვათ კარგად ხასიათდებიან და რაც მთავარია კარიერულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები.
რა არის აუცილებელი მოთხოვნა:
კოვიდპასპორტის გარეშე აზრი არ აქვს საბუთების შემოტანას და გაგზავნას.
ასევე აუცილებელია ნასამართლეობის ცნობა მომსახურების სააგენტოდან. თუ ადამიანს უჩანს ნასამართლეობა, საბუთების შემოტანას აზრი არ აქვს. თუნდაც ნასამართლეობა იყოს მსუბუქი. მსუბუქი მუხლით ნასამართლეობა რაღაც პერიოდის შემდეგ იხსნება და ცნობაში აღარ გამოჩნდება ნასამართლეობა.
ერთ-ერთი პირობაა რომ მოქალაქეს წასვლის დროს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 600 დოლარი, რადგან ჩასვლის დროს რამდენიმე დღე შესაძლოა მოუწიოს სასტუმროში თავისი ხარჯით გაჩერება, სანამ პროცედურები დაიწყება. ოფიციალურ დოკუმენტებში მითითებულია მაქსიმუმ 10 დღე, თუმცა პრაქტიკამ გვიჩვენა რომ ეს პროცედურები ხდება 2-3 დღეში. 600 დოლარს არ უხდით არავის, გასაუბრების დროს ეს თანხა საბუთებით უნდა აჩვენოთ რომ გაქვთ.
გასუბრების დროს შესაძლოა მოითხოვონ ინფორმაცია ბანკიდან რომ არ გაქვთ დავალიანება, კიდევ ერთხელ შეიძლება მოითხოვონ. თუ დავალიანება დიდია (ვერ გეტყვით რა ოდენობის), შეიძლება მოითხოვონ ვალის დაფარვა.
ხშირად გვწერენ შემდეგ კითხვას - სად დაგვასაქმებთ? ეს არ არის სწორი კითხვა რადგან ამ პროგრამით ჩვენ არავის არ ვასაქმებთ, ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან ერთად ვეხმარებით საბუთების მოწესრიგებაში, იურიდიულ კონსულტაციაში და ყველანაირად ვცდილობთ ადამიანს ან ოჯახს მოუვიდეს დადებითი პასუხი. მოკლედ რომ ვთქვათ მიგვყვავს კლიენტი ვიზებამდე და პროგრამამდე. მოგვიანებით შეიძლება დავიწყოთ კანადაში დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა.
საბუთების ატვირთვის ღირებულება არის 150 ლარი როგორც ერთ ადამიანზე ასევე მთელ ოჯახზე, თუ მოვიდა დადებითი პასუხი მხოლოდ მას შემდეგ გადაიხდის კლიენტი 730 დოლარის ექვივალენტს ლარში. (ერთ ადამიანზეც და ოჯახზეც).
1 ივნისიდან შესაძლოა მომსახურეობა გაძვირდეს, რადგან თანამშრომლობას ვიწყებთ ახალ კანადელ და ამერიკელ პარტნიორებთან.
კიდევ რა ხარჯებია? ვიზის მოსაკრებელი რომელსაც გადაიხდით კანადის საკონსულოში - 36 დოლარი და ბილეთის ფული, რომლის ფასი შეგიძლიათ გაარკვიოთ ნებისმიერ ავიოკომპანიაში ან ტურისტულ სააგენტოში. (თვითმფრინავის ბილეთის ფასი ინდივიდუალურია, გააჩნია ავიოკომპანიას, დროს და ასე შემდეგ - შეიძლება საფასური იყოს 900 დოლარი, შეიძლება- 1400 დოლარი, უნდა გაარკვიოთ ავიოკომპანიაში).
როდესაც ჩვენს Facebook -ზე ზოგიერთები წერენ რომ ეს არის აფიორა და 150 ლარზე "ვმუშაობთ" არის სისულელე და ასეთ ადამიანებს დავბლოკავთ, რადგან ნებისმიერს შეუძლია თვითონ ატვირთოს საბუთები და დარწმუნდება როგორი "ადვილი" ასატვირთია" და რა სამუშაოებია ჩასატარებელი. გარდა იმისა რომ საჭიროა სპეციფიური ცოდნა, ასევე არსებობს უამრავი ნიუანსი რომელიც გასათვალისწინებელია. ეს დაახლოებით ჰგავს - რად მინდა იურისტის მომსახურება როდესაც მე თვითონაც გავაკეთებ ამას.
ვისაც არ სურს ჩვენი მომსახურებით ისარგებლოს თავად შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია და კანადაში გააგზავნოს საბუთები. ამისთვის არ არის საჭირო ჩვენთან კამათი ან იმის მტკიცება რომ მსგავსი პროგრამა კანადას არ აქვს.
თუ გაინტერესებთ რა პროგრამაა და სად უნდა მოხდეს საბუთების გადაგზავნა, მოგვწერეთ და გეტყვით. საბუთების გადაგზავნა არ ხდება არც საელჩოში და არც საკონსულოში. საბუთების გადაგზავნა ხდება კანადის საემიგრაციო სამსახურში.
თუ თქვენ თვითონ გინდათ საბუთების გადაგზავნა გაცნობებთ შემდეგ ინფორმაციას - ეს არის რთული აპლიკაცია და აპლიკაციაზე შესვლისას ვერც მიხვდებით ისე მოხვდებით უცხოურ იურიდიულ ფირმასთან რომელიც შემოგთავაზებთ ფასიან მომსახურებას, ოღონდ საბუთების შევსების დროს ეს მომსახურება ეტაპობრივად იზრდება და გაცილებით ძვირია ვიდრე ჩვენი მომსახურება, თანაც ეს ფირმა მეილებზე არ პასუხობს. არჩევანი თქვენზეა, დაინტერესების შემთხვევაში შეგვიძლია მოგწეროთ აპლიკაციის მისამართი, თუმცა თუ თქვენ ატვირთავთ და შემდეგ ჩვენ მოგვმართავთ მომსახურეობისთვის, ვერ დაგეხმარებით, რადგან ერთი და იგივე ადამიანის მონაცემები ერთდროულად ორჯერ ვერ აიტვირთება.
პრიორიტეტია: შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ რომ პრიორიტეტი ენიჭება ოჯახს. მეტი შანსია თუ განაცხადი შედის ოჯახთან ერთად. რადგან კანადის საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები უნდა დარწმუნდნენ რომ თქვენ ნამდვილად აპირებთ კანადაში დასახლებას და არა მხოლოდ სამუშაოდ წასვლას და დაბრუნებას.
შემდეგ მოდის პროფესია, რომელსაც უნდა ახლდეს დამადასტურებელი დოკუმენტები: სერტიფიკატები, ამონაწერი ბანკიდან რომ ამ პროფესიაზე ხელფასი გერიცხებათ, ან მინიმუმ რომელიმე ფირმიდან ბეჭედ დარტყმული რეკომენდაცია. კითხვაზე მხოლოდ რეკომენდაცია რომ იყოს თუ არის შესაძლებელი? პასუხი: დიახ შესაძლებელია, ოღონდ რაც მეტი დამადასტურებელი საბუთი გექნებათ, თქვენი შანსებისთვის უკეთესია.
წინა წლებიდან განსხვავებით ყურადღებას აქცევენ ენის ცოდნას, კარგია თუ სალაპარაკო ინგლისური მაინც იცით. კანადა ითხოვს მხოლოდ ინგლისურ ან ფრანგულ ენას. ინგლისური ენის სერტიფიკატი თუ გაქვთ კარგია, ოღონდ ამ პროგრამისთვის არ არის აუცილებელი.
აუცილებელია - მართლა უნდა შეძლოთ გასაუბრება საემიგრაციო ოფიცერთან 2 საათის განმავლობაში. საუბრიდან გამოიტანოთ აზრი და უპასუხოთ კითხვებს.
ინგლისური ცოდნა ოჯახის ყველა წევრისთვის არ არის აუცილებელი, საჭიროა რომ ოჯახიდა ერთმა ადამიანმა მაინც იცოდეს და საბუთების გადმოგზავნის დროს მიუთითოთ ამ ადამიანის მობილურის ნომერი.
რატომ აქცევენ ყურადღებას ენის ცოდნას?
ადამიანი რომელიც კანადაში მოხვდება და ენას ვერ ისწავლის, დასაქმების კუთხით პრობლემას უქმნის კანადის სახელმწიფოს, ამიტომ კარგია ენის ცოდნა. ჩვენი მომსახურეობის შემთხვევაში უნდა მიუთითოთ იმ ადამიანის ვინაობა (ოჯახის წევრი - მობილურის ნომერი) ვინც იცის სალაპარაკო ინგლისური და ვინც გაესაუბრება ემიგრაციის ოფიცერს - კანადიდან დარეკვის შემთხვევაში.
სად მოხდება დასახლება? აქამდე უმეტესწილად ხდებოდა კანადის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, პატარა ქალაქებში, თუმცა შესაძლებელია სხვა დიდ ქალაქებში მოხდეს შეთავაზება. ქალაქის შემოთავაზება ხდება როდესაც დაგირეკავთ საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენელი. ამ დროს ხდება სხვადასხვა შემოთავაზება. ამიტომ არის სასურველი იცოდეთ სალაპარაკო ინგლისური ენა.
კანადაში ამ პროგრამით მოხვედრილი ადამიანები გაცილებით კარგ პირობებში არიან, ვიდრე ევროპაში. ევროპის პირობებთან შედარებაც არ შეიძლება.
მთავარია არ დაარღვიოთ კანადის კანონმდებლობა, რათა მიიღოთ მუდმივი მობინადრის მოწმობა.(ეს პროცედურა გრძელდება 2-დან 5 წლამდე).
მუდმივი ბინადრობის მიღების შემდეგ თქვენ გაქვთ თითქმის იგივე უფლებები რაც კანადის მოქალაქეს, შეგიძლიათ დატოვოტ კანადის საზღვარი და იმოგზაუროთ ნებისმიერ ქვეყანაში.
სტატიის ბოლოს ჩამოთვლილი გვაქვს დოკუმენტაცია: რაც მეტ დოკუმენტს წარმოადგენთ თქვენს პროფესიაზე, მით უკეთესია თქვენთვის. თუ თქვენ გაქვთ რამდენიმე პროფესია, წარმოადგინეთ ყველა პროფესიის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ჩვენს გვერდზე, facebook- ზე უამრავი ადამიანი გამოთქვამს თავის აზრს, გვისვამს შეკითხვებს. ძალიან ბევრი გამოხმაურებაა და კითხვებია, უმჯობესია მოგვწეროთ პირადში.
ასევე გვაქვს თხოვნა - ყურადღებით გაეცანით ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რადგან ყველაფერი დეტალურად გვიწერია.
რამდენი ოჯახი/ადამიანი გავუშვით? ჩვენი უცხოელი პარტნიორები 9 წელია რაც ამ საქმიანობით არიან დაკავებულები. უამრავი ადამიანი გაუშვეს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ამერიკაშიც. ჩვენ უბრალოდ " ამერიკას" არ ვაკეთებთ, რადგან გაცილებით ძვირი ჯდება ეს მომსახურება და გაცილებით ნაკლები შანსია რომ მოვიდეს დადებითი პასუხი.
2022 წელს იანვარში მოვიდა რამდენიმე დადებითი პასუხი - ოჯახზე. მოლოდინის რეჟიმშია 18 ადამიანი - ეს ნიშნავს რომ აუცილებლად დაურეკავენ კანადის საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები და გაესაუბრებიან დეტალებზე. როდესაც კანადის საემიგრაციო სამსახურის ოფიცერი დარეკავს - ძალიან კარგია, უკვე ახლოს ხართ რომ მოხვდეთ პროგრამაში.
რას ვპასუხობთ ემიგრაციის ოფიცერს?
გასაუბრება ხდება ინგლისურად, საემიგრაციო ოფიცერი გაეცნო თქვენს დოკუმენტაციას და სურს დეტალების გარკვევა. პირველ რიგში თქვენ უნდა დაუსაბუთოდ რატომ გსურთ კანადაში ცხოვრება - მთავარია არ უპასუხოთ რომ გიჭირთ ან აქ წარმატებას ვერ მიაღწიეთ. თქვენ უნდა უთხრათ რომ ხართ თქვენი საქმის პროფესიონალი, გაქვთ ნორმალური შემოსავალი, უბრალოდ ამ ქვეყანაში მეტი განვითარების საშუალება არ გაქვთ. არ არის საჭირო არანაირი წუწუნი და თხოვნა, გახსოვდეთ რომ საემიგრაციო ოფიცერსაც აქვს თავისი მოვალეობა და თქვენც ჩვეულებრივი სრულუფლებიანი ადამიანი ხართ. - განვითარების საშუალება - გასაუბრების დროს ეს უნდა იყოს თქვენი საუბრის ძირითადი აზრი.
იქნება კითხვა - როგორ ხედავთ თქვენს თავს კანადაში ათი წლის შემდეგ?
მთავარია საემიგრაციო ოფიცერმა დაინახოს რომ თქვენ ხართ წინსვლაზე და განვითარებაზე ორიენტირებული.
შეკითხვები იქნება რელიგიის შესახებაც - აქაც ჩვეულებრივ უპასუხებთ რომ ხართ მართლმადიდებელი ქრისტიანი და მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოში ტრადიციულად არის მართლმადიდებელი ქრისტიანი.
როდესაც კითხვები იქნება ბავშვების შესახებ - პასუხობთ რომ თქვენი მიზანი არის შვილებმა განათლება მიიღონ კოლეჯებში და უმაღლეს სასწავლებელში. კიდევ ერთხელ - კოლეჯებში და უმაღლეს სასწავლებელში. ჩვენს სკოლებზე კანადაში ნორმალური წარმოდგენა აქვთ.
მოკლედ რომ ვთქვათ - გასაუბრების დროს კანადაში ემიგრაციის მთავარი მოტივაცია თქვენთვის არის პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, გიყვართ ბუნება, კანადა სხვა ქვეყნებთან შედარებით არის მშვიდი და სტაბილური ქვეყანა და ასე შემდეგ.
როდესაც გვეკითხებიან რატომ არ ვაქვეყნებთ ადამიანების ვინაობას ვინც მოხვდა პროგრამაში? არ გვაქვს უფლება გავცეთ პერსონალური ინფორმაცია. თუ ვინმე გამარჯვებულს ექნება სურვილი თვითონ გამოაქვეყნებს ინფორმაციას.
შენიშვნა: სამწუხაროდ დაფიქსირდა შემდეგი შემთხვევა: ერთ-ერთ ჩვენს კლიენტს დაურეკეს კანადის საემიგრაციო სამსახურიდან და დეტალებზე სურდათ გასაუბრება. მიზეზს რატომ არ თუ ვერ უპასუხა ზარს მნიშვნელობა არ აქვს. რამდენიმე ზარის შემდეგ ამ კლიენტმა დიდი შანსია ხელიდან გაუშვა დადებითი პასუხი. ჩვენ ვეცდებით რომ კიდევ მიეცეს შანსი, მაგრამ მთავარია ადამიანი ყურადღებით იყოს და მობილურის ნომერი რომელიც მითითებული აქვს მუდმივად ჩართული ჰქონდეს.
როდის არის სასურველი საბუთების შემოტანა და როდემდე გრძელდება ეს პროგრამა?
საბუთების შემოტანა შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს. კანადის საემიგრაციო პროგრამა წესით გაგრძელდება 2030 წლამდე, მინიმუმ 3 წელი კიდევ იქნება.
ზოგჯერ ხდება რომ მოდის შემდეგი სახის ინფორმაცია: სასწრაფოდ გვჭირდება 30 კაციანი ან 20 კაციანი ჯგუფი. ეს ნიშნავს რომ რაღაც ადგილების შევსება უნდათ. რასაკვირველია იმის გარანტია არ არსებობს რომ საბუთების შემოტანის დროს ამ ჯგუფიდან თქვენ აუცილებლად მოგივათ დადებითი პასუხი, მაგრამ ამ შემთხვევაში შანსები კიდევ უფრო მაღალია.
როდესაც ადამიანი გვწერს რომ არ წაუკითხავს ჩვენი განცხადება და გვეკითხება ისეთ კითხვას რაც განცხადებაშია, არ გავცეთ პასუხს, რადგან ეს არ არის სერიოზული ამბავი. თუ აპირებ ესეთი სერიოზული გადაწყვეტილების მიღებას - საცხოვრებლის შეცვლა და ფაქტიურად ახალი ცხოვრების დაწყებას და დეტალურად არ კითხულობ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს ლაპარაკს, უბრალოდ არასერიოზული დამოკიდებულებაა.
როდესაც ადამაინი გვწერს რომ უნდა კანადაში ამ პროგრამაში მოხვედრა, 2 - 3 კითხვის შემდეგ ვხვდებით რამდენად სერიოზულად ფიქრობს ამ ამბავზე. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ სასურველია მოიძიოთ ინფორმაცია კანადის ემიგრაციის შესახებ, რა პროგრამაა და ასე შემდეგ.
ადამიანები რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ და უბრალოდ წერენ რომ კანადამ შეწყვიტა ეს პროგრამა, აფიორაა, თუ არ მომივიდა დადებითი პასუხი მაშინ ამინაზღაურეთ ატვირთვის ღირებულება და მითუმეტეს ის ხარჯი რაც გასწია საბუთების მომზადებაში, უბრალოდ არ გავცემთ პასუხს და დავბლოკავთ, რადგან სისულელეებისთვის და არასერიოზული ლაპარაკისთვის დრო არ გვაქვს.
საქართველოში კანადას არ აქვს საკონსულო, ამიტომ დადებითი პასუხის შემთხვევაში ვიზის აღება ხდება ევროპაში ან თურქეთში(ანკარა). დადებითი პასუხის გადამოწმება ძალიან მარტივია. დარეკავთ კანადის საკონსულოში (ნებისმიერში) და კითხავთ თუ არის ვიზა თქვენს სახელზე. თუ ვიზა არის მოსული ესეიგი პროგრამაში მოხვდით. ისე ვიზას არავინ გამოგიგზავნით.
თუ მოგივათ დადებითი პასუხი, ჩვენ აუცილებლად შევატყობინებთ კლიენტს და გადავუგზავნით დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
მოკლედ ავღწერთ შემდეგ სიტუაციას: მოგივიდათ დადებითი პასუხი: ემიგრაციის ოფიცერთან დეტალებზე გასაუბრების შემდეგ მოდის კონკრეტიზაცია: რა ქალაქია, როდის მოხდება ჩასვლა (მითითებულია ვადები - მაგალითად - 10 ივნისიდან -20 აგვისტომდე) და რა პირობები დაგხვდებათ: დადებითი პასუხის შემთხვევაში ვიზის აღება მოგიწევთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში ან თურქეთში(ანკარა), კანადის საკონსულოში. დარეკავთ და გადაამოწმებთ - მართლა თუ არის ვიზა თქვენს სახელზე. შემდეგ შეუთანხმდებით დროზე, როდის უნდა ჩახვიდეთ, რატა რიგში არ იდგეთ. ჩასვლისას ვიზას აუცილებლად აიღებთ, რადგან კანადის საემიგრაციო პროგრამაში მოხვდით, საკონსულო არ წყვეტს ვიზის ჩარტყმას, დადებითი პასუხის შემთხვევაში ვიზას აუცილებლად მიიღებთ, რადგან ეს არის კანადის საემიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება.
სასურველია ისე დაგეგმოთ ყველაფერი რომ ვიზის აღების შემდეგ პირდაპირ გაემგზავროთ კანადაში, რათა აცდეთ ზედმეტ ხარჯებს.
კანადაში ჩასვლისას რამდენიმე დღე შესაძლოა მოგიწიოთ სასტუმროში თქვენი ხარჯებით გაჩერება, ამისთვის ითხოვს კანადის მხარე რომ გქონდეთ მინიმუმ 600 დოლარი.
შემდეგ წინასწარ მითითებულ ადგილზე მიდიხართ (მერია ან პრეფექტურა) და იწყება დასახლების პროცედურა. თქვენ თან უნდა გქონდეთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელსაც ჩვენ გადმოგცემთ.
გაივლით ყველა პროცედურას, დასახლება, დაზღვევა, აუცილებელი პირველადი ხარჯები რათა შეძლოთ ცხოვრება. აუცილებელ ხარჯებს უზრუნველჰყოფს კანადის სახელმწიფო, მთავარია თქვენ არ დაარღვიოთ კანონი. გაივლით ინგლისური ენის კურსებს, მოხდება კვალიფიკაციის კურსების გავლა თქვენი პროფესიის შესაბამისად. როგორც კი მორჩება კვალიფიკაციის კურსები, კანადის მხარე იწყებს თქვენთვის სამუშაოს მოძიებას.
ეს პროგრამა ითვალისწინებს მუშაობას, არავის ჭირდება სოციალზე მყოფი ადამიანი. ყველა პირობას შეგიქმნიან რომ თქვენი პროფესიით დასაქმდეთ. ხელფასები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პროფესიაზე და თქვენს პროფესიონალიზმზე.
მოკლედ რომ ვთქვათ კანადის სახელმწიფო თავდაპირველად გაძლევთ იმდენ თანხას რომ შეძლოთ ადამიანურად ცხოვრება. რა ოდენობის იქნება ეს თანხა ამას გაიგებთ საემიგრაციო ოფიცერთან გასაუბრების დროს.
თქვენ მომაგრებული გყავთ საემიგრაციო ოფიცერი, რომელთანაც გადიხართ კონსულტაციას და ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში უკავშირდებით.
ემიგრაციის ოფიცერი ყველა შემთხვევაში ცდილობს წარმატებით მიიყვანოს თქვენი საქმე - 2 დან 5 წლის განმავლობაში მიიღოთ მუდმივი მოქალაქის სტატუსი.
როგორც კი მიიღებთ მუდმივი მოქალაქის სტატუსს, თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ სხვა ქალაქში საცხოვრებლად, იმოგზაუროთ კანადის გარეთ და ასე შემდეგ.
2022 წელს ხელობების გარდა წამოვიდა სხვა პროფესიებიც, უფრო რომ დავაზუსტოთ - მოვიდა დადებითი პასუხი იურისტზე რომელსაც საერთაშორისო დიპლომი აქვს.
როდესაც გვწერენ რომ - მაქვს ესა თუ ის პროფესია და რა შანსები მაქვს ვერ გიპასუხებთ რადგან ყველა პროფესიას აქვს შანსი რაც მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზარზე, მთავარია აკმაყოფილებდეთ იმ კრიტერიუმებს რომლებიც დეტალურად გვაქვს ჩამოთვლილი.
რატომ აკეთებს კანადა ამ პროგრამას? კანადა მსოფლიოში ტერიტორიის სიდიდით მეორე ქვეყანაა, ხოლო მოსახლეობის მხრივ 37 მილიონი ადამიანია.
ამიტომ კანადის სურვილია გაზარდოს მოსახლეობის რაოდენობა. დასახლება არ ხდება ისეთ ტერიტორიაზე სადაც ხალხი არ ცხოვრობს. ემიგრაციის ოფიცერი გასაუბრების დროს შემოგთავაზებთ სხვადასხვა ვარიანტებს, რა ვარიანტები იქნება წინასწარ ვერ გეტყვით. არჩევანი თქვენზეა, შეიძლება ეგრევე დათანხმდეთ შემოთავაზებულ ვარიანტს და შემდეგ ჩასვლისას ადგილზე ემიგრაციის ოფიცერს დაელაპარაკოთ - თუ არის შესაძლებელი სხვა ქალაქში გადასვლა. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია.
ემიგრაციის ოფიცერი რომელიც თქვენთან ახდენს გასაუბრებას, მოგყვებათ ბოლომდე, კანადაში ჩასვლის დროსაც მას ეკონტაქტებით. ნებისმიერი პრობლემის ან რჩევის საკითხებში უკავშირდებით და მასთან აგვარებთ პრობლემას.
თქვენს ემიგრაციის ოფიცერს სურს რომ მიიღოთ მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსი და ამისთვის ყველანაირად გიწყობთ ხელს, რადგან ის არის პასუხისმგებელი თქვენზე.
თუ თქვენ ხართ ემიგრაციაში და გინდათ კანადაში ამ პროგრამაში მოხვედრა: მთავარია ჩვენს მიერ მოთხოვნილი საბუთები შეაგროვოთ და გამოგვიგზავნოთ, თუ რა თქმა უნდა შეძლებთ სხვა ქვეყნიდან ამის გაკეთებას.
კითხვა - ჩვენ თუ ვაკეთებთ ეგრეთწოდებულ ყალბ რეკომენდაციას ან თუ შეგვიძლია ყალბი ცნობის დამზადება?
პასუხი: ჩვენ არ ვაკეთებთ არანაირ ყალბ ცნობას და სინამდვილეში არც გჭირდებათ. უფრო მეტიც, ზოგი მომხმარებელი გვთავაზობს ძალიან დიდ თანხას (10-15 ათას დოლარს) რათა გარანტირებულად ჩაჯდეს პროგრამაში. გაცნობებთ რომ კანადის პროგრამა განსხვავდება ყველა ქვეყნის სხვადასხვა პროგრამებისაგან. 150 ლარის შემთხვევაში თქვენ გაქვთ იგივე შანსი რაც 20 ათასი დოლარის წინასწარ გადახდის შემთხვევაში. მთავარია წარმოადგინოთ მოთხოვნილი საბუთები და დააკმაყოფილოთ კრიტერიუმები.
ამერიკაში მოხვედრის მსურველებისთვის: ჩვენ არ ვაკეთებთ ამერიკაში „გადაყვანას“.
ჩვენი პარტნიორები ლეგალურად ემსახურებიან მხოლოდ იმ ადამიანებს ვინც უკვე იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში და უნდათ დოკუმენტაციის იურიდიულად მოწესრიგება.
კიდევ ერთხელ: კანადის საემიგრაციო პროგრამა განსხვავდება ყველა სხვა ქვეყნის პროგრამებისაგან. არის ლეგალური და შეგიძლიათ თქვენ თვითონ მოიძიოთ ამის შესახებ ინფორმაცია.
კითხვაზე - თუ მაქვს განსხვავებული პროფესია, რა შანსები მაქვს?
პასუხი: ნებისმიერ პროფესიას, რომელიც მოთხოვნადია მსოფლიო ბაზარზე აქვს შანსი, მთავარია აკმაყოფილებდეთ პირობებს რომლებიც დეტალურად გვაქვს აღწერილი.
თუ გაქვთ რამდენიმე პროფესია შესაბამისი დოკუმენტაციით კარგია და შეგიძლიათ წარმოადგინოთ.
კარგად წაიკითხეთ საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი, დაასკანერეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოგვიგზავნეთ ელექტრონულად: ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
დოკუმენტების გამოგზავნა ხდება შემდეგნაირად: დაასკანერეთ და გადმოაგზავნეთ მეილზე:
[email protected]
საჭირო დოკუმენტაცია (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე და ნოტარიულად დამოწმებული)
თუ რომელიმე დოკუმენტი არის ინგლისურ ენაზე - ნოტარიულად დამტკიცება არ ჭირდება.
თარგმნა და ნოტარიუსი ჭირდება მხოლოდ იმ დოკუმენტებს რომლების არის ქართულ ენაზე.
1. დაბადების მოწმობა (თუ არ გაქვთ, უნდა მიაკითხოთ იუსტიციის სამინისტროს) - დაბადების მოწმობა ჭირდებათ მხოლოდ ბავშვებს, უნდა ჩანდეს რომ ბავშვების მშობლები თქვენ ხართ.
2.მოქმედი საქართველოს პასპორტი (ვადა არანაკლებ 3 წელი) (იუსტიციის სამინისტრო)
3. ფოტო სურათი 5/5 ზე (კომპაქტურ დისკზე). (შეგიძლიათ გადაიღოთ ნებისმიერ ფოტოატელიეში, ოღონდ წარმოადგინეთ კომპაქტურ დისკზე)
4. საშუალო და/ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია
5. ნებისმიერი სერთიფიკატი და სემინარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ გაგაჩნიათ ხელობის ან პროფესიის დამადასტურებელი სერტიფიკატი)
6. ინგლისური ენის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში, სასურველია იცოდეთ ინგლისური ენა)
7. ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა (ფორმა 100). ნებისმიერი პოლიკნინიკიდან ვინც გასცემს ამ ცნობას.
8. ცნობა ნასამართლეობის შესახებ (მომსახურების სააგენტოში - +995 (032) 2 41 91 91). (თუ ნასამართლეობის ცნობაში ჩანს ნასამართლეობა, საბუთების გაგზავნას კანადაში აზრი არ აქვს, მიზეზს არ აქვს მნიშვნელობა. თუ ნასამართლეობა გაუქმებულია ამ შემთხვევაში შესაძლებელია)
9. სტუდენტისთვის (ცნობა სასწავლებლიდან)
10. საკუთარი ბიზნესის ქონის შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტაცია (ბიზნესის არსებობის მტკიცებულები) (თუ არ გაქვთ ბიზნესი, ამ შემთხვევაში არ არის საჭირო)
11. საბანკო ამონაწერები მინიმუმ 1 წლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (იგულისხმება შემდეგი, მაგალითად მუშაობთ რომელიმე ფირმაში და გერიცხებათ ხელფასი). საბანკო ამონაწერის გადმოგზავნის დროს უნდა გადმოგვიგზავნოთ მხოლოდ პირველი და ბოლო გვერდი.
12. სავალდებულოა კოვიდ აცრა (კოვიდ პასპორტი)
13. ქორწინების მოწმობა (იუსტიციის სახლი)
14. განქორწინების მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (იუსტიციის სახლი)
15. შესაძლოა საჭირო გახდეს თითის ანაბეჭდიც.
იმ შემთხვევაში თუ ოჯახის წევრებიც აპირებენ წასვლას, ავტომატურად ყველა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ ოჯახის თითოეულ წევრზე.
შეგახსენებთ რომ გადასახადი 1 ადამიანზეც და ოჯახის შემთხვევაშიც არის 150 ლარი.
ანგარიშის ნომერი
Tbc ბანკი
შპს „ლუსულა“.
ანგარიშის ნომერი
GE74TB0600000303467121
მომსახურების ღირებულება 150 ლარი.
პრიორიტეტად ითვლება უკვე საკუთარ ქვეყანაში მიღებული განათლება და ასევე სამუშაო გამოცდილება შემდეგ სამუშაოებში
1. ბუღალტერი
2. ძიძა
3.მედდა
4.მუშა (ხელობა)
2022 წელს უამრავი სხვა პროფესიაც დაემატა, მთავარია ინგლისური ენა და მოთხოვნადი პროფესია.
თუმცა ასეთის არ არსებობის შემთხვევაში დადებითი პასუხის მოსვლის შემდგომ მოხდება თქვენი გადამზადება ფედერალური პროგრამის ფარგლებში (თუ თქვენს მიერ მოხდება მსგავსი პროფესიის არჩევა)
ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ თქვენს მიერ მოხდება მარტივი სახელშეკრულებლო ხელმოწერა, წარმოდგენილი პირობების დასტური/თანხმობის შესახებ, სადაც გაწერილი იქნება ჩვენს მიერ გაწეული მომსახურების საფასური 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა წინასწარი მომსახურების (რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას) ხოლო დადებითი პასუხის მოსვლის შემთხვევაში ოჯახზე 730 (შვიდას ოცდაათი) ამერიკული დოლარის ექვივალენტი ლარში. (მომსახურების საფასური ერთ ადამიანზე და ოჯახის შემთხვევაშიც იგივეა, 150 ლარი და 730 დოლარის ექვივალენტი ლარში).
განაცხადის განხილვას სჭირდება საბუთების ატვირთვიდან დაახლოებით 30 დან 90 დღემდე, შეიძლება უფრო მეტ ხანსაც გაგრძელდეს, რადგან ეს დამოკიდებულია რამდენი აპლიკაციაა მთელი მსოფლი