შპს ,,თრეველ მარკეტი“ ვალდებულია მომხმარებელს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს შემდეგი უტყუარი და სრული ინფორმაცია (თუ ეს ინფორმაცია თავისთავად ცხადი არ არის):
ა) მომსახურების დასახელების, მომსახურების შესაბამისი არსებითი მახასიათებლების შესახებ, როგორიცაა
ა.ა) დანიშნულების ადგილი მარშრუტისა და პერიოდის (თარიღების) მითითებით, ხოლო თუ პაკეტი მოიცავს განთავსების მომსახურ
ებას, − გასათევი ღამეების რაოდენობა;
ა.ბ) გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალებების მახასიათებლები და მათი კატეგორია, დანიშნულების ადგილი, გამგზავრებისა და დაბრუნების ადგილები, თარიღები და დრო, შუალედური გაჩერებების დრო და ადგილები. თუ გამგზავრებისა და დაბრუნების თარიღები ზუსტად დადგენილი არ არის, ტურისტს უნდა ეცნობოს მიახლოებითი თარიღები;
ა.გ) განთავსების საშუალების ადგილმდებარეობა, ძირითადი მახასიათებლები და კატეგორია დანიშნულების ქვეყნის რეგულაციების შესაბამისად;
ა.დ) კვების განრიგი;
ა.ე) ვიზიტები, ექსკურსიები ან სხვა მომსახურებები, რომლებიც პაკეტის შეთანხმებულ ჯამურ ღირებულებაში შედის;
ა.ვ) ჯგუფის წევრების სავარაუდო რაოდენობა, თუ ტურისტული მომსახურება ტურისტს მიეწოდება, როგორც ჯგუფის წევრს;
ა.ზ) საკომუნიკაციო ენა, რომელზედაც ტურისტული მომსახურებები იქნება გაწეული;
ა.თ) ტურისტის მოთხოვნის შემთხვევაში, მისი საჭიროებების გათვალისწინებით, ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა მოგზაურობა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის;
ტუროპერატორის ან/და ტურისტული სააგენტოს (ტურაგენტის) სახელი, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
გ) პაკეტის ჯამური ღირებულების შესახებ, გადასახადებისა და ყველა სხვა დამატებითი ხარჯის ჩათვლით, ხოლო თუ ხელშეკრულების დადებისას აღნიშნული ხარჯების გონივრული გაანგარიშება წინასწარ შეუძლებელია, ტურისტს უნდა ეცნობოს იმის თაობაზე, რომ მას შეიძლება წარმოეშვას დამატებითი ხარჯების გაწევის ვალდებულება;
დ) გადახდის მეთოდების, მათ შორის, ნებისმიერი თანხის ან ღირებულების ნაწილის, რომელსაც ტურისტი წინასწარ იხდის, და დარჩენილი თანხის გადახდის, ან ტურისტის მიერ ფინანსური გარანტიების წარდგენის გრაფიკის შესახებ
ე)პაკეტის დასაწყებად საჭირო პირების მინიმალური რაოდენობის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია იმის თაობაზე, პაკეტის დაწყებამდე რამდენი დღით ადრე შეიძლება შეწყდეს ხელშეკრულება
ვ) პასპორტთან ან/და ვიზასთან (მათ შორის, ვიზის მისაღებად საჭირო დროის შესახებ ინფორმაცია) და დანიშნულების ქვეყანაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოთხოვნების თაობაზე;
ზ) ტურისტის უფლების შესახებ, პაკეტის დაწყებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ;
თ) ნებაყოფლობითი ან სავალდებულო დაზღვევის შესახებ, რომელიც ფარავს ტურისტის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტით გამოწვეულ ხარჯებს ან ზიანის (ზარალის) ანაზღაურების ხარჯებს, მათ შორის, რეპატრიაციის, უბედური შემთხვევის, ავადმყოფობის ან გარდაცვალების შემთხვევაში;
ი) საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის პირობებისა და წესის შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი სხვა სავალდებულო დაზღვევის თაობაზე, რომელიც მასზე გავრცელდება საქართველოში ყოფნის პერიოდში.
მოვაჭრის ვალდებულებები
შპს ,,თრეველ მარკეტი“ ვალდებულია მომხმარებელს მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი მომსახურება გაუწიოს.
მომხმარებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილების ან ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში მოვაჭრეს უნდა განუსაზღვროს მომსახურების გაწევის/ნაკლის აღმოფხვრის გონივრული დამატებითი ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, მომსახურების ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს. არათანაზომიერი ან შეუსაბამოდ დიდი ხარჯი განისაზღვრება ამ კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.
დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს:
ა) მოვაჭრის ხარჯით მომსახურების გაწევა ან ნაკლის აღმოფხვრა სხვა პირს შესთავაზოს;
ბ) მოითხოვოს მომსახურების ფასის ადეკვატური შემცირება;
გ) უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3.დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ აშკარაა, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება, ან მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულება მომსახურების დროულად მიღებას დაუკავშირა. . თუ მოვაჭრემ დროულად არ დაიწყო მომსახურების გაწევა ან მომსახურების პროცესი უსაფუძვლოდ ჭიანურდება, რაც მომსახურების დათქმულ ვადაში გაწევას შეუძლებელს ხდის, მოვაჭრეს არ აქვს უფლება, მოითხოვოს მომსახურების პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურება, აგრეთვე გაწეული მომსახურების საზღაური, თუ მომხმარებელმა ხელშეკრულების ნაწილობრივი შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა.
4. მხარეთა პასუხისმგებლობა
· თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებათა სრული, ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება.
· მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზიანის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.