Georgia Voyage

Georgia Voyage TOURS IN GEORGIA AND IN EUROPE
(3)

Туристическая компания "Georgia Voyage " предлагает множество разнообразных туров для людей любого возраста, а также для путешествия с детьми. Если вы затрудняетесь в выборе места, опытные сотрудники нашего агентства всегда с радостью придут к вам на помощь. Возможно, наши советы по планированию путешествия помогут вам определить ваш личный стиль поездки.

17/11/2023

🇨🇵 6 დღიანი ჯგუფური ტური პარიზში

🌗 ხანგრძლივობა: 6 დღე / 5 ღამე

🗓 13 - 18 იანვარი

🧮 ტურის საწყისი ღირებულება - 1450 ლარი

✅ ️ავიაბილეთები: ორივე მიმართულება;
✅️ სასტუმრო 3*: პარიზი, 5 ღამე, ️ორადგილიანი ნომერი (DBL);
✅️ კვების ტიპი: საუზმე (BB);
✅️ ხელბარგი 8 კგ;
✅ ️სამოგზაურო დაზღვევა;
✅️ ქართველი ფრანგულენოვანი გიდის მომსახურეობა;
✅️ ტურის საორგანიზაციო მომსახურეობის საკომისიო.

🧮 ტურის სრული ღირებულება ჯამში შეადგენს (±) 2250 ლარს.

🧮 ️1450 ლარი - ტურისტული კომპანიის ფიქსირებული მოსაკრებელი.

🧮️ (±) 800 ლარი - ცვალებადი დანახარჯები ადგილზე, რომელსაც უშუალოდ ვიზიტორი განკარგავს :

🔸️ ტრანსფერები ქუთაისისა და პარიზში აეროპორტებში;
🔸️ შიდა ტრანსპორტით გადაადგილება პარიზსა და მის შემოგარენში,
🔸️ კვება (სადილი/ვახშამი) - ავტონომიური ან ორგანიზატორი კომპანიის მიერ შერჩეული ბიუჯეტური კაფე/რესტორნები;
🔸️ პრიორიტეტული ფასიანი ტურისტული ობიექტების სპეციალური ტარიფებით შეძენილი ბილეთების საფასური;
🔸️ ადგილობრივი (პარიზში მცხოვრები) სერტიფიცირებული გიდის მომსახურეობა;
🔸️ ადგილობრივი (ე.წ. "ტურისტული ცვეთის") მოსაკრებელი უცხოელი ტურისტებისათვის.

🟥 ტურის საწყისი ღირებულება ცვალებადია სეზონური აქტივობების მიხედვით. ტურისტული კომპანიისაგან დამოუკიდებლად, იგი იზრდება დროის გარკვეული მონაკვეთების გასვლისა და გამგზავრების თარიღის მოახლოებასთან ერთად, სასტუმროსა და ავიაბილეთების ტარიფების ზრდის პარალელურად.

🟥 გამოცხადებული, უკვე ჩატარებული პროგრამის მქონე იდენტური ტურის ღირებულება შეიძლება შემცირდეს მხოლოდ დაბალი აქტივობის ტურისტული სეზონის პერიოდში.

🟥 გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოს ყველაზე მონახულებადი ქალაქი პარიზი, ვიზიტიორთა უდიდესი ნაკადებითა და აქედან გამომდინარე, ტურისტული ინფრასტრუქტურის მაღალი ტარიფებით გამოირჩევა.

🟥 საწყისი დაბალი ტარიფებით სარგებლობისათვის, საჭიროა ტურის დროული დაჯავშნა და ორგანიზატორი ტურისტული კომპანიის ანგარიშზე, ტურის ფიქსირებული ღირებულების ნაწილის (700 ლარი) ჩარიცხვა. დარჩენილ ნაწილში ანგარიშსწორება ხორციელდება გამგზავრებამდე, არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.

🏦 ტურის ორგანიზატორი ტურისტული კომპანიის საბანკო რეკვიზიტებია:

LTD GEORGIA VOYAGE
TBC Bank
SWIFT: TBCBGE22
GE24 TB75 0334 5067 8000 05

🔍 ნებისმიერი სახის დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

📲 Mob : 599 25 65 19
📧 E-mail : [email protected]
🌐 www.georgiavoyage.ge

❎️ ჩვენი უპირატესობები:

📌 ტურის ორგანიზაცია და თანხლება ორი, მაღალი კვალიფიკაციის გიდის მიერ. მათგან ადგილობრივ გიდს გააჩნია პარიზში, ჯგუფურ ტურებთან მუშაობის 27 წლიანი გამოცდილება.

📌️ სწორად დაგეგმილი მარშრუტი და შერჩეული კვების ობიექტები, სპეციალური პროგრამითა და ფასდაკლებით შეძენილი ბილეთები (ტანსპორტისა და ფასიანი ობიექტების ღირებულება, კრუიზი მდინარე სენაზე, ქალაქის ტური ავტობუსი-კაბრიოლეტით), საშუალებას მოგცემთ კომფორტულად მოინახულოთ უამრავი საინტერესო ობიექტი და შეამციროთ თქვენი ჯამური დანახარჯი.

📌️ ტურის ჩატარება ხელმისაწვდომია : ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე.

ℹ️ ტურის მსვლელობის პერიოდში თქვენ გადაადგილდებით წრიული მარშრუტით და მოინახულებთ :

🔹️ალექსანდრე III ხიდი; 🔹️"ახალი" ხიდი; 🔹️ბასტილიის მოედანი; 🔹️გრანდ ოპერა; 🔹️გრევეს მოედანი; 🔹️დალიდას მოედანი; 🔹️დიზაინერების უბანი; 🔹️ებრაელების უბანი; 🔹️ეიფელის კოშკი; 🔹️ელისეის მინდვრები და სასახლე; 🔹️ვანდომის მოედანი; 🔹️ვერსალის სასახლე და ბაღი; 🔹️ვარდისფერი სახლი; 🔹️*ვიქტორ ჰიუგოს სახლ-მუზეუმი; 🔹️ვოგეზთა მოედანი; 🔹️თავისუფლების ძეგლი; 🔹️თანხმობის მოედანი; 🔹️ინვალიდების სასახლე; 🔹️იუსტიციის სასახლე; 🔹️კაპუცინის ბულვარი; 🔹️*კლუნის მუზეუმი და აბანოები; 🔹️*კონსიერჟერია; 🔹️ლუვრის მუზეუმი; 🔹️ლუქსემბურგის ბაღი; 🔹️ლუქსორის ობელისკი; 🔹️მარიამ მაგდალინელის ეკლესია; 🔹️მონმარტრის ფუნიკულიორი და სასაფლაო; 🔹️მონტპარნასის ბულვარი და კოშკი; 🔹️მოწყალების სახლი; 🔹️მულენ რუჟი; 🔹️მხატვრების მოედანი; 🔹️„მცურავი სამრეცხაო“; 🔹️ნოტრდამი; 🔹️პანთეონი; 🔹️*პარიზის ისტორიის მუზეუმი; 🔹️პარიზის მერია; 🔹️პარიზის სამეფო სასახლე; 🔹️პარიზის სამხედრო სკოლა; 🔹️პიგალის მოედანი; 🔹️პომპიდუს ცენტრი; 🔹️*ჟან მარეს სახლ-მუზეუმი; 🔹️საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემია; 🔹️„სიტეს“ კუნძული; 🔹️სიულის სამეფო რეზიდენცია; 🔹️სიყვარულის კედელი; 🔹️სორბონის უნივერსიტეტი და სამლოცველო; 🔹️ტიულირის ბაღი; 🔹️ტრიუმფალური თაღი; 🔹️ტროკადეროს მოედანი; 🔹️უძველესი საქალაქო საათი; 🔹️ქრისტეს წმინდა გულის ბაზილიკა; 🔹️ყვავილების უძველესი ბაზარი; 🔹️შატლეს მოედანი; 🔹️*ძველი სააბატო; 🔹️ძველი ქარის წისქვილი; 🔹️"ძველმანების" ბაზრობა; 🔹️წმინდა პავლეს ეკლესია.

✴️ ️ზემოთ დასახელებულ ცნობილ ღირსშესანიშნაობებთან ერთად, პროგრამაში შეტანილი იქნება ბევრისათვის უცნობი, გამორჩეულად საინტერესო არაერთი ლოკაცია, რომელიც ძირეულად განსხვავდება მრავალჯერ კოპირებული სტანდარტული პროგრამებისაგან.

🆗 ️პროგრამით დაგეგმილი ობიექტების გარდა, კოლექტიური შეთანხმების პირობებში!, ჯგუფის წევრებს გონივრულ ვადებში შეუძლიათ მოგვაწოდონ მათთვის სასურველი ღირსშესანიშნაობათა ნუსხა, რომელთა მონახულება რეალურად შესაძლებელია და არ დაარღვევს ტურის მსვლელობის მარშრუტსა და რიტმს.

🆗️ ასევე სურვილისა და წინა საექსკურსიო დღის დატვირთულობის ხარისხიდან გამომდინარე, ჯგუფის კოლექტიური შეთანხმების პირობებში! და შესაძლებლობების ფარგლებში, ტურის დაწყებამდე გონივრულ ვადაში, დასაშვებია წინასწარ დაგეგმილი სანახავი ობიექტების ჩამონათვალისა და თანმიმდევრობის შეცვლა.

ℹ️ თანმხლები გიდის მეშვეობით მოისმენთ უცხო და საინტერესო ისტორიებს, ეწვევით :

❇️ შუა საუკუნეების პარიზის ქუჩებს, მე-12 საუკუნის თავდაცვითი სიმაგრეების ფრაგმენტებს, ქალაქის ყველაზე ძველ ხიდს და ყველაზე ვიწრო ქუჩას, შეიტყობთ როგორ წარმოიშვა დიდებული ქალაქი კელტების ტომის მეთევზეებით დასახლებული პატარა სოფლიდან.

❇️ მდინარე სენაზე კრუიზის დროს მოისმენთ საინტერესო ფაქტებს ცნობილი ხიდებისა და სანაპიროს მიმდებარე ობიექტების შესახებ. გემიდან სრულიად განსხვავებული რაკურსით დაინახავთ პარიზის უდავო მარგალიტს - ეიფელის კოშკს და შესძლებთ საუკეთესო ფოტოების გადაღებას.

❇️ პარიზის, უძველეს და რომანტიკულ კვარტალს, სადაც საუკუნეების წინ ლეგენდარული მხატვრები, მუსიკოსები, პოეტები და მწერლები ცხოვრობდნენ. მოინახულებთ ადგილებს, სადაც იქმნებოდა მონეს, რენუარის, დეგას და მრავალი სხვა ცნობილი პიროვნების უკვდავი შედევრი.

❇️ ტრიუმფალურ თაღს, კონკორდის მოედანს, სადაც არაერთმა ცნობილმა პიროვნებამ დაასრულა სიცოცხლე გილიოტინაზე, ინვალიდთა სასახლეს იმპერატორ ბონაპარტეს სარკოფაგით.
მოისმენთ საინტერესო ისტორიებს ელისეის სასახლის ბინადრების შესახებ.

❇️ სამლოცველოს სადაც დაკრძალულია საფრანგეთის ყველაზე „ჭკვიანი და ბოროტი“ კაცი - კარდინალი რიშელიე. გაისეირნებთ ქუჩებში, სადაც მიმდინარეობდა ცნობილი ფილმის, „სამი მუშკეტერის“ გადაღება და სადაც ცხოვრობდნენ ეკრანიზებული რომანის მთავარი გმირები.

❇️ მოინახულებთ უძველეს არქიტექტორულ ძეგლებს, სასწავლო, ისტორიული, რელიგიური და ადმინისტრაციული დანიშნულების შედევრალურ ნაგებობებს, ულამაზეს მოედნებს, ბაღებსა და ბულვარებს. გაიგებთ სად და როგორ ცხოვრობდნენ პარიზელები რომაელების მოსვლამდე.

❇️ ვერსალის სასახლეში მოისმენთ ამ გრანდიოზული ნაგებობის მშენებლობის ისტორიას. შეიგრძნობთ რთული ეტიკეტებით დახუნძლულ სამეფო კარის ატმოსფეროს და მოისმენთ საინტერესო ისტორიებს სამეფო ოჯახის ცხოვრებიდან. გაისეირნებთ სასახლის მიმდებარედ მდებარე სამეფო პარკში.

✴️️ თქვენ გელოდებათ უამრავი საინტერესო ნაცნობი და უცნობი ღირსშესანიშნაობა და ისტორია, რომელიც ამ მართლაც რომანტიულ ქალაქს, მასთან დაკავშირებულ საიდუმლოებებსა და მითებს, სრულიად განსხვავებული კუთხით დაგანახვებთ.

📌 ტურის პროგრამა არის ინფორმაციულად და სანახაობრივად დატვირთული. მარშრუტი წინასწარ დაგეგმილი და არაკომფორტული ყოველდღიური შოპინგის მოყვარულთათვის.

ℹ️ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია :

🆗️ ცალკეული დღის გამოყოფა (დამატება) ექსკურსიისათვის ნორმანდიაში (მატარებლით ან ავტობუსით). ნორმანდიის დედაქალაქ რუანში შეგეძლებათ მოინახულოთ ქალაქის გამორჩეული ღირსშესანიშნაობები და მათ შორის ადგილები რომლებიც პირდაპირ კავშირშია ჟანა დ’არკის დაწვის სამწუხარო ფაქტთან.

🆗️ ერთი დღის ან დღის ნაწილის გამოყოფა საყიდლებისათვის, პარიზის როგორც სავაჭრო, ისე ქალაქის ე.წ. „ბარახლოვკის“ ზონაში, რომელიც ვიზიტიორთა რაოდენობის მიხედვით, მეოთხე ადგილს იკავებს პარიზის ღირსშესანიშნაობათა შორის.

🆗 ️ცალკეული დღის გამოყოფა (დამატება) ექსკურსიისათვის ბელგიაში (ბრიუსელი ან ბრიუგე). გასვლა დილით ადრე მატარებლით პარიზიდან, დაბრუნება გვიან ღამით.

🆗 ️ცალკეული დღეების გამოყოფა (დამატება) კომბინირებული ღვინის (ბორდო) ტურისა და ფრანგულენოვანი ზონის ქვეყნების (ბელგია, მონაკო, ლუქსემბურგი, შვეიცარია) ვიზიტისათვის.

24/07/2022

Address

14, Khertvisi Street
Tbilisi
0104

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgia Voyage posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Georgia Voyage:

Videos

Share

Category

Nearby travel agencies


Other Travel Companies in Tbilisi

Show All