16/06/2021
თუშეთი - „კავკასიონის მარგალიტი“ - 3 დღე 👏
იმოგზაურე ჩვენთან ერთად და მოინახულე საუცხოო პანორამები🌲🌲 ხელშეუხებელი ბუნების ძეგლები🌿 მთის უნიკალური სოფლები🏡 გაეცანი საუკუნეებგამოვლილ წეს-ჩვეულებებს 🌞 დააგემოვნე უგემრიელესი თუშური სამზარეულო 🍴 და უბრალოდ აივსე დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით! 🥰
🚘 დაჯავშნე შენთვის სასურველი თარიღები:
🔶 25-27 ივნისი (სეზონის გახსნა)
🔶 2-4 ივლისი (მეგზური - გოგა ჩანადირი, ფასი 435 ლარი)
🔶 9-11 ივლისი
🔶 16-18 ივლისი
🔶 23-25 ივლისი
🔶 30-1 ივლისი-აგისტო
🔶 6-8 აგვისტო (მეგზური - გოგა ჩანადირი, ფასი 435 ლარი)
🔶 13-15 აგვისტო
🔶 20-22 აგვისტო
🔶 27-29 აგვისტო
🔶 3-5 სექტემბერი
🔶10-12 სექტემბერი (სეზონის დახურვა)
ჯგუფების შევსება დაწყებულია 😍
მარშრუტი:
⏩I. დღე – გასვლა თბილისიდან, აბანოსცერის უღელტეხილი, სოფელი ომალო, თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი, სოფელი შენაქო, დიკლო, ღამისთევა სასტუმრო სახლში ზემო ომალოში
⏩II. დღე – გასვლა ზემო ომალოდან, კესელო, ქუეს გადასახედი, სოფელი დართლო, სოფელი კვავლო, სოფელი ფარსმა, სოფელი გირევი, ღამისთევა სასტუმრო სახლში ზემო ომალოში
⏩III. დღე – გასვლა ზემო ომალოდან, სოფელი ბოჭორნა, სოფელი დოჭუ, დაბრუნება თბილისში
🔶ტურის ღირებულება: 395 ლარი
• ღირებულებაში შედის:
• ტრანსპორტირება;
• ორჯერადი კვება;
• გიდის მომსახურება;
• დაზღვევა.
დამატებითი ინფორმაცია:
• მგზავრობა მაღალი გამავლობის ავტომობილით (გამოცდილი და სანდო მძღოლით);
• განთავსება თუშური ტრადიციული ტიპის სასტუმრო სახლში;
• კვების რაციონში გათვალისწინებულია ადგილობრივი კერძების დაგემოვნება – ხინკალი, კოტორი, ხავიწი და სხვა;
• პირველი დღის სადილი უმჯობესია წამოიღოთ თბილისიდან, მეორე და მესამე დღის სადილი შესაძლებელია თუშეთში შეუკვეთოთ (გაითვალისწინეთ, რომ თუშური ტრადიციის თანახმად ღორის ხორცის პროდუქტების ატანა არ შეიძლება);
• მეგზურობას გაგიწევთ კვალიფიციური გიდი, რომელიც დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით თუშეთის და მარშრუტით გათვალისწინებული ობიექტების შესახებ;
• ფეხით სავალი მონაკვეთები: ფარსმა (400 მ., 20-30 წთ.); გირევი (1 კმ., 30-40 წთ.); კვავლო (400 მ., 20-30 წთ.); დოჭუ (400 მ., 20-30 წთ.);
• რეკომენდირებულია სხვა პირად სამოსთან ერთად იქონიოთ, თბილი მოსაცმელი, საწვიმარი, მთაში გადასაადგილებლად კომფორტული ფეხსაცმელი, მზის ქუდი და მზისგან დამცავი საშუალებები;
• ჩვენი თითოეული მგზავრი ტურის განმავლობაში სარგებლობს დაზღვევით, ასევე გათვალისწინებულია პირველადი დანიშნულების სამედიცინო აფთიაქი.
✅ ჩვენი პრიორიტეტია მომსახურების მაღალი ხარისხი, ტურისტებისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა და ინფორმირება მაღალკვალიფიციური მეგზურების თანხლებით. თუშეთის მონახულება ჩვენთან ერთად მეტია, ვიდრე მოგზაურობა!
✅ ცალკეული ჯგუფებისათვის მოთხოვნის შესაბამისად ვქმნით თუშეთის ინდივიდუალურ პაკეტებს.
🙌 დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან
📞 დაგვიკავშირდით ნომერზე 598 74 74 54 (ლაშა)
გისურვებთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს! ❤