11/12/2014
იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების უპირატესობა
2014 წლის 10 დეკემბერი, 16:41-ზე
იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება მოქალაქეებს იცავს მოსალოდნელი რისკებისგან, არ არის დაკავშირებული დიდ ხარჯებთან.
წლეულს სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშკერულებების სანოტარო წესით დამოწმების სტატისტიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა; 2013 წელს 19074 ხეშეკრულება იყო დამოწმებული, 2014 წელს - 23 199 ხელშეკრულება.
რა შემთხვევაში ფორმდება იპოთეკის ხელშეკრულება?
იპოთეკის ხელშეკრულებით განისაზღვრება ვალდებულება მოვალესა და კრედიტორს (იპოთეკარს) შორის.
ქონების იპოთეკით დატვირთვა ნიშნავს, როცა მოვალე უძრავ ნივთს იყენებს კრედიტორის მიმართ საკუთარი ვალდებულების შესრულების გარანტად. ანუ, თუკი მოვალე არ შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას, კრედიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს ვალის დაბრუნება იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით.
სანოტარო წესით დამოწმების უპირატესობა
2014 წლის 28 იანვრიდან ამოქმედებული საკანონდებლო ცვლილებების საფუძველზე, ფიზიკურ პირებს შორის იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება მხოლოდ სანოტარო წესით ფორმდება.
(აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, არასაბანკო სადეპოტიზო დაწესებულებებზე - საკრედიტო კავშირებსა და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებზე). თუმცა, ნებისმიერ შემთxვევაში, უმჯობესია, იპოთეკის ხელშკერულების სანოტარო წესით დამოწმება, რადგან სანოტარო წესით დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულება როგორც კრედიტორისთვის, ისე, მოვალისთვის გარიგების უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს.
ნოტარიუსი თანაბრად იცავს ხელშეკრულების ნებისმიერი მხარის ინტერესს;
განუმარტავს მათ საკუთარ უფლებებს, მოვალეობებს, ხელშეკრულების შინაარსს;
აფრთხილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
ამასთან, ნოტარიუსი ამოწმებს, სესხის პროცენტი ხომ არ აღემატება კანონით დასაშვებ ზღვარს. სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა კანონმდებლობით დადგენილი ნორმით განისაზღვრა და კრედიტორს აღარ შეუძლია, საკუთარი სურვილით დაადგინოს საპროცენტრო განაკვეთი (საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული კომერციული ბანკეის მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთის წინა კალენდერული წლის საშუალო არითმეტიკულის 2,5-მაგი ოდენობის მეთორმეტედს, რაც ძალიაშია ყოველი წლის პირველი მარტიდან).
ასევე, სანოტარო ბიუროდან გაუსვლელად შესაძლებელია როგორც სანოტარო, ასევე, არასანოტარო მომსახურების მიღება. ნოტარიუსი მოქალაქის ნაცვლად უზრუნველყოფს იპოთეკის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და მას აღარ მოუწევს იუსტიციის სახლსა თუ საჯარო რეეესტრიც ეროვნულ სააგენტოში წასვლა.
ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების საზღაური
კანონით განისაზღვრა იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების საზღაურის ზედა ზღვარი. ფიზიკური პირებისთვის სანოტარო მომსახურების საზღაური არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს, ხოლო სამეწარმეო იურიდიული პირებისთვის - 10 000 ლარს.