ქართველები პოლონეთში მთავარი ჯგუფის ადმინისტრაცია

  • Strona główna
  • Polska
  • Warsaw
  • ქართველები პოლონეთში მთავარი ჯგუფის ადმინისტრაცია

ქართველები პოლონეთში მთავარი ჯგუფის ადმინისტრაცია Dane kontaktowe, mapa i wskazówki, formularz kontaktowy, godziny otwarcia, usługi, oceny, zdjęcia, filmy i ogłoszenia od ქართველები პოლონეთში მთავარი ჯგუფის ადმინისტრაცია, Centrum informacji turystycznej, Warsaw.

10/08/2023

გამარჯობა უძვიფასესო ჯგუფის წევრებო და მეგობრებო.
ვისაც გაქვთ რესტორანი ან საცხობი პოლონეთში, გთხოვთ ამ პოსტის ქვეშ დაწერეთ: ქალაქი, მისამართი, რესტორნის სახელი და ტელ ნომერი.
გავაკეთებ ჩამონათვალს და ავპინავ ჯგუფის განცხადებებში. მარტივად იპოვიან ქართველები მათთან უახლოეს წერტილში მდებარე გემრიელობებს.
გელოდებით 🥰

რადგან ბევრს აინტერესებს Karta Pobytu-ს, თავისი საქმის მსვლელობის შესახებ ინფორმაციის მიღება, ხოლო ინტერნეტში ძებნა ეზარ...
12/05/2022

რადგან ბევრს აინტერესებს Karta Pobytu-ს, თავისი საქმის მსვლელობის შესახებ ინფორმაციის მიღება, ხოლო ინტერნეტში ძებნა ეზარება ან არ იცის, ამიტომ ცოტას გაგიიოლებთ საქმე და ვთარგმნი/მოგაწვდით საიტების სიას ვოევუდების მიხედვით, სადაც შეამოწმებთ საქმის სტატუსს. გაითვალისწინეთ, რომ ბევრ უჟონდს არ აქვს ონლაინში საქმის მსვლელობის სტატუსის შემოწმება და გთავაზობთ სხვა საშუალებებს ამისთვის.
გაითვალისწინეთ(!!!), რომ ოშვიადჩენიეს ამჟამად გასცემს მხოლოდ სტაროსტის უჟენდი და მისი სტატუსის შემოწმება სხვანაირად ხდება.
საიტები შეიძლება განსხვავდებოდეს დიზაინით, ფერით, შესავსები ველებით, მაგრამ უმრავლესობა მათგანში ძებნა ხდება ერთი პრინციპით: საიტზე შესვლა შესაბამის ველში ძებნის კრიტერიუმის არჩევა (საქმის ნომრით ან მის გარეშე) თუ ნომერი ცნობილია, მაშინვე გამოდის შესაბამისი ინფორმაცია თუ ნომერი უცნობია, საჭიროა დამატებითი მონაცემების შეყვანა და ძებნის განხორციელება.
როგორი შეიძლება იყოს მზადყოფნის სტატუსები? ისინი შეიძლება განსხვავდებოდეს უჟონდების მიხედვით, მაგრამ აქ მოყვანილია ძირითადი, რომლებიც შეიძლება შეგხვდეთ:
Złożenie wniosku - ინფორმაცია განცხადების მიღების და სისტემაში რეგისტრაციის შესახებ
Sporządzenie protokołu przyjęcia wniosku - პროტოკოლის რეგისტრაციისთვის მომზადება. გამოიყენება, თუ პირადად შეგაქვთ განაცხადი და შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას საბუთების დანაკლისზე ან ხარვეზებზე
Wezwanie do złożenia odcisków linii papilarnych - მომზადებულია გამოძახება თითის ანაბეჭდების ასაღებად. ამას, წესით უნდა მოჰყვეს გამოძახებაზე შეტყობინება, მაგრამ ბევრ უჟონდში ეს ნიშნავს რომ თქვენ მოგიწევთ რეგისტრაციის გავლა და რიგის დაკავება
Ustalona wizyta na biometrię - დადგენილია (შეთანხმებულია) თითის ანაბეჭდების ასაღები თარიღი
Analiza braków formalnych - დოკუმენტები მოწმდება გამართულობაზე (შევსების სისწორე, შევსების ხარვეზები, დოკუმენტების ნაკლებობა)
Odmowa wszczęcia postępowania - უარი პროცედურის დაწყებაზე. დოკუმენტები მიღებული არ არის
Zwrot wniosku - განცხადების უკან დაბრუნება. ანუ საქმის განხილვა არც დაწყებულა
Wezwanie dot. uzupełnienia braków formalnych - აღმოჩენილია უზუსტობები დოკუმენტებში და ჩამოყალიბებულია მოთხოვნა მათ აღმოსაფხვრელად
Wezwanie dot. uzupełnienia opłaty - არაა მონაცემები საღერბო მოსაკრებლის გადახდის თაობაზე. ჩამოყალიბებულია მოთხოვნა მის დაფარვაზე
Opiniowanie wniosku - განცხადება მოწმდება შსს, ეროვნული უსაფრთხოების და ა.შ. ორგანოების მიერ
Analiza materiału dowodowego - მიწოდებული მასალების შემოწმება. მიმდინარეობს საქმის განხილვა
Wezwanie - აღმოჩენილია ხარვეზები და მოცემულია ვადა მათ გამოსასწორებლად
Projekt rozstrzygnięcia ან projekt decyzji - მიმდინარეობს საქმის განხილვა ზემდგომი ინსტანციების მიერ
Wniosek pozostawiony bez rozpoznania - განცხადება დატოვებულია განხილვის გარეშე (ხშირად არასრული დოკუმენტების გამო). ძალიან სახიფათო სტატუსია, რადგან შემდგომი ყოფნა ქვეყანაში შეიძლება ჩაითვალოს არალეგალურად.
Odmowa przywrócenia terminu do złożenia wniosku - უარი საქმის განხილვაზე ვადების გაგრძელების თაობაზე. გამოიყენება მაშინ, როცა მიღებუალია უარყოფითი გადაწყვეტილება და ითხოვთ ვადის გაგრძელებას
Zawieszenie postępowania - საქმის განხილვა შეჩერებულია. ეს ხდება მაშინ, როცა მოთხოვნილი საბუთები დროზე არაა მიწოდებული/დამატებული
Umorzenie postępowania - შეწყვეტილია საქმის წარმოება. ეს შეიძლება ნიშნავდეს საბოლოო უარს
Przekazanie wniosku zgodnie z właściwością - განცხადება შეტანილი იყოს სხვა უჟენდში და ეხლა გადაგზავნილია სწორ მისამართზე. ამიერიდან საქმის მოძებნა საჭიროა იმ მისამართზე
Decyzja pozytywna - ბარათის გაცემაზე დადებითი დეციზია
Decyzja negatywna - ბარათის გაცემაზე უარყოფითი დეციზია
Oczekiwanie na dokumenty do personalizacji karty pobytu - მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება და უHონდი ამჟამად ელოდება ბარათის დამზადების მოსაკრეფლის გადახდას და მონაცემებს საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის შესახებ, ბარათზე დასატანად
Oczekiwanie na dokumenty dot. adresu na karcie pobytu - მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება და უჟენდი ელოდება ინფორმაციას საცხოვრებელი ადგილის შესახებ ბარათზე დასატანად ან განცხადებას ამ პროცედურაზე უარის შესახებ
Oczekiwanie na dowód opłaty za kartę pobytu - მმიღებული იყო დადებითი გადაწყვეტილება და უჟენდი ელოდება ბარათის დამზადების საფასურის გადახდას
Personalizacja dokumentu - ბარათის მზადდება
Karta pobytu przygotowana do odbioru - ბარათი მზადაა და შეგიძლიათ აიღოთ
საიტები სავოევოდების მიხედვით :
Warmińsko-Mazurski Urząd Wojewódzki w Olsztynie
ვოევოდა Artur Chojecki
მისამართი Al. Marsz. J. Piłsudskiego 7/9, 10-575 Olsztyn
ტელეფონი, მეილი tel. 89 52 32 444, 89 52 32 333, fax. 89 527 74 47
[email protected]
საიტი www.gov.pl/web/uw-warminsko-mazurski
საიტზე ონლაინ ძებნა არ ხორციელდება, ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მხოლოდ ტელეფონით
Wielkopolski Urząd Wojewódzki w Poznaniu
ვოევოდა Łukasz Mikołajczyk
მისამართი al. Niepodległości 16/18, 61-713 Poznań
ტელეფონი, მეილი tel. 61 854 10 00, fax. 61 852 73 27
[email protected]
საიტი www.poznan.uw.gov.pl
https://www.poznan.uw.gov.pl/cudzoziemcy-stan/ აღნიშნულ საიტზე ინფორმაციის მოსაპოვებლად დაგჭირდებათ საქმის ნომერი და სპეციალური კოდი, რომელსაც რომელსაც დოკუმენტების წარდგენისას იძლევიან. თუ ფოსტით გააგზავნეთ, რეკვიზიტების დადგენა შეგიძლიათ ოფისში ან ტელეფონის ნომერზე 61 854 15 42
Zachodniopomorski Urząd Wojewódzki w Szczecinie
ვოევოდა Tomasz Hinc
მისამართი ul. Wały Chrobrego 4, 70-502 Szczecin
ტელეფონი, მეილი tel. 91 430 35 00, fax. 91 433 02 50
[email protected]
საიტი www.szczecin.uw.gov.pl
აღნიშნულ საიტზე ძებნა არ ხორციელდება. მსვლელობის სტატუსის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ოფისში, ტელეფონით ან მეილით.
Kujawsko-Pomorski Urząd Wojewódzki w Bydgoszczy
ვოევოდა Mikołaj Bogdanowicz
მისამართი ul. Jagiellońska 3, 85-950 Bydgoszcz
ტელეფონი, მეილი tel. 52 349 79 13, 52 349 77 20, fax. 52 349 72 94
[email protected]
საიტი www.gov.pl/web/uw-kujawsko-pomorski
ამ საიტზე ადრე ფუნქციონირებდა ონლაინ ძებნა. ამჟამად სერვისი მიუწვდომელია და სტატუსის შემოწმება შესაძლებელია მხოლოდ ტელეფონით ან ოფისში
Łódzki Urząd Wojewódzki w Łodzi
ვოევოდა Tobiasz Bocheński
მისამართი ul. Piotrkowska 104, 90-926 Łódź
ტელეფონი, მეილი tel. 42 664 10 00, fax. 42 664 11 30
[email protected]
საიტი www.lodzkie.eu
აღნიშნულ საიტზე ასევე მიუწვდომელია ონლაინ ძებნა, მაგრამ გაფართოვდა ოფისების რიცხვი, სადაც შესაძლებელია ინფორმაციის მიღება:
Piotrków Trybunalski, ul. Szkolna 28, piętro I, pok. 144, ტელ.: 44 647-28-44.
Sieradz, pl. Wojewódzki 3, pok. 144, ტელ.: 43 827-43-49, 43 822-05-01 დამატებით 224.
Skierniewice, ul. Jagiellońska 29, pok. 13, ტელ.: 46 834-15-79.
აღნიშნული ოფისები მუშაობენ
ორშაბათი 8:30-14:30;
სამშაბათი 10:00-17:00;
ოთხშაბათი 8:30-14:30 (ბარათების გაცემა);
ხუთშაბათი 8:30-14:30;
პარასკევი8:30-14:30.
ვიზიტისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ტელეფონოთ
Lubelski Urząd Wojewódzki w Lublinie
ვოევოდა L**h Sprawka
მისამართი ul. Spokojna 4, 20-914 Lublin
ტელეფონი, მეილი tel. 81 74 24 308, fax. 81 74 24 309
[email protected]
საიტი www.lublin.uw.gov.pl
საიტზე მუშაობს ონლაინ ძებნა. ამისთვის დაგჭირდებათ საქმის ნომერი და შეტანის თარიღი.
Lubuski Urząd Wojewódzki w Gorzowie Wielkopolskim
ვოევოდა Władysław Dajczak
მისამართი ul. Jagiellończyka 8, 66-400 Gorzów Wlkp.
ტელეფონი, მეილი tel. 95 711 56 00, fax. 95 711 58 03
[email protected]
საიტი www.lubuskie.uw.gov.pl
ონლაინ ძებნა არ აქვს. ყველაზე პოპულარული მეთოდია ტელეფონით. დამატებულია ნომერი Zielona Góra-ში 68 452 71 07
Mazowiecki Urząd Wojewódzki w Warszawie
ვოევოდა Konstanty Radziwiłł
მისამართი pl. Bankowy 3/5, 00-950 Warszawa
ტელეფონი, მეილი tel. 22 695 69 95, fax. 22 695 66 87
[email protected]
საიტი www.gov.pl/web/uw-mazowiecki
ონლაინ ძებნა აქვს. საქმის მოსაძებნად დაგჭირდებათ ნომერი და «Znak sprawy». ესაა ციფრების და რიცხვების უნუკალური კომბინაცია, რომელიც მოცემულია საქმის მარცხენა მაღალ კუთხეში.
Małopolski Urząd Wojewódzki w Krakowie
ვოევოდა Łukasz Kmita
მისამართი ul. Basztowa 22, 31-156 Kraków
ტელეფონი, მეილი tel. 12 39 21 200, 12 39 21 527, fax. 12 422 72 08
[email protected]
საიტი www.malopolska.uw.gov.pl
ონლაინ ძებნა არ აქვს. ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ტელეფონით. დამატებულია ოფისი ქალაქ Nowy Sącz, ul. Jagiellońska 52, (parter pok.7), ტელეფონი: 18 540 23 18 (საერთო), 18 540 23 41 (უცხოელთა საქმეებზე), e-mail: [email protected].
Dolnośląski Urząd Wojewódzki we Wrocławiu
ვოევოდა Jarosław Obremski
მისამრთი pl. Powstańców Warszawy 1, 50-153 Wrocław
ტელეფონი, მეილი tel. 71 340 60 00, fax. 71 340 68 95
[email protected]
საიტი www.duw.pl
ონლაინ ძებნა არ აქვს.
Opolski Urząd Wojewódzki w Opolu
ვოევოდა Adrian Czubak
მისამართი ul. Piastowska 14, 45-082 Opole
ტელეფონი, მეილი tel. 77 45 24 125, fax. 77 45 24 705
[email protected]
საიტი www.opole.uw.gov.pl
თუ თქვენთვის ცნობილია RPW ან UPO კოდები, საქმის მოძებნა გაგიადვილდებათ.
Podkarpacki Urząd Wojewódzki w Rzeszowie
ვოევოდა Ewa Leniart
მისამართი ul. Grunwaldzka 15, 35-959 Rzeszów
ტელეფონი, მეილი tel. 17 867 10 00, fax. 17 867 19 50
[email protected]
საიტი www.rzeszow.uw.gov.pl
ამჟამად მოქმედებს მხოლოდ სატელეფონო მომსახურება, თუმცა დამატებული აქვთ ნომრები 17 867-10-68, 17 867-10-47,
Podlaski Urząd Wojewódzki w Białymstoku
ვოევოდა Bohdan Paszkowski
მისამართი ul. Adama Mickiewicza 3, 15-213 Białystok
ტელეფონი, მეილი tel. 85 743 93 15, fax. 85 743 92 31
[email protected]
საიტი www.gov.pl/web/uw-podlaski
აქაც მოქმედებს მხოლოდ სატელეფონო მომსახურება და დამატებულია ნომერი 85 74 39 205
Pomorski Urząd Wojewódzki w Gdańsku
ვოევოდა Dariusz Drelich
მისამართი Ul. Okopowa 21/27, 80-810 Gdańsk
ტელეფონი, მეილი tel. 58 30 77 695, fax. 58 30 77 317
[email protected]
საიტი gdansk.uw.gov.pl
შეხვალთ ამ საიტზე https://klient.gdansk.uw.gov.pl დაგჭირდებათ მხოლოდ საქმის ნომერი
Świętokrzyski Urząd Wojewódzki w Kielcach
ვოევოდა Zbigniew Koniusz
მისამართი al. IX Wieków Kielc 3, 25-516 Kielce
ტელეფონი, მეილი tel. 41 342 18 00, 41 342 18 05, fax. 41 342 18 34
[email protected]
საიტი www.kielce.uw.gov.pl
საქმის სტატუსი გაცნობა მხოლოდ ტელეფონის, ფოსტის და ოფისის საშუალებით.
Śląski Urząd Wojewódzki w Katowicach
ვოევოდა Jarosław Wieczorek
მისამართი ul. Jagiellońska 25, 40-032 Katowice
ტელეფონი, მეილი почта tel. 32 20 77 777, 32 20 77 119, fax. 32 20 77 792
[email protected],
[email protected]
საიტი www.katowice.uw.gov.pl
ინტერნეტ ძებნა ჯერ-ჯერობით არაა.
თუ რომელიმეს გაქვთ სხვა ნომრები ან საიტები, გთხოვთ გააზიაროთ/დაამატოთ კომენტარებში და გაუადვილოთ სხვას ინფორმაციის მოძიება.
წყარო: გია ტურა. საინფორმაციო ჯგუფი პოლონეთში მყოფი ქართველებისთვის.

05/04/2022

Adres

Warsaw
00-002

Strona Internetowa

Ostrzeżenia

Bądź na bieżąco i daj nam wysłać e-mail, gdy ქართველები პოლონეთში მთავარი ჯგუფის ადმინისტრაცია umieści wiadomości i promocje. Twój adres e-mail nie zostanie wykorzystany do żadnego innego celu i możesz zrezygnować z subskrypcji w dowolnym momencie.

Udostępnij



Może Ci się spodobać