11/04/2024
,ახალგაზრდა არქეოლოგთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია'' (აღმოჩენები, კვლევები, გამოწვევები) გაიმართა.
მოხსენებები გააკეთეს საქართველოს უნივერსიტეტის, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, რომის საპიენცას უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევარებმა
კონფერენციის თემატიკა იყო ფართო როგორც ზუსტი მეცნიერებების ასევე ციფრული ტექნოლოგიების სიახლეებით, ქრონოლოგიური ჩარჩოები ვრცელი იყო და მოიცავდა პერიოდს ქვის ხანიდან შუა საუკუნეების ჩათვლით.
კონფერენცია საინტერესო და წარმატებული გამოვიდა. “არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრი" კვლავაც გააგრძელებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, რაც ახალგაზრდა მკვლევარებისათვის ხელის შეწყობას ისახავს მიზნად და ამ აქტივობების შესახებ მუდმივად მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას.
ყველა მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებას და სამეცნიერო სივრცეში თავის დამკვიდრებას.
1). შოთა თვალაძე, მაგისტრი, საქართველოს უნივერსიტეტი.
სამშვილდის ნაქალაქარის ჰიდროლოგიური ქსელი.
2). ანა დავითაშვილი, რომის საპიენცას უნივერსიტეტი.
კვების რაციონის განსაზღვრა სტაბილური იზოტოპებით (ნახშირბადი, აზოტი, გოგირდი) ბრინჯაოს პერიოდის ნამოსახლარ ნოგაროლე კამპონზე (მეთოდოლოგია და კვლევის შედეგები)
3) ნიკოლოზ მემანიშვილი, ბაკალავრი, საქართველოს უნივერსიტეტი.
არქეოლოგიური მასალა კლდეისის ღვთიშობლის ეკლესიიდან.
4) ანა გაბუნია, დოქტორანტი. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული ლითონის ფარაკიანი ბეჭდების რენტგენოფლოურესცენციური (XRF) კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია.
5) . ირაკლი გურგენიშვილი, ბაკალავრი, საქართველოს უნივერსიტეტი.
სამშვილდის ნაქალაქარზე 2020-2023 წლის ექსპედიციის პერიოდში აღმოჩენილი ლითონის ისრისპირები.
6) გიორგი ბარბაქაძე, მაგისტრანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ძველი ბერძენი და რომაელი ავტორების AI ილუსტრაციები (The Generations of Artifical Intelligence)
7) მარიამ ბუკია, ბაკალავრი, საქართველოს უნივერსიტეტი.
შემთხვევითი არქეოლოგიური მონაპოვარი ხობიდან.
8) . გიორგი მწყერაძე, დოქტორანტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შემთხვევით გამოვლენილი გვიანბრინჯაო- ადრერკინის სამარხი თელავის სიახლოვეს.
9) . ლევან კვახაძე. მაგისტრი, არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრი.
კაზრეთის ორთვალა მღვიმის არქეოლანდშაფტური და არქეოლოგიური კვლევის შედეგები.
10) . დავით გაგოშიძე, საქართველოს უნივერისტეტი, თ. ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.
ქართლი ადრეულ შუასაუკუნეებში: დედოფლის გორის ნამოსახლარის გათხრები.
11) . მარიამ ელოშვილი, დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ეზო, როგორც სედენტიზმის ნაწილი ხრამის დიდი გორას ნეოლითურ საზოგადოებაში
12). სალომე წიქარიშვილი. ბაკალავრი, საქართველოს უნივერსიტეტი.
სამშვილდის ნაქალაქარზე გამოვლენილი მინის ნაწარმი (2017 წ.).
13) მეგი ვაჩეიშვილი. ბაკალავრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ზედაპირის კვალიდან კაცობრიობის ისტორიამდე - ქვის ტექნოლოგია და ტრასოლოგია ხრამის დიდი გორიდან