სპეცენერგორემონტი-Specenergoremonti

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სპეცენერგორემონტი-Specenergoremonti

სპეცენერგორემონტი-Specenergoremonti ენერგეტიკული კომპანია/Power engineering company

ასრულებს სარემონტო, სამონტაჟო და გასაშვებ-გამმართავ სამუშაოებს სხვადასხვა ენერგეტიკულ დანადგარსა და მოწყობილობაზე.
კომპანია დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით, რომელთაც გააჩნიათ ენერგოობიექტებზე სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოების წარმოების დიდი გამოცდილება. The company implements repair, assembly, adjustment and commissioning works on various power plants and power equipment. It is staf

fed by qualified specialists who have substantial experience in installation and maintenance works at power engineering objects.

29/03/2021
19/11/2020

სპეცენერგორემონტი ჩვენი კომპანია ასრულებს სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოებს ენერგეტიკულ ობიექტებზე

06/10/2020

💧 საქართველოში ელექტროენერგიის 80%-ს ჰესები აწარმოებს.

⚡️ ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდის განმავლობაში საქართველოში არსებულმა გენერაციის ობიექტებმა ჯამში 7,636 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, საიდანაც 6,17 მლრდ კვტ.სთ მოდის ჰესების გენერაციაზე (80%-ზე მეტი).

💡 ამავე პერიოდში, თბოელქტროსადგურებმა 1,4 მლრდ კვტ.სთ, ხოლო ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 61,5 მლნ კვტ.სთ გამოიმუშავა.

❕ აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2020 წლის პირველ 8 თვეში ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირდა 675 მლნ კვტ.სთ-ით (დაახლოებით 8,1%-ით).

#საქართველო #ენერგეტიკა #ელექტროენერგია #ჰესი #ჰიდროელექტროსადგური #ჰესებისმშენებლობა #ენერგოპლატფორმა

10/09/2020

👨‍🏭👷 დღეს, 10 სექტემბერს, ენერგეტიკოსის დღე აღინიშნება. "სპეცენერგორემონტის" თანამშრომლებსა და ყველა ენერგეტიკოსს ვულოცავთ პროფესიულ დღეს! 🥳🤩
Happy Power Engineer’s Day!

02/07/2020

📢 ნათია თურნავა: ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი ენერგეტიკაში ახალი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს

💡 „მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი, რაც გაამარტივებს და უზრუნველყოფს მეტი ინვესტიციის მოზიდვას ამ დარგში, ხელს შეუწყობს ჩვენი ჰიდრორესურსების მაქსიმალურ ათვისებას და „მწვანე ენერგეტიკის“ განვითარებას,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

✅ მინისტრის თქმით, ხანგრძლივი მსჯელობა მიდიოდა იმაზე, თუ როგორ დაეჭირა მხარი სახელმწიფოს იმ ინვესტორებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი განავითარონ მცირე და საშუალო ჰიდროსადგურები.

⚡ „ენერგეტიკული რეფორმისა და ევროკავშირთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ფარგლებში რამდენიმე ხნის წინ დავაფუძნეთ ენერგეტიკული ბირჟა, სადაც საათობრივი ვაჭრობა განხორციელდება. შესაბამისად, ზუსტად ახლა, ამ ბირჟის დაფუძნების შედეგებზე დაყრდნობით, შემოვიღეთ ისეთი წესი, რომ მცირე და საშუალო ჰიდროსადგურებში ინვესტიციის მოსურნე სუბიექტები ივაჭრებენ ამ ბირჟაზე და აქ მიღებულ შემოსავალთან ერთად, სახელმწიფოსგან, დამატებით 0,015 აშშ დოლარამდე მიიღებენ ყოველ კილოვატ საათზე გაყიდულ ელექტროენერგიაზე. ეს არის ე.წ feed-in premium - ევროპული პრაქტიკა, რომლის წყალობითაც უფრო მიმზიდველი გახდება ინვესტირება ენერგეტიკაში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენერგეტიკა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.

„აქედან გამომდინარე, ასეთი მექანიზმები, რომელიც წაახალისებს დარგში მეტ ინვესტიციას, აუცილებლად უნდა გვქონდეს ინვესტორებისთვის შეთავაზებული. ეს არის, ნაწილობრივ, საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობილი მექანიზმი, თუმცა, გამოხატულია მხარდაჭერაც სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც უზრუნველყოფს იმ რისკების განეიტრალებას, რაც ბაზრის ფასის ცვალებადობასთან არის დაკავშირებული,“- აღნიშნა მინისტრმა.

მისივე შეფასებით, მხარდაჭერის ახალი მექანიზმი მისასალმებელი იქნება ენერგეტიკით დაინტერესებული ინვესტორებისთვის, რადგან, მომზადების პროცესში მთავრობა მათთან ძალიან აქტიურ კონსულტაციებს გადიოდა.

#ჰესებისმშენებლობა #ენერგეტიკა #ენერგოპლატფორმა #ნათიათურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ენგურჰესის ტექნიკური მონაცემები და კასკადის სქემატური გეგმა
17/04/2018

ენგურჰესის ტექნიკური მონაცემები და კასკადის სქემატური გეგმა

ენგურჰესის ძირითადი ტექნიკური მონაცემები

- ჯამური სიმძლავრე – 1300 მგვტ
- აგრეგატების რაოდებობა – 5
- წლიური საპროექტო გამომუშავება – 4300 ათასი კვტ.სთ.
- მაქსიმალური დაწნევა – 404 მ.
- საექსპლუატაციოდ გადაცემის თარიღი – 1978 წელი.

ვარდნილჰესების კასკადი:

ვარდნილჰესი I:
- ჯამური სიმძლავრე – 220 მგვტ
- აგრეგატების რაოდენობა – 3
- წლიური საპროექტო გამომუშავება – 700 ათასი კვტ. სთ.
- საექსპლუატაციოდ გადაცემის თარიღი – 1970 წელი

ვარდნილჰესი – II, III, IV:
- ჯამური სიმძლავრე – 120 მგვტ.
- აგრეგატების რაოდენობა – 6
- წლიური საპროექტო გამომუშავება – 390 ათასი კვტ.სთ
- მაქსიმალური დაწნევა – 11მ.
- საექსპლუატაციოდ გადაცემის თარიღი – 1971 წელი.

11/03/2018
31/12/2017

სპეცენერგორემონტი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ წარმატებასა და ბედნიერებას 🎄🎁 🎅 🎉 🎊

19/07/2017

უნიკალური პროექტი ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე!

Address

39 Ilia Chavchavadze Avenue
Tbilisi
0162

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995322913976

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სპეცენერგორემონტი-Specenergoremonti posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to სპეცენერგორემონტი-Specenergoremonti:

Share

Nearby travel agencies


Other Tbilisi travel agencies

Show All